რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ "შავი ლომის" შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა.

ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს:

„დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების "შავ ლომში" თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ისინი აგვისტოდან მოყოლებული პროფესიონალურ გარემოში ემზადებიან და ნოემბრის ტესტებს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხვდებიან“.

„საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების პრობლემა ის იყო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი დიდი ნაწილი შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. წელს ისინი რეგულარულად თამაშობენ უმაღლესი დონის ჩემპიონატს, რაც იმის დასტურია, რომ კარგ ფორმაში არიან. იგრძნობა, რომ ყველა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრავმირებული მოთამაშეების მთელი ჯგუფი დაგვიბრუნდა და ისინი უკვე კვირიდან კვირამდე თამაშობენ საკუთარ კლუბებში. ეს დიდი ძალაა და ტურნეს საბრძოლო შემადგენლობით, კარგ განწყობაზე ვხვდებით“.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჭყონიასა და მოთამაშეთა განწყობაზე დადებითად აისახა და ეს მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის დაბრუნებაა:

„ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა ლევან მაისაშვილის დაბრუნება, რომელმაც უმძიმეს ვითარებას დააღწია თავი და ჯერ "შავ ლომში", ახლა კი ნაკრებში დაგვიბრუნდა. ის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია, გუნდში საუკეთესო გარემო შექმნა და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“.

ტიერ1-ის მოთხოვნების შესაბამისად

"ბორჯღალოსნებმა" ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის (14 ნოემბერს საფრანგეთთან, 20 ნოემბერს ფიჯისთან) შეკრება კვირას, „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყო და ორშაბათიდან ვარჯიშებს შეუდგა. ფიზმომზადების ჯგუფის მხრიდან, პირველი ორი დღე დიდი ყურადღება დაეთმო აღდგენას. ოთხშაბათს დასვენების დღეა, ხვალ და ზეგ კი ბიჭებს მძიმე დღეები ელით:

„ამ კვირაში მზადების უმეტესი ნაწილი უნდა გავიაროთ. საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი სრულყოფილი ტესტირება დროის სიმცირის გამო არ გაგვივლია, თუმცა ყველა მონაცემის მიხედვით, ფიზიკურად ტიერ1-ის საერთაშორისო მოთხოვნებთან ახლოს ვართ“.

„იმისათვის, რომ მორაგბე კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს, მნიშვნელოვანია რეგულარულად თამაშობდეს მაღალი დონის, ხარისხისა და ტემპის თამაშებს. პირველი ორი დღე დატვირთვებისა და მგზავრობის შემდეგ ენერგიის აღდგენას დაეთმო, ხვალიდან კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს ვიწყებთ. ფიზიკურთან ერთად ყურადღება ეთმობა ტაქტიკურ მომზადებას და გუნდის შეთამაშებას“.

ირაკლი ჭყონია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კონკრეტულად ფიზმომზადების ჯგუფში, ასევე მთელ სამწვრთნელო შტაბში, საერთო მიზნისთვის ყველა მაქსიმალურად იხარჯება:

„ჩვენი გუნდი ერთ საერთო მექანიზმად მუშაობს, სადაც თითოეული ჭანჭიკის კარგად მუშაობა შესაბამისად აისახება გუნდის მომზადებაზე. კარგია, რომ თამაშამდე ორი კვირა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ღირსეულად წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე და ხარისხობრივად კარგი თამაში ჩავატაროთ“.

rugby.ge

ზაზა
წარმატებები! აბა თქვენ იცით ბიჭებო, სულ გვეიმედებით! პ.ს. 7 ნოემბერს რომ ტესტებია, ჩვენ რატომ გამოვტოვეთ? მხოლოდ 2 თამაში ცოტაა, ვფიქრობ..
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ბორჯღალოსნები" მინუს 120 გრადუს ყინვაში - კრიოთერაპია მარგებელია!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"ჩვენი მორაგბეები მოედანზე გასვლისას თასს ისე უყურებდნენ, როგორც ზვიგენი სისხლს"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
შოტლანდიასთან მატჩის წინ კომენტარები მაისაშვილმა, დოკმა და ჭყონიამ გააკეთეს
მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა
მსოფლიო რაგბის კალეიდოსკოპი [ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან]
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის