საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ახლოს იყო პირველ გამარჯვებასთან სკოპიეში, სადაც კონტინენტის მოწინავე გუნდების ევროჩელენჯერი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ ტურში ესპანეთთან წაგების შემდეგ დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 66:69 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მატჩის უმეტეს დროს ლიდერობდა. მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობამ 9 ქულასაც მიაღწია, როცა 46:37 დავწინაურდით, თუმცა, როცა საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ, მასპინძლები წუთშესვენებას იღებდნენ და ეს ამართლებდა.

ორივე გუნდი დიდ აქცენტს აკეთებდა შორ სროლებზე და ამ კომპონენტში ქართველებმა საგრძნობლად, 5 სამქულიანით აჯობეს მეტოქეს, თუმცა მაკედონიელებს ტანმაღალი მოთამაშეების წყალობით ფარქვეშ უპირატესობა ჰქონდათ და ჩამორჩენასაც უმეტესწილად ამის ხარჯზე აბათილებდნენ.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. საქართველოს ნაკრები 2 ქულით აგებდა და უტევდა. გადამწყვეტი ტყორცნა პერიმეტრს მიღმიდან ქართველთა ბომბარდირმა გიორგი ოჩხიკიძემ ითავა, რომელსაც, სამწუხაროდ, მიზანმა უმტყუნა და ბურთი მაკედონიელებმა რომ მოხსნეს, შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით, 7 მოხსნით, 6 პასითა და 4 ჩაჭრით ოჩხიკიძე გამოირჩა. მას საერთო შედეგიანობით ოდნავ აჯობა ლუკა ლიკლიკაძემ, რომელმაც 12 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 14 ქულა და 6 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა მოაგროვა, გიორგი მესხმა კი შეხვედრა 10 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 5 აგვისტოს, ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა