ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

უეფაში გამართული წილისყრა და ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს:

ვილი სანიოლი: "საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება."

გურამ კაშია: "ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება."

ალექსანდრე იაშვილი: "ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ. ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას."

nakrebi.ge

• TanoLife

დიდი ხანია რაც ქართულ ფეხბურთზე აღარ ვმსჯელობ როგორც, ოპტიმისტი ასევე როგორც, პესიმისტი. არასტაბილურობამ გამოწვია ეს მიზეზები ჩემში. წარმოიდგინეთ თვით არასტაბილურობაც კი უფრო რთულდება-ხოლმე ზოგიერთ თამაშებში (ტვინში სისხლი როცა გვექცევა). შემდგომ შენი მოწინააღმდეგე იყენებს ყოველივე ამას თავის სასარგებლოდ და თბილისიდან, ბედნირებისაგან გაოგნებული, მიემგზავრება სამშობლოში. განა გიგანტური არასტაბილურობა არ არის, როცა კოსოვოსთან სახლში აგებ და მერე შვედეთს თავბედს აწყევლინებ? დიდი ნაკრებები უზარმაზარ ლოდებს ჰგავს. ისინი შეიძლება გარეგნულად მყარი ჩანდეს, მაგრამ თუ მათ სწორი მიდგომით დააგორებთ დაღმართზე, ისინი მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ბევრჯერ დაგვიგორებია ეს “ლოდები” ისე, რომ მათგან არაფერი დარჩენილა, კიდევ ბევრჯერ დავაგორებთ მათ, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გავეხვევით ჩვენივე დაგებულ მახეშიც. გამომდინარე აქედან რა შეიძლება იწინასწარმეტყველო? არაფერი. ალბათ სჯობს სწორ გზაზე ვიაროთ, არ დავემორჩილოთ მაცდურ დაღმართებს ვინაიდან, იმ დაღმართებს მერე აღმართები მოყვება და მათი დაძლევა წარმოუდგენლად ძვირი გვიჯდება-ხოლმე. ესეთი გზები არანაირ ნაყოფს არ გამოღებს მომავალში. არანაირი პესიზმი და არანაირი ოპტიმიზმი, ეს მხოლოდ ერთი, ცხრა მთას იქით გადახვეწილი, ქართველის რეალისტური შეხედულებებია.

• ვახო

მუდამ ყველაფერში ილუზიებში რატო ვართ?არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ შევაფასოთ ჩვენი თავი სად ვართ და საით მივდივართ?ვაღიაროთ რომ ამ ეტაპზე გვყავს გიბლატარზე ოდნავ კარგი ნაკრები და მიზნებიც შესაბამისი დავისახოთ.რომელი ც ლიგოს მომგები ჩვენი ნაკრებია?ანუ ვაჯობებთ თურქეთს ირლანდიას ბულგარეთს და გავალთ?ეგ ხო ზღაპარია?არ მოხდდბა ეგრე და წავა მერე ისევ ნალრების და ნაკრების ფეხბურთელების გინება და ლანძღვა,მაგას ჯობია თავიდანვე ცივი გონებით შევფასოთ ჩვენი ადგილი და ეტაპობრივად დავიწყოთ განვითარება.შევეშვათ მუდმივ ოცნებას თავი.

• რომა

არვიცი ეს ჩვენთვის პლიუსია თუ მინუსი... თამაშები იმართება ისეთ დროს რომ ვერცერთ ფეხბურთელს ვერ მოსთხოვ ფორმაში ყოფნას... ივლისში რომელი ფეხბურთელი ჩამოგივა ფორმაში მყოფი არვიცი?! რაც იქნება იქნება მოვიგებთ ხო კაი თუ ვერადა არც ეგ იქნება მეცხე საოცრება. ის დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მაკედონიას ორივე თამაში მოჭიმავენ!!!!! ეს არიქნება სრუფასოვანი რევანში მაგრამ მაინც!

• Levani

მე არა მგონია ბულგარეთი უხერხული მეტოქე.როცა გუნდი გვყავდა და იმათ ისტორიში საუკეთესო გუნდი ყავდათ გასვლა 0-2 წავაგეთ,სახლში 2-1მოვუგეთ(მეტითაც შეიძლებოდა). მერე 1-6,2-6 ჩვენს ისტორიაში უსუსტესმა გუნდმა ითამაშა-გახსენებაც არ მინდა იმ პერიოდის,მაგრამ გაგახსენებთ თაობათა ცვლა რო იყო,ჟირესის წასვლის მეერე ქეცბაიამ ჩამოაყალიბა ეს ბირთვი რაც დღესაა-თორე შუაში კატასტროფა იყო არ გახსოვთ დარსაძის ნაკრები?დაახლოებით მაგ პერიოდს დაემთხვა ის 2 მარცხი და ბოლო წაგებაც- ჩაბრაძე და ხვადაგიანს რო დააყენებ დაცვაში ბულგარეთი კი არა გორის დილა გაგხევს გორის კატლეტის ჩეკივით. თუ უხერხულზე მიდგა საქმე-მაკედონიაა უხერხული 2ჯერ გვეთმაშნენ კაცნაკლულმა(აქედან ერთხელ პანდევის და ბარდის გრეშე) და ვერ მოვუგეთ და ფინალი აქეთ მოგვიგეს- არადა ჩვენზე ძლიერები არ არიან(ევროპაზეც გამოჩნდა რო ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრებია)

არ არის საჭირო ზედმეტი და რაც მთავარია უსაფუძვლო ბაქიბუქი!!! მადლობა რომ გიბრალტარი არის ჩვენ ჯგუფში, გავალთ მესამეზე!!!! სამწუხაროდ!!! დაააა დაიწყება მერე, მწვრთნელი შესაცვლელია და ა.შ.

• კაპიტან გარდენბურგი

ბულგარეთს შევხვდით, გიბრალტარს და ჩრდ. მაკედონიას. ჩვენ მათ აქამდე უკვე ვეთამაშეთ, თან არაერთხელ, ანუ ჩვენ ამ გუნდებს ისე თუ ასე ვიცნობთ. მაკედონიასთან რვეანში წყურიათ ალბათ ბიჭებს. ბულგარეთი კი უხერხული მეტოქეა, მარა ბურთი ბურთია, იქნებ მოვიგოთ. გიბრალტარმაც ისწავლა ფეხბურთის თამაში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეტოქეებს. თქვა კიდევ ვინმე მესამემ, რა პრობლემაა. მეოთხეც იგივე ტექსტს იტყვის და კიდევ სტატიაშიც იგივე ტექსტი დაიწერება. გამეორება ცოდნის დედაა :)) მაგრები ხართ რა

• nk

არ ვიცი ჯგუფის ამბავი. შეიძლება, მაგრამ ძალიან მეეჭვება ჩვენ, რომ ც ლიგა მოვიგოთ. მაგაზე მეტად, საკმაოდ დიდი ხანია (ჩვენი ფინალის თამაშამდე, კვარას გამოკლების მომენტიდან) მგონია, რომ შემდეგ ევროპაზე ერთა ლიგით კი არა, პირდაპირ შესარჩევიდან გავალთ (პლეი ოფი, თუ რა არ ვიცი :დ). და რეალურად, რომ დავუკვირდეთ პირდაპირ გასვლა შეიძლება უფრო მარტივი იყოს (მთლად ესპანეთი და საფრანგეთი, თუ არ გეწილება პირველ ადგილზე) ვიდრე ამ საჯირითო 4 თამაშ-გადაბმულ-მარათონში + წინა წლის ბ ლიგის გუნდები ნახ-ფ და ფინალში.

• გიორგი

ჩემი აზრით ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს გიბრალტარის გარდა ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს ჯგუფის მოგების არავინ არის აქ აშკარა ფავორიტი ბულგარეთმა რაც გვიქნა კი ვნახეთ მეორე შემადგენლობით და მაკედონიასთან გარდა იმისა რომ ფინალი მოგვგო ორჯერ შევხდით 10 კაციან გუნდს და ვერ მოვუგეთ ვერც ერთხელ და ჩვენგან განსხვავებით ის მაკედონია პროგრესის გზას ადგას ევროპა ითამაშეს ჩვენთან მოგების შემდეგ და წელს მე 2 ადგილზე გავიდნენ მსოფლიოს ციკლში პლეიოფს თამაშობენ, რაც ჩვენ 30 წლის მანძილზე ვერცერთხელ ვერ მოვახერხეთ ვერც ერთი ფორმაცის ნაკრებმა. ობიექტურად უნდა შევაფასოდ ჩემი აზრით ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ფეხბურთელი ნუ ძირითადი ბირთვი გვეყოლება ჯამრთლელად და თუ ისევ ისე მოხდა როგორც ამ ზაფხულს რომ მოვიდა სანაკრებო მატჩები და ტრამვების ეპიდემია დაიწყო ნაკრებში მაშინ პირველზე კიარა შეიძლება მესამეზეც ვერ გავიდეთ.

• ქ. გ.

თუ ყველა ჩვენი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იქნება, ყველა თამაშის მოგება რეალურია.

• ILIA

მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. (ისე, კარგი ინტუიცია მაქვს)

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში

[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს

სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ