რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ „თელავ-ივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ქართული ფრენჩაიზი საჯარიმოთი მატკავამ დააწინაურა, ამას ჩვენი გუნდის შეტევა და საჯარიმო ლელო მოჰყვა. შემდეგ აფციაურის წამოწყებული იერიში თაფლაძემ დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 15:0 გახდა. „ჰითმა“ ჩვენს ნახევარზე მხოლოდ მე-15 წუთზე მოახერხა გადასვლა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. „შავი ლომი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით შერკინებაში სჯაბნიდა მეტოქეს, ხანგრძლივი შეტევა ხმალაძემ ლელოთი დაასრულა, მატკავამ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 22:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისაშვილის გუნდმა მატკავას ძალისხმევით ანგარიში გაზარდა, თუმცა აქედან მოყოლებული არეულ თამაშში მოწინააღმდეგე გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა12 ქულამდე შეამცირა. 72-ე წუთზე აქუბარდია გაასინბინეს, თუმცა "შავმა ლომმა" მშვიდად შეძლო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი

17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა

შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 29:17 (22:3)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

დავითი
ეს ტურნირი არის დაახლოებით ინტერტოტოს თასის დონის ალბათ,(ადრე იყო ასეთი ტურნირი ევროთასებზე ფეხბურთში)იქ გამარჯვებული უეფას თასზე გადიოდა,აქ კი უბრალოდ გამარჯვებულია....წარმატებები ქართულ რაგბს....
თორნიკე
კონფერენს ლიგაზე უფრო დაბლა, რო წარმოიდგინო მოწინავე ჩემპიონატის კლუბები არ მონაწილეობდნენ ისეთი კონფერენს ლიგაა
თორნიკე
რათ უნდათ და შორს იხედებიან, სტრატეგიას 10-15 წლით ადრე თვლიან. 5 წელიწადში ნაკრები ჩვენს დივიზიონში იქნება, ჩვენ კიდევ ისევ აქ გვაყურყუტებენ. ისრაელმა რო გვაჯობოს 2 წელს არ დაფიქრდბიან ისე მიიღებენ მეშვიდე ერად. იმიტომ რომ იქ ლობია, იქ დიასპორაა და ჩვენსავეთ მაჩანჩალა და ღატაკი არაა ისრაელი. მანძილია პრობლემაო ფარჩაკმა ინგლისელებმა რამდენიმე წლის წინ და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე სამხრეთაფრიკაში დაფრინავენ, ისე როგორც გაერთიანებული ჩემპიონატის იტალიური, ირლანდიური, უელსური და შოტლანდიური კლუბები. აფრიკაში პრდაპირ ჩაფრენა სულ მცირე 10 საათს მოითხოვს, საქართველოში მაქს. 5 საათია ფრენა.
თორნიკე
ეს ავჭალა რო აგიჩემებიათ, ევროპაში სტადიონები გინახავთ სადაა? ალიანც არენა მეტროს გაჩერებიდან 20 წუთის სავალზეა ისე როგორხ ავჭალა. ფრანკფურტის სტადიონი საერთოდ ტყეშია, მეტრო არა და შიდა მატარებელი და კიდევ ფეხით 30 წუთი სჭირდება მისვლას. ასეთი მიუდგომელია ავჭალის სტადიონი? ხალხი სოფლებიდან დადის თამაშის სანახავად
თორნიკე
უელსმა მათი მასშტაბებით მეორეხარისხოვან საქართველოსთან 90 პროცენტით გაავსო პრინციპალითი. 70000 მაყურებელს იტევს ის. ვინმეს თუ ჰგონია საქართველოს სანახავად, ძალიან ცდებით. სტადიონზე სხვების გრანდების საყურებლად კი არა საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ დადიან!!! ასე რომ უბრალოდ ვთქვათ თბილისს სპორტი არ უყვარს. წყალბურთში სულ გრანდები ჩამოდიან დინამოსთან სათამაშოდ და 2000 მაყურებელი არ მიდის, ნეტა იქ ვისი ბრალია?
თორნიკე
თბილისი უბრალოდ არ იმსახურებს არც შავ ლომს, არც ნაკრებს. 4500 კაცი რო არ იკრიბება ნაკრების ბიჭების სანახქვად სირცხვილიც აღარაა უკვე. გაიტანეთ რაგბი რეგიონებში!!!
qomagi
ვულოცავ წარმატებას ქართულ რაგბს.კითხვა მაქვს,რადგანაც კარგად ვერ ვერკვევი საკლუბო რაგბში.ეს ტურნირი რა დონისაა? მაგალითად როგორც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა პიტველია,შემდეგ ევროპა ლიგა და კონფერენსიის ლიგა.რანგით რომელია რაგბის სუპერთასი?
გიორგი
გენაცვალეთ ბიჭებო მადლობა თავდადებისთვის. გილოცავთ და გვეამაყებით მთელს საქართველოს.
კახაბერ-ს
შენ ვივა- მედის პალატიდან წერ,მგონი!((((
კახაბერს
ჯიგარო რამდენი ხანია ემიგრანტი ხარ? მეც არვარ ბებერი მაგრამ ვარ აქ და ვმუშაობ,საქურდლად და საჩხერაოდ წასვლას აქ ყოფნა ჯობს,თუ ზარმაცი არ ხარ ყველგან იმუსავებ და რაც მაქაა იმის ერთი მესამედი იყოს და სამშობლოში ვიყო ნაღდად მირცევნია
ვინც არ არის კახაბერი
როგორი პოლიტიკური ცვლილებები გსურს, გაგვანათლე.
Რაგბის ფანი
ვინც არ მოვიდა, ერთი ლამაზი დღე და სიხარული გამოტოვა.
კახაბერი
თქვენ გენაცვალეთ ბიჭები- ლომები, ზოგადად სპორტსმენებო,გაიხარეთ ქართული სპორტული სამყარო-ვ... ემიგრანტები მასიურად გიყურებთ,თქვენით ვამაყობთ,როცა ვმუშაიბთ, მაშინაც ჩართული გვაქვს ინტერმეტი და გიყურებთ... მაგრად გგომაქობთ(!). ეე,სამწუხაროთ ჯერ კიდევ როდის ვწერდი- მაყურებელი კი არა-ზოგად ახალგაზდობა ვერ გაჩერდება საქართველოში(?!),უსამართლობა, მით უპერსპექტივობა,მით აუტანელი ყოფით- დეპრრსიული განწყობა იქმნება, რასაც მოყვება კატასტროფული ემიგრაცია,უკვე ახალგაზრდობა-ც მასიურად ტოვებს საქართველოს და... -თუ პოლიტიკური ცვლილებები არ დადგა- ემიგრაცია კიდევ უფრო მასშტაბების შეიქმნება, თან ამ დროს ,,ჩანაცვლების,, პროცესიც რომ მიყავთ- უკვე 300 000 ღრუსი ჩამოასალეს და რეგბის,ზოგადად სპორტული ღონისძიებების საყურებლათ- ურუსი მოვა და გულშსტკივრობას დაიწყებს(?!),თუ როგორ (?!)
სოსო
დარწმუნებული ვიყავი,რომ ზედიზედ სამჯერ,შავ ლომს ვერც ერთი ამ ტურნირში მოთამაშე კლუბი ვერ წაართმევდა მოგებას და ასეც მოხდა.ბიჭებს ვულოცავ ზედიზედ მეორე გამარჯვებას,თუმცა მეორე ტაიმში მოდუნებას და კუნძულელი მორაგბეებისათვის არეულ თამაშში აყოლას,მაინც ვერ მოვუწონებ.იყო შანსი,კიდევ უფრო გართულებულიყო მდგომარეობა.სირცხვილია ასეთ თამაშში,თბილისმა ასე პატარა სტადიონი ვერ გაავსოს.იმ ჭიჭიკიასი არ იყოს,აღარ გამოჩნდა თქვენი მოსაწონი გუნდი?

იტალიის საფრანგეთის და ბრიტანულუ კლუბები რომ ჩამოვა მერე მივა ნეიტრალური, არასარაგბო ქვეყნის კლუბები დიდი საინტერესო არაა ბევრისთვის

არეული კი არა, მეორე ტაიმში ისინი დომინირებენ. შეცდომები დაუშვეს, თორემ გვარიანი ნერვიულობა მოგვიწევდა. ეს უდისციპლინობა ნაკრებზეც აისახება
რეზო
ასეთ თამაშზე კი არა, ჩემპიონთა თასის მატჩებზეა ნულოვანი დასწრება!!! რეფორმებია საჭირო ყველგან, ევროტურნირებზეც და აქაც. ეს რა ტურნირია საერთოდ? რა ნამუსით ითხოვთ ამ ტურნირზე დასწრებას, თან ავჭალაში? ახლა კიდევ ახალი გაუგებრობა სადღაც ლათინურ ამერიკაში.
Zviads
მე ვიყავი, ძალიან კარგი იყო, მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს!!
Lebron
კაი ჩვენ ხალხი არ მივედით მაგრამ დავიჯეროქვეყანაში 2000 მეტი მოქმედი და ყიფილი მორაგბე არ არის რომ მივიდნენ სტადიონზე და ბიჭებს უგომაგონ?ბიჭებო დიდი მადლობა მგლები ხართ გვეამაყებით!!! პატრიოტები ხართ!!!
ბ. დილანიშვილი
ყავთ ნაკრები, ალაფაზე თამაშობს.
w
როდესაც ასეთ თამაშზე ხალხი არ მიდის ექვს ერში რა გვესაქმება.
იქ ვინც იყო
ასეთ თამაშებზე 3000 კაცი რომ არ მოვა სტადიონი რომ გაივსოს, გულშემატკივარს ამბიცია რომ უფრო დიდ კლუბებს ვეღამაშოთ არ უნდა ჰქონდეს. ვისაც გინდათ გეწყინოთ :) ფინალია ბოლო-ბოლო
ეეე
ერთი რაღაც ვერ გავიგე, ისრაელის რაგბის ნაკრები მე არ გამიგია და ეს კლუბი რად უნდათ?
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს