სუპერლიგის მე-7 ტური რუსთავში დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი “რუსთავი” და გია კაზანჯიანის “ბათუმი” შეხვდნენ. ზღვისპირელებს აქამდე მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერთა შორის იყვნენ; რუსთაველებს კი, მიუხედავად მძლავრი შემადგენლობისა, 6 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდათ და ეს მატჩი მათთვის დიდი გამოცდა იყო.

ქვემოქართლელებმა გამოწვევას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავს” ძირითადი გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე აკლდა, კეცელიდისის გუნდმა ბათუმელებთან დაპირისპირებას მშვენივრად გაართვა თავი და უპირატესობა, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 26:16 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს. მასპინძელთა წარმატების მიზეზი იყო შედეგიანი თამაში როგორც უკანა, ისე – წინა ხაზში. განსაკუთრებით შედეგიანი იყო რუსთაველთა უკანა ხაზი. მერაბ ბოქოლიშვილმა მშვენივრად გაართვა თავი გამთამაშებლის ფუნქციებს და ბურთის გათამაშებასთან ერთად და უკეთესადაც, მეტოქის კალათს უტევდა. ბოქოლიშვილმა სამქულიანებიც ჩააგდო, ორიანებიც და როცა მის სიზუსტეს წინახაზელების – ილია ლონდარიძის, ნიკოლა ტადიჩის და შეცვლაზე შემოსული აკაკი დვალიშვილის შედეგიანობაც დაერთო, “რუსთავი” შეუჩერებელი გახდა.

მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა – 50:39. ამის შემდეგ დაიწყო ბათუმელების ეგრეთ წოდებული კარტბლანში, რაც პრესინგისა და სამქულიანი სროლების მონაცვლეობაში გამოიხატებოდა. რეზო ჩაჩანიძის, ჯუნიუს პროველისა და კოლინ მალკოლმის შედეგიანობით ბათუმელებმა ბოლო პერიოდში 10 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ყველაფერს ნიკოლა ტადიჩის 2-მა და საბა ლობჯანიძის ერთმა სამქულიანმა დაუსვა წერტილი. რუსთაველთა უპირატესობა 15 ქულას ასცდა და ზღვისპირელებს თამაშის გადარჩენის არც დრო შერჩათ და არც რესურსი.

ქვემოქართლურმა გუნდმა საბოლოოდ 100:89 გაიმარჯვა, რაშიც უმეტესი წილი ნიკოლა ტადიჩმა დაიდო. სერბი ცენტრფორვარდის ანგარიშზე 18 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 20 ქულა და 5 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა. 15 ქულა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო 14 მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. “ბათუმში” 21 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუნიუს პროველი, რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-7 ტური 29 და 30 ნოემბერს, ასევე, 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
"ბათუმმა" "ტიტებს" 20 ქულით მოუგო
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"