"შავმა ლომმა" "ლოკომოტივ-პენზასთან" 4 დეკემბერს მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა.

რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურის შეხვედრა "ავჭალაზე" 16:00 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ თამაშს გულშემატკივარიც დაესწრება. კოვიდრეგულაციების გამო ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ მესამედი (დაახლოებით 2000) დაიშვება, ბილეთები კი ონლაინ იყიდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაყურებელი ალამაზებს, უფრო მეტ ხიბლს აძლევს თამაშს. ამავდროულად, იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობაც. იმედია, მომავალში შეზღუდვები მოიხსნება და უფრო მეტი გულშემატკივარი შეძლებს ჩვენ მხარდაჭერას", - ამბობს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ღია ვარჯიში საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მაისაშვილმა განაცხადა:

"სანაკრებო ფანჯრის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ, თუმცა პროექტში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ როცა "შავი ლომი" იუქმებდა, ეს ბიჭები ნაკრებსა თუ საკუთარ კლუბებში ითამაშებდნენ. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა ამ პერიოდში ყველას ჰქონდა. ფიზიკურად კარგად ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიჭებს აქვთ მიკროტრავმები. მთლიანობაში საგანგაშო არაფერია და ვეცდებით მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ "ლოკომოტივთან" თამაშს".

ხანგრძლივი ტრავმები აქვთ და გუნდს ვერ ეხმარებიან სოსო მათიაშვილი და გიორგი (კოკი) თხილაიშვილი. მცირე ტრავმები აქვთ და "ლოკომოტივთან" ვერ ითამაშებენ ნიკო აფციაური და ნიკა პატარაია.

"შავმა ლომმა" ოქტომბერში უკვე მოასწრო ორი თამაშის ჩატარება და "თელავივ ჰითის" შემდეგ, 23 ოქტომბერს, "ლოკომოტივს" პენზაში 27:11 სძლია.

"მეტოქისგან განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდებით. ჩვენ ვიცით, რა არის მათი ძლიერი მხარეები, ვიცით, სად უჭირთ და ვეცდებით მათ გამოყენებას", - ამბობს მაისაშვილი.

მაყურებლის წინაშე თამაში ახარებს "შავი ლომის" 9 ნომერ გიორგი ბეგაძეს:

"ერთთვიანი პაუზის შემდეგ ნაკრების და დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები ისევ ერთად შევიკრიბეთ და "ლოკომოტივთან" თამაშისთვის ვემზადებით. მეტოქემ თადარიგი დაიჭირა, ისიც უკვე საქართველოშია და აქ ვარჯიშობს. ვფიქრობ, იოლი თამაში არ გვექნება, თუმცა ჩვენც შესაბამისად ვემზადებით, გავიარეთ მათთან ჩატარებული შეხვედრა, მწვრთნელებისგან მივიღეთ დავალებები და ვმუშაობთ დეტალების დახვეწაზე.

გვაქვს ძალიან კარგი სიახლე - თამაშს გულშემატკივარი დაესწრება და ყველას მოვუწოდებ, რომ სტადიონზე კოვიდრეგულაციების დაცვით შევიკრიბოთ. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა".

მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი იმედოვნებს, რომ გუნდის თამაშის ხარისხი მაღალი იქნება და მაყურებელი სანახაობრივი მატჩით ისიამოვნებს:

"გულშემატკივრის თანადგომა ჩვენთვის ძალიან დიდი მუხტია. "ლოკომოტივ-პენზას" ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. ვეცდებით, ახლა უფრო სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ. მართალია, მეტოქე ერთხელ უკვე დამარცხებული გვყავს, მაგრამ მისი დაუფასებლობა არ შეიძლება და შესაბამისი განწყობით ვემზადებით".

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის