თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი წრე დაასრულა. ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი თსუ ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდება. სტუდენტებმა მე-10 ტურის მატჩში მდევარი “დინამო” 87:71 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის ბოლო, მე-11 ტურში ისვენებენ, ნებისმიერი გუნდისთვის მიუწვდომელები არიან.

თსუ-მ პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 დათმო. დღევანდელ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს საკმაოდ სოლიდური, 8 მატჩიდან 5 გამარჯვების მქონე “დინამო” ჰყავდა, რომელსაც დამაჯერებლად სძლია. თსუ-მ მრავალმხრივი და სწორი კალათბურთი ითამაშა. ამ მატჩში კარგად გამოჩნდა ის უპირატესობა, რასაც უნივერსიტეტელები დანარჩენ გუნდებთან ფლობენ და რის ხარჯზეც მიმდინარე სუპერლიგას ლიდერობენ. ესაა ძლიერი ფიზიკური მომზადება, დაბალანსებული შემადგენლობა ყველა რგოლში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დისციპლინა.

თსუ-მ დღევანდელი მატჩი სწრაფ ტემპში, კონტრშეტევებით დაიწყო, რის ხარჯზეც სოლიდურ ლიდერობას მიაღწია (12:5), ხოლო როცა მეტოქე წამოეწია, ტაქტიკა შეცვალა და ბრძოლის ეპიცენტრად ფარქვეშეთი აქცია. აქ კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ტურძილაძემ და გიორგი კორსანტიამ ჰეგემონია დაამყარეს და 18:16 დაწინაურებული დინამოელები კვლავ უკან მოიტოვეს – 23:18 პირველი პერიოდის შემდეგ.

სერბი ჯორჯე მილოსავლიევიჩი ბურთს დინჯად ათამაშებდა, რომელსაც ფრთიდან სანდრო სანაძე და დევიდ მაკფარლანდი ეხმარებოდნენ. ეს უკანასკნელი სწრაფი შესვლებით ქულებს უხვად იხვეჭდა. თსუ-ელებმა მესამე პერიოდი 25:18 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

“დინამო” უბრძოლველად არ დანებებულა. მაიზერ რევაზაშვილის, ნოდარ გოგოძისა და ტაილერ უილიამსის შედეგიანობით ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ლაფანაშვილის წუთშესვენება დროული აღმოჩნდა. თსუ-მ თამაში დაალაგა, დინამოელებს სასროლი სივრცეები შეუზღუდა, შეტევაში დევიდ მაკფარლანდმა, ჯორჯე მილოსავლიევიჩმა და რიკი მედისონმა იხეირეს და ბოლოსწინა წუთზე უნივერსიტეტელთა ლიდერობა კვლავ 10 ქულას ასცდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. თსუ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და პირველი წრე ყველა გუნდზე ადრე და პირველ ადგილზე დაასრულა.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი. 17 ქულით მედისონი გამოირჩა, ხოლო გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. დინამოს 24 ქულით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 22 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

მე-10 ტურის ბოლო 2 მატჩი 15 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს