საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" გახდა.

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული იმერულმა კლუბმა მოიგო, რომელმაც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” 75:67 დაამარცხა.

ტრადიცულად, სუპერთასის ტიტულისთვის სუპერლიგის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი ხვდებიან. გასულ სეზონში თასის მფლობელი “ქუთაისი” გახდა, ჩემპიონობა კი დინამოელებმა მოიპოვეს. ამ გუნდებმა 2018-2019 სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტული დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაითამაშეს.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით – 42:25 დაწინაურდა.

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა დინამოელები არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის 4 ქულამდე აღმოფხვრა მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე მიითვალეს გასამარჯვებლად აუცილებელი ქულები და სუპერთასის მოგება გაინაღდეს.

“ქუთაისს” 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს ტომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “დინამოში” 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა. მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

დიდი შესვენების დროს დაჯილდოვდა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონი “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია ლეგენდარული ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ვეტერანმა კალათბურთელმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ქორქიამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

შოთა გუგეშაშვილი
ზაზა მიხედე დინამოს სირცხვილია ხოშტარიას მწვრტნელობა და გააზლიერე კალატბურტელებიტ სასინელ კალატბურტს ტამასობს გუნდი
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს