ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

გიორგი გორგაძე
იქნებ ბმული დადოთ ისევ. მადლობა წინასწარ
არნოლდ გეგეჭკორი
იწერება შემადგენლობები მაგრამ,ესე მგონია არ გამოცვლის შემადგენლობას ვითომ იმ თვალსაზრისით რომ,ესტონეთს მოუგო იმ შემადგენლობამ:))) გვილია შეიძლება დაამატოს მაგრამ ვის ხარჯზე არ ვიცი!
c
დღეს კვარა იგებს თამაშს, დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი!
ალექსა
რათქმაუნდა ტრენერმა უკეთ იცის, მაგრამ ჩემი აზრით კვარაცხელია ცალსახად მარცხნივ უნდა დააყენოს, მიუხედავად იმისა რომ მარჯვნივაც შესანიშნავად ითამაშა. ჩაკვე ცენტრში, კარგი ხედვა აქვს და დარტყმაც უვარგა. მარჯვნივ ოქრი ან ზურიკო.
ვა რა დონეა
თამაში ცენტრფორვარდის თავით გატანილმა გოლმა მოგვაგებინა და ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ რომ ვიღაც ჭკუისკოლოფებს ოქრი მოსწონთ რომელიც თავით საერთოდ ვერ თამაშობს.ე.ი.მეორე სართული საერთოდ დავუთმოთ? ეტყობა პლეისტეიშენი გონიათ ზოგიერთებს ფეხბურთი.
ეს შემადგენლობა მინდა დღეს
კვასხვაძე კაშია, ტაბიძე, კობოური, ნავალოვსკი კიტეიშვილი, ანანიძე პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, ყაზაიავილი მჭედლიძე
ზაზა
დავითაშვილს, ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას და ლობჟანიძეს ერთდრულად არ გამოიყვანს
ვაიიის
მეკარე და დაცვაში აღარ გავმეორდები არცაა ასარჩევად საქმე. კანკავას გვილია უნდა შეუწყვილოს დღეს. 3შემტევი ზურიკო ჩაკვე და კავარა. წინ აუცილებლად ლობჟანიძე პასიც კარგი და დროული აქვს... სისწრაფე არაჩვეულებრივი დანიას რა გოლი გაუტანა ჩოუქროლა ქორივით???? ამ კაჭარავას წვალებას და 10დან 1საჰაეროს მოგების გამო კაცო სასტავში დააყენო არ გამიგია. საბა ცენტრ ფორვარდათ გაასწორებს თან არც შავ სამუშაოზე იტყვის უარს პრესინგის დროს....მიზანიც ჩვენს ვითომ თავდამსხმელებზე მეტადაც გასწორებული აქვს. აუცილებლად მოსაძებნია მარჯვენა მცველი ჯიღაურის იმედათ....
ჩორნა
გვილია ჯოკერი იქნება ამ მატჩში, ესტონეთთან არ გამოჩენა კარგი სტრატეგია იყო ეხლა კიდე მაკედონიის ნაკრებმა გამოიცნოს აბა. რა შეუძლია გვილიას ეგ ხომ ჩვენ კარგად ვიცით თუმცა სურპრიზი ნამდვილად გააოცებს მეტოქეს..
las
არ იყენებს და მერე იძახის ყაზახეთში და კვიპროსში მოთამაშე ხალხი მყავს რა შედეგს მთხოვო. რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს არ ათამაშებს კვარაცხელიაზეც იძახის სეიძლება სკამზე დავსვაო. მაგრა არ მევასება ეს ტუპოი ვაისა
გაბო
დავითაშვილის არ გამოყენება ამ ეტაპზე დიდი შეცდომა მგონია,ბოლო ტურში მატჩის საუკეთესო მოტამაშედ დაასახელეს კლუბში,ჩემი აზრით არანაკლები ფეხბურთელია კვარაცხელიაზე! ეხლა მაგარ ტონუსშია!
გაბო
იყო კანკავა ტოპ ლიგაში და რა მერე? მარტო სირბილი და ძიძგილაობაა არაა ტოპობა!
კუპონა
გოცირიძე ხარ შე ბედშავო?
რომას
შავ სამუშაოს კვარაცხელია რატო უნდა ასრულებდეს როდესაც იქით აშავებს მთელ დაცვას :) რას არ გაიგებ
las
მაკარიძე ************** კაკაბაძე - ტაბიძე - ხოჭოლავა - მალი ************** კიტეიშვილი - კანკავა - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია ************** დავითაშვილი - ყაზაიშვილი
მიშა
ჰო, მიჰა უპირველეს ყოვლისა. :)) სადღაც წავიკითხე, რომ მესის და რონალდოს ხუთნომრიანი მაისური აცვიათ ფორმის შიგნით და ერთი სული აქვთ, სააკიანი როდის გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს. :))
giorgi
ლობჟანიძეს ევროპული ტიპის სწრაფი გარემარბის გამოყენება აუცილებელია, განსაკუტრებით კარგია კონტრშეტევებისას, შეიძლება მომეჩვენა მაგრამ თითქოს პსებით ჩაგრავდნენ
ჯიმა
ზურიკო არავიზე ნაკლები მგონია. კარგი თაობა წამოვიდა. წამატებები...
კახა ქ.
ლორია--კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ჯიღაური-კანკავა გვილია კვარა დავითაშვილი,-ჩაკვეტაძე,ოქრი.
კახა ქ.
ლორია--კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ჯიღაური-კანკავა გვილია კვარა დავითაშვილი,-ჩაკვეტაძე,ოქრი.
მე უფრო ასე წარმომიდგენია
თუ ცენტრ ფორვარდის გარეშე და წინ მაინცდამაინც ოქრი, მაშინ მე უფრო გვილია წარმომიდგენია ცენტრში ჩაკვეტაძის ნაცვლად ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური კვეკვესკირი, კანკავა დავითაშვილი, გვილია, კვარაცხელია ოქრიაშვილი თან ამ შემთხვევში ზურიკოც შეგიძლია განიხილო თავდამსხმელად, ნებისმიერ დროს გაუცვლის ადგილს ოქრის. ვნახოთ აბა. შეიძლება სულაც საბა ლობჟანიძე დააყენოს, უფრო კარზე დაგეშილია ვიდრე ოქრი და ზურიკო
roma bejanidze
ვაისი ისეთ სასტავს დააყენებს როგორსაც არავინ ელოდება. მე მგონია რომ ესტონეთისგან განსხვავებით კვარაცხელია შავ სამუშაოს შეასრულებს მაკედონიასთან თამაშში და ვიღაცა იტყვის ვერ ითამაშაო. მთავარი შემოქმედი ამ თამაშში ჩაკვე ან ზუკა იქნება. ლორია_კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური_ კანკავა, კვეკვესკირი_კვარაცხელია, დავითაშვილი,ჩაკვეტაძე_ ოქრიაშვილი. ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშებს როგორც ყაზაიშვილს იყენებს თავდამსხმელად ისე იქნება ოქრიაშვილიც.
მევარმე
შეიძლება არავინ არ დამეთანხმოს მაგრამ გვილია არის ის ჯოკერი რომელიც მაკედონიისთვის მეორე პულკაში დამალა ვაისმა... როგორც პას-გარდა მყოფი ვითომ იძულებით იტყვის - 1 ასეთი ჯოკერია ჩემი აზრით გვილია , რომლის ბევრი თამაში მაქვს ლაივში ნანახი და ვიტყვი რომ საბუნდესლიგოდ მზად არის თავისუფლად... ძალიან საინტერესო ნაკრები გვყავს მთავარია კერძისთვის ინგრედიენტები დროის,ზომების და ხარისხის მიხედვით გადაანაწილო... წარმატებები ქართველებო...❤❤❤ . ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა კანკავა გვილია დავითაშვილი კვარაცხელია ჩაკვეტაძე კაჭარავა ოქრი იმედია ხვდებით რომ არ ვხუმრიბ! =))))
ბაჩი
ზოგიერთების კომენტარებს რომ ვკითხულობ მრჩება შთაბეჭდილება ეს ის ხალხია სახლში გასაქცევად 20 წუთით ადრე რომ ტოვებენ ტრიბუნების წაგებული მატჩისას
ფენომენო
ბიჭებო ხვალ დიდი დღე გვაქ ეს მატჩი მოსაგებია ხვიჩი და გიოს იმედი მაქ იმედია წაუვათ თამაში გაუმარჯოს საქართველოს.
ავთო
აბა რა, მთელი ნაცმოძრაობა დღენიადაგ იმაზე ფიქრობდა და ზრუნავდა როგორმე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია დიდი ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. არც ერთი მთავრობა არ მომწონს, არც ძველი, არც ახლანდელი და არც მომავალი მომეწონება, მაგრამ ობიექტურობა და საღად განსჯის უნარი ხომ არ უნდა დავკარგოთ. აბა, წავიდა ორივე მხარის გამოხმაურებები. შენ დაუკა!

ანანიძეს ტრავმა რომც არ ჰქონდეს, აქ არ ჯობია არცერთს.ტაბიძე ესტონეთამდე დაშავდა და არ იქნება, მჭედლიძეს რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ტრავმებს ებრძვის, დინამოში იყო და იქიდანაც წავიდა
რომანა
ისე თუ დააკვირდებით, ხვიჩამაც და ჩაკვეტაძემაც ფეხბურთზე სიარული ნაციონალური მოძრაობის დროა დაიწყო, აბა ამ უნიათო მთვარობის ხელში რას ითამაშებდნენ ძაან მაინტერესებს რა!
1
ჰაააააააააააააააააა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვყავს საშუალოზე სუსტი ნაკრები და ნუ გამოიდებთ თავს, რომ წააგონ, მერე მაგრად გაგიტყდებათ. არადა მოსალოდნელია. ერთი და ორი ფეხბურთელი გუნდი არაა. ვინ გვყავს ნაკრების დონე, ან ჩაკვეტაძე პელე რომ გახადეთ, ერთი საშუალო დონის მითამაშეა ისიც დაბალ კლასის გუნდში. ხვიჩა მართლა მოვლენაა მაგათ ფონზე. ღმერთმა ქნას მოვიგოთ, მაგრამ მურც წაგებას გაიკვირვებთ, მაკედონია ესტონეთი არ არის და არც თელავის ნადიკვარია.
ირაკლიუსი
შენ გაიხარე რა კარგად დაწერე.
მინდია
65 წუთის შემდეგ მეტოქის დაღლილ მცველებს ააწიოკებს შეცვლაზე შემოსული სწრაფი ლობჟანიძე და დავითაშვილი
კლოპი
ლორია მალი კვირკველია ხოჭოლავა კაკაბაძე კანკავა კვეკვესკირი გვილია ჩაკვეტაძე დავითაშვილი კვარაცხელია იმენა გავხევთ, დავითაშვილი წინ სწრაფია ფეხზე კარგად დგას ტექნარია, კვარა მარჯვნივ ჩაკვე მარცხნივ. მალი მარჯვენა კაკაბაძემარცხენა. მალი სწრაფია. კაფუს პონტში დარბის საკაიფოდ
მინდია
ლორია, დაცვა მარჯვნიდან: კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა გრიგალავა. საყრდენები: კანკავა, კვეკვესკირი. შუახაზი მარჯვნიდან: კვარაცხელია,გვილია,ჩაკვეტაძე. ცენტრფორვარდი ალბათ ქვილითაია. ვინც უარესად ითამაშებს შეიცვალოს და გამოვიდეს დავითაშვილი, ლობჟანიძე, ოქრიაშვილი (ან შენგელია თუ მარჯვენა ფლანგმა ვერ იმუშავა) კვარაცხელია მარცხნივ კი ჯობია, მაგრამ მარჯვნიდანაც კარგად უტევს ჩაკვეტაძისგან განსხვავებით. გვილია კი თავდამსხმელის უკან ცენტრში. ერთ გოლზე გაჩერება არ შეიძლება, სახიფათოა.
ჰ
არაა გამორიცხული, რომ იმან, ვინც პირველი თამაში ჩააგდო, ხვალ ბევრად უკეთ წარმოჩინდეს. ვნახოთ, ეს თამაში ბევრ რამეს გასცემს პასუხს, ახლა გამოჩნდება ვაისი კლასი. იმედია მოვიგებთ.
დდდდდდ
ონლაინშია....
iolasha
არ შეიძლება ჟურნალისტებმა გაარკვიოთ სადაა მჭედლიძე, აპირებს რამეს თუ ჩამოკიდა ბუცები... ვაისმაც აღნიშნა რამდენს ნიშნავს ნაკრებისთვის, თუ ფორმაშია. ასევე ანანიძეზე რა ხდება, მე როგორც ვიცი როტორთან ერთად ვარჯიშიც არ დაუწყია... რაც შეეხება ბელორუსთან თამაშს, თუ ტრამვები არ იქნა ეს შემადგენლობაა ოპტიმალური : ლორია - კაკაბა , კვირკველია, ხოჭოლავა, ტაბიძე - კანკავა, კიტე - ჩაკვე - კვარა , ქვილითაია( კაჭარავა) , დავითაშვილი. შეცვლაზე - გვილია , ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, შენგელია. ვაისისთვის 3 თამაშის სამყოფი ცვლილება დავწერე
IP-თ
IP-თ იბლოკება, ნიკით ვერ დაგბლოკავენ ;) შენნაირი ნიკი სხვასაც შეიძლება ჰქონდეს, ან შენ ცვალო. მე არასოდეს მაქვს ერთნაირი ნიკი, მაგრამ როცა უნდათ მბლოკავენ ))
beqa
ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა გრიგალავა კვეკვესკირი კანკავა ოქრიაშვილი გვილია კვარაცხელია კაჭარავა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ესე მგონია მეორე ტაიმში: ჩაკვე.ქვილითაია
მ.ტ.
და ალალად რომ ვიკითხოთ, რა საჭიროა ეს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი?!.. რომ გვყავდეს შოთის (უფრო ადრე რამაზ შენგელია) დონის შემსრულებელი, კი ბატონო, ვინ ოხერი, მაგრამ დღეის მონაცემებით ჩვენი ნაკრებისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიმაჩნია გამუდმებით მეტოქის ნახევარზე ბურთის მოლოდინში დაყუდებული თავდამსხმელი, რომელმაც, შესაძლოა, მთელი თამაში უშანსოდ ჩაამთავროს (გააჩნია, რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით) და თუ შანსი მაინც მიეცა, ისე დაარტყამს, როგორც მოთელვაზე გამოსული და გაუხურებელი მებუფეტე... და ამ დროს შემტევი ნახევარმცველების საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომლებსაც თავადვე შეუძლიათ ბურთის მოპოვებაც, ხიფათის შექმნაც და ნებისმიერ (ჩვენს) თავდამსხმელზე უკეთ გოლის გატანაც... და თუ დავაკვირდებით, ვაისი უკვე იძულებული ხდება, ერთი ან ორი (იქნებ სამი და ოთხიც) მათგანი სათადარიგოებში გაამწესოს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე თამაში არ დააბრალონ... მოგვწონს, თუ არა, თანამედროვე ფეხბურთი სულ უფრო ემსგავსება თანამედროვე კალათბურთს, როცა ფორვარდის მოპოვებულ ქულებს ჩალის ფასი აქვს, თუ დაცვაშიც სათანადოდ არ ირჯება... ფეხბურთის შემთხვევაში კი იმ თავდამსხმელის ფასი ხდება კაპიკის ტოლფასი, რომელიც თავად ვერ შოულობს მომენტს და მხოლოდ იმის მოლოდინშია, რომ ცხონებული დათო ყიფიანი გაცოცხლდება და თავზე ან ფეხზე დაასვამს ბურთს მეტოქის საჯარიმოში... ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, უბრალოდ მგონია, რომ ცდად ნამდვილად უნდა ღირდეს, თუნდაც რომელიმე ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაში...
zena
მჭედლიძე სად არის ვინ იცის? სადმე გადავიდა თუ თავი დაანება საერთოდ?
მწრთვნელი
ბიჯო კაცი არა ხარ, გვითხარი კიტეიშვილი გვეღადავება, შტურმი, თუ შენ! ნაკრებში კაცი გამოიძახე და არაფერს ამბობ, ამხანაგურში რატომ ითამაშა!?
დავით67
ჩაკვეტაძე საერთოდ ვერ გამიგია რატომ უნდა იყოს ნაკრებში, არათუ ძირითადში. მე მისი თამაში ვერ ვნახე. კვარაცხელია თამაშობს ამას ყველა ვხედავთ, თან ყოველ თამაშზე ძალიან მონდომებულია.
las
vaisi aris dabali donis specialisti. Magis sulelur gadawyvetilebebze ukve yvelas ecineba. Mcvels tavdasxmashi ayenebs. Marhvenas marcxniv. Shwcvlebi xo calje komediaa. Tanamedrove fexburtshi mtavari trendi dges aris gaaxazldaveba. Gadaxede bavarias. Naxe rigor fertxavs barsa dzvel gvardias. Nakrebi unda dakompleqtdes axalgazrdebit. Me marto kankavas davtovebdi. Danarcheni- chakve. Kvara. Davitashvili. Kiteishvili. Dvali. Tabidze
Akaki
ჯაბა კანკავა არის ძალიან დიდი ძალა ნაკრებში,არ ვიცი საიდან აქვს ამდენი ენერგია,ბურთს ვინც მიიღებს ყველასთან მირბის,საინტერესოა თითო თამაშში რამდენ კილომეტრს ფარავს , უმაღლესი დონის პროფესიონალია , ძალიან მწყდება გული რომ უკეთეს ლიგაში და უკეთეს გუნდში არბთამაშობს, ნებისმიერი ტოპ ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა
მე ასე ვფიქრობ
გვილიას ბოლო თამაშს ვუყურე ომონიასთან ჩემპიონთა ლიგაზე და ვერ ითამაშა. შეცვლის კანდიდატი იყო. ჩაკვეტაძეს მეორე ტაიმში გამოყვანას დააწყებიოს ჯობია. ოქრიაშვილი არვიცი არავის რომ არ მისდის თამაში და დაქოქვა უნდა გუნდს მაშინ შეიძლება მარა თავს ზემოთ ძალა არაა, ვერ თამაშობს, არაა ფორმაში. ანორთოსისის თამაშებს ვერ ვუყურებთ თორემ გვეცოდინებოდა ოქრიაშვილის ახლანდელი ფორმა და დონე. კვარაცხელია ბურთს ზედმეტად იჭერს, მაგრამ გამოსდის მაგ ბიჭს რამდენიმე კაცის მოტყუება და სახიფათო მომენტების შექმნა. მწვრთნელზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ვაისის გემოვნება ბევრს მაინდამაინც არ მოსწონს და ვნახოთ როგორ იქნება.
gio
ჩაკვეტაძეზე და კვარაცხელიაზე უკეთესი არავინ არ გვყავს და ეს კიდე სკამზე დასმაზე ლაპარაკობს
ლაშა
რა თქმა უნდა, ყველას თავის პოზიციაზე ურჩევნია თამაში, მარჯვენა შემტევებიდან ახლა მხოლოდ შენგელიაა გამოძახებული და წესით ძირითადშიც მან უნდა ითამაშოს. ვეთანხმები, რომ კვარა მარცხნიდან ბევრად პროდუქტიული იქნება. ფორვარდის უკან ამ შემადგენლობიდან ბევრს შეუძლია თამაში ღირსეულად (ოქრი, ჩაკვეტაძე, გვილია, აბურჯანია და დავითაშვილი), არჩევანი რთულია. მგონია, რომ აბურჯანიას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს საყრდენის პოზიციაზე.
გადასარევი გიორგი
კარგი ვარიანტია მსაჯმა თუ დაგვრთო ნება 12 ფეხბურთელის გამოყვანის
გადასარევი გიორგი
Ip თ მბლოკავთ, თუ ნიკით? :) გადასარევი გიორგი ქართული ფეხბურთის სამსახურში.
vaxo
ვერიკოს და კაშიას?)))
Jeyjey
საბა ლობჟანიძე კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი გვილია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ხოჭოლავა გრიგალავა კვირკველია კაკაბაძე ლორია .. ესე დავაყენებთ მე 4 3 3... რაც შეეხება ქვილითაიას და კაჭარავას ამათ გამოძახებას ბევრად ჯობდა სიხარულიძე ლოკომოტივიდან დარბის და გოლი გააქვს ....მაგათმა კიდე ბოლოს გოლი როდის გაიტანეს არ მახსოვს კაჭარავას უბრალოდ გაუვარდა საბა ლობჭანიძემ კიდე რამდენი მომენტი შექმნა შეცვლაზე შემოსულმა დარბის ტიპი ვეფხვივით .. გვაკლია ქიტეიშვილი ძალიან და მარცხენა მცველი ვინმე გვჭირდება თავდასხმაზე რო არაფერი ვთქვათ
ვასო
ტაბიძე და კიტე სადაა. გავიგე. რომ თამაშს მალავს ვაისი, მარა მაღლა ლიგა და უკეთესი სპარინგპარტნიორებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხვალინდელი თამაშის იმედი არ მაქვს
G.LA
ხვიჩა დღეს არის საუკეთესო და არა მარტო მარცხნივ, არამეტ მთლიანად ნაკრების შემადგელობაში. ხვიჩამ უნდა ითამაშოს მარცხნივ თუ გინდა უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ნაკრებს. შეცვლებს კი გამოყენება უნდა და ბოლო წუთებამდე ნუ აგვიანებ შეცველბს. ჩაკვემ დაიწყოს ოქრი შემოვიდეს.

ჩვენთვის ბალკანელები ყოველთვის უხერხული მეტოქეები იყვნენ.ამიტომ თავქუდმოგლეჯილი შეტევა არ გამოვა და არც ვაისია დიდად რისკიანი, უბრალოდ ვინც ძირითადში თამაშობს კლუბში, აქაც ის უნდა ჰყავდეს, ასეთი გვილიაა და მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული. როტორელებიც მონდომებული არიან. იოლი მატჩი არ გვექნება და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
KA
ამ ეტაპზე მარცხნივ კვარაცხელია უნდა დააყენო უმაგრრეს ფორმაშია და რაც შეეხება ზურიკოს რავი მარჯვნიდან უკეთესია მგონი მე რასაც ვუყურებ დდ და ვფიქრობ რომ ორივემ ძირითადში უნდა დაიწყოს ოქრიაშვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ნაკრებში მაგრამ ესტონეთთან არ მომეწონა მისი თამაში კაჭარავამ გოლი კი გაიტანა მაგრამ სხვა ვერაფერი ქნა საერთოდ ისევ უთამაშებელი ქვილითაია სჯობს ჯიღაური კი ნორმალურად იდგა ესტონეთთან მაგრამ მაკედონიას ძლიერი ფლანგები ჰყავს და ამ ეტაპზე ისევ კობოური ან ხოჭოლავა სჯობს ჩემი აზრით და რაც შეეხება ჩაკვეს თუ გვილია მწყობრშია სჯობს გვილია იყოს ძირითადში და ჩაკვე ფლანგზე შემოვიდეს მეორე ტაიმში
გადასარევი გიორგი
ოქრიაშვილის სკამზე დასმა ეხლა სრულიად გაუმართლებელი იქნება. კაცმა ერთ წამში შეიძლება გადაწყვიტოს თამაში. ჩაკვეტაძე როგორც არ უნდა მომწონდეს, შეიძლება მართლა 1 ტაიმს ყიფნის ჯერ. მთავარია მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე ვინმე ტექნიკური იყოს. ლობჟანიძე ფლანგზე კარგი იქნება. ასე არ შეიძლება? ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კანკავა, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, გვილია, ლობჟანიძე, ქვილითაია
ზორბეგი
მჭედლიძე როგორც მაშინ გყავდა ისე ეხლაც გყავს... სადღაც.... ისე თავდასხმაში მართლა ცუდადაა საქმე
gurulo
მე მგონი, კაშია კარგა ხანია პენსიაზეა გასაშვები.
me ar var Roboti
დავუშვათ რასაც წერ მართალია, რა მოტივაცია უნდა ქონდეს ვაისს რომ იმაზე ცუდი გუნდი დააყენოს ვიდრე შეუძლია? მაინტერესებს რითი ფიქრობთ? :))
merabi-1960
ორჯერ სრულად ვუყურე ჩვენების თამაშს და მიკვირს რატომ ამდენი ნეგატივი გულშემატკივრების მხრიდან. პირველი თამაში ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ, თან სტუმრად. მოვიგეთ ისე რომ არცერთი მომენტი არ შევაქმნევინეთ მასპინძლებს. ბოლოს როდის გვქონდა ასეთი სიტუაცია? მახსენდება ფარერებთან გასვლაზე. იმედია მაკედონიასთან უკეთ ვითამაშებთ და მოვიგებთ კიდეც. ადვილი შესაძლებელია, ამათთან ოქტომბერში ისევ მოგვიწიოს თამაში, უკვე "ოქროს მატჩში". ვისურვოთ წარმატებები!
მიხო
როგორც ვერიკო ანჯაფარიძემ ითხოვა სცენიდანო,ისე ზოგ-ზოგებმა სტადიონიდანო)))
1
ამ კომენტარის შემდეგ საერთოდ ვეღარ გაბედავს, ეგ კი არა კაშიას არარ გააკარებს ნაკრებს და საერთოდ მეტი რჩევის მიცემაც არის შესაძლებელი. ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც დაავალებთ
გოგა
გვილია აუცილებლად ძირითადში,კაცის მოტყუება იცის და კარშიც კარგად ურტყამს. ტრაგედია არა თუ ოქროს დასვამს სკამზე.
გიორგი ბათუმი 97
კიტეიშვილის შესახებ რატომ არ ჰკითხეს ჟურნალისტებმა რამე?? მჭედლიძეზე სწორად თქვა ვაისმა.იმის მიუხედავად,რომ თითქმის სულ ტრამვები ჰქონდა და ვერ მოახერხა მაქსიმუმის ჩვენება,ქვილითაია-კაჭარავას ერთად აღებულს ჯობდა კლასით და მონაცემებით,გინდ უთამაშებელი ყოფილიყო.
კარგია
გვილიას დაბრუნება კარგია. თუ გრიგალავაც გამოჯანმრთელდა, პრაქტიკულად იდეალური შემადგენლობა იქნება. კიტე აკლია და ქვილითაიას კარგი ფორმა.
kaxa
კანკავა და კვეკვესკირს ცენტრში აჯობებს კიტეიშვილი და გვილიას ტანდემი,ესენი უფრო მობილურები და კრეატიულები არიან. ოქრის კი აშკარად აჯობებს სისწრაფეში საბა ლობჟანიძე და დავითაშვილი. დავითაშვილმა ასე თუ გააგრძელა 1 წელსი მაგარი იქნება!
zaza
ხოდა ვინც ფორმაშია მარცხნივაც ის ათამაშე შე დალოცვილო.დდ
kaxa
ჩემი სუბიექტური აზრია ნაკრების შეტევებს ანელაბენ ოქრი და კანკავა! კი კანაკვა ჩამშლელი კარგია,მაგრამ შეტევით ფაზაში სისწრაფე აკლია აშკარად!
sormona
გამოვლენ აგერ ახლა ბიჭები შენზე უკეთ რო იციან მწვრთნელობა და გირჩევენ თავიანთ ბიძაშვილებს და მეზობლებს ხან ვის და ხან ვის დაყენებას თავდასხმაში :)
kaxa
კი, ჩემი აზრით ოქრიმ სკამიდან უნდა დაიწყოს! გვილია უნდა იყოს თავდამსხმელის უკან, მარჯვნივ ჩაკვე და მარცხენა ჩემტევად კვარა. წინ სხვა არჩევანი არაა ამ ეტაპზე კაჭარავა!
las
შე მამაცხონებული კაშია თუ გუნდის სასტავში ვერ ხვდება ნაკრებში რატომ უნდა დააყენო და შAრვალს იხევდეს უეჭველი მჭირდებაო. ოქრიაშვიზე იძახის ფარმაში არ არის და მაინც მჭირდებაო. ვერ ბედავს თორემ კვარაცხელიასაც ზამენაზე დასვამდა ეს
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა