საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებს 1:0 ძლივს მოუგო [VIDEO]

23 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში გორში ფარერები 1:0 დაამარცხა. თუმცა, გულშემატკივარმა ასეთი დაბალი დონის ფეხბურთისგან სიამოვნება ნამდვილად ვერ მიიღო.

საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანში იყო ასაღები.

მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4 წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.

სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიური იერიშებით დაიწყო და მიზანსაც უმალ მიაღწია: მარცხენა ფლანგიდან ნადარაია გაიჭრა, კიტეიშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ზარანდიას დაუტოვა და 1:0. ცოტა ხანში უკვე ხარაიშვილს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ კიტეიშვილის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.

ამას მეტოქის შეტევები მოჰყვა და ტომსენმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კუპატაძის კარს.

მეორე ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და ორი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდის თამაში მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.

მოკლედ, მაყურებელმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვერ იხილა. გასაკვირია ჩვენი გუნდის მწვრთნელის მიერ არჩეული ზედმეტად ფრთხილი სათამაშო სტრატეგია და ტაქტიკა. მითუმეტეს, ეს გასაკვირია სახლში, ფარერებთან შეხვედრაში.

Video

23.03.18. U21. საქართვეო - ფარერები 1:0

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".

საქართველო - ფარერები 1:0

გოლი: 1:0 ზარანდია (47)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 59), კიტეიშვილი, არაბიძე (ბერიძე 76)

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი (ოლსენი 79), ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი

მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე

ვინც დაბლოკოს...................
თერტმეტი ფეხბურთელი თუ გინდათ რომ თამაშობდეს ამოაგდეთ ძირითადიდან არაბიძე და ზარანდია ბათონო გიააააააა, მიქელთაძე და არველაძე ათამაშეთ მათ ნაცვლად
სოსო
ჰაა,ჰააა,ჰაჰა!ღმერთს ისეთი რამე არ უნდა სთხოვო, რის გაკეთებასაც ვერ შესძლებს
VASO
საყრდენებშია რაღაც შესაცვლელი და გამოკვეთილი ფორვარდი გვინდა ერთი, რატო არ ათამაშა არველაძე ნეტა, ან ბერიძე თავიდანვე? მგონი ეს თამაში დანიაზე იყო გათვლილი და 5 მცველიც ეგ იყო. გააკეთებს კორექტირებებს. არაბიძიდან და ხარაიშვილიდან მეტს ველი, მათი კარგი თამაში გადამწყვეტი იქნება. თუ დანიას მოვუგეთ, გასვლის რეალური შანსი გაგვეჩითება და მოთივაციაც. მიდით ბიჭებო, მეორეც მოიგეთ
სოსო
სად არის ჩემი წუხანდელი პოსტი?ამათ გულისათვის რუსეთი ბრაზილიის პირველი ტაიმი გამოვტოვე,პოსტის დაწერას კი კიდევ მეორე ტაიმის 10 წუთი დავახარჯე.
დათი
კლასი არ გაქვთ, ტექნიკა (რომელიც გენში გვქონდა) სადღაც დაიკარგა; ფიზიკაში ნული, ტაქტიკა და მწვრთნელის ხელი - ნული; გული და ჯიგარი სადღა წაიღეთ 19-20 წლის ბიჭებმა? ვაი თქვენს (ჩვენს) პატრონს უბედურს!
vai mwvrtneli
უცხოელი-სიტყვა კვალიფიციურის მნიშვნელობა თუ გაგიგია სადმე
haha
სხვა თამაშები როგორ დამთავრდა? მე მგონი გაზეთი ვალდებულია მოგვაწოდოს ინფორმაცია.
gio
როცა ეს ჯგუფი შედგა 100% ვიყავი დარწმუნებული რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გავიდოდა საქართველო,მაგრამ ასეთი თამაშების შემდეგ ძალიან თუ ამ მესამე ადგლის მაინც შევინარჩუნებთ ეგეც კარგი იქნება ამ ფეხბურთელებს აქვთ ნიჭი არ აკლიათ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა მაგრამ ნაკრებში თამაშობენ ძალიან ცუდად.
tazo
უკუღმაა ეგ ყველაფერი,უკუღმა,ჯერ ხალხს შეთავაზე კარგი პროდუქტი,და მერე ის გადაწყვეტს,იყიდოს თუ არა,ნუ ეს პირობითად.ქართული ფეხბურთი ჯერ ვერაფერ კარგს ვერ გვთავაზობს.რეანიმაციაა საჭირო,თუ უშველა ეგეც საკითხავია...
გოგლიკო
ლუკა, რაღაც მომენტში გასაგებია ეგ გულისტკივილი მაგრამ, რამდენჯერ გაუვსო ხალხმა სტადიონი? რამდენჯერ მივედით ყველაფრის მიუხედავად? მივიდოდით ისევ რაღაცის იმედად და ყველას გულში გვეგონა რომ, რაღაც ახალს დაიწყებდნენ... მაგრამ ჩამქვრალი თვალებით გამოდიან უკვე გასახდელიდანვე (ეს მინიმუმ), არა აქვს მნისვნელობა, ძლიერია მეტოქე, სუსტია, მნიშვნელოვანი თამაშია თუ უბრალოდ ცხვარზე და ოციანზე აგორებენ... შეიძლება გახსოვს კიდეც, ბოლოს ხალხი იმასაც კი იძახდა, ბოლობოლო მოვიდნენ ტრიბუნასთან და ერთხელ მაინც მოიხადონ ბოდიში ან რამე მსგავსი, მაგრამ არაა, დაღუნავენ თავს და გარბიან გასახდელში... კიდევ უამრავი რაღაცის თქმა შეიძლება და გაუთავებლად ლაპარაკი, მაგრამ მართლა ამოვიდა ამათი უჯიგრობა ყელში! არ შეიძლება ასე, მითუმეტეს ახალგაზრდებში... ეეჰჰჰ
haha
ამ საქმეს მწვრთნელი ვერ უშველის. ქართულ ფეხბურთს მამა ღმერთის მეტი ვერაფერი უშველის.
ზურაბ
ჩემთვის ძალიან გაუგებარია სად დაიკარგა ნიჭი და ასე მასიურად როგორ დაავიწყდათ ქართველებს ფეხბურთის თამაში.
ucxoeli
სანამ ეს “უცხოელის” საროჩკაზე დახამებული პრიმიტივები არ დაახვევთ უცხოეთში და მაგ გამო-გერმანელებულ კობიაშვილსაც არ გაიყოლებთ სანამ ყველანაირი ანტი-ქართული ელემენტი არ მოისპობა მანამდე არც მინდა გვეშველოს არაფერი.
ლუკა
გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ასეთი ცუდი თამაში ფარერებთან სახლში კატასტროფა არის! ცარიელი ლანძღვა არაფერს არ შეცვლის. გულშემატკივარი როცა არ ყავს ქართულ ფეხბურთს, ასეთი შედეგო ლოგიკურია. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი დადის საკუთარი გუნდის თამაშებზე, ფეხბურთელებს მოტივაცია უჩნდებათ დაიხარჯონ. საქართველში ცარიელი ტრიბუნებისთვის ფეხბურთელები არ დაიხარჯებიან! ისე როგორც მსახიობები, მოცეკვავეები და მომღერლები სცენაზე მთქნარების მეტს არაფერს გააკეთებენ, თუ მათი ხელოვნებით დასატკბობად დარბაზში კაციშვილი არ მივა!
პაატა
რა გაუკვირდა 5 მცველით ითამაშა ცეცაძემო??? ჩვენს ფეხბურთში კიდე რამე გვიკვირს??? ჩვენს ფეხბურთს საქმის ერთგული და პატიოსანი პროფესიონალები ესაჭიროება და არა ფულზე დახარბებული უვიცები! ფედერაციას: სირცხვილის გრძნობა საბილოოდ დაკარგეთ???
vai mwvrtneli
სანამ კვალიფიციურ უცხოელ მწვრთნელს არ ჩამოვიყვანთ(ვაისის დონის,რომელმაც ასე თუ ისე გუნდს დაამსგავსა ნაკრები),მანამ არ გვეშველება რამე!
ზვიად
აპა ვისაც გიხარიათ გიხაროდენ გიხაროდენ
Chaachi
გეგუჩაძე რაც იყო ყველამ ვიცით..ამ ცეცაძეს რაღა უნდა?! მარა ამათ გვარდიოლა რო ჩამოუყვანო მაინც ასეთი ჯოგი დარჩება!
LLL
დამგლელი შემაწუხებელი და უაზრო ფეხბურთი:D:D:D ცეცაძე დაგეძახებია უბნელებისთვის ორი სამი კაცი დაგემატებია კარში:))) აპასნი გუნდია ფარერები და ფრთხილი ტაკტიკა აირჩია ბიჭმა:)))
გულშემატკივარი
კომენტარიც კი ზედმეტია ეს არ იყო ფეხბურთი უფრო წვალებას გავდა.ჯობია დროზე დავიწყოთ მოთხოვნა რო მოეხსნას კლუბებს დაფინანსება და გაუზარდონ რაგბის.მოვა ზაფხული და მაინც პირველივე წრეზე გამოვარდება ყველა ქართული გუნდი შესარჩევიდან
feola
"ორი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდის" - თუ "წყალწაღებული"? დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, აჯობებს.
gujaa
იმიტომ უნდა ფინაბსდებოდეს რომ ფედერაციამ (პრეზიდენტით დაწყებული)თავი კომფორტულად იგრძნოს მანქანა ხომ უნდათ მაგალი ხელფასები და მივლინებები უსაქმურად. ფეხბურთი სულ არ ანაღვლებთთთ და ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი არაა ხალხოოოოოოოოოოო
ტოტტი
ძაან უგულოდ თამაშობდნენ 20წლის ბიჭები ეგრე არ უნდა თამაშობდნენ მონდომება აკლდათ აშკარად თორე გვარებს რომ შეხედავ მშვენიერი ფეხბურთელები არიან მაგრამ მემგონი მწვრთნელი ვერ განაწყობს ფსიქოლოგიურად ამათ , ამათი მწვრთნელი პარალელურად ამათი ფსიქოლოგიც უნდა იყოს
გოგლიკო
ჯერ სად ხარ, მოიცადე დაიწყონ დაფინანსებაზე ლაპარაკი... რაც გვაქვს, იმისას ვქაჩავთო (ძაან ცუდ დღეში ვართ)
mamulo
რატომ უნდა ფინანსდებოდეს 200 მილიონით,ხალხის ფულით ქართული ფეხბურთი თუ ნახევრად სამოყვარულო ფარერების ფეხბურთის დონეზე ვართ? მკვდარს ფული ვერ გააცოცხლებს.რაგბის 7 მილიონი წლიური დაფინაბსებაა აქვს,ფეხბურტს 50 მილიონი.პირველს სიხარული მოაქვს,მეორეს ტკივილი.ხომ არ აჯობებს დაფინანსებები გაგვეცვალა ფეხბურთსა და რაგბს შორის?
irakli Apkhaidze
ძაან ხვრელში ვართ, ღრმად
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებს ვერ ამარცხებს
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში - საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21. როცა საქართველოს ნაკრები ფარერებზე 31-ჯერ ძვირი ღირს