საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და ჯგუფს 9 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ვიცოდი, ზოგიერთი ფეხბურთელი შეიძლებოდა დაღლილიყო, თუმცა, ბულგარეთთან მატჩთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ განვახორციელე. შესვენებაზე გადავწყვიტე, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ეს ჩინებული შედეგია. მეორე ტაიმში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამოცანის შესრულება გაგვიადვილეს და მათი ძალიან მადლობელი ვარ.

თუ გასულ წელს გადახედავთ, გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. სექტემბერში საშინელი პერიოდი გვქონდა. ძნელი სათქმელია, მაშინ რა შეგვეძლო. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავად გადაწყვიტეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლა. ჩემი საქმე მათი მომზადებაა, რათა მოედანზე უკეთესები იყვნენ. ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს და მჯერა, მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომებენ.

კვარაცხელიას შეძენა "ნაპოლიმ" გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი აქვს. ძალიან კარგად თამაშობს და მის გვერდით ასევე კარგი ფეხბურთელები არიან. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხვიჩა რაღაც განსაკუთრებულია. თქვენ მისი ნამდვილი კლასი არ გინახავთ, ის იტალიაში ტოპ-ფეხბურთელი გახდება.

ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები. მე შემიძლია ტაქტიკური დავალებები მივცე, თუმცა მათ მაგივრად ვერ ვირბენ და გოლს ვერ გავიტან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი".

ბექა
მაკედონიის მეკარე გამოდი გიცანე კვერცხო
გიორგი
ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებს ევროზე თამაშს. მაშინ კი გაგვიჩნდა შანსი, მაგრამ რეალურად ის გუნდი ევროსთვის არ იყო მზად და რაც მოხდა მგონი მარგებელი ჭირივით გვადგება. ეს გუნდი კი უკვე მზადაა კარგ გუნდებთან სათამაშოდ და მოსაგებად. ვილიმ და ახალმა ტაქტიკამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა გუნდი. ახალი ტაქტიკით აღფრთოვანებული ვარ.
mameda
მხითარიანს მაინც აჯობებს
ხაშურა
ასეთი სიამოვნება ყველაფერს ღირს. მოკლედ ბოლომდე რო გჯერა და ბიჭების ამართლებენ. მაგარი კონკურენციაცაა და ეს უფრო მახარებს. ხვიჩა გვყვავს მარგალიტი.
ზურა
მეც ეგრე ვიყავი და მეგონა რომ ფედერაცია ძაან ჩაერეოდა სასტავის დალაგებაში, მაგრამ პრინციპული ჩანს, ნუ რაც მთავარია გუნდი გამართულია და სიტუაცია კარგია, მე მგონი ჩვენი ბიჭებიც ნელნელა გავლენ ტოპ ლიგებში სათამაშოდ. იქნებ წელს ბათუმი ევრო ტურნირების ჯგუფში მოხვდეს.
ხვიჩას ძმაკაცი
იქნებ გეცადა სადმე რეალიზება, ცოდო ხარ ესე, ასაკში კიდევ უფრო გაგიჭირდება.
სიკოხარ
შენ მოჩიჩე ხვიჩას ტაკში
Bacho
ველოდები ხვიჩას გოლს სტადიო მარადონაზე და ნაპოლის განთქმული კომენტატორი ქომაგის რუპორში ჩაძAხილს ხვიჩააა და ფანების ერთხმად:კვარაცხელიაა
პაატა
ნამდვილად არ მჯეროდა სანიოლის როგორც მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის, ძალიან მიხარია რომ ვცდებოდი!!! გუნდს ნამდვილად დაეტყო მწვრთნრლის ხელი!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
BARSA
echvi aravis shegeparot imashi ro xvicha top pegburtelia da amas daamtkicebs kidevac italiashi.
რრრ
ხოჭოს პასიც კარგი იყო წიტაიშვილზე.
Guja Kakhadze
41 წლის წინ თამაშიდან-თამაშამდე აღვიქვამდით დროს და გვჯეროდა, რომ "დინამო" გაგვახარებდა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო მოწინააღმდეგე, ან ვის მოედანზე იყო თამაში. ახლაც იგივეს მოლოდინი გაჩნდა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს რეალობა გვაჩუქა!
ასეა ეს
თამაში წიტაიშვილის ზუსტმა გამოზომილმა პასმა გააკეთა.მეორეც გაიმეორა მაგრამ დავითაშვილმა ვერ გაიტანა.ამიტომ საუკეთესო არა კვარა არამედ წიტაიშვილია.
სანიოლ-ს
კი ტოპ სკამის ფორმას მიიღებს..
G.LA
ეს თამაშები არც ნაკრების და არც ხვიჩას მაქსიმუმი არ არის. სანიოლთან ერთად ნაკრებიც იზრდება. გაბღენძილები არ უნდა ვიყოთ, მარა თვითდაჯერებულობის საბაბი ნამდვილად გვაქვს. მჯერა ყველა თამაშს მოვიგებთ ჯგუფში და რა ვქნა დიდ ანგარიშებით მოგებას რომ მივეჩვიე? DDD
გურჯი
12 ში შენს სახელს ვსკანდირებთ მონ ამი: ვიილი,ვიიილი
wbc
დიდი ტაქტიკოსი იყო არ არის აუცილებელი!გასახდელის მართვა დიდ მენეჯერებს შეუძლიათ! მადლობა ყველას ვინც ეს ადამიანი შეამჩნია და ანდო ნაკრები! მადლობა ვილის! უდიდესი მადლობა ბიჭებს იმ სიყვარულისთვის რასაც ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ და მადლობა ფეხბირთისთვის თქვენ კიდევ უკეთესი ფეხბურთის თამშიც შეგიძლიათ და სიყვარულიც მ ა დ ლ ო ბ ა
ხაშურელი
მადლობა ვილი.მადლობა ბიჭებს.წინ საქართველო.
zaza
ბრავო ნაკრებს და უპირველეს ყოვლისა ამ გამარჯვების მთავარ შემომქმედს ვილის სანიოლს. დააკვირდით კვარას რა დავალება მისცა? ხვდებოდა რომ მარტო ფლანგზე მიაქცევდნენ ყურადღებას და სულ მოძრაობაში იყო, ხან მარჯვნივ გადადიოდა ხან ცენტრში შედიოდა და გოლიც ამის შედეგ იყო, ვილის დავალება კვარამ შეასრულა. მერე კიტეს შემოყვანა, სოლომონ კვერკველია რომელიც თელავში თამაშობს როგორ გამოიყენა. თან ამ ბიჭებს დაამატეთ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ და დაგეშილები არიან რომ მოხვდნენ ეროვნულში. ამ ნაკრებმა ქართველებს სიამაყის გრძნობა დაგვიბრუნა და ამისთვის ბიჭებს უდიდესი მადლობა.
გიორგი ვარშავიდან
გაიხარე ძმაო
გიგა
გუშინ საქართ-ვილიმ(!!) კალსი ანახა!
გია
მადლობა ვილი სანიოლს რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა მაკედონიას
კ ო მ ბ ლ ე
მონდომება საქმის ნახევარიაო, თან ტრენერიც ახალბედაა, მოტივაცია აქვს და დამტკიცებას შეეცდება, ეს თამაში ვილიმ მოიგო, მეორე ტაიმი მწვრთნელისაა, მან სწორი ტაქტიკა აირჩია, მეორე ტაიმი სრულიად მისი იყო და აჰა, შედები! წარმატებები და მადლობა ვილის! მადლობა ბიჭებს სიხარულისათვის! 40 წელია ველოდებით, მაესტრო ყიფიანის მერე ჩვენ გუნდებს და ნაკრებს ფეხბურთი არ უთამაშია, იყო რაღაც გამონათებები, მაგრამ ეხლა მყარად მწამს, რომ ეს გამონათება არ არის, ეს სულ სხვა გუნდია, დიდი ამბიციებით, მე მჯერავს და მთავარია, რომ თვითონ ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ შეუძლიათ, ხოდა შედეგსაც დადებენ ბეჭებზე, ვისაც არ ჯერავს, ნიძლავს ჩამოვდივარ. სამი თამაშია მოგებას ვუწერ ჩვენ ნაკრებს, ის ვიყავი დარწმუნებული მოგებაში, რომ დღეს პირველივე ტაიმში მოგება დავუწერე, წავაგე, ვერ გამოვიცანი, მაგრამ ეგ არაფერია, მომავალში პირველ 30 წუთში ჩვენების გოლის გატანაზე დავდებ და დარწმუნებული ვარ გავარტყავ კიდეც.. ეხლა უკვე შემიძლია დარდის გარეშემოვკვდე, ჩვენ გუნდი გვყავს. კარგი გუნდი და რაც მთავარია ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთს! ადრე რასაც თამაშობდნენ რა ერქვა იმას, დღესაც არ ვიცი, რა სპორტის სახეობა იყო, ნუთუ ფეხბურთს ეძახიიან იმას?მე უფრო დახუჭობანა, დაჭერობანა, ხენდე ხოხ! ან ვისი სული გსურს მეგონა და უფრო ვამსგავსებდი. ყოველ შემტხვევაში ფეხბურთს არ გავდა და არც ხოკეის... ქვილითაიას უნდა შევეკითხოთ, მაგას ეცოდინება.
კახა
ჩემო ძმებო ემიგრანტებო დაიხსომეთ m.sport28 ამ საიტზე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თამაშის პირდაპირი ტრანსლიაციებია
T.q
მადლობა "სანი"! ბედნიერები ვართ, შენ დაგვიმტკიცე რომ დიდებული პიროვნება და მწვრთნელი ხარ! ჩვენ ქართველები შენს პიროვნებას და კომპეტენციას არასოდეს არ შევურაწყოფთ❤❤❤. ჩვენ გვიყვარს საფრანგეთი შენს გამო და იმის გამო რომ შენი ქვეყნის დედაქალაქი არის პარიზი რომელიც ქართველების გულში ყოველთვის რომანტიზმისა და სიყვარულის დედაქალიქია ❤❤❤
კაპიტან გარდენბურგი
ძალიან კარგი მწვრთნელია ვილი, დიდი მადლობა!!!

ხვიჩა მართლა განსაკუთრებულია. მე ძველი ლეგენდების თამაშს არ მოვესწარი. არც ქინქლაძის თაობა მახსოვს რადგან ძალიან პატარა ვიყავი. რაც მახსოვს და მინახავს კვარას მსგავსი მართლა არავინ ყოფილა. ჩემი აზრით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა კვარა. მთავარია ჯანმრთელად იყოს ახლა. გადაბმულად თამაშობს ამოსუნთქვის გარეშე. სანაკრებოები რომ მთავრდება 4 დღეში ბათუმის დინამოს აქვს თამაში. იქნებ ბულგარეთთან მაინც დაასვენოს. ან მხოლოს ერთი ტაიმი ათამაშოს.მე კი მინდა სულ ითამაშოს მაგრამ მეშინია არ გადაიწვას. მაგ დროს ტრავმის რისკი დიდია. ყველას გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებას!
ლევანი
დიდი მადლობა ვილი! საქართველოს გაუმარჯოს!
gori
ვ ი ლ ი დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია