თბილისის ოლიმპიური სასახლე დღეს სუპერლიგის მორიგ ტურს მასპინძლობს. მხოლოდ "რუსთავი" ისვენებს, დანარჩენი 8 გუნდი კი მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "ბათუმი" "მგზავრებს" შეხვდა და ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა - 74:64.

ბათუმელებმა სუპერლიგა მძლავრად დაიწყეს და პირველ წრეში ლიდერთა შორისაც იყვნენ, თუმცა შემდეგ ჩავარდნა ჰქონდათ და ცხრილში საკმაოდ დაბლა დაეშვნენ. დღევანდელი მატჩის წაგება დიდ დარტყმას მიაყენებდა ზღვისპირელთა საპლეიოფო ამბიციებს, თუმცა უაღრესად დაძაბული და თანაბარი მატჩის დასკვნით წუთებში ბათუმელებმა კვანძი სათავისოდ გახსნეს.

პირველი პერიოდი "მგზავრებმა" 21:20 მოიგეს. ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ვერც ერთი გუნდი 3-4 ქულაზე მეტით წინ გაჭრას ვერ ახერხებდა. დიდი შესვენებისთვის უკვე ბათუმელთა ლიდერობა დაფიქსირდა - 34:32, ხოლო მესამე ათწუთეული ფრედ - 17:17 დასრულდა. ცხადი იყო, გამარჯვებული ბოლო პერიოდში უნდა გამოვლენილიყო, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. დასკვნით წუთებზე ილია შემოსიუკის, სპენსერ კოლინსისა და ლეონიდ სტეპანიშინის ზუსტმა სროლებმა აჭარულ გუნდს 10-ქულიანი ლიდერობა დაუბევა, რისი აღმოფხვრაც მასპინძლებმა დასკვნით 2 წუთში ვეღარ მოახერხეს და შეხვედრაც ბათუმელთა სასარგებლოდ დასრულდა.

გამარჯვებულებს 24 ქულითა და 13 მოხსნით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 14 ქულა და 7 პასი ერიკ ჩილდრესმა მოაგროვა, ხოლო ლეონიდ სტეპანიშინმა პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა. "მგზავრებში" მონაგარი ორციფრიანი რიცხვით მხოლოდ ადრიან ბოუიმ გამოსახა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.

ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "ბათუმს" ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ეს ის გუნდი არაა, რომელიც ბოლო წუთებზე ასეთ შეცდომებს გაპატიებს. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, რაც გამოჩნდა კიდეც. ბიჭებმა კარგად იბრძოლეს, მაგრამ ბოლო წუთებზე ამდენმა ბავშვურმა შეცდომამ განაპირობა ეს შედეგი. ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ".

ვლადიმერ ბოსნიაკი, "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი: "რთული თამაში იყო. "მგზავრებს" დამარცხებული ჰყავს "დინამო" და საკმაოდ დიდი პოტენციალის გუნდია. ცუდი სროლები გვქონდა, თუმცა მოვახერხეთ გამარჯვება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ