რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.

ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.

აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.

ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

1234
რაგბისტები, მათ წინ მდგომ 12 გუნდთან აგებენ და მათ შემდგომ მდგომ 180 ნაკრებს უგებენ. ამას, როგორც ბუნებრივ მოვლენად, ისე აღვიქვამთ, მაგრამ არაა ეგრე. უშრომელად ვერც რაგბში ვერავის ვერ მოუგებ. ამიტომ, უმადურობა და მსგავსი შეფასებები არ გვინდა.
1234
არ მოგწყინდათ ამ სტერეოტიპებით აზროვნება? თურმე შვეიცარია გერმანულ ფეხბურთს თამაშობს-არც თვითონ თამაშობს და არც შენ გათამაშებს :) ჯერ ერთი ბოლოს როდის ნახეთ ''ძალისმიერი'' გერმანული ფეხბურთი? მერე მეორე, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები იყო 9 კაცით დაცვაში და პირიქით, შვეიცარიას არ ათამაშებდა, თვითონ კი არ შეეძლო! მესამეც, რატომ თვლით,რომ მაგალითად, სტივენ ცუბერი უფრო არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე საქართველოს ნაკრების 90 % ?
ლაშას
არ შეგეკამათები,იმიტომ რომ ჩემი აზრით არ ხარ ჩახედული ფეხბურთში,ესე რომ არ იყოს,მაშინ გეცოდინებოდა რამხელა სხვაობაა თუნდაც სლოვაკეთი,ხორვატია,ისლანდიის შიდა ჩემპიონატს,ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურასა და საქართველოს იგივე ასპექტებს შორის.ზეპირად რომ ლაპარაკობთ მოიძიეთ ინფორმაცია და დარწმუნდებით,რომ ჩვენი ბიჭები არიან ჯადოქრები,ესეთი ცუდი პირობებით,რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვაქვს.ყაზახეთის 3 კლუბს იმაზე დიდი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ქართულ ფეხბურთს ერთად აღებულს.ეს ისე ინფორმაციისთვის
Anj: Antey
აქ ვისაც კომენტარები უწერია ბევრი ფეხბურთის ელემენტალურ (ანბანში) ვერ ერკვევა ეს ნათლად ჩანს მათი ნაფანტაზიორები კომენტარებიდან რამე გამართლება უპოვონ იმას რაც ალპელებთან ხდებოდა ფეხბურთი დინამიკური სპორტია რომელიც მცირე დეტალებისგან შედგება როგორც საათი თამაშს იგებს ხშირ შემთხვევაში არა ის ვინც უფრო მეტს მოინდომებს არამედ ის ვინც მეტს მოინდომებს და მეტი კლასი აქ პირდაპირ ვთქვათ რამდენი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც ესოდენ აუცილებელია საშუალო ევროპული დონის ნაკრები რომ გამოჭედო გავრისკავ და ვიტყვი 2-3 "ძლიერ გუნდებთან" სისწრაფე ფაქტიურად არა აქვს გუნდს ცენტრში რომელიც დიდ წილად თამაშის ბედს განაპირობებს ნორმალური პასის მიმცემი არ არის, გოლის გაშვების შემდეგ მორალურად ტყდებიან კრეატივი არ იგრძნობა კონტრ შეტევაზე ვერ გადადიან იმ ტემპში რაც აუცილებელია ასეთი დონის ნაკრებებთან პრესინგი არ შეუძლიათ შემსრულებლებზე რა მოგახსენოდ მხოლოდ 1 გვყავს ყველამ იცის ვინც მარა სულ იმას კიდე შეილება არ წაუვიდეს იმ კონკრეტულ მატჩი თამაში სხვა ვინ... მწვრთნელი რასაც დაგავალებს თუ ფეხბურთელს კლასი არა აქ იმას რაც არუნდა გულით სულით და ჯიგრით უნდოდეს კარგის გაკეთება ის უბრალოდ შენს ნააზრევს მოედანზე ვერ განგიხორციელებს დაცვა კაშიას რაც უქნა ემბოლომ ყველამ ვიხილეთ საიდანაც უნდოდა იქედან ექცეოდა და სხვებსაც,რასაც D ჯგუფში ლატვია ყაზახეთი და სხვებისთვის სივრცეებიც რომ მიგეცა უბრალოდ ვერ დაგსჯიდა ძლიერი მეტოქე ნაპრალს არ გაპატიებს მარტივად შეგისრულებს რაც ცუბერის მომენტმაც დაამტკიცა ნაკრებს უნდა ყავდეს ბირთვი 5-6 კარგი ფეხბურთელი რომელსაც გუნდი დაეყრდნობა რამოდენიმე წელი და გექნება იმედი რომ მათ გამართული სწორი ფეხბურთის თამაშის უნარი გააჩნიათ რიმლებიც სამწუხაროდ ეხლა არ ჩანს თუ გვინდა რომ ჩვენზე ძლიერი გუნდებმა ანგარიში გაგვიწიონ და თავი მათ შორის დავიმკვიდროთ და არა ფერმერებს მეთევზეებს პარიკმახელების ან თუნდაც ჩვენი საზომის გუნდების მოგებით გული ვიჯეროთ და ამას ვკმაყოფილდებოდეთ ეს არასწორი მიდგომა იქნება მწვერვალი სამიზნედ უნდა გვქონდეს მონიშნული და მეტი და მეტი სიმაღლის აღებას უნდა ვესწრაფოდეთ. ბავშვთა ფეხბურთში გაცილებით მეტი პროფესიონალი მწვრთნელია საჭირო რომ ფეხბურთის სწორი თამაში "პროფესიასავით" შეასწავლოს ბავშვს ინდივიდუალობა კი არასოდეს დაიკარკება ის ყოველთვის წარმოაჩენს თავს თუ ის აქვს თორემ ტალანტებით იმ შვეიცარიას თუ არ ვჯობნით არაფერში ჩამოვრჩებით, ახალგაზრდული ნაკრებებიდან არის პოტენციალი 2-3 კარგი შევსება მიიღოს ახლო მომავალში ეროვნულმა ნაკრებმა და აუცილებელია ძლიერ ტოპ ჩემპიონატებში რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც გყავდეს ეს აუცილებელია, სტატიის ავტორის ქვეტექსტში უფრო მეტი კრიტიკა იკითხება რაც სათაურში პირიქით ჩანს, ზოგადად არცერთ წაგებას გამართლება არ უნდა მოუძებნო ის მომავლის სწორად აღქმას დაგიკარგავს და უფრო მეტად დაგცემს მიწაზე, პესიმიზმი ფეხბურთში არ შეილება "არც სხვა რამეში" მაგრამ ზომიერი ოპტიმიზმის უნარიც არ უნდა დაკარგო. რეალობა მარტივი დასანახია მაგრამ მის დანახვას ადამიანთა მხოლოდ 40% ახერხებს. იმედით ვიყოთ დღესაც წარმატებები ვფიქრობ გავტეხავთ ნავს და მწვანე ალბიონზე ჩვენი ნაკრები რეაბილიტაციას მოახდენს წინა მატჩიდან და გაგვახარებს
ლაშა
ეგ ყველაფერი კარგია, თუმცა მოსმენილი მაქვს 10-15 წლის წინათ და მომავალი 10-15 წელი კიდევ მაგაზე იქნება ლაპარაკი. არ მითხრათ ეხლა ისლანდიაში, სლოვაკეთში და თუნდაც ხორვატიაში და ა.შ. ყვავის შიდა ჩემპიონატები, ინფრასტრუქტურა და განათლებული მწრთვნელების საბადოა, მაგრამ აქვთ წარმატებები და იცით რატომ, იმიტომ რომ შრომობენ თავდაუზოგავად, უყვართ ქვეყანა და ის საქმე რასაც ემსახურებიან! მაგალითი ჩვენი რაგბია.
მოქალაქე
წაგება არაა ტრაგედია, ინტელექტის დეფიციტია ტრაგედია: პასის მაგიერ რომ მატაობ, ერთი და იგივე არასწორ გადაწყვეტილებას 10-ჯერ რომ იღებ. ან მწვრთნელს სადა აქვს თვალები?
გიო 13
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ვფიქრობ არ შეიძლება ერთმანეთის შეურაწყოფა ამის გამო. არის ასეთი გამოთქმა “მე პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ არ ვიაზიარებ!”. რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, მოდით ყველამ ალალად გულზე ხელი დავიდოთ და მოვიყვანოთ თუნდაც ერთი მიხეილ, თუ რატომ უნდა მოვუგოთ შვეიცარიის დონის გუნდს?? ვფიქრობ ასეთი დასაბუთებული არგუმენტის მოძებნა შეუძლებელია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ბევრი არ უღრმავდება იმ პრობლემატიკას რის წინაშეც დგას ქართული ფეხბურთი. ერთი კი ფაქტია, ვიდრე არ გაკეთდება სწორი ანალიზი, თუ რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში მანამდე არც არაფერი არ გვეშველება. ჩემი აზრით კი საჭიროა გრძელვადიან პროგრამის შემუშავება და მიზანმიმართული მუშაობა მომავალი თაობების აღსაზრდელად, რათა 10-15 წლის შემდეგ მაინც გავიხაროთ და ვიამაყოთ ჩვენი ფეხბურთით. ამისათვის კი არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, არამედ საჭიროა მთელი სახსრების სწორად განკარგვა. უბრალოდ საჭიროა სამი რამის განვითარება: ინფრასტუქტურა-მწვრთნელთა განათლება- ბავშვეთა ფეხბურთი!
Zaza
ცხადაძე სასწრაფოდ
რუსთავი
წაგება არ არის ტრაგედია, ტრაგედიაა ის, რომ ოდნავ ძლიერ მეტოქესთან წინასწარ ჩასვრილები გადიან და ეგ არის ვაისის მინუსი, ვერ აძლევს სტიმულს ბიჭებს, არ ამზადებს შესატევად და საბრძოლველად, თორემ როცა თამამად შემტევ სტილს ირჩევს რაღაცას გავს ჩვენი გუნდი. ასე თუ ისე ნორმალური დონის მცველები გვყავს და რა საჭიროა სპეციალურად დაცვითი ტაქტიკით თამაში შვეიცარიასთან ან სხვა ნებისმიერთან ვერ ვხვდები.
roko
ძალიან სუსტი მწვრთნელია. ამდენი ხანი ნაკრებშია და ნაკრებს არანაირი ხელწერა, სტილი არ გააჩნია. თავიდანვე ცხადი იყო რომ ნაკრებს მომავალი არ ჰქონდა. ცხადაძემ ორი თამაშის მერე ნაკრებს სახე და ხელწერა მისცა, ლამაზ და აზრიანი ფეხბურთი ათამაშა, მაგარი მომავალი ჰქონდა ნაკრებს. ამათ არ იციან ვინ სად უნდა იყოს და რა უნდე გააკეთოს სუფთა ქუჩის ფეხბურთია (უარესი), არადა კარგი თაობაა და კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება. კობიაშვილი დამნაშავეა ცხადაძის გაშვების გამო. გამოისყიდოს და დააბრუნოს, სხვა აქ ვერ გაქაჩავს (პირობა გაიხსენოს). გულშემატკივრებიც აზრზე მოვიდეთ ნერვებს რო გვაწყვეტავენ, დიდი შეკრება მოვაწყოთ და მოვთხოვოთ პასუხი თორემ გავიდა 30 წელი ამ ტყუილ დაპირებებში, ჩვენ ფულს ჭამენ და ანგარიშიც უნდა ხშირად ჩაგვაბარონ მოვაწყოთ დიდი შეკრება!!
სანდრო
sadamde unda apraod es "zalit pexburtelebi" am jurnalistebma, erti jurnalisti wers normalurad itamashes waageb es normaluri tamashi rogor ari?? es wers saertod tragedia aario da ragac sisuleelebit amartlebs, tragedia ar ari kazaxistantan mogeba rom gvixaria ukve??
ბასკი
ტრაგედიაა თავად ვაისი!!!
თამაზი
არ მაქვს მე ამ თაობის იმედი, ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები. შემოსაყვანია ახალგაზრდები ერთი 6-7 კაცი. ანანიძე და ყაზაიშვილი ძალიან მალე დაბერდნენ, ძლივს დარბიან, ვერც ჩქარა აზროვნებენ.საერთოდ მწვრთნელებს ახასიათებთ გვიან შეცვლები, 10-15 წუთი რომ დარჩება მერე იწყებენ შეცვლას. როცა ვერ თამაშობს ადექი და გამოცვალე , მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ,სხვას რომ მისცე თამაშში ჩართვის საშუალება. საერთოდ კარგი მწვრთნელი იშვიათია და ისეთი გადასარევი, მსოფლიო დონის აქ არავინ არ ჩამოვა, იგიც იტყვის ფეხბურთელები არ გივარგათო და აქეთ დაგვდებს ბრალს. მე მაგალითად ცხადაძეში დავინახე პოტენციალი, კარგად დაიწყო, რაღაცნაირი ინტერესი გაჩნდა და იმავე მომენტში დაასამარა იმედი ფედერაციამ, ახლა წლები რომ იკარგება ,ამაზე პასუხს არავინ არ აგებს, რა თქმა უნდა.ერთს დავამატებ, სწრაფად თამაში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს
ობიექტურად შეაფასეთ ცოტა
თუ გერმანიში ცხოვრობ და ერთხელ მაინც გინახავს როგორ აკადემიებში და პირობებში იზრდებიან გერმანელი ბავშვები,მაშინ მიხვდები,რომ გერმანელებიც და შვეიცარიელებიც მინიმუმ 10-0 უნდა გვიგებდნენ,მაგრამ ჩვენი ნიჭის და მონდომების ხარჯზე გაჭირვებით გვიგებენ ერთიც და მეორეც.რაც ვაისის ნაკრები თამაშობს შვეიცარიასთან მეორე ტაიმი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტად ჩატარებული,განსაკუთრებით ჯიგრის ნაკლებობა შეინიშნებოდა.იმედია გამოასწორებენ ამასაც,მაგრამ იმის შემდეგ რაც ცხადაძემ და შემდეგ ვაისმა ჩაიბარეს ნაკრები,ბიჭებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს,გარდა იმ ხალხისა ვისაც ამის დანახვა არ უნდა.მაგრამ რაგბისტებმა,რომ იტალიასთან(რეიტინგში14) წააგეს გმირებს ეძახდით და ფეხბურთელებმა რომ შვეიცარიასთან(რეიტინგში 8) წააგეს ცუდი ბიჭები არიან.თქვენ თვითონ თუ მაინც იცით რა გინდათ.შეეშვით საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრობას და ვისაც ბიჭების გვჯერა გვაცადეთ.იმ პირობებში როგორშიც ჩვენი ბავშვები იზრდებიან გმირები არიან,გერმანიაში ხარ და გაიარე შეხედე,თუ გინდა მე მოგცემ რამოდენიმე მისამართს სადაც ნახავ რამხელა სხვაობაა ჩვენს და მათ შორის და შემდეგ ჩამოდი და შეხედე რა მოედნებზე უწევთ ჩვენებს თამაში.
გიორგი
არ მინდა რევოლუციურ მოწოდებად გამომივიდის, მით უმეტეს, გერმანიაში ვცხოვრობ და ფიზიკურად ვერ შევძლებ. მაგრამ, არ შეიძლება, თუნდაც ერთი აქცია ჩატარდეს ფედერაციის წინ. ხალხის ფულით რომ ფინანსდება ეს ყველაფერი და ამხელა თანხებს ახდევინებენ ხალხს ამ სირცხვილში და დასცინიან ათწლეულებია, ფედერაციის პრეზიდენტის ჩათვლით. მით უმეტეს რომ, მაგის დროსაც ბევრჯერ თავს ლაფი დაუსხიათ. ხშირად პაექრობენ აქ რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივრები. ზელანდიასთან რომ წავაგეთ ბევრი ლელო გაგვიტანეს, მაგრამ ვინმეს მიუბრუნდება პირი და იტყვის არ მოინდომეს?! აი ამაშია განსხვავება. თუ არ გინდა ან არ შეგიძლია, წადი და სხვას დაუთმე ასპარეზი. მამუკა გორგოძე წავიდა, კაცი რკინას კვნეტს. და ესენი ??
Gia
Vaisic da nakrebis yvela fexburteli ararian shveicariis donis.sanam ar camova axali taoba da ar itamasheben normalur klubebshi

ტრაგედია არ არის ნამდვილად წაგება, მაგრამ ტრაგედიაა ის რაც ჩვენი ნაკრების შესრულებით ვნახეთ და ის რომ ამას ფეხბურთის თამაში გვინდა დავარქვათ და თან ასე "გავაპრავოთ" უკვე დიდი ტრაგედიაა, რადგან ჯერ პრობლემა უნდა დაინახო, აღიარო და მერეა მხოლოდ შესაძლებელი მის გამოსწორებაზე მუშაობა.
გიოშა
ბიჯო რო უპარტყუნებ ამ დიზლაიკს გესმოდეს მაინც რას ვწერ.მოდი გაგინმარტავ რატომ ჩვენდამი პატივისცემის ნიშნით.1.მასპინძელი გუნდი ვართ,2.სტადიონის ტრიბუნები სავსეა.3.საქართველოს ნაკრებმა ამ ბოლო ხანს წარმატებით იასპარეზა ერთა ლიგაზე.
მწვრთნელი
თუ იცი შე მამაცხონებულო რომ მოთამაშე უთამაშებელია თავის გუნდში, თავი ტკივა და ზოგი სულ არ არის ხაბარზე ფეხბურთის, რაღას შეგყავს განაცხადში? მერე თუკი ერთა ლიგიდან გინდა ამ ევროპაზე გასვლა გამოიყენე ეს შესარჩევი და გამოიძახე ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ შეეჩვიონ ერთმანეთს! აგერ კვარაცხელია ვაისმა არ დაიტოვა და სიომინმა ამახანაგურში ათამაშა, კაცმა დაბრდღვნა ყველაფერი!რა არის იმაში აუცილებელი, რომ ოქრიაშვილი ან ნავალოვსკი აუცილებლად ნაკრებში უნდა იყვენ გამოძახებულები? რა დააშავა ამ დროს გრიგალავამ და ხარაიშვილმა? თუ ვაისი თვითონ არ კრიბავს ამ ნაკრებს აბა ისიც გვითხრას, რომ ვისაც ხელს დაადებს იაშვილი,კობიაშვილი და მუჯირი ისინი უნდა გამოიძახოს! ცხადაძე მაგიტომ მოხსნეს,რომ მაგათ ჭკუაზე არ დაიწყო სიარული კაცსს სულ რაღაც ორი თვეც არ აცალეს ამას კიდევ 4 წელი ვუყურებთ!(არ დაბლოკოთ).
Me
გუნდს სტილი არ აქვს თამაშის, საერთოდ მწვრთნკლის ხელწერა არ ეტყობა და ვერავნ იტყვის რას თამაშობენ. ცხადაძის ხელში გუნდი გუნდს გავდვ და დააბრუნეთ ის კაცი სანამ ეს ციკლიც არ ჩააგდო ამ უმეცარმა ვაისმა.
paata
ვაისმა გუნდი გამოიყვანა 0-0 ზე სათამაშოთ. გუნდი რომელიც ასე გამოდის ყოველთვის აგებს. შემადგენლობას როგორ აყენებს ვერ ვხვდები. ვინც ლეგიონერია და თან ბევრჯერ იყო ნაკრებში არ ნიშნავს რომ სხვებს ჯობია. აგერ ანანიძე თვითონ მიხვდა და დაბრუნდა გუნდში. ვაისმა ეს თამაშის დროსაც ვერ დაინახა. შეცვლებით ვერასოდეს ვერ აძლიერებს თამაშს. უკვე მკვდარზე ვენოკის დადებას გავდა მისი შეცვლებიც. კონტრაქტს წელს დაამთავრებს და გამომვემშვიდობოთ, თორემ იმ შანსაც დავკარგავთ რაც გვაქვს.
georgi
შვეიცარიასთან წაგება ახლა არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ერთა ლიგიდან შანსი გვაქვს. მარა თუ ბელორუსს აქ მოვუგეთ ფინალში 6-7 დამცველით ათამაშებს ვაისი. მშიშრობა შეიძლება ჩვენი შემადგენლობით ავხსნათ ნაწილობრივ, მარა შემადგენლობის ვერ დაყენება ხშირად და შეცვლების ვერ გაკეთება უკვე თითქმის ყოველთვის ეს უკვე მეტისმეტია. მგონი წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი ვაისს და კარგად იყოს. კუპერი, ტოპმელერი გაუშვით ბევრად ძლიერი მწვრთნელები და ახლა რა გინდათ? შანსი გვაქვს ევროპაზე გასვლის და ეს კაცი გაგვინიავებს, თუ დატოვეს დავწმუნდებით ამაში ყველ ერთად.
mamu71
შეცვლებს აგვიანებს და ვერ ამართლებს, არც შემადგენლობის დაყენება მომწონს მაგრამ გუნდი შეკრა მგონი
გიოშა
თავიდანვე ყველასათვის იყო ცნობილი,რომ შვეიცარელები ჩვენდამი პატივისცემის ნიშნად პირველ ტაიმში მთელი ძალით არ გვეთამაშებოდნენ.სწორედ ეს იყო უღიმღამო თამაშის მიზეზი,განსაკუთრებულად მეორე ტაიმში გამოჩდა ჩვენი ფეხბურთელების უბრძოლველად დანებება.
გივი
ამ წვრთნელს აქვს რამდენიმე მინუსი, ის რომ შეცვლებს სულ აგვიანებს და გუნდის გადაწყობა ფაქტიურად არ გამოსდის. თავიდან როგორც იწყებს თუ წაუვიდა თამაში ხომ კარგი, თუ არა და მერე დანჯულობს ეგეც, ჩვენც და ნაკრებიც. თან ისეთ შეცვლებს აკეთებს რაც რეალურად არ არის გასაკეთებელი, ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ვინც არის მოედანზე იმას ცვლის და შემოყავს მცველი ან ყველაზე უნიჭო არსებული სათადარიგო სკამიდან.
jei777
დასაკარგი არაფერი არ გვაქვს ელემენტარული ეს ევრო შესარჩევი გამოიყენონ სავარჯიშო მოედნად და გახსნილად თამაში ისწავლონ თორე ესე დაცვითი თამაში ვიცით უკვე ამიტომ ჯობია ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ სანახაობრივად დასაკარგი არაფერი მაინც არ გვაქვს
დათო
ყოველთვის ვამბობდი ანანიძე არსდროს ყოფილა კარგი ფეხბურთელი და ვერც იქნება,უბრალოდ პატრონი ყავს, რაც შეეხება თამაშს არავის არ უთამაშია გულიანად, საქართველოსთვის, თვით კაპიტანსაც კი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა. არცერთს არ ეტყობოდა ჯინი და მონდომება, ანუ უბრალოდ ხალხს, გულშემატკივრებს დაგვცინეს. ვნახოთ რა იქნება ხვალ.
გუსანი
რელისტები ვიყოთ-მომატების პერსპექტივა მხოლდ 4-5 ფეხბურთელს აქვს, ასე კი წარმატების შანსი ( ზედა ლიგაში აღზევების)
მ. ტ.
წაგება არასდროს არის ტრაგედია, მით უმეტეს შენზე მთელი თავით ძლიერ გუნდთან... მაგრამ ტრაგედიაა, როცა ამას მეტოქის "მურტალი თამაშით" ხსნი და თავად უფრო მურტალ ფეხბურთს თამაშობ, ტრაგედიაა, როცა აცნობიერებ, რომ საქართველოს ნაკრები კვლავაც 1 ან უკეთეს შემთხვევაში 2 კაცის გუნდად რჩება და ამაში მილიონები იხარჯება, ტრაგედიაა, როცა 11 კაცს ვერ აგროვებ საქართველოში და იმ 11-ში ერთსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე თამაშის აღება, ტრაგედიაა, როცა მოწინააღმდეგე თამაშის დილიხორზე მოდის, თამაშს გიხსნის და შენი რჩეულები კი უკვე არაქათგამოცლილები არიან, ტრაგედიაა, როცა სამივე შეცვლა "მკვდარზე ვენოკის" დადებას უფრო ჰგავს, ვინემ თამაშში გარდატეხის შეტანის მცდელობას... თუ ეს ყველაფერი ტრაგედია არაა, მაშ რაღაა ტრაგედია?!...
N G
ბრაზილიამ ითამასშა 1-1 და რამხელა რესურსი აქთ რამდენი მოთამასშე და ჩევენ რამდენი გვყავს და თან გადავაყოლებთ. თუ ასე მაგრები ვართ გავიდეთ და ჩვენ ვითამაშოთ ან გავწვრთნად გუნდი და მერე ხომარავის დავაბრალებთ, ვინც არ თამასშობს ყველას ადვილი გონია და თვითონ რომ გაიყვანო სტადიონზე სულ დაიკარგება და მოდი ვაცადოთ ამ ხალხს თავის საქმე და ჩვენ ჩვენსას მივხედოთ
Zaza
აქ საქმე შვეიცარიასთან წაგებაში კი არ არის, საქმე ჩვენს გუნდშია, გუნდი არის ძალიან სუსტი, მხარი რომ გაკრა დაფრინავენ, ფეხზე ვერ დგებიან, სირბილშიც ძალიან სუსტები არიან, არ დააკვირდით თამაშს სირბილით ბურთი რომ მიჰქონდათ ჩვენებს, ისინი ადვილად ეწეოდნენ და ან ართმევდნენ ან ადვილად უშლიდნენ ხელს, არ ვარჯიშობენ... თუ ივარჯიშებენ 1,2 საათით სამაგიეროთ საღამოს ან მეორე დღეს მუცელს ყვებიან, დილით ვეღარ დგებიან, აი, ეს არის ჩვენი პრობლემა არაჯანსაღი ცხოვრება!...
NIKOLOZ GOGOLADZE
კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები პროგრესი არის და ასე თუ გააგრძელეს კარგი გუნდი დადგება წარმატებებს ვუსურვებ
სტიგ
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მწვრთნელი ვერ მიხვდა შეცვლებს, რის საფუძველზეც მეორე ტაიმში უნდა შეცვლილიყო თამაში, საერთოდ ერთა ლიგაზეც ჩაკვეს ფაქტორმ ამოგვაგებინა, თორემ მწვრთენილი რომელიც ცვლილებებს ვერ ხვდება ძაან მძიმედ საყურებელია. საერთოდ როცა არ ხარ მზად სათამაშოდ უნდა აუხსნა მწვრთნელს, იმ ჯანოს მოედანზე ყოფნა იყო დამაზიანებელი!!!
aburjga
ტაბიძე მაგარი ბიჭი ყოფილა, მომეწონა, კარგად ითამაშა!
dd
ავტორს მინდა უთხრა რომ წინსვლა აქვს ნაკრებს, მარა ვაისი ამაში დიდი ხვიდტო ვერაა. შევეცდები ავხსნა. ეს იგივეა რაც ისლანდიამ ან ალბანეთმა გააკეთა. ისინი დიდი ხანი ერთად თამაშობდნენ და ცოტა ისე რა ფეხბურთელებიც დაემთხვა, შეთამაშდა გუნდი და ისე რა მწვრთნელით ოღონდ დიდი მოწადინებით და რაღა თქმა უნდა სწორი ტაქტიკთ, რომელიც მათ გუნდებს მიესადაგებოდა ისე ათამაშეს თავიიანთი გუნდები. ამას ვაისი ვერ აკეთებს. ის ვერ აყენებს შემადგენლობას ან შეცვლას ვეღარ აკეთებს, რომ შეცვალოს ან გააძლიეროს თამაში. ევროპაზე რომ გავიდეთ რის შანშიც არის, მე ვაისის ნათამაშები ნაკრების ნახვა არ მინდა. იქ ყველა ჩვენ ნაკრებზე ძლიერი იქნება და მერე გვეტყვიან აი ხომ იქ მაინც გავედითო ავასრულეთ თქვენი ოცნებაო. ბელგიასთან წაგება არ არის ტრაგედია, მარა გუნდი ბელგიასთანაც და ანდორასთანაჩ სწორედ უნდა ათამაშო. გთხოვთ ვინმემ კითხვა დაუსვით და ახსნას, რატომ არ შეცვალა ყაზაიშვილი და ანანიძე?
dadu
შვეიცარიასთან წაგება არ არის სამარცხვინო, ამას ველოდით კიდეც. უნდა ვაღიაროთ რომ ჯერ ძალიან შორს ვართ ასეთი დონის გუნდებისაგან. არჩეული ტაქტიკა, მიცემული დავალებები და ფეხბურთელების ნაგავი თამაში იყო სასირცხვილო. საქართველო არ არის იტალია და არ ყავს ისეთი დისციპლინირებული დაცვა (თუნდაც 7 მცველი გამოიყვანო მოედანზე) რომ არ გაშვებაზე ააწყო მთელი თამაში, არც ისეთი დონის თავდასხმა გყვავს რომ დარწმუნებული იყო ერთი მომენტი შეიქმნება და 100 % გოლი იქნება, არც იმ დონის ნახევარდაცვა გყვავს უსწრაფესი 2-3 პასით პირისპირ დატოვოს თავდამსხმელი. როცა იმ სტილს ირჩევ რომელიც შენი არ არის მაშინ ხდება წაგება ნაგავი თამაშით. მერჩივნა შეგვეტია 4 გაგვეშვა და 2 გაგვეტანა. როცა ასეთი ნაგავ თამაშს თამაშობ შედეგი უნდა დადო მაშინ რომ გაგამართლონ. ნაკრები გამოვიდა 0-0 სათამაშოდ გოლი გაუშვა და დაიბნა ბრინჯივით რა გაეკეთებინა არ იცოდა. ანუ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ნაკრები ერთი გოლის გატანასაც კი არ აპირებდა. ან როგორ დააპირებდა როცა მხოლოდ 3 შემტევი თამაშობდა მოედანზე?
ირაკლი
სამწუხაროდ ობიექტური სტატიაა, ძნელია რაიმეში არ დაეთანხმო ავტორს! მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და ირლანდიასთან უკეთესის იმედი მაქვს!
lashamax
ეგ პირველ თამაშზე, მეორეზე მოსკოვში თამაშის წინ მოხსნეს
georgian
უნდა ჩაამთავროს თავისი კონტრაქტი და წავიდეს ვაისი. უკვე ძალიან ბევრჯერ ვერც შემადგენლპბას აყენებს და შეცვლებზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ახლა რას ველოდოთ? როდის დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე და როდის გაიტანს? ეს რა ვაისის მიღწევაა? ახლა D ლიგიდან თუ გავალთ იმას მიიწერენ და მიაწერენ, ფედერაციას და ვაისს. ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია, კი შვეიცარიას მაინც ვერ მუვუგებდით, მარა შენ ხომ სწორედ უნდა გააკეთო შეცვლა და რაღაც შეცვალო? მაგიტომ ხარ მწვრთნელი. მე მჯერა რომ ევროპაზე მაინც გავალთ, მარა ვაისი ძალიან არ მინდა ევროპაზე მწვრთნელის რანგში. მე იქ გუნდი მინდა ვნახო და არა ცხვრის ფარა.
Geo_Dinamo
ხოდა ეგ არის ვაისის ბრალი. უნდა შეცვალო ესეთი მოთამაშე რომ ხედავ ვერ თამაშობს. მარა ვაისი ბრმაა და ვერ ხედავს, ვერც ხვდება რათ უნდა დანარჩენი მოთამაშეები შეცვლაზე რომ ყავს. თამაშI შეცვლებით უნდა გააძლიერპ ან შეცვალო რამე.
Davide
Funds romelsac at tavs normalurad krais mcveli da naxevar gundze metirebaa tqvis klubebshic are arian dzinitqdis motanasheebi plus amas Vai sgida chenpionati da mivigebt imas rac into shveicariastan.ase ROM Kaia iluziebshi cxovreba magram droa realobas gavusworot tvali shveicaria kurdgelia,ogond iseti romelic at isvenebs da progress agrdz l bs chven kidev ku.ase ROM gqvqgrdzelot win svoa her d liga movidot mere c Dan are gqmovvardet da Ase nel-nela gavxdet angarish gasawevi nakrebi.grqndobamde her kidev minimum 100 welia gviklia samwuxarid.mewyina wageba magram yur bis chamoyead ar first es shveicaria iyo romrlmac belgia wamoicvaa
iponi
ძალიან გული მწყდება ქართული ფეხბურთის ასეთ გასაჭირზე რო ვწერთ მაგრამ რა გზაა!!! ოთხმოძდაათიანებიდან მახსოვს ბურთები გაგვქონდა მაგრამ მეტს უშვებდით, ყოველთვის გვყავდა თავდამსხმელები, ეხლა პირიქითაა დაცვა ასე თუ ისე დავალაგეთ და ვეღარ გაგვაქ, ერთი რჩევა მინდა მივცე ფეხბურთელებს რა მნიშვნელი აქ 0 2 წააგებ თუ 5 0 ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი შანსი არის შეტევა ლაღი თამაში, ასე დამფრთხალი შეშინებული რატო დარბიან მინდორზე, ანახეთ ამ ბიჭებს უნგრეთი ხორვატიის თამაში , მონდომება ჯიგარი ჩადეთ მესმის რო მეტი არ შეგიძლიათ მარა ერთი ორი კაცის გარდა არ გეტყობათ რო თავგანწირვით თამაშობთ და თუ არ აპირებთ თავგანწირვას და ფეხებს უფრთხილდებით, აცალეთ ბატონო სხვას მშიერი ფეხბურთელი უფრო მოტივირებულია ასე ვფიქრობ მე, შეიძლება ვცდები. ღმერთმა გაგამარჯვებინოთ ჩვენც ეგ გვინდა!!!
la.))
წაგება ტრაგედია არ იყო. მე ვაისის დაბრმავება უფრო მიმაჩნია ტრაგედიათ. ულვე მერამდენეთ ვერ აკეთებს შეცვლას? აგერ ჯანო თვითონ დაბრუნდა გუნდში, მიხვდა რომ სანაკრებოთ მზად არ არის. რა ყაზაიშვილიც თვითონ ხომ ვერ გავიდოდა მოედნიდან? ბრმა არის ეს კაცი და უკვე აღარ ეშველება ვაისს არაფერი. კი ნაკრებს წინსვლა აქვს, მარა არც ისეთი დიდი ამაში ვაისის ღვაწლი. მწვრთნელი უნდა შეიცვალოს იმდენჯერ რამდენიც შედეგი არ მოგვეწონება. აბა მთელი ცხოვრება ვაისს ხომ არ უყორებთ?
tngh
რუსეთთან თამაშზე შუშაკი იყო მწვრთნელი!!!
Emigranti
Kashias tamashis analizs ratom ar aketebt. . .
777
არ ვიცი ვინ რა აზრის ხართ,მარა სტადიონზე ვიყავი და ფერხბურთის გარდა ყველაფერი იყო ის რაც გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა.ვაისისგან რა გინდათ?! მეტიც კია ეგ მწვრთნელი ამ ფეხბურთელებისთვის.აშკარად აღემატება ჩვენი ფეხბურთელების კვალიფიკაციას ვაისის კვალიფიკაცია.მწვრთნელის ბრალია ყაზაიშვილმა წესიერად,რომ ვერ დაარტყა?! მასეთი მომენტიდან ხელებში რატომ უნდა დაერტყა ვერ ვხვდები.2 პასი არ გაუკეთებიატ ზედიზედ ნორმალური,რატომ??? იმიტომ,რომ არ შეუძლიათ.ბურთის გაჩერებას 3-4 შეხება,რომ ჭირდება გაცლის ვინმე რამის გაკეთებას?!ერთი გვილიას და კაკაბაძეს არა უშავდა და ლორიაც კარგი იყო,დანარჩენი არცერთი არ იყო ფეხბურთელი იქ.
Zaza
ტრაგედია იყო აბა რა იყო, ყველა ასპექტში მოგვიგეს, ყველა... ანგარიშით ხომ მოგვიგეს, ფიზიკურად, ძალისმიერში ხომ მოგვიგეს, სირბილში ხომ მოგვიგეს, მეორე სართულზეც მოგვიგეს... რაღა დარჩა, ჩვენ რაში ვაჯობეთ, დარჩა რამე რომ ვთქვათ სამაგიეროდ რაში ვაჯობეთ?... პროფესიონალები ეთამაშა უბნის გუნდს, დაახლოებით ესეთი თამაში იყო... რატომ იცით? იმიტომ რომ, პირველ რიგში ხომ არაფერში არავინ პასუხისმგებელი არ არის, მეორე რიგში, არავინ საკმარისად, პროფესიონალურად არ ვარჯიშობს, თუ ვინმე ვარჯიშობს და გეტრში სიგარეტი უდევთ და ისე თამაშობენ, ზოგი კაიფობს, ზოგი მუცელს ყვება, ზოგიც პახმელიაზეა, ზოგსაც ეზარება სირბილი და ასე შემდეგ და შემდეგ... მთლიანობაში საქართველოში ყველგან და ყველაფერში ქაოსია, განუკითხაობაა, დედა არა ჰყავს ქვეყანას!....
Geo_Dinamo
100% ვეთანხმები ავტორს. თუმცა თამაშის წინა სტატიის ავტორს არ დავეთანხმე, მარა ფქტია ეს გუნდი თვითონ ვარსკვლავია და ვარსკვალავები არ ყავს. ეს შვეიცარია ისეთ სწორ ფეხბურთს ღამაშობს რომ იმ გრანდების გვერდშია რომლებიც თბილიში ჩამოსულამ ადრე, იტალია, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი საფრანგეთი თავიაანთ ვარსკვალავებით. ჩვენების უმეტესობა ფორმაში არაა და მაინც პირველი ტაიმი თითქმის ტოლ სწორად ვეთამაშეთ და გასატანი ჩვენ უფრო გვქონდა ვიდრე მათ. ვაისმა ახლაც დაბალი კვალიფიკაცია აჩვენა და ვერც შეცვლები გააკეთა, რომ რამე შეცვლილიყო. ვერ ვხვდები რა სჭირს ამ ვაისს? თუ ყველანი თამაშის დროს ვხედავთ შეცვლების აუვცილებლობას თვითონ რატომ ვერ ხვდება? ნახევარდაცვა რომ არ გვყავდა ამას ბრმა დაინახავდა. რაღატომ მოიწვია კიტეიშვილი. ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლდა, უიმისოდ დაკოჭლრბულ ცხვარს გავდა ჩვენი ნაკრები. ვნახოთ ირლანდიასთან, აქედან მე-3 ადგილიც გამსვლელია და მე მაინც იმედი მაქვს.
Si
Arc mrwvtnels waugia es tamashi da arc fexburtelebs..... meti ar sheedzlot bichebs, xom xedavdit rom bolomde daixarjnen? Amitom aris sachiro bavshvta akafemiebi. Adre ar iyo es fufuneba saqartveloshi da shedegshic aisaxa..... magram ukve gvaqvs da emateba akademiebs, da shedegic male gveqneba aucileblad..... madloba chvens fexburtelebs eseti tavdadebistvis
vax-vax
სანამ "ჭ" კლასის ლიგების ლეგიონერები გვეყოლება, სხვა შედეგი არ იქნება. ვაისს შეიძლება მინუსები ჰქონდეს,მაგრამ ამ შემთხვევაში 100%-იანია.ფეხბურთელების მაგივრად ვერ ითამაშებს.არ არის დღეისათვის საქართველოში მაღალი კლასის შემსრულებელი.სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი სახეზეა
გიზოგ
რა კონდიციებიც ჰქონდათ მოცემულ მომენტისთვის და რის შესაძლებლობაც მისცა მოწინაარმდეგე გუნდა და კიდევ რა რესურსიც გვქონდა ეს არ იყო მაქსიმუმი, მაგრამ მასთან მიახლოებული ნამდვილად იყო. ჩემი აზრით საყვედური ბიჭებს არ ეთმით. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
გიორგი
ნაკრებში უნდა ითამაშონ იმ ფეხბურთელებმა,რომლებიც არიან სათანადო ფორმაში აქვთ სათამაშო პრაქტიკა და აკმაყოფილებენ სანაკრებო დონეს სასტარტოში მყოფი ფეხბურთელებიდან უმეტესობა არ იყოო კარგ კონდიციებში მე პირადად ის პრეტენზია მაქვს ვაისთან რომ რატომ არ აძლევს შანს იგივე ზარანდიას პარუნაშივლს ხარაიშვილს ხარაბაძეს კიტეიშვილს და კიდე სხვებს ერთადერთი შედარებით ახალი სახე არის ტაბიძე სხვა არავინ და უნდა მისცეს ამ ფეხბურთელებსაც შანსი ევროპაში თამაშობენ აქვთ პრაქტიკა.
Zero
ტრაგედია შვეიცარიასთან წაგება კი არ არის, ტრაგედიაა ის რომ უკვე მერამდენე თაობა მოდის ქართულ ფეხბურთში, მერამდენე სამწვრთნელო შტაბი იცვლება და ხელშესახები წინსვლა არ გვაქვს. ყაზახეთის მსგავს გუნდებს თუ მანამდე ვერ უგებდით ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარღვევა მოვახდინეთ. კონკრეტულად ეს თამაში ჩვენი მხრიდან იყო ფორმალობა, სხვა სახელს ვერ მოუძებნი ზოგიერთი ფეხბურთელის "გარჯას" მოედანზე.
roma
ხალხო,კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ჩვენი დიდი ჭირისუფლის და ქომაგის ბოსკამის სიტყვებს,ეგებ ახლა მაინც გაახილოთ თვალები და გამოიფხიკოთ ყურები:ქ ა რ თ უ ლ ი მ ე ნ ტ ა ლ ი ტ ე ტ ი უ დ რ ი ს დ ე ბ ი ლ ს.ეს არის მაშინდელი და დღევანდელი სინამდვილე და სიმართლე,ამიტომ კამათს აზრი არ აქვს,ეს სამწუხარო რეალობაა.
tngh
საკვირველია, ნუთუ ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ დაინახა მსაჯის აშკარა შეცდომა ქვილითაიას მიერ გატანილ 100%-ან გოლზე??? "ჩასაფრებულებისგან" არც მიკვირს... ჭეშმარიტ გულშემატკივრებს მივმართავ!!!
lashamax
საქართველოს ნაკრებს ყავდა ორი ღირსეული მწვრთნელი ეს იყო შუშაკი და ცხადაძე. შუშაკი 2 თამაშის მერე მოხსნეს და ჟორდანიამ თვითონ დაინიშნა თავი ტრენერად რუსეთან თამაში რომ ჩაეწყო. რადგან შუშაკი არ იკადრებდა ამას და ცახაძე რომელიც მოხსნეს 2 თვეში. კაცმა რომელმაც რადიკალურად გარდაქმნა ნაკრები, დაიწყო სწრაფი კომბინაციური ფეხბურთის თამაში, და მოხსნეს, ისევ ფულის გამო და მოიყვანეს ვაისი ერთად რომ აკეთონ ფული
ხვიჩა
კარგია სტატია დაიწერა და მე ვეთანხმები სრულიად ამ სტატიის ავტორს, ჩვენი გუნდი არ არის მზად რომ მოუგოს ისეთი დონის გუნდს როგორიცაა შვეიცარიის ნაკრები რომელიც ბელგიის ნაკრებს უგებს 5-2 - ს, და მაინც პროგრესი არის და ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს.
Kika
Tavs zemot zala araa. Jer unda itamashon hvenma fexburtelebma arsenalshi,liverpulshi,gladbaxshi,dortmundshi,shalkeshi da mere unda movtxovot shveicariis damarcxeba! Hveni ori lideri tamashobs kustanais tobolshi da mat rogor unda mostxovo arsenalis da dortmundshi fexburtelebis damarcxeba!
გიორგი
იმას არ ვამბობ რომ ვაისი გინდა თუ არა გადადგეს თქო, მაგრამ მეორე ტაიმის წაგება მწვრთნელის სინდისზეა, როცა ატყობ რომ თამაში არ მისდის უნდა შეცვალო... მინიმუმ ყაზაიშვილი და ანანიძე უნდა დაესვა სკამზე
fc1923db
...ტრაგედია ჩვენი გულშემატკივრობის კულტურაა
fc1923db
ტრაგედია არა იხვი,ეს იგივეა რაგბის ნაკრებმა ირლანდიასთან ან უელსთან რომ წააგოს და ტრაგედიად შერაცხო,მე უფრო იმაზე მწყდება გული რომ რაღაც უჯიგროდ ითამაშეს,განწირულებივით
მართალი
გაუშვით ვაისი!!! ბურთი ნორმალურად არ გაუგორებიათ.
გოგა
საინტერესოა, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სიბნელეში და კიდევ რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ ეს ნახევრად სიმართლე? წაგება ტრაგედია არაა გეთანხმებით, მაგრამ ტრაგედიაა წაგებას, რომ ფეხბურთელებს ვაბრალებთ. ერთი მაგალითი, თუ მაინც გსმენიათ მსოფლიოში დაბალი კლასის ფეხბუეთელებზე აპელირების? იქნებ პატივცეულმა, ავტორმა ისიც აგვიხსნას, როგორ ამოტენა შვეიცარიამ ბელგია, რომლის ფეხბურთელების დონემდეც ძალიან ბევრი აკლიათ? ვენესუელამ როგორ მოუგო არგენტინას? გსმენიათ რამე ვენესუელურ ფეხბურთზე? რიხით, რომ ჩამოგვითვალეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რომლებსაც შედეგი არ ჰქონდათ, ამით რისი თქმა გინდოდათ? ბარემ მიმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მსოფლიო რაგბის ფედერეციის პროექტი დააკოპიროს და აფრინოს ფიფა-ში. ჩვენი ლოგიკით რა გამოდის, მხოლოდ ანდორასთან და ლუქსენბურგთან გვაქვს შანსი? მეგობრებო, იმ დონემდე როგორ დავჩლუნგდით, რომ მწვრთნელი თვეობით უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკრების სასტარტოში აყენებს და წაგებას მაინც ფეხბურთელებს ვაბრალებთ?
ირაკლი
გვითხრას მწვრთნელმა ან ვინმე პასუხისმგებელმა, რისთვის გაყავთ მოედანზე ნაკრები - რომელი სათამაშო ელემენტის დასახვეწად. დაცვა? ბურთის დაჭერა? კომტრშეტევა? სწრაფი გადაცემა? სისწრაფე და სიზუსტე? ნებისმიერი სხვა?. მოსაგებად ვერ გაყავთ ასე გვეუბნებიან, სათამაშოდაც არ გაყავთ ისე გამოდის, ამიტომ ჩნდება ერთობლივი ავანტურის და უჟინო, უიმედო მოლოდინის სიტუაცია მოედანზე, და მის მიღმაც, მოკლედ გაუგებრობა. შესაბამისად ილანძღებიან, ვინაიდან საქმეს არც იძახიან და არც აკეთებენ.
roma
აქ ერთმა კომენტარებში ჩამოთვალა ყველა მწვრთნელი,ვისაც ჩვენს ნაკრებში უმუშავია,მაგრამ არ დაუსახელებია ის ერთადერთი და განუმეორებელი პიროვნება,რომელმაც ყველაზე სწორი დიაგნოზი დაუსვა ჩვენს ფეხბურთს და ჩვენს ყოფას,ამიტომ მე დავასახელებ ამ ადამიანის გვარს,უფრო სწორად შეგახსენებთ:ეს გახლავთ ბ ო ს კ ა მ ი,ჩვენი დიდი მოქომაგე და ჩვენი დიდი მეგობარი,მე ვთვლი,რომ მას უსამართლოდ მოექცნენ,იცით,რისთვის,იმისთვის,რომ გვეუბნებოდა სიმართლეს,არ შემიძლია არ გავიმეორო მისი დიდი გამონათქვამი:ქართული მენტალიტეტი უდრის დ ე ბ ი ლ ს,აი სამწუხაროდ ეს არის ჩვენი მაშინდელი და დღევანდელი ყოფა,ვერა და ვერ წავიწიეთ წინ,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა და მეტიც,სულ ასეთ დღეში ვიქნებით თუ ჭკუას არ მოუხმობთ.სამწუხარო კიდევ ისაა,რომ სადღაც "ცუ"კლასის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და გვეგონა,აუ რა მაგრები ვართ,ვინაა შვეიცარია,მათაც მოუგებთო,ხალხო ბოლო-ბოლო დაღვინდეთ,დავსერიოზულდეთ დროა უკვე,ჩვენ ძოძუაშვილების,გაბელიების და ასეთი ხალხის თუ სპეციალისტების გვჯერა,სინამდვილეში ვერ ვხვდებით სად ვართ,აუ ქართველებო სად ბანაობთ,გამოფხიზლდით.
რას აპრავებთ ახლა, წაგება კი არ არის ტრაგედია, როგორც ითამაშეს ის არის ტრაგედია, რას გავდა, მოშლილი იყო გუნდიც, კავშირიც და ფეხბურთელებიც
semi
მეც მაგას ვამბობ და მამის მკვლელი თვალებით შემომხედავენ, ქარტველობას გვართმევ ძმაო?! საფრანგეთის ნაკრებს გინდა დავემსგავსოთ?!
tngh
გამეორებაზე დაკვირვებით ნახვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ II ტაიმის დასაწყისში ქვილითაიამ სუფთა გოლი გაიტანა. სულ მინიმუმ პენალტი მაინც უნდა დაენიშნა მსაჯს, და მცველი გაეძევებინა ხელით განზრახ თამაშისთვის და უკანასკნელი იმედის "ფოლისთვის". სამწუხაროა, რომ მსაჯმა ეს ვერ "შეამჩნია" და ქვილითაიაზე "გამოიგონა" ჯარიმა...
გიო
დაიმშვიდეთ თავი, დაიმშვიდეთ!!! მომავალი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია!
Buxrika
ჩოჭოლავა კვირკველია ცენტრში აუცილებლად.კაშია არაა ფორმაში და რომც იყოს ხოჭოლავა კვირკველია ჯობს.კაკაბაძე ძალიან მაგარია.შვეიცარიასთან 3 საყრდენით უნდა გვეთამაშა.მგონია ირლანდიასთან მინიმუმ ფრეა
ლევანი
მეორე ტაიმში, შესვენების შემდეგ, ჯანო და ვაკო, და გვილია უნდა გაეყვანა. მარა ვერაა ეგ კაცი და გაუშვით ბოლობოლო.
გოგა
ვაისს კი რაც შეხება რაც იცოდა ყველაფერი ჩადო ჩვენ ნაკრებში მეტი არ იცის და ცალკე ვაისაც ვერ ავუყვანთ მწვრთნელს:)
გოგა
გეთქნხმებით ავტორო თითქმის ყველაფერში. და მე სულ ვამბობ და კიდე მაგ აზრზე ვარ ფეხბურთელების ნატურალიზება გვჭირდება 3 ნორმალური ბრაზილიელი გვინდა. და ამაში ტრაგედიწს ვერ ვხედავ. ჩვენი ბაუშვებიც წამოიზრდებიან და ცოტა დალაგდება ნწკრები. ირლანდიასთნ მოგების იმედი კი არ მაქ ასეთი თამაშით
გამარჯვება
ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა ნაკრები, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ სათანადო კონტიგენტი ვერ შეიკრიბა. ვფიქრობ რამდენიმე მოთამაშისათვის ჯერ ადრეა სანაკრებო დონეზე თამაში და ალბათ ამან გამოიწვია რგოლებს შორის შეუთამაშებლობა. აგრეთვე ჩვენი აქილევსის ქუსლია თავდასხმა, რომელიც ფაქტობრივად არ გვყავს. მოკლედ განა წაგებაა პრობლემა ან ტრაგედია, არამედ ის რომ ჩვენნაირი ნაკრებისათვის თითოეული ფეხბურთელის გამოკლება ნიშნავს კადრების არასრულად შევსებას.
ნიკო
დუბლინში ვნახავთ სინამდვილეში ჩვენს პროგრესს✔ ირლანდიას კარგი დრო არუდგას და ვიმედოვნრბ მატჩის შემდგომ ვაისი თავის მართლრბას არდაიწყებს... ხოჭოლავა კვირკვრლია ხარაბაძე და კაკაბაძე როდააყენოს მშვენიერი იქნება მაგრამ ეხა დარწმუნებულივარ ნავალოვსკი კაშია იქნება ძირითადში იტყვის ექსპერიმენტების დრო არარისო✔
ჯუზი
კალათბურთში ხომ გვყავს ნატურალიზებული მოთამაშეები, იქნებ ეხბურთშიც გვეცადა თავდასხმის გაძლიერება???? თორმ ჩვენ თავდამსხმელებს ტრამვები არ ელევათ და ჯიგარსაც თავიანთ კლუბებში ტოვებენ.
კახა ქირია
ნამდვილად ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს-წაგება წაგებას გააჩნია.როცა ხედავ რომ გუნდი არაა მონდომებული და ამას ემატება მწვრთნელის უაზრო,არაფრის მომცემი გადაწყვეტილებები ესაა ტრაგედია.აბა წაგებით ყველა აგებს.წაგებას მოგება მოყვება,მაგრამ არა ესეთი თამაშით და მაგია რომ აღელვებს ხალხს.

semi
ობიექტური სტატიაა. სამწუხაროდ ზოგიერთი გულშემატკივარი გადადის ზღვარს და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ბიჭებს, რომლებიც იგებენ იმ მატჩებს რომლებიც ობიექტურად მოეთხოვებათ. მასე რაგბისტები მსოფლიოს მერვე ნაკრეებ საფრანგეთთან რა დღეშიც აღმოჩნდებიან ყველამ ვიცით.
goga
26 marts da ara 26 dekembers
ჯუზი
უკრაინის ნაკრბშიც კი სადაც თავდასხმის პრობლემა არასოდეს ქონიათ ნატურალიზებული ბრაზილიელი თამაშობს.ნუთუ ჩვენმა ფედერაციამ ეს პრობლემა ვერ უნდა მოაგვაროს
გიორგი ჯანიკაშვილი
მყისიერი გარდასახვა და შედეგების უცაბედად გაუმჯობესება არ/ვერ მოხდება და ეს უნდა გვესმოდეს.სულ მცირე 20 წლიანი უკუსვლა ბავშვთა ფეხბურთში უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა-კი უნდა გვცოდნოდა.ერთადერთი,რაზეც ნამდვილად მწყდება გული-კახაბერ ცხადაძის ნაკრებიდან დათხოვნა იყო.მისი გუნდი სწრაფად ვითარდებოდა და აღმასვლისას განთავისუფლება გაუმართლებელი და მოულოდნელი იყო.
შალვა
ამ წაგების მიზეზია 1-2 ფერხბურთელის პრობლემა. მაგალითად, ყაზაიშვილმა აშკარად დააგდო დონეც და მუხტიც (თამაშიდან-თამაშამდე აკლებს და აკლებს), ხოლო ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად ანანიძემ ვერ დაალაგა შეტევა სათანადოდ. არ ვიცი ტრავმა აწუხებდა, ეშინოდა ტრავმის გამეორების, ფიზიკური კონდიციები არ ეყო თუ სხვა - მაგრამ ვერ შეასრულა ამოცანა ამ მარჩისთვის საჭირო დონეზე. ალბათ ირლანდიაში კიტეიშვილი ითამაშებს ამ პოზიციაზე და ვფიქრობ უკეთესად. ალბათ აჯობებდა შვეიცარიასთანაც ასე ყოფილიყო. რაც შეეხება ქვილითაიას - ის საუკეთესოა საჯარიმოში, როცა გუნდი შტურმს აწყობს, პირველ ნომერს თამაშობს - და უკანდახეულზე უჭირს შესრულება.
irakli
კარგი სტატიაა, ანანიძე ეგრევე უნდა შეეცვალა კიტეიშვილით, ოქრიაშვილი უნდა შემოეყვანა პირველი გოლის მერე იცის მაგ კაცმა ბურთის ფლობა და პარუნაშვილი უნდა შემოეყვანა ნახევარდაცვა რო გაეძლიერებინა, მაგრამ ვაისმა ცვლილებები არ იცის და არც უნდა ისწავლოს
cvb
სასუალოზე დაბლა იკო ტამასის ხარისხი
სოსო
თუ მთელი თამაში სირბილი არ შეგიძლია,ბურთი უნდა დაიჭირო,გააგორო და სული მოითქვა.თუ ეს არ შეგიძლია,შენი საშველი ალბათ არ არის.ბურთის დამჭერები კი ყველა ან დამტვრეულია,ან ახლა იწყებს თამაშს,ტრავმის შემდეგ.ანანიძეს მჭიდრო და ძალისმიერ თამაშში რომ გაჭყლეტდნენ,ძნელი მისახვედრი არ იყო,მაგრამ ვაისს,აღარც სხვა გზა ჰქონდა.ამ მატჩის მაი ვიდეოთი ყურებას ვაპირებდი,მაგრამ საქართველოშიც დაბლოკილი აღმოჩნდა და ვერ ვუყურე.ასე რომ კონკრეტულად რაიმეს თქმა გამიჭირდება,მაგრამ რამდენიმე ხნის წინ,სან ხოსეს შემადგენლობაში კაშიას და ყაზაიშვილის თამაშს ვუყურე.ჯერ ზოგადად ძალიან დაბალი დონის ლიგაა და სან ხოსე კი იქაც უსუტესია.კაშია,ძალიან სუსტი დაცვის ფონზე ცოტა უკეთესი ჩანდა,ვაკოს კი იმ თამაშით,საქართველოს ჩემპიონატშიც შეცვლიდნენ.არ ვიცი მიზეზი,მაგრამ მთლიანად დაკარგული იყო.ასე რომ,მის ადგილზე ვინმე სხვას დაყენება,უფრო უპრიანი მგონია(თუ აქ მოყვანილი გამოხმაურებების მიხდვით ვიმსჯელებთ).ვაისი ალბათ მის გამოცდილებას ენდობა,მაგრამ როცა კაცს ხედავ, რომ არ არის მხად,რაღა აზრი აქვს,მის დაყენებას?
ტუ
3-4 , კგონდ ჩვენი შესაძლებლობიდან და რეალობიდნ გამომდინარე, მართლა ესეააა... სამწუხაროოოოოოდ
ბატონ ავტორს:
პირველმა მე შევაზსენე საზოგადორბას რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს. აი ტქვენც უთითებთ ამ სახელებსა და გვარებს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე. მაგრამ ერთი მწვრთნელი აკლია თქვენ სიას - ბატონი მურთაზ ხურცილავა :)
irakli81
მე 3 დავუწერე მოდით ვიყოთ რეალურები მაქსიმუმ ფრე შეგვეძლო თუ იღბალი ჩვენსკენ იქნებოდა. აი ირლანდიასთან სულაც არ მგონია უშანსოდ ვიყოთ
1
ჩვენ ეგრე ვიცით,მოიგებენ გმირები არიან, წააგებენ და მიწასთან ვასწორებთ.განსაკუთრებით ის ხალხი ვინც თემაში ვერ ერკვევიან.ის რატომ არ გამოიძახა,ეს რატომ დააყენა,ის რატომ შეცვალა.ყველა პროფესორია და საქმეში არავინ არ ვარგა.ამიტომაა ქვეყანაც ესეთ დღეში,ოპოზიციაში,რომ არიან ყველაფერი მაგრად იციან,მოვლენ ხელისუფლებაში და თურმე გარტყმაში არ ყოფილან არაფრის.ამიტომ ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ და ერთმანეთს მეტად მივუტეოთ და გავამხნევოთ აჯობებს.ესე მგონია მე.წარმატებები ქართველებო!ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთად ვიქნებით!
შოთა
კარგი სტატიაა...
ტაო
საერთოდ არცერთი მარცხი არ არის ტრაგედია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მარცხი რისგან არის გამოწვეული. როცა არის ბრძოლა სულის და გულის დადება ამ შემთხვევაში მარცხიც გამარჯვებაა გარკვეულწილად, ხოლო როდესაც დაძუნძულებ მოედანზე და თავს არ აკლავ, ბოლომდე არ იხარჯები აი ეს უკვე ტრაგედიაა!!!
მმმმ
არაფრის გამკეთებლები არ არიან მაქსიმუმ ყაზახეთზე მოგება ჩვენი დონე მეტს ვერ იტანს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში