საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს, გამთენიისას, გერმანიაში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, 7-9 ივლისს ჰამბურგში ითამაშებს.

პირველი, ალგარვეს ეტაპის შემდეგ ჩვენი გუნდი 18 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩება, რომელთანაც ფინალი 10:19 დათმო. ჰამბურგში საქართველო "ბ" ჯგუფში, პორტუგალიასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებს.

ტურნირი სამდღიანია და 7 ივლისს ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთ თამაშს გამართავს – საქართველოს დროით 17:51 საათზე რუმინეთთან; 8 ივლისს 13:56 საათზე იტალიას, ხოლო 17:34 საათზე პორტუგალიას ვხვდებით. შეგახსენებთ, თითო ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო და ორიც უკეთესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის.

ჰამბურგის ეტაპზე "ა" ჯგუფში ირლანდია, ესპანეთი, გერმანია და ჩეხეთი, ხოლო "გ" ჯგუფში საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და ლიეტუვა მოხვდნენ. ორი ეტაპის ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (იმ გუნდების გამოკლებით, რომლებიც მსოფლიო სერიის მონაწილეები უკვე არიან – ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი), მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს.

ალგარვეს ეტაპის შედეგიდან გამომდინარე, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ჩვენი გუნდი შესარჩევ ტურნირს ითამაშებს, თუმცა ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მედლების მოპოვებასაც ეცდება.

„ევროპულ თამაშებზე გამოჩნდა, რომ ბიჭები გადაღლილი იყვნენ. ამიტომ ეს პერიოდი ძირითადად აღდგენას დაეთმო და მხოლოდ ერთი დღით შევედით შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე. ვფიქრობ, ასე უფრო მეტი ენერგიით შევხვდებით ჰამბურგის ეტაპს. იმისათვის, რომ მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში მოვხვდეთ, საქმის დაახლოებით 70% გაკეთებული გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ და პრიზიორებს შორის მოვხვდეთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და ჩვენს შანსებს აფასებს:

„ტრავმა მოიშუშა და ჰამბურგში ჩვენთან ერთად მოდის გიორგი კურტანიძე. სხვა მხრივ, ის შემადგენლობა შევინარჩუნეთ, რომლითაც ევროპულ თამაშებზე გამოვედით. ჯგუფში გვყავს რუმინეთი და იტალია, რომლებიც წელს უკვე დავამარცხეთ; ასევე - პორტუგალია, რომელიც უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა“.

ჰამბურგში საქართველო მხოლოდ ჩვენი 7-კაცა ნაკრებით არ იქნება წარმოდგენილი. ქართველი რეფერი სულხან ჩიხლაძე მსაჯის რანგშია მიწვეული. აღსანიშნავია, რომ წელს ჩიხლაძე ევროპის სამივე უმაღლესი დონის 7-კაცა ტურნირზე მიიწვიეს – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ალგარვესა და ჰამბურგში და ევროპულ თამაშებზე კრაკოვში.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ყოჩები), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

რეზო
კი, ბატონო, მათიაშვილი ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ რომელი ერთი? შეიძლება ჯობავა გამოვყოთ. სხვა? მე მგონი ამ სპორტს ან სერიოზულად უნდა მიეხედოს ან საერთოდ შევეშვათ! მწვრტნელებით უნდა დავიწყოთ და საერთოდაც ოლიმპიადის ციკლისთვის 4 წლით ადრე უნდა ემზადებოდე და არა ბოლო ორ ტურნირზე. მაშინ აუცილებლად იქნება შედეგი
შალვა
მომიტევოს ყველამ, მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ყველა რაგბისტის მიმართ, სოსო მათიაშვილი არ ავლენს იმ უნარებს, ან იმ ტალანტს, ძალიან სუსტია კონტაქტისას, შემადგენლობას გაფილტვრა უნდა, ნუთუ ესპანელებზე ან/და პორტუგალიალებზე ნაკლები მორბენალი ან/და მობურთალები გვყავს თუნდაც ჩვენს ლიგებში,
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის