საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალზე "ქუთაისმა" გაიმარჯვა
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” გახდა. იმერულმა კლუბმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში “რუსთავს” 118:104 სძლია და მემორიალის თასს დაეუფლა.

ფინალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. ქუთაისელებმა ლეგიონერების გარეშე მოთამაშე “რუსთავს” იოლად სძლიეს და მემორიალის დაეპატრონნენ.

ფინალური მატჩის შესვენებაზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას გრანდიოზული სურათი გაიხსნა. ოთარ ქორქიას სურათი ლეგენდარულმა კალათბურთელებმა – ნიკოლოზ დერიუგინმა და ნოდარ ქორქიამ გახსნეს, ხოლო სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და ქუთაისის საკრებულოს წევრმა რამაზ ჩხიკვაძემ მიმართეს.

ფინალური მატჩის მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. ქუთაისელებმა მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს და გასულ სეზონში მოგებული ტიტული შეინარჩუნეს. გამარჯვებულებს 23 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა. 15-15 ქულა დააგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და აკაკი დვალიშვალმა. რუსთაველთაგან ერეკლე ლორთქიფანიძე გამოირჩა, რომელიც 31 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 28 ქულა მოაგროვა ლევან ცეკვავამ, ხოლო 14 – ლევან ხმელიძემ.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახალებეული ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟუან რაიტი ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო საკანდელიძემ დააჯილდოვა. მემორიალის საუკეთესო ფორვარდი გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც სპეციალური პრიზით მიხეილ ქორქიას მეუღლემ, მანანა ქორქიამ დააჯილდოვა.

ტურნირის ბოლო აკორდი მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის თასით ქუთაისელების დაჯილდოვება გახლდათ, რომელიც იმერული კლუბის კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ანზორ საკანდელიძემ და ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: "დელტა", "თსუ-ჰიუნდაი" და "ქუთაისი"
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ფინალში "დელტა" და "თსუ-ჰიუნდაი" შეხვდებიან
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო