რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი გააჩნიათ - დატოვებენ თუ არა ამ ქვეყანას მას შემდეგ, რაც ფიფასა და უეფასგან ხელშეკრულების შეჩერების (და არა შეწყვეტის) უფლება მიიღეს.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 23 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის "როტორს" დატოვებს, მისი ახალი კლუბის შესახებ კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ბერიაშვილი ყოფილ გუნდ "თელავში" არ დაბრუნდება.

ილიამ რუსეთის პირველ დივიზიონში 19 შეხვედრა გამართა და 3 გოლიც გაიტანა. უკანახაზელს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ვოლგოგრადელები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ამ გუნდის ღირსებას ბექა ქავთარაძეც იცავს, რომელსაც კონტრაქტი ასევე ივნისამდე აკავშირებს, კლუბის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში კი 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ურალის" ფეხბურთელ ლუკა წულუკიძით გერმანული "კარლსრუე" ინტერესდებოდა; 19 წლის ლუკა გაგნიძეს კი, რომელიც "ურალში" "დინამოდან" იჯარით თამაშობს, მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს; შესაბამისად, ზაფხულში მას კლუბში დაბრუნება მოუწევს.

ქართველი გულშემატკივრების მხრიდან კიდევ უფრო დიდი ინტერესი "რუბინისა" და "არსენალის" ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მიმართაა, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ვეცდებით, სიახლეები ოპერატიულად მოგაწოდოთ.

შეგახსენებთ, ფიფასა და უეფას ახალი რეგულაციით, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს, ხელშეკრულების მქონე კლუბთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მათი დატოვების უფლება ივნისამდე მიეცათ. შესაძლებელია, ამ პერიოდში არსებული გადაწყვეტილება ისევ შეიცვალოს.

ისიდორე
საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ ითამაშონ
კახა ქ.
ამათი კიდევ ვერ გავიგე რა,რაზ ქვია ივნისამდე და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ.2 თვით სად უნდა წავიდნენ ან ვის რად უნდა.ან რო დაბრუმუნდებიან იქ როგორ დახვდებიან.ძალით ურევენ და ძაბავენ სიტუაციას რა.
ქ. გ.
ივნისამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი. ახლა ყველა ქართველმა უნდა ისარგებლოს ამ სიტუაციით და დატოვოს რუსეთი. მერე დაბრუნებაც აღარ იქნება საჭირო. საერთოდ განადგურდება ოკუპანტების ქვეყანა და მათი სახელმწიფო აღარ იარსებებს. მოეღო ბოლო მატყუარა აგრესორებს.
Herbst
მე ასეთ სცენარს ვხედავ და ვნახოთ აბა თუ გამართლდება: ყველა წამოვა რუსეთიდან, ხვიჩას გარდა, იმიტომ რომ ხვიჩას არ გამოუშვებენ. მისით ფულის შოვნა აქვთ გადაწყვეტილი და გულუბრყვილო უნდა იყო რომ იფიქრო, უფასოდ გაუშვებენ :) ეგ არ მოხდება. ამაში აგენტიც დაეხმარება და ხვიჩაზე დამოკიდებული არაფერი არ იქნება. ეს გამოიწვევს ქართველ გულშემატკივრის გაცოფებას და როგორც ყოველთვის ვერ მიხვდებიან სინამდვილეს, ისედაც ხომ არ აზროვნებენ არ კითხულობენ , არ ფიქრობენ და ძირითადი მასა ხვიჩას წინააღმდეგ აღსდგება. დაუწყებენ ლანძღვა-გინება-წყევლას და შეიძლება ნაკრების თამაშზეც დაუსტვინონ სამარცხვინოდ. რეალურად ეს ხვიჩას სტრესს გამოიწვევს, ასევე მოტივაციაც აღარ ექნება ადრინდელივით. როცა ასეთ უინტელექტო მლანძღველ გულშემატკივართან გიწევს ურთიერთობა როგორ უნდა გქონდეს მოტივაცია აბა? რთული იქნება მისთვის და თუ ამ ყველაფერს გაუძლებს და გადარჩება მაშინ ნამდვილად ითამაშებს დიდ ფეხბურთს. სხვა შემთხვევაში თქვენს თავს დააბრალეთ, რომ ასეთი ტალანტი დაკარგეთ და მოტივაცია დაუქვეითეთ და დამიჯერეთ კვარა რომ ჩაიძიროს და ჩაკვდეს საფეხბურთო თვალსაზრისით, წლები ისე გავა რომ ვერასოდეს ვეღირსებით მსგავს ტალანტს.
რა გვეშველება?
კვარას გაშვებაში ახლა თვითონ რუბინი უნდა იყოს დაინტერესებული, თუ მართლა უნდა გაყიდვა. თუ ნამდვილად იყო დაინტერესება, აგენტს შეუძლია დაელაპარაკოს მსურველ კლუბს და შესთავაზოს 30 ივნისამდე საცდელი ვადის ვარიანტში უსასყიდლოდ ხვიჩას გადასვლა. თუ დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ღირს იმდენი, რამდენსაც ითხოვს, იყიდის ის გუნდი ზაფხულში და დაიტოვებს. თუ არა, დაბრუნდება ისევ რუბინში და ამას გარდა არის მესამე ვარიანტიც, რომელიც ხვიჩას და ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა - იქნებ 30 ივნისამდე შეიცვალოს ეს დროებითი გათავისუფლების უწყება და სამუდამოდ გათავისუფლდნენ ფეხბურთელები საკონტრაქტო ვალდებულებებისგან. ჯუღელს რუსული კავშირების გარდა რამე თუ ესმის აგენტობისა, ახლა ამ ვარიანტზე უნდა მუშაობდეს 24-საათიან რეჟიმში.

კვარას ასე ადვილად არ გამოუშვებენ, მისით გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი რუბინს. რადაც არ უნდა დაუჯდეთ სამწუხაროდ არ გაუშვებენ და ამაში აგენტიც დაეხმარებათ. უბრალოდ ხვიჩა მეცოდება ამდები სტრესისთვის :(
ლუკა
ქართველები ძალიან ავცდით საკუთარ თუ ზოგად ევროპულ ღირებულებებს. ვერც კი ვხვდებით რა შავი მომავალი გავიმზადეთ.
orbi
მთავარი კვარაცხელიას ყველაფერი კარგად ქონდეს,დანარჩენი მოყვარულები იყვნენ იქ და გაერთონ..
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ გოლი კათალიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - პსჟ-მ "ჩელსი" სტუმრადაც გაანადგურა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
"ურალის" პრეზიდენტი - გაგნიძესა და წულუკიძეზე ზეწოლა იყო
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ლუკა წულუკიძე "ურალში" დაბრუნდა - 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი რუსულ კლუბში ითამაშებს
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება
ბერიაშვილი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"როტორი" ბერიაშვილით კმაყოფილია და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
4 წლის შემდეგ - ლუკა გაგნიძე სავარაუდოდ, მოსკოვის "დინამოს" დატოვებს
წულუკიძე რუსეთიდან "საბურთალოში" დაბრუნდა
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
[VIDEO] რა პენალტი და რა თავური - "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის დუბლით "გენგამს" მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ლუკა წულუკიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
ლუკა წულუკიძე: "ურალში" არ მივარჯიშია, მხოლოდ კონტრაქტი გავაფორმე
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო