სუპერლიგის მე-15 ტური 2 მატჩით დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრებში საინტერესო ორთაბრძოლა ვიხილეთ, თუმცა საბოლოოდ ორივე დპირისპირება ფავორიტად მიჩნეული გუნდების გამარჯვებით დასრულდა: “ქუთაისმა” “ცხუმ-აფხაზეთს” სძლია, ხოლო “დინამომ” “ტიტები” დაამარცხა.

ბოლო ადგილზე მყოფმა ცხუმელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მთელი პირველი ტაიმი, მესამე პერიოდის ნახევარიც, ამარცხებდნენ ქუთაისელებს. იმერული კლუბი მძიმედ, მაგრამ სტაბილურად მისდევდა კუდში მასპინძლებს და ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაასწრო კიდეც.

“ცხუმ-აფხაზეთის” მოთამაშეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე 10 ქულით აგებდნენ, ფარ-ხმალი არ დაყარეს, ამერიკელი ლეგიონერების შედეგიანობითა და ქართველების ბრძოლისუნარიანობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე შეტევაც მათი იყო. ქუთაისელთა სტაბილური დაცვის ძალაც აქ გამოჩნდა, რომლებმაც ზედიზედ 2 შეტევა მოიგერიეს, თავად კი შეტევაში იხეირეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 73:69.

ქუთაისელთაგან 22 ქულით ჯეიმს მილიკენი გამოირჩა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ საერთო საქმეს ხელი 17 ქულით წააშველა. “ცხუმ-აფხაზეთში” 16 ქულით საუკეთესო იყო დევიდ როლინსი. ამ წაგებით ცხუმელები, რომლებსაც 14 მატჩიდან 4 მოგება აქვთ, ბოლო ადგილზე დარჩნენ, ქუთაისელები კი 15-დან 9 მოგებით ანალოგიური შედეგის მქონე თსუ-სა და “ვერასთან” ერთად II-IV ადგილებს ინაწილებენ.

რაც შეეხება “ტიტებისა” და “დინამოს” დაპირისპირებას, ძალიან უცნაური სცენარით წარიმართა. “ტიტებს” თავიდან თამაში ისე წაუვიდა, ბევრს აფიქრებინა, რომ იოლ გამარჯვებას მიითვლიდა, მაგრამ… პირველი პერიოდის შემდეგ 32:15 იგებდნენ, ხოლო მეორეში 18 ქულით – 35:17 დაწინაურდნენ. “ტიტების” ძირითადი იარაღი სამქულიანები იყო, რომლებსაც ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნულ მომენტამდე დიდებულად ასრულებდა.

დინამოელებმა პერიმეტრი გადაკეტეს, მათი მწვრთნელი მუჰამედ ტაჩი კი ხშირი როტაციით მეტოქეს შეტევაში გეგმებს უშლიდა. გამართული თამაშის წყალობით “დინამომ” ანგარიში მეორე პერიოდშივე გაათანაბრა, თუმცა "ტიტები" დიდ შესვენებამდე ლიდერის როლში ინერციით მივიდა – 46:40. მეორე ნახევარში “დინამომ” ლიდერობა მოიპოვა და ბოლომდე შეინარჩუნა. “ტიტების” მოთამაშეები ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას, მაგრამ მეტოქის გუნდური და მიზანმიმართული მოქმედების წინააღმდეგ ვერას გახდნენ. ბოლო წუთებზე მუჰამედ ტაჩის გუნდის უპირატესობა 10 ქულას გადასცდა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა – 73:66 (სტატისტიკა) “დინამოს” სასარგებლოდ.

22 ქულით გამარჯვებულებს ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 15 ქულა ჰქონდა ლუკა ბულაშვილს. “ტიტებში” კი 18 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი, ხოლო კორი სპენსმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. “დინამო” 8 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილის შუაში გამაგრდა, “ტიტებს” კი მხოლოდ 5 მოგება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 13 და 14 მარტს გაიმართება.

GBF.GE

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ