ამ ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი იწყება: დასკვნითი, მეოთხე წრე!
ამ ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი იწყება: დასკვნითი, მეოთხე წრე! მოკლედ, ერთიმეორეზე საინტერესო 9 ტური გველოდება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშიც საკმარისზე მეტი ინტრიგაა შემორჩენილი და გასავარდნ ზონაშიც.

თუმცა, ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება: საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ხომ ოფიციალური მატჩები ელოდებათ ოქტომბრის დასაწყისში. გია გეგუჩაძის დამოძღვრილ ახალგაზრდულ ნაკრებში ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები მრავლად არიან.

აი, რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, უელსთან და სერბეთთან მატჩებისათვის, ლეგიონერებთან ერთად, ეროვნული ლიგის მართლაც გამორჩეული 3 ფეხბურთელია გამოძახებული: ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი"), ნუკრი რევიშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - "დინამო" თბ).

ერთი შეხედვით, XXVIII ტურში "ბომბა-მატჩი" არ გველოდება, მაგრამ, როცა ბოლო წრე იწყება, ამ შემთხვევაში ხომ ყველა მატჩს თავისთავად გარკვეული ინტრიგა ახლავს.

29.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00

კოლხეთი-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

58: +7 =11-40, 41-135

დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)

I-II-III წრე: 0:1, 0:3, 1:6

ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის წარუმატებელ სერიას ბოლო არ უჩანს: დასკვნითი, IV წრის დაწყებას "კოლხეთი" ზედიზედ 6 წაგებით ხვდება! აღსანიშნავია, რომ "კოლხეთს" ეროვნულ ლიგაში უკვე 4 (ოთხი!) თვეა, არ მოუგია და საქმეს არც ფოთელთა გუნდში მომხდარი ხშირი სამწვრთნელო გადაადგილებები შველის.

არადა, ამ ტურში "კოლხეთს" მეტოქედ გათამაშების ლიდერი ჰყავს, რომელთანაც მიმდინარე სეზონშიც სამივე მატჩი წააგო და საერთოდაც, ბოლო წლებში ვერაფრით ახერხებს "დინამოს" დამარცხებას. ისე, ვერც "დინამო" ხვდება კარგ განწყობაზე IV წრის დაწყებას: ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ბოლო სამ მატჩში ხომ მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.

თუმცა, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას სერიოზულზე სერიოზული საკადრო პრობლემები მოეძალა და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ წინა ტურის მატჩში სათადარიგოთა სკამზე... 16 წლის ფეხბურთელები ჰყავდა.

29.09. ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 18:00

შუქურა-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები

9: +1 =2 -6, 8-19

დისკვალიფიკაცია: გია ჩადუნელი (შუქურა) - გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)

I-II-III წრე: 0:1, 0:2, 1:4

ამ შემთხვევაშიც, აუტსაიდერისა და ლიდერის დაპირისპირებაა: "შუქურა" ვერაფრით ახერხებს ბოლო ადგილიდან თავის დაღწევას, "სამტრედია" კი, წინა ტურში დამარცხების მიუხედავად, მაინც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად.

ბოლო ადგილზე დიდხანს ყოფნის მიუხედავად, "შუქურაზე" აუგს ვერავინ იტყვის: გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ყველა მატჩში მაქსიმალურად მონდომებული გამოდის მოედანზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მონდომებას სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.

ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც გვინდა შემოგთავაზოთ: III წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან "შუქურამ" მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქეთა კარში გოლის გატანა! ამ მაჩვენებლით კი, ეროვნული ლიგის აუტსაიდერი მხოლოდ და მხოლოდ ორ გუნდს ჩამორჩა - თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიას", რომლებმაც ცხრავე მატჩში შეძლეს გოლის გატანა.

ისე, ამ ტურში ერთი საინტრიგო მატჩი ნამდვილად არის ("ტორპედო"-"საბურთალო"), თუმცა, IV წრის სასტარტო ტურის არანაკლებ საინტერესო მოვლენად "სამტრედიის" ახალი მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის "დიდ ავიაციაში" დაბრუნებაც უნდა მივიჩნიოთ!

"დილას" საკლუბო ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ახალგაზრდა და, უდავოდ, პერსპექტიული მწვრთნელი უმაღლეს ლიგას ცხრათვიანი პაუზის მერე უბრუნდება, თანაც, იმ გუნდში, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი სამწვრთნელო კარიერა: 2013/14 წლების სეზონის პირველ ეტაპზე, სოსიაშვილი იმ დროისათვის პირველ ლიგაში მოასპარეზე "სამტრედიას" წვრთნიდა. ასაკს აღარ იკითხავთ?! "სამტრედია" რომ ჩაიბარა, იმ დროისათვის... 23 წლის გახლდათ!..

30.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00

ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

31: +16 =7 -8, 42-31

დისკვალიფიკაცია: ვატო არველაძე (ლოკომოტივი) - ანზორ სუხიაშვილი (დინამო ბთ)

I-II-III წრე: 2:1, 2:1, 0:1

ეროვნული ლიგის ყველაზე უკომპრომისო გუნდების პაექრობაც დიდ ინტერესს იწვევს: "ლოკომოტივს" ჩემპიონატში 19-მატჩიანი უფრეო სერია აქვს, ბათუმის "დინამოს" - 11-მატჩიანი...

ორივე გუნდს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს: გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" (ზედიზედ 4 საშინაო მატჩი რომ მოიგო) 6 ქულითღა ჩამორჩება მესამეადგილოსან "სამტრედიას" და ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალურ შანსსაც ინარჩუნებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ "ლოკომოტივში" ასპარეზობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბათუმის "დინამოს" გაუტანა (თანაც, ორ მატჩში).

აი, ბათუმის "დინამოს" კი უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს: წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორმა... გასავარდნ პლეი-აუტს თავი რომ აარიდოს, ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზებით თამაში ესაჭიროება. თუ არა და, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ გუნდში მორიგი (მიმდინარე სეზონში - მესამე) სამწვრთნელო გადაადგილებაც მოხდეს.

30.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00

ტორპედო-საბურთალო

ურთიერთშეხვედრები

5: +2 =2 -1, 11-6

დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)

I-II-III წრე: 0:1, 0:0, 2:1

ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო მატჩი: "ტორპედო" ჩემპიონობისათვის იბრძვის, "საბურთალო" კი - ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად!

...ბოლო ორ საშინაო მატჩში "ტორპედომ" მხოლოდ 1 ქულა აიღო (თუმცა, მეტოქეთა ფაქტორიც გასათვალისწინებელია) და აქედან გამომდინარე, კახა ჩხეტიანის გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად. თანაც, III წრის საუკეთესო გუნდის ("საბურთალო") წინააღმდეგ "ტორპედო" ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ III წრეში "საბურთალომ" მხოლოდ ერთადერთი მატჩი წააგო და ისიც - "ტორპედოსთან". ის მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ქუთაისელთა გამოცდილმა მარჯვენა გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა "საბურთალოს" კარში.

...III წრეში "საბურთალომ" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები გაუშვა; თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თუ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაშიც არ დამარცხდა, ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებს: ცხრა მატჩი წაუგებლად!

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდს წარმატებული ასპარეზობა გვინდა მივულოცოთ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე!

01.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 20:00 (LIVE II არხზე)

დილა-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

15: +7 =4 -4, 26-16

I-II-III წრე 0:0, 2:0, 2:4

ვერაფერს ვიტყვით: III წრის ფინიში "დილამ" აღმავლობით ჩაატარა და ბოლო ოთხ მატჩში მოპოვებული 9 ქულით პლეი-აუტის ზონასაც დაშორდა. რაც მთავარია, გორელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა.

მოკლედ, "დილას" სერიოზული მოტივაცია ექნება IV წრის, ფაქტობრივად, ყველა მატჩში (მომავალ ტურზე ხომ აღარაფერს ვამბობთ, როცა უშუალო კონკურენტს, ბათუმის "დინამოს" უნდა დაუპირისპირდეს), მაშინ, როცა აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა "ჩიხურასთან" მიმართებაში...

...დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა სატურნირო ცხრილში, რომ ჩემპიონატში ერთადერთი უმოტივაციო გუნდი სწორედ "ჩიხურაა": სოსო ფრუიძის კრებულს არც ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება და ზედა სამეულთან ჩამორჩენაც სოლიდურია.

თუმცა, "ჩიხურას" მშვენიერი შანსი აქვს, ტრადიცია არ დაარღვიოს და მომავალ წელსაც იასპარეზოს ევროტურნირებზე: ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი ხომ საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც... მესამე ლიგის წარმომადგენელს (ხონის "იმერეთს") უნდა დაუპირისპირდეს. სხვათა შორის, "ჩიხურამ" მეოთხედფინალში სწორედ "დილა" დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება