18 იანვარს ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა", საქართველო XV-ს სერიის პირველ მატჩში 10 ლელო გაუტანა, 8 გარდასახა და დიდი ანგარიშით, 66:3 გაიმარჯვა.

არგენტინელები სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც სტარტს 1-ელ თებერვალს აიღებს და დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველო XV-თან ორი მატჩი დაგეგმეს. სერიის პირველი შეხვედრა მარ-დელ-პლატაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ "ხაგუარესმა" დედაქალაქის გარეთ პირველად ითამაშა და სტადიონიც პირთამდე შეივსო.

სტუმრები მასპინძლებს პირველ ტაიმში, შერკინებაში ჯობდნენ, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხეს, სხვა კომპონენტებში კი, მასპინძლებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. შეხვედრის დებიუტში საქართველო XV ახერხებდა მეტოქის მიძალების შეჩერებას. "ხაგუარესმა" ანგარიში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გახსნა და გარდასახვაც გაიტანა, რაზეც რევაზ ჯინჭველაშვილმა მე-14 წუთზე 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა.

ამას ჩვენს ნახევარზე შეცდომა მოყვა, ბურთი დავკარგეთ და სწრაფი ლელო მივიღეთ. "ხაგუარესმა" ძალისმიერ სტილში მოისურვა ლელოს გატანა, რაც 28-ე წუთზე მოახერხა. მანამდე სინბინით ბექა მამრიკიშვილი დავკარგეთ, შეტევა კი ლელოთი აგუსტინ კრევიმ დაასრულა. დასკვნით 10 წუთში მეტოქემ კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხა და ტაიმი 31:3 დასრულდა.

"ხაგუარესი" მეორე ტაიმშიც სრულად აკონტროლებდა ბურთს, თუმცა 18 წუთის განმავლობაში ლელო არ დავადებინებ. ამ პერიოდში 10 წუთი კაცნაკლულიც ვიყავით, საბოლოოდ კი მეტოქემ კვლავ ჩვენი შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე იხეირა. 64-ე წუთზე მესამედ დავისაჯეთ სინბინით, ამჯერად დავით მოძღვრიშვილი გააძევეს, მეტოქემ კი კიდევ 4 ლელო გაიტანა და 66:3 იმარჯვა.

საქართველო XV "ხაგუარესთან" სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.

ხაგუარესი-საქართველო XV 66:3

საქართველო XV

15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13. გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ნიკა გიგაური (არმაზი), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები);

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (აია, კაპ.), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (აია), 7. დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17. ბექა გვარამია (აკადემია), 18. ნიკა პატარაია (ბუქარესტის "დინამო", რუმინეთი), 19. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20. გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები); 21. კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია); 24. რევაზ წიკლაური (აია), 25. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29. თორნიკე კიკნაძე (ჯიქი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
სუპერ რაგბის ფინალისტთან ჩვენი პირველი ნაკრებიც სავარაუდოდ უშანსოდ წააგებს და ჩვენი ჩემპიონატის ნაკრებისაგან პირველივე თამაშში მათ დამარცხებას ელოდით?თანაც რამდენიმე კაცი პირველ ნაკრებში არიან გამოძახებული.ცუდი ის არის,რომ ბოლოს ხელები ჩამოუშვეს.გამძლეობა და სისწრაფეები აშკარად არათანაბარია.სწორედ ასეთ გუნდებთანაა ხშირი თამაში აუცილებელი,რომ გავიზარდოთ და საკუთარ ზურგზე იწვნიონ თანამედროვე რაგბი.სუვოროვის გამოთქმაა;გაიჭირვე წვრთნაში და გაგიადვილდება ბრძოლაშიო.ეს მათთვის,ჩინებული წვრთნაა და კარგი სტიმული მომავალში კიდევ უკეთესად სავარჯიშოდ.ამ ბიჭებიდან რამდენიმე,საქართველოს ფრანჩაიზშიც ითამაშებს ალბათ და მათ უკვე ეცოდინებათ რა ელით სამხრეთ აფრიკის კლუბებთან.
goga
სვანიძესთან ერთად მწვრთნელებიც უნდა გაუშვა პენსიაზე და ბებერი ნიანგებიც თორე აღარ განვითარდება რაგბი, მაგარი სტაგნაციაა
qutaisi
თუ არ შეხვდი შენზე ძლიერებს ვერ განვითარდები. და არგენტინელები და მათი წარმომადგენლები ალბათ იმ ბობოლებში გადიან ვინც ჩვენთან შეხვედრას არასდროს "თაკილობს" და მათგან კარგი გაკვეთილების მიღება შეიძლება , მთავარია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ...
სიმართლე
სასწრაფოდ მოსაშორებელია სვანიძე, თორემ ქართული რაგბი დაბლა-დაბლა მიექანება!
იდალგო
"აბა ულა"!!! https://www.youtube.com/watch?v=ZVtN1tgHThY
Gio
გვარების დასახელება შეგიძლია? ვინ აბა
გურია
ამაზე სწრაფები და ენერგიული ბიჭები დიდ 10-ში თუ არ მოიძებნება კარგად გვქონია საქმე. და თუ შესაძლებელია მოიძებნოს მაშინ არ ვიცი უკვე ამას რა დავარქვა. ფაქტი ერთია სამარცხვინო იყო ჩვენი გუნდის თამაშის შინაარსი, გადაადგილებები, სისწრაფეები, ხელის ტექნიკა(სამწუხაროდ ფეხით თამაშიც), და საერთოდ ჟინიც კი არ ჰქონდათ.. სამარცხვინოა...
FAN
ღირდა კი ამ სამარცხვინო "გაკვეთილისთვის" ამხელა "ჯარის" გაგზავნა, დედამიწის მეორე კიდეზე?! თან ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით!
michael
მთავარია რუსეთს და რუმინეთს ვუგებთ სადაც შევხვდებით)))))))))
irakli81
კიდევ კაი მეორე ჯარიმა არ გავიტანეთ თორემ საშინელი ანგარიში დაფიქსირდებოდა:)))
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
საქართველო XV - არგენტინული ტურნესთვის შემადგენლობა ცნობილია
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]