ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

ევროპის ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ჩემპიონატი საკმაოდ მოგვიახლოვდა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ტურნირს მასპინძლის სტატუსით ხვდება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძის მხრიდან შემადგენლობის გამოცხადებას ველით, მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ევროფურუმზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც 2000 წელს და შემდეგ არიან დაბადებულნი. ვინ არიან ასეთები? - ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი... ეს სამწვრთველო შტაბისთვის სერიოზული გამოწვევაა და ამაზე ადრეც დავწერეთ. 21-წლამდელთა ნაკრებში ახლა გარკვეული ბირთვი თამაშობს, ტურნირის წინ და მის პროცესში ახალი და ამ დონის ფეხბურთელების ჩართვას გარკვეული დრო და შეთამაშება სჭირდება. ამას ისიც ემატება, ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს კვიპროსსა და შოტლანდიაში თამაშობს, ახალგაზრდების პირველი დაპირისპირება კი 21 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგაა. მთავარ მწვრთველებს შორის კომუნიკაცია იქნება, თუმცა ეროვნული გუნდს რომ პრიორიტეტი აქვს, ეს ფაქტია.

ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. გასაგებია, გულშემატკივრებს სურთ, ერთი მხვრივ, მისი თამაშით სიამოვნება მიიღონ, ამავდროულად კი ამით ჩვენი 21-წლამდელთა წარმატების შანსი გაიზარდოს, მაგრამ ეს საკითხი გაცილებით რთული და კომპლექსურია. "კვარას" ძალიან წარმატებული და დატვირთული სეზონი აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს უნდა ულიდეროს. ის განაცხადში რომ იყოს და ახალგაზრდულს ამის შემდეგ შეუერთდეს, 24 (ბელგიასთან) და 27 (ნიდერლანდებთან) ივნისს ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას მოახერხებს (იმედია, პლეი-ოფშიც გავალთ), თუმცა იოლი მისახვედრია, ამით ხვიჩას სეზონის მიწურულს როგორ გადავტვირთავთ. ყველაფერ ამის წინაათმდეგი კლუბებიც არიან და არაერთი მოთამაშის შესახებ ვიცით, რომელთაც

ახალგაზრდულ ფორუმებზე გამოსვლაში ხელს უშლიან. "ნაპოლიმ" გასულ წელს სეზონისთვის მზადება ივლისიდან დაიწყო და "კვარას" ძალების სრულფასოვანი აღდგენის საშუალება უნდა ჰქონდეს.

საინტერესოა, სხვების შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მომავალ ევროფორუმზე წარმატებული გამოსვლა ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება, როგორც ვილი სანიოლს, ასევე რამაზ სვანაძეს სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი უკვე ნაკრების ძირითადი კიპერი გახდა, მისი ახალგაზრდული ნაკრებისთვის დათმობა და უფროსი "ჯვაროსნების" კარში გამოცდილი გიორგი ლორიას დაბრუნება თითქოს ის ნაბიჯია, რისი მიღებაც უფრო თამამად შეიძლება, მაგრამ ამაზე წერა გაცილებით იოლია.

თუკი მეკარეზე ვისაუბრებთ, "მამარდას" არყოფნის შემთხვევაში, აქ თბილისის "დინამოელი" ლუკა კუტალაძე უნდა ვიხილოთ. ლაზარე კუპატაძის გადაბირების შემდეგ, "საბურთალის" რიგებში თორნიკე მეგრელიშვილს დრო აღარ ეძლევა და მისი სანაკრებო შანსი ნაკლებია.

დაცვის ხაზში ეროვნული ნაკრების ორ კანდიდატზე დაყრდნობაა შესაძლებელი - ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და მარცხენაფლანგელი ირაკლი აზაროვი. 21-წლამდელებში ამ პოზიციებზე ძირითადად, თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" წევრებს ვხედავთ.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი სირთულე ნახევარდაცვაში აქვს - გუნდის კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი საკმაოდ დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია. ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბექა დარცმელიას არ უთამაშია. ტრავმირებულია შოთა ნონიკაშვილიც.

ახალგაზრდული ნაკრების მნიშვნელოვანი წევრია გიორგი მოისწრაფიშვილი (თბილისის "დინამო). რაც შეეხება მათ, ვისაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. 17 წლის გაბრიელ სიგუა დიდი ალბათობით, სვანაძის სიაში უნდა ვნახოთ, რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძის მიმართ კი მწვრთნელს ამჟამად რა დამოკიდებულება აქვს, არ ვიცით.

გიორგი მიქაუტაძე დიდებულ ფორმაშია და ის ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან მოუხდებოდა. "მეცის" ფორვარდმა მანამდე ეროვნული ნაკრების მაისური უნდა მოირგოს და იქნება თუ არა უმცროსი "ჯვაროსნების" განაცხადში, ამას მალე გავიგებთ. სავარაუდოა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი 21-წლამდელთა რიგებში აუცილებლად იქნება, ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ინგლისელ თანატოლებთან მისი შედევრი კარგად გვახსოვს. სხვებზეც ვთქვათ - გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გაიტანა) და მისი გამოცდილება ძალიან გამოსადეგი იქნება. ზურიკო დავითაშვილს შეუძლია, მომავალი ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდეს, თუმცა განაცხადი ჯერ ცნობილი არაა.

ახალგაზრდულ ნაკრებს ბოლოს "სარაევოში" მოასპარეზე გიორგი გულიაშვილი კაპიტობდა, რომელმაც ლატვიასთან გამარჯვების (1:0) გოლი გაიტანა. გუნდშია სხვა შემტევებიც - ესპანეთში მოთამაშე გიორგი გაგუა, იტალიელთა ყურადღების ცენტრში მყოფი, ბათუმის "დინამოელი" გიორგი კვერნაძე, რომელმაც უკრაინელ თანაგუნდელებს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა, ასევე ძმები ნიკა და ლუკა ხორხელები "სამგურალიდან"...

კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, 2023 ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. შეხვედრები "დინამო არენაზე", "მიხეილ მესხზე", ქუთაისის "რამაზ შენგელიასა" და "ბათუმი არენაზე" (მათ შორის, ფინალი) ჩატარდება.

• კახა

აუცილებლად ხვიჩამაც ზურიკომ მიქაუტაძემ და ყველამ ვინც კი გააძლიერებს და მოიმატებს შანსი შედეგი დაიდოს თუ ფიზიკურ გადაღლაზეა საუბარი შესაძლებელია შეცვლაზე შეშვება რატო უნდა გავანიავით შანსი სერიოზულ შედეგს მივაღწიოთ თანაც ფეხბურთი გულშემატკვრებისთვისაა პირველ რიგში და პატივისცემას იმსახურებს.

• სიმართლე

მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, მათ მარკეტინგის გუნდს და ტურნირის ორგანიზატორებს: თუ გსურთ ბილეთები კარგად გაიყიდოს და ტურნირს პრესტიჟი შეემატოს, უზრუნველყავით რათა კვარამ (და ეროვნულის სხვა ბიჭებმაც) აუცილებლად ითამაშოს! ხალხი მისი გულისთვის ბოლო კაპიკებს გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ნახევრად სავსე/ნახევრად ცარიელ სტადიონს ჩვენი ნაკრების მატჩებზე, ხოლო სხვა გუნდების თამაშები ძალიან მცირერიცხოვანი მაყურებლის თანდასწრებით ჩაივლის!

• პროფესტო

ევროპის ჩემპიონატი არ არის ფეხბურთელების გამოსაცდელი შეჯიბრება! ვინც გამოცდილია იმან უნდა ითამაშოს!!!

• პროფესტო

ძალიან საეჭვო და ხელოვნური კამპანიაა კვარას და ნაკრების ბიჭების წინააღმდეგ, რომ მათ თურმე არ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე!

• პროფესტო

იმდენი ხალხი წერს არ გამოიძახოთო, უეჭველი ტროლები მოასიეს, არ აპირებენ გამოძახებას!!! კვარამ რატომ არ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე?? გამაგიჟებთ თქვენ!!!

• პროფესტო

ყველა უნდა ითამაშოს! ვინც ამბობთ არ უნდა ითამაშონო, მოდით სხვა საქმით დაკავდით. ევროპის ჩემპიონატზე თუ არ ითამაშეს აბა სად უნდა ითამაშონ??? ხომ არ უპიპინებთ:)))

• გოგა

ეროვნულის ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ, სხვებმა ითაშონ და ვნახოთ ვინ გამოდგება ეროვნულისთვის, ეროვნულის ძირითადით ვითამაშოთ 21 წლამდელების ჩემპიონატზე რა სისულელეა, სხვები უნდა ინახონ, რისი მაქნისები არიან

• ნიკო

სემი ნუ ჰკბენ ტალახაძეს,კაცი მსოფლიო ლეგენდაა და შტანგის აწევა ქართველების გარდა არავის გვაინტერესებსო....ამირიკულ ფეხბურთზე ხო ფეთდება მსოფლიო :):):):):)

• რუსოფილებო:zura222 და vasili

თქვენ,მხოლოდ ის გადარდებთ,რომ სვანაძე,ოკუპანტი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე გაგნიძეს არ იძახებს! არცერთი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან,მათ ეს არაფერში სჭირდებად!არაფრით გამორჩეულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!

• G.LA

ახალგაზდულში რომ ითამაშებს მერე კალათბურთიც ვათამაშოდ მსოფლიოზე, კარგად ესვრის.

• valderrama

მოსკოვის დინამოს ერთგულების მოწონებაა ზუსტად სამარცხვინო და მერე ერთი ნაბიჯია უარესამდე...

• სიმართლე

ამ ტურნირს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად და დასაკვირვებლად იყენებს, ჩემი აზრით ხვიჩას ამ დონაზე არაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი. გასათვალისწინებელია ისიც რომ ამხელა დამღლელი სეზონის შემდეგ ტრამვის ალბათობა დიდია, რაც იდეაში ღმერთმა არ ქნას და ყენიას დაემართა. ამიტომ აქედან გამომდინარე მე პირდად მირჩევნია ხვიჩას ნაცვლად ნებისმიერმა სხვამ ითამაშოს და მერე კარგ გუნდში მოხვდეს და ნაკრებს გამოადგეს

• ჯონი

რას ლაპარაკობთ ვერ გავიგე(((( ეხლა ხვიჩას ხოკეის თამაშიც არ მოვთხოვოთ... ეს ბიჭი საქართვლოს საგანძურია და არ მოვთხოვოთ რომ ყვლგან ითამაშოს ( რობოტი ხომ არ არის) ბევრი სხვა ახალგაზრდა არის საქართვლოში! ხვიჩა ეროვნულის ლიდერია და ჯერ ჯერობით ერთადერთი ვარსკვლავი ვისი იმედიც გვაქვთ!

• კაპიტან გარდენბურგი

ვალდერამას - სამრცხვინო კაცია ეგ შენი სვანაძე და შენც ასევე. ეროვნულ ზიზღს და ყველაზე აგრესიის გავრცელებას გამართლება არ აქვს. მით უმეტეს ქართველ ბიჭზე! მარტო იმიტომ რომ კლუბს უერთგულა. არ მიყვარს მასებზე გათვლილი განცხადებები. გაუმარჯოს ლუკა გაგნიძეს და ყველა პატრიოტ ნიჭიერ ბიჭს

• Semi

ლიჟბი მოვიგოთ ძმაუ არააა? ვინ ბობოლა იკლავს რა ბობოლა, არავის აინტერესებს ეგ ტურნირი ქართველების გარდა, როგორც შტანგის აწევა ყველა კიდია ჩვენ გარდა ეგრეა ეგ 21 წლამდელები.

• ის

არა

• valderrama

რა განცხადება გააკეთა, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე? მაგაზე სწორი განცხადება არცერთ ქართველ მწვრთნელს არ გაუკეთებია

• გიორგი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის შანსი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოვიგოთ. ყველამ უნდა ითამაშოს ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ გვექნება.

• Vasili

ზოგიერთი კომენტარი ისეთია დისლაიქს ათჯერ დავუწერდი რომ შემეძლოს! რაღა მაინცდამაინც ჩვენთვის არა მნიშვნელოვანი ტურნირი, თან ჩვენთან ტარდება, და თუ მნიშვნელოვანი არაა რატო იკლავენ თავებს ბობოლა ქვეყნები? ლპგიკა სადაა აქ? კვარამ სულ რაღაც 10-15 წელი უნდა ითამაშოს ფეხბურთი, ეს დრო ტყვიასავით გარბის, თუ გამოტოვა ეს ჩემპიობატი ამ ბიჭებმა გამოდის რომ ახალფაზრდული ეროპის ჩემპიობატზე მობაწილეობა სამუდამოდ წაართვით! და ამის უფლება არავის არ აქ! სვანაძე ყველაზე სუსტი რგოლია ამ ნაკრებში, აქანდე არსად ყოფილა მთავარი მწვრთნელი, და ეგრევე 21 წკამდე ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა შეცდომაა, ამას ჯობდა ცქიფო ან თუნდაც უცხოელი მოეყვანათ! გაგნიძეს არ გამოძახება იმის გამო რომ რახან მოსკოვის დინამოში თამაშობს ეს სიგიჟეა, ახალგაზრდა ბიჭს პოლიტიკაში რევ, რას ეუბნები იმ მილიონამდე ქართველს ვინც რუსეთში ცხოვრობს? ვინც იქ დაიბადა და არავისზე ნაკლებად ადარდებს და უყვარს საქართველო. კი ბატონო მტერია რუსეთი მაგრამ პლანეტა ყველსია და ვიღაცა პოლიტიკოსების გამო რა ქნას ეხლა ამ ხალხმა? ხარიკარი გაიკეთოს? ხვალ და ზეგ რომ დალაგდეს ამერიკა, ევროპა და რუსეთი მაშინ გამოიძახებს გაგნიძეეს? ან თვალებში როგორ შეხედავს?! უფრო მეტიც გაგნიძე ნაკრებში ბევრჯერ ითამქშებს და სვანიძე ძაან მეეჭვება ნაკრების მწვრთნელი როდისმე კიდე გახდეს! ისე სანამ ნაკრების მწვრთნელი გახდება ადამიანი მანამდე მინიმუმ საქარყველოს ჩემპიპნატის გუნდი მაინც გაწვრთნას , პირდაპირ ნაკრებში რა უბედურება? ან სად მიიღო პრაქტიკა, დამხმარე მწვრთნელი რომ ყოფილიყო კიდე მესმის.

• zura222

აუცილებლად უნდა ითამაშონ ყველამ ვისაც აქვს უფლება ! მაგრამ პირველ რიგში ის ძალად "მწვრთნელი" სვანაძე ინდა გაუშვან როლის მთავარი "დამსახურება" ისაა რომ ზაურ სვანაძის ძმისშვილია(!!!) არანაირი მწვრთნელი ეგ არაა და ამას პლიუს გაგნიძეს არ იწვევს ნაკრებში იმიტომ რომ რუსეთში თამაშობს(!!!) არადა გაგნიძისნაირი მებრძოლი და ჭკვიანი ნახევარმცველის დაიგნორება საერთოდ არ შეიძლება და მითუმეტეს ამ მდგომარეოვაში ამდენი ტრავმირებული რომ გვყავს ნახევარდაცვაში @@@

• nika

ახალგაზრდული არაა ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირი, რომ ქვეყანამ ყველაფერი გაიღოს მის მოსაგებად და არც შემდგარ ფეხბურთელებს სჭირდებათ რამეში, ეგ არის იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც თავის გამოჩენა ან რაღაცის დამტკიცება უნდათ, ამიტომ უმჯობესია, მათ მიეცეთ ეს შესაძლებლობა. გასაგებია, რომ პატარა ქვეყანა ვართ და გვინდა, სადღაც რაღაცით მაინც გამოვჩნდეთ, მაგრამ შეეწიროს ლამის ყველა ფეხბურთელის ინტერესი

• ამო

დაასვენეთ!

• სიმართლის მოყვარული

ახალგაზრდულ ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების ლიდერებმა ნამდვილად არ უნდა ითამაშონ. დარწმუნებული ვარ, თუ შემადგენლობა ობიექტურად შეირჩევა და გუნდის ხელმძრვანელობა კომპეტენტურად წარიმართება - შედეგი ძალიან კარგი იქნება. საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების დეფიციტი არასდროს არ ყოფილა... წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს!

• LD

ჩემი აზრით მაქსიმალურად უნდა მიიღოს ყველამ მონაწილეობა, რადგან ეს ჩემპიონატი პარალელურად არის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირიც. ნახევარფინალში გასვლა ოლიმპიადის საგზურია.

• სოსო

შესარჩევი თამაშების დაწყების მომენტში ვინც ჯერ არ იყო,21 წლის,მათ აქვთ თამაშის უფლება.

• ვვვ

ტურნირს თუ 21-წლამდელებისა ჰქვია, ჩემი აზრით, აღარ გეკუთვნის. ტურნირი რომ 20 წელიწადს გაგრძელდეს, 41 წლისამ უნდა ითამაშო? გასაგებია, რომ წესების მიხედვით ასეა, მაგრამ არ არი ლიამაზი ))

• irakli

შესარჩევის დროს ვინც იყო 21 წლამდე ასაკის ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. იქნება ისეთებიც ვინც უკვე 23 წლის არის

• QT

პორტუგალიასთან ვერ მოასწრებენ, რადგან ეროვნულში იქნებიან, ხოლო ნიდერლანდებთან და ბელგიასთან აუცილებლად უნდა ითამაშონ (თუ გუნდები გამოუშვებენ, ვინაიდან გუნდებს აქვთ უფლება ასაკობრივში თამაშზე უარი უთხრან). ამ ორ თამაშს მოიგებენ ამ შემადგენლობით და ქვეჯგუფიდანაც გავლენ, მერე ეგებ საპრიზო ადგილსაც გამოვკრათ ხელი.

• გიორგი

ახალგაზრდულში უნდა ითამაშოს იმან, ვისაც დასამტკიცებელი აქვს. ხვიჩას, მიქაუტაძეს, მამარდაშვილს, დავითაშვილს თავი დავანებოთ. აზაროვს და წითაიშვილს, გაგნიძეს, საზონოვს რეკლამა სჭირდებათ და ითამაშონ.

• მირო

2000 წელს ზემოთ დაბადებულია და აქ უფლება

• მძაღო

22 წლის კვარაცხელიამ როგორ უნდა ითამაშოს 21 წლამდელთა ჩემპიონატში,ეს კითხვა საერთოდ რატომ ისმება?

• ჰაჰა

ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. მარტო გვარები და მაისურების დარიგება, ფეხბურთი არ არის. ამ საკითხზე ადრე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ჰოდა გუნდიც შესაბამისად მოემზადებოდა. სამწუხაროდ, ან არ შემდგარა მსჯელობა ან ჩვენ არ გვითხრეს. უფრო უარესია ის, რომ ნაკრები არ არის მზად ამ ტურნირისთვის. ალბათ, თავის გასამართლებლად იტყვიან, კვარამ, მამარდამ, მიქაუტაძემ, და ა.შ. არ ითამაშეს და ამიტომაც წავაგეთო.

• zaza

ლუკა გაგნიძესთან მწვრთნელს რა დამიკიდებულება უნდა ჰქონდეს ერთი მითხარით რა? თუ მის გამო არ გამოიძახებს რომ რუსეთში თამაშობს ნამდვილი სულელი ყოფილა, სხვა მაგაზე უკეთესი ვინ ჰყავს?..და რომც ჰყავდეს რა, ორი კარგი მოთამაშე ხელს შეუშლის?..)))

• ბაჩო

ციტაიშვილი აუცილებლად!!!

• ვატა

შერმადინს მიეცით ხმა, მუსა დაეწია და სადაცაა გადასწრებს.

• llcl

რა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს, რა სისულელეა, ახალგაზრდულის ტიტული კარგია, მაგრამ არსად არ სწერია, ახალგაზრდული იმისთვისაა რომ ეროვნულმა მიიღოს შევსება და არა ნაკრების ლიდერმა ითამაშოს იქ, არც კვარამ, არც მამარდამ და არც არავინ ნაკრებიდან, ნუ წიტა და აზაროვი კიდევ შეიძლება, კლუბში არ ჰქონდათ პრაქტიკა. ან კლუბები მისცემენ ნებას ეროვნულშიც ითამაშონ და ახალგაზრდულშიც))) რა სისულელეა, არცერთი ნაკრების ბირთვის წევრი ახალგაზრდულში, სულ რომ 17 წლის იყოს! ახალგაზრდულში ათამაშეთ პერსპექტიული ბიჭები, არა მეგობრის შვილები და ფულიანი მამიკოს ბიჭები, არამედ ღირსეულები, რომ გზა გაეხსნათ ევროპისაკენ

• რრრ

როცა შესარჩევი დაიწყო იქედან ითვლება, ანუ ვინც მაშინ იყო უ21 იმათ შეუძლია.

• nk

არ მესმის რატო არ გინდათ ნაკრების ფეხბურთელებმა რომ ითამაშონ . . 2-3 თამაში ეგრე ძაან არ გადაღლის. ერთი კვარას ამბავში კიდე მესმის, მართლა ძალიან გრძელი სეზონი ქონდა, მაგრამ თუ ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებით ჩემპიონატზე არ გიღირთ ? არ გვინდა რომ ევრო 21-ზე საპრიზოზე გვქონდეს პრეტენზია ? ახალგაზრდულია კი, მაგრამ მაგ ჩემპიონატზე კარგად გამოსვლით, ჩათვალეთ საბოლოოდ გაიხსნება ჩვენების კარი ევროპის ტოპ გუნდებსა და ჩემპიონატებში. და არც ევრო უ21-ის მოგება იქნება ურიგო :) (ნუ კაი მოვინდომე ალბათ, მარა მაინც )

• რრრ

თუ 17-ში კვიპროსს ვერ მოუგეთ უნდა გამოუშვან ახალგაზრდულში ეგ ბიჭები, რადგან უკვე შესარჩევის მოგების შანსი თითქმის აღარ გვექნება. თუმც თუ ახალგაზრდულის შემადგენლობა მანამდე უნდა გამოცხადდეს მაშინ რთულია.

• სალომეს გურჯისტანა

მე მათამაშეთ რააა

• nk

აი წარმოიდგინე 2 თუ 3 წლის განმავლობაში, მთელი შესარჩევები ათრევდი გუნდს და ტურნირის წინ გახდი 23 წლის, აღარ გეკუთვნის მაგის გამო ?

• Semi

21 წლამდელ ნაკრებს სერიოზულად ვერ აღვიქვავ და არც არავინ ანიჭებს მნიშვნელობას მსოფლიოში. საიდან მოიტანეს ეს 21 წელი? ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ნაკრებში და მორჩა. ამასთან ერთად დიდი უსამართლობაა სხვა ბიჭების მიმართ რომლებიც აქამდე თამაშობდნენ 21 წლამდელებში, მათ შორის ამხანაგურ თამაშებში და ეხლა ხვიჩამ მიქაუტაძემ და მამარდამ უნდა ითამაშოს? და მათი ადგილი ვინ უნდა დაიკავოს ნაკრებში მენთეშაშვილი დავაბრუნოთ?

• კაპიტან გარდენბურგი

რათქმაუნდა არ უნდა ითამაშოს ახალგაზრდულ ნაკრებში. გამიკვირდა ამაზე საერთოდ მსჯელობა თუა. ცხადია სრულიად! ჯერ მარტო ფსიქოლოგიურად რამდენ რამეს უნდა გაწვდეს ეს ბიჭი. ნაკრების თამაშები მოდის, რა დროს ახალგაზრდულია. ვინ დაიწყო ნეტა ამაზე ლაპარაკი საერთოდ. სვანაძესთან მე რომ მკითხო საერთოდ არავინ არ უნდა ითამაშოს ისეთ განცხადება გააკეთა ერთხელ, მარა ეგ კიდევ სხვა საკითხია

• beqa

ნაკრების ფეხბურთელებმა არუნდა ითამაშონ

• ალექს

21 წლამდელებიო და თუ 2000ებიც რა ლოგიკით არიან მანდ? გადაარქვით მაშინ და იყოს U23.

• irakli81

ახალგაზრდული ნაკრებები პერსპექტდიულლი ფეხბურთელების აღმოსაჩენად არის და არა შედეგის დასადებად. ეროვნული ნაკრების ბფეხბურთელები ევროპის საკვალიფიკაციოს თამაშებისთვის უნდა მოემზადონ. ისე არ დაგვემართოს, ორი კურდღლის მადევარი ვერცერ|თს ვერ დაიჭერსო.

• las

მე საერთოდ ვფიქრობ რომ ახალგაზრდული ნაკრებები და შეჯიბრი უნდა გაუქმდეს. ვითომ მაგის მიზანი არის ახალგაზრდა ტალანტების არმოჩენა, მაგრამ სულ ტყუილად. ყველგან ეგრეა ახალგაზრდულის წარმომადგენელი დიდი-დიდი 1-2 მოთამაშე დაწინაურდეს ნაკრებში. კვარამ არ უნდა ითამაშოს. შემდგარი მოთამაშეა. ნაკრების წევრი, რაღა აღმოჩენა უნდა

• zaza

4 ივნისს მთავრდება იტალიის ჩემპიონატი, ამასთან ეროვნულ ნაკრებს გადამწყვეტი თამაშები აქვს კვიპროსთან სადაც თამაში ყველას უჭირს და შოტლანდიასთან რომელიც ჯგუფის ლიდერია. სანიოლის გადმოსახედიდან ეროვნული ნაკრების მთავარი ბირთვის აბსოლიტურ უმრავლებესობას შეუძლია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში და მაგათ გარეშე წარმოუდგენელია ამ თამაშებში წარმატების მიღწევა! ამასთან თუ მოხდა და გადაწყდა რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ვაძლიერებთ მაშინ ყველამ ელემენტარული მოსამზადებელი შეკრება უნდა გაიაროს რომ მეტ-ნაკლებად მოემზადონ ახალგაზრდული ნაკრების თამაშებისთვის. აბა ისე რომ ეროვნულ ნაკრებში ვათამაშოთ და მერე აქ ჩამოვიყვანოთ ძალიან გაუჭირდება გადაღლილ ფეხბურთელებს თამაში. ჩვენ ჯგუფში მონაწილე ნაკრებების ფეხბურთლები პროფესიონალურ კლუბებში თამაშობენ და მათთან გადაღლილ ფეხბურთელებს გამოუვა კი რაიმე? მსგავსი იგივე ჰოკეიშიც მახსოვს სადაც გადაღლილ ნჰლ ლეგიონერების ნაკრებებს, ევროპაში მოთამაშე მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრებები ამარცხებდნენ.

• ვვვ

21-წლამდელებში 22 წლისებს ზოგადად რატომ ათამაშებენ, ეგ ვერ გავიგე, თორემ რაკი სანაკრებო ტურნირია, მგონია, რომ უძლიერესმა შემადგენლობამ უნდა ითამაშოს.

• დააT

ჩვენ რომ ვიყოთ განვითარებული საფეხბურთო ქვეყანა როგორიცაა საფრანგეთი, სადაც ბევრი ფეხბურთელია მაღალი დონის, მბაპეს რომელსაც ასაკიდნ გამომდინარე შეუძლია თამაში, რა თქმა უნდა არ იქნება მისი შეწუხება საჭირო, მაგრამ საქართველო არ არის განვითარებული საფეხბურთო ქვეყანა და ამიტომ ნებისმიერი ტურნირი სადაც შეგვიძლია თავის გამოჩენა და მითუმეტეს 21 წლამდელთა ევროზე კვარას თამაში აუცილებელია.

• დათო

…გეთანხმებით 100% !!!

• Master-ს

თემის აგორება რას ნიშნავს? სამსჯელო საკითხია და საკმაოდ მშვიდად და აკადემიურადაა განხილული. რეალურად ეგ აზრია გატარებული, რომ არ უნდა ითამაშოს და ამ აგრესიას ვერ ვხსნი

• Gio

Aq fexburtelebi agmochena xdeba da erovnuls nakrebis wevrma rato unda gadafaros perspeqtiuli axalgazrda.svanazem vi's unda mougos tamashi,taqtikosia tu rame gamocdileba aq. Jobia vinmem individualurad agentebs moawonos tavi da karieraa gaiketos ro mere erovnuls gamoadges.

• Master

არა არ უნდა ითამაშოს და არც ათამაშებენ.რადგან მის დონეს არ შეესაბამება under21.მოთუმეტეს ეროვნულ ნაკრებს ორი რთული გასვლითი თამაში აქვს.არანაირი დილემა აქ არ არსებობს.კვარაცხელია არაა 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.ეს გუნდი ყველა თამაშს კვარას გარეშე ატარებს და მისი დამატება ზედ ევროს წინ მთლიანი სისტემის,ტაქტიკა-სტრატეგიის შეცვლას გამოიწვევს.სისულელე თემაა და არანაირად არაა ასაგორებელი.

მე კი მინდა რომ ითამაშოს. ყოველდღე რომ იყოს კვარას თამაში არ მომწყინდება მაგრამ ისიც ადამიანია და ნუ გადავწვავთ და ნუ შევაჯდებით მხრებზე მთელი ერი. ისედაც არ აკლია

• მწრთვნელი

უნდა ითამაშონ კარგ ფორმაში მყოფმა მოთამაშეებმა, ვისაც აქვთ საშუალება თამაშის!

• დათო

მოდი ერთ ადგილს ნუ ათამაშებთ გადაღლილი არა კვერცხი დიდ საფეხბურთო ჩემპიონატები ყოველთვის ზაფხულში იმართება თქვენი ლოგიკით მსოფლიო ჩემპინატზე და ევროპის ჩემპიონატზეც არ უნდა გამოიძახონ მაშინ ფეხბურთელები. კორუფციის სუნი ადის ამ ყველაფერს დიდი ხანია ხმები დადის ვიღაცეების გამოჩენის გამო ფულს იღებენ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები. ვისაც ეკუთვნის ისინი ათამაშეთ მიქაუტაძეთი დაწყებული მამარდათი დამთავრებული თორე დედის გინება არ აგცდებათ ხალხისგან

• Semi

21 წლამდელ ნაკრებს სერიოზულად ვერ აღვიქვავ და არც არავინ ანიჭებს მნიშვნელობას მსოფლიოში. საიდან მოიტანეს ეს 21 წელი? ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ნაკრებში და მორჩა. ამასთან ერთად დიდი უსამართლობაა სხვა ბიჭების მიმართ რომლებიც აქამდე თამაშობდნენ 21 წლამდელებში, მათ შორის ამხანაგურ თამაშებში და ეხლა ხვიჩამ მიქაუტაძემ და მამარდამ უნდა ითამაშოს? და მათი ადგილი ვინ უნდა დაიკავოს ნაკრებში მენთეშაშვილი დავაბრუნოთ?

• aleksandre

ასეთი შანსი გვეძლევა-მასპინლობა ჩემპიონატის და ძალიან კარგი ფეხბურთელები შესაბამისი ასაკის, ყველაფერი უნდა გავაკეთოდ ამის საჩვენოდ გამოსაყენბებლად

• ბათუმელი ექსპერტი

ჩემი აზრით ყველა ფეხბურთლემა უნდა ითამაშოს ახალგაზრდულ ფორუმზე. უკლებლივ ყველამ. ნუუ დასაშვებია პირველი თამაში გამოტოვონ პორტუგალიასთან. აქვს ამ ახალგაზრდულს მაგ ხალხთან ერთად შანსი მუნდიალის მინიმუმ ნახევარფინალი ითამაშონ. მანდ მიღებული გამოცდილება აუცილებლად ეროვნულ ნაკრებშიც გამოადგებათ ერთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში.

• ქ. გ.

ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა ითამაშოს იმ ფეხბურთელმა, ვისაც საერთაშორისო თამაშებში გამოცდილების მიღების და უცხოელი აგენტების წინაშე თავის გამოჩენის სხვა საშუალება არ გააჩნია. ახალგაზრდული ნაკრების ერთადერთი ფუნქცია ეს არის.

• aburjga

კვარაცხელია ადამიანია, უნდა დაისვენოს, ფიზიკურადაც და ემოციურადაც! ახლალგაზრდულზე ახალგაზრდებმა, სხვებმა უნდა ითამაშონ და თავი გამოიჩინონ! ახალგაზრდული ნაკრების ასაკობრივი ზედა ზღვარი უნდა დაიწიოს 20 წლამდე!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის

რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება

[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია

[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა

უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?

[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო