საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი ორი გამარჯვებით გახსნა.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ სათამაშო დღეს NORTH WEST BARBARIANS 31:0, ხოლო MAURITIUS RUGBY 31:19 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ, 2 დეკემბერს, SA ALL STARS 7S ACADEMY-სთან მატჩით ასრულებენ, მომავალი მეტოქეების ვინაობა კი დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დუბაიში საქართველო 3 გუნდითაა წარმოდგენილი და იქ საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებების გარდა, ქართული ჯარიც თამაშობს. არმიელები იმავე ტურნირში იღებენ მონაწილეობას, რომელშიც ჩვენი 7-კაცა. ჯარმა პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გამართა და WYVERN HARLEQUINS-თან 12:25, ხოლო CANADIAN IRREGULARS-თან 21:29 დამარცხდა. ის ჯგუფურ ეტაპს 2 დეკემბერს, უზბეკეთის 7-კაცა ნაკრებთან დაასრულებს და მისი მომდევნო მეტოქე ამის შემდეგ გაირკვევა.

1-ელ დეკემბერს ქალთა საერთაშორისო ღია ტურნირში ორი შეხვედრა გამართა 7-ქალა ნაკრებმაც. პირველ მატჩში TROPICS 7S-მა ქართველ გოგონებს ერთი გარდასახული ლელოთი, 17:10 აჯობა, მეორე თამაშში კი ჩვენმა 7-ქალამ NOMADS 7S 36:0 სძლია. გოგონები ჯგუფურ ეტაპს ხვალ, SCOTTY’S RUGBY-სთან ჯახით ასრულებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიო სერიის ეტაპის პარალელურად, დუბაიში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი იმართება რაგბი 7-ში და ისინი 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

7-კაცა დუბაიში

სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

7-ქალა დუბაიში

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, ირმა გულიაშვილი, თამარი მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანი კაპანაძე, ანა დათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ქართული ჯარი 7

ლევან რატიანი, ოთარ ფორჩხიძე, ლაშა დვალიშვილი, ლექსო ნანოშვილი, გურამ ყენია, გიორგი გელაშვილი, ისმაილ მარსაგიშვილი, გიგა კაციტაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, საბა ილურიძე, რამაზ ხარაზიშვილი, გიგლა ბობოხიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
ქართული რაგბის სუპერკვირა
7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს
7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის