საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. "მგზავრებმა", "ტიტებმა" და თსუ-მ ოთხთა ფინალის საგზურები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშება მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო და პლეი-ოფი 2-მატჩიანი სერიებით წარიმართა. საუკეთესო 4 გუნდი კი ოთხთა ფინალში საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, სადაც სერიები აღარ გაიმართება და როგორც ნახევარფინალები, ისე ფინალი, ერთმატჩიანი იქნება.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები გაიმართა, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" სერიის პირველი შეხვედრა 1 ქულით მოუგო "დინამოს" და დღეს ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა "დინამომ" იბრძოლა, საკმაოდ ახლოსაც იყო სასურველ შედეგთან, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია. "მგზავრებმა" ქართველი ცენტრის – სოსო გოგნაძის შედეგიანი თამაშის წყალობით "დინამოს" არაფერი დაუთმო, ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მოპოვებული გამარჯვების – 93:88 – ხარჯზე ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

"მგზავრებში" 25 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 17 ქულა მოაგროვა ჯოზეფ როკამ, ხოლო ლაველ ქაბბილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 17 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, ხოლო ვოვა თავაქარაშვილმა თავი 16 ქულას მოუყარა.

მეორე მატჩი ფრედ დასრულდა. ერთხელაც გავიმეორებთ, რომ თასის გათამაშების საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია და გათამაშების ამგვარი ფორმატი შეხვედრის ფრედ დამთავრების საშუალებას იძლევა. "ვერას" 16 ქულა ჰქონდა გასაბათილებელი "ტიტებთან", რადგან სერიის პირველ მატჩში სწორედ ამ სხვაობით დამარცხდა. ვერელები სასურველ – 17-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა "ტიტებმა" ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლა და სასურველი ანგარიში დააფიქსირა.

"ტიტები" ოთხთა ფინალში გავიდოდა, 15 ქულით რომ წაეგო, თუმცა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოინდომა და ის დეფიციტი, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში განიცდიდა, აღმოფხვრა. შეხვედრა ფრედ – 70:70 დასრულდა, რამაც "ტიტებს" ოთხთა ფინალის საგზური მოუტანა. მატჩის ბომბარდირი 18 ქულით "ტიტების" უკანახაზელი ლუკ მეიერი გახდა. 15 ქულა და 8 მოხსნა ტრისტინ უოლემ მოაგროვა. "ვერაში" 12-12 ქულით საუკეთესოები იყვნენ გივი ბაქრაძე და მაიკ ჰიუზი.

მესამე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. "რუსთავისა" და თსუ-ს მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ფრედ დასრულდა და შესაბამისად, მეორე შეხვედრის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გადიოდა. ორივე გუნდს აკლდა წამყვანი მოთამაშეები, თუმცა უნივერსიტეტელების დანაკლისი უფრო თვალში საცემი გახლდათ. თსუ-მ 2 ამერიკელთან – კრის ანდერსონთან და რიკი მედისონთან – ერთად ვასილ ბერუაშვილი და დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი მოისაკლისა, თუმცა ირაკლი ძიძიგურის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტელებმა მოახერხეს გამარჯვებამდე მისვლა, რაც უპირველესად, ეროვნული ნაკრების კანდიდატის, გიორგი კორსანტიას დამსახურებაა. კორსანტიამ 27 ქულა მოაგროვა და თსუ-ს გამარჯვებისკენ ულიდერა – 73:69.

რუსთაველთა გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ეს გახლდათ პირველი მარცხი. ანატოლი ბოისამ გეორგიოს კეცელიდისი დეკემბრის შუა რიცხვებში შეცვალა, რის შემდეგაც 7 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. რუსთაველებს აკლდათ გამთამაშებლები – საბა ლობჯანიძე და რატი ანდრონიკაშვილი და ცენტრი – გეგი ბაქრაძე. ამის მიუხედავად, ქვემოქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უკანასკნელ წუთამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა თსუ-მ მეტი მობილიზებით ითამაშა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

ოთხთა ფინალის ფარგლებში, ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და "ტიტები" დაუპირისპირდებიან, ხოლო "მგზავრების" მეტოქე "ოლიმპისა" და "ბათუმის" სერიაში გამოვლინდება. პირველი შეხვედრა ოლიმპელებმა 72:70 მოიგეს, საპასუხო მატჩი კი ბათუმში 27 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"