საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთთან წააგო, ხოლო დღეს ჯგუფის მეორე მატჩიც დათმო, რომელშიც მეტოქედ უნგრეთის ნაკრები ჰყავდა.

სლოვაკეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა 22 ქულით – 55:77 დათმო, არადა, პირველი ნახევრის შემდეგ 36:34-ს იგებდა. მესამე პერიოდიდან ქართველებს გეგმები აერიათ, სლოვაკეთმა კი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ აბულაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 11 ქულა და 5 მოხსნა ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე დაგროვდა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველები უნგრეთს მთელი თამაშის მანძილზე ებრძოლნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ. შეხვედრა მადიარების გამარჯვებით – 91:80 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 19 ქულით ავთანდილ ბახტაძე გამოირჩა. 18 ქულა გეგა წულაიას ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიანი ჯგუფიდან გასვლის შანსი დარჩენილი აქვს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა. წინ კიდევ 3 მატჩია – 23 ივლისს ალბანეთთან, 25-ში – მონტენეგროსთან და 26-ში – ბოსნიასთან.

GBF.GE

Tedo
ირაკლი ძიგურის გაწვრთნილი - ვახააახააააააააააა! - სასაცილოა სატირალი რო არ იყოს . პიროვნულად არას ვერჩი , კარგი ბიჭია , მაგრამ ნაკრების მწვრთნელი ? მოიწვიეთ სადმე სტუდიაში და რომელიმე კომბინაცია აახსნევინეთ თუ აქვთ კომბინაცია საერთოდ . უდისციპლინობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ შედეგებისა , რაც ასაკობრივებში გვაქვს . არაკომპეტენტურობაზე ვთქვი და მარტო ძიძიგურს არ ეხება .
დიმა
შერმადინი და შენგელია, რომ წავლენ კალათბურთიდან, საქართველოს ნაკრები გაბანძდება. ახალგაზრდებში პერსპექტიული არავინ მოჩანს.
აბდულა
ჯიგარი ხარ თან მშობლებმა არ იციან ფულს ვინც იხდის უცხოეთში არ აქცევენ ყურადღებას...აგენტები კიდო არ განიხილავენ მაგ ახალგაზრდებს......და კიდო ბავშვი რომ იცის რომ მშობლის დახმარებით მაინც მოხვდება ნაკრებში აქიდან უცხოეთში წასული ბავშვი გულაობას უფრო მეტს დაუთმობს....20 ბში ვინც ითამაშა 18 ბში ვინც თამაშობს ძაან მოკლებული აქვთ შეეტყოთ ამ ტურნირებზე
David
მოამზადეთ ბავშვები!!! თამაშს ვერ იგებთ!!!!!!
გიო
მე მგონია სანიკიძემ არაფერი არ იცის..მენეჯმენტის განხრით.კალათბურთელი კარგია და ძლიერი.მაგრამ მენეჯმენტი არ იცის.
აბდულა
ნეტავი რატო დაიწყეს ასეთი სტარტი...რატო ხდება ასე იმაზე ჯობია საუბარი და როგორ გამოვასწოროთ.წარსულზე როგორ ატარებს და როგორ იწყება ადვილია საუბარი ხვალინდელ დღეზე ჯობია. 100 მილიონი რაში დაიხარჯა საინტერესოა...არ დაბლოკოთ და არც მეშინია
ეეე
ხანდახან მგონია ჯობდა ვერ გავსულიყავით მსოფლიოზე იქნებ ეს უსაქმური ფედერაცია დაშლილიყო, გავიდნენ მსოფლიოზე და ამით პიარს იკეთებენ უბრალოდ და მომავალი თაობები იღუპება.

სანიკიძე!!!!დატოვე პარლამენტი და მიხედე კალათბურთს,მოიქეცით ცოტა სერიოზულად სირცხვილია ბოლო-ბოლო!!!!!!!
ATP 16
ის შედეგია რაც დავიმსახურეთ . სანამ საკალათბურთო სკოლებში არ მოიშლება ნეპოტიზმი და მართლა ნიჭიერი ბავშვების განვითარებაზე არ მოხდება სწორება , ბ დივიზიონიც სანატრელი გვექნება . მაგრამ იმ მწვრთნელთა შემადგენლობით ვინც მოღვაწეობს დღეს კალათბურთში , წარმოუდგენელია რაიმე შედეგზე გასვლა . კალათბურთის ფედერაცია ყარს თავიდან ბოლომდე და კაცი არაა ამის დამლაგებელი სამწუხაროდ . დახოცავენ ერთმანეთს იმ დაფინანსების ათვისებაში , რასაც სახელმწიფო აპირებს რომ კალათბურთის განვითარებაში ჩადოს , ესენი საკუთარ უნიჭო ნათესავებისა და ახლობლების განვითარებაზე დაიხარჯება ისევ , მოიკითხეთ ერთი ჟურნალისტებმა რა თანხები იხარჯება ნაკრების წევრების ვითომ ევროპულ კლუბებში სტაჟირებაზე და საერთოდ სად თამაშობენ და ვითომ 100% დაფინანსების უკან , რამდენს იხდიან ოჯახები შუამავალ სააგენტოებთან . 10 000 ევროდან იწყება ეგ ამბავი , გადაიხდი და დაგიწერენ სრულ დაფინანსებას , შენც ჩუ მეც ჩუ , თუმცა ჭ კლასის გუნდებში სკამებს ხეხავენ , ნაკრების ძირითადი ხუთეულის წევრები . ბასკონიას კემპის შერჩენა გურასპაულსა და მის ბანდაზე , ავტომატურად წახალისებად იქცა დანარჩენებისთვისაც . ყველაზე ბნელი და გაურკვეველი ხალხით დქსაქმებული ფედერაციაა რაც შედეგებსაც ეტყობა თავისთავად .
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა