"ბორჯღალოსნებმა" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მეტოქეს 28:17 სძლია და "ანთიმოზის თასი" კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა, რაგბი ევროპის ჩემპიონობას კი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდა. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი "ბორჯღალოსნების" თამაშით და პროგრესით კმაყოფილი იყო:

"თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ, როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით.

მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. „შემოდგომის ერთა თასიდან“ დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები. ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით, მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ".

მერაბ შარიქაძემ ქომაგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც კაცნაკლულად თამაშმა შექმნა:

"ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარში დაგვიდგა და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა. ძალიან დიდი მუხტი მოაქვს გულშემატკივარს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ წინაშე თამაში. რაც შეეხება შეხვედრას, ურთულესია 14 კაცით მთელი თამაშის ჩატარება. ორმაგად გიწევს მუშაობა, ტაქტიკა უნდა შეცვალო, კომბინაციები ირევა… მაგრამ სირთულეებს თავი გავართვით. რუმინეთმა ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობების გამოყენება მოახერხა, თუმცა თამაშის მართვის და შესრულების კუთხით, ჩვენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გვქონდა. გამოსასწორებელი ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და შრომა, გამოცდილება და ანალიზი სჭირდება“.

rugby.ge

გლახუნა
იტალიას ახლაც მოვუგებთ თბილისში, თან თავისუფლად....
სოსო
არ მესმის შარიქაძის დონის მორაგბე,უგუნდოდ როგორ დარჩა.ამ თამაშმა,დიდი იმედები ჩამისახა.მგონი ვიპოვეთ ჩვენი თამაში და თუკი შეიგრძნეს,მეორედ უკვე აღარ დაგვჭირდება სამი თამაში,მის ხელმეორედ საპოვნელად.
ლუკა
სათამაშო პრაქტიკასთან ერთად დამაჯერებლობა მოემატათ ბიჭებს, პასუხისმგებლობის წნეხიდან გამოდიან თითქოს. ამ მხრივ ძალიან სასიამოვნოა ამათი ყურება.
დიმა
ჩვენს ბიჭებს ვერნ კოტტერის (ფიჯის ნაკრების მთავარი მწრთვნელი) დონის მწრთვნელი და 2 წელიწადში იტალიის კონკურენტი გუნდი გვეყოლება.
r
სულ გამარჯვებებით გევლოს (გვევლოს) ლევან!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს