დღეს გამართული სუპერლიგის მეორე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც დამატებით დროში გაირკვა. ჩემპიონატის აუტსაიდერი, ერთადერთი გამარჯვების მქონე “მგზავრები” ერთ-ერთ მოწინავე “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდა და ოვერტაიმის ბოლო წამზე წააგო – 83:85 (სტატისტიკა).

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. “მგზავრები” მესამე პერიოდში 15 ქულით – 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა, რომელთა შედეგიანობითაც აუტსაიდერ გუნდს სამი პერიოდი სერიოზული პრობლემები არ შექმნია.

ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, რაც “ცხუმ-აფხაზეთის” ახალგაზრდა მოთამაშეების – ალექსანდრე ფევაძისა და ნიკა ჩეჩელაშვილის დამსახურებაა. მათ მხარს კარგად უბამდნენ გამოცდილი ცენტრი გიორგი შარაბიძე და ლეგიონერი ტაილერ გრინი, ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა ზუკა მაჩალაძე. შედეგად, “ცხუმ-აფხაზეთმა” ანგარიშიც გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულით – 70:64 დაწინაურდა.

თამაში გადასარჩენი “მგზავრებს” გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც – 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 – გრინმა. “მგზავრებში” 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 – კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 26 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ-"დინამო", "ოლიმპი"-"მგზავრები".

GBF.GE

mirosan
ეეეჰჰ..მარტო ეგაა შეცდომა??? ურტყავს, აბავს და ა.შ. გადატენილია დღევანდელი თბილისის სალაპარაკო სლენგი

შევდომაა-მხარს უბავდნენ, სწორია უბამდნენ!!!
ddgfdf
მაგას სასწრაფოდ უნდა მიხედონ, ბევრი და კარგად აჭამონ და იქნებ კარგ გუნდშიც მოხვდეს ევროპამდე.
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას ესპანეთში განაგრძობს
ფევაძის 17 ქულა და "ლაგუნას" მორიგი მარცხი რუმინეთში
ალექსანდრე ფევაძის დებიუტი ესპანურ "გრან კანარიაში"
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის 19 ქულა, 9 მოხსნა და საშინაო მარცხი "ტიმიშოარასთან"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს