საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ლევან მაისაშვილისგან 2023 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში მოისმინა.

"ბორჯღალოსნების" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა სელექციაზე, მოსამზადებელ შეკრებებზე, ვარჯიშებზე, მიზნებზე და იმ ხელისშემშლელ პირობებზე, რომლებმაც გუნდს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

მიზანი – ოთხივე თამაშზე მოსაგებად გასვლა და ორი გამარჯვება იყო. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვების მოპოვება ვერ მოხერხდა – 65-70 წუთი თამაშში დარჩენის მიუხედავად, ავსტრალიამ 35:15, ხოლო უელსმა 43:19 მოიგო; ფრედ ვეთამაშეთ პორტუგალიას (18:18), ფიჯისთან კი ნუგეშის ქულას დავჯერდით – 12:17.

ფიჯისთან მატჩის შემდეგ, ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული მსაჯის 13 უხეში შეცდომიდან, მსოფლიო რაგბიმ 7 აღიარა…

მთლიანობაში, მსოფლიო თასზე საქართველომ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა რეალიზების პროცენტი ძალიან დაბალი იყო – დაახლოებით 33%. შედარებისთვის, უელსი საქართველოს 22-ში 8-ჯერ შევიდა და აქედან 6 შემთხვევაში ქულა აიღო.

ყველაზე მეტი დისკუსია სასელექციო პროცესმა და მოსამზადებელმა პერიოდმა გამოიწვია.

„მიუხედავად შეუსრულებელი მიზნისა, რომ მქონდეს არჩევანი, მიზნებსა და გეგმებში ბევრს არაფერს ან ვერაფერს შევცვლიდი. ვთვლი, რომ გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად თამაშობდა და თუ სტატისტიკას და თანმიმდევრობას დავაკვირდებით, ადვილი დასანახია – აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასზე ყველა თამაშში მოსაგებად ებრძოლა“.

„სამი წაგებიდან მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. შევცვალეთ სტანდარტი, პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის. დღეს ყველა მოთამაშეს და მომავალი სტაფის წევრს მხოლოდ ერთი სტანდარტი შეიძლება ჰქონდეს – ყველა გუნდთან მოსაგებად დაგეგმოს თამაში. თუ გულწრფელები ვიქნებით და წარსულს გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით. ჩვენ დავუმიზნეთ ოთხივე თამაშს, ვერ შევძელით, მაგრამ არ ვთვლი, რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო. ვერ ავწიეთ ის ტვირთი, რაც მხრებზე დავიდეთ. ბევრ რამეში არ გაგვიმართლა. ალბათ, თავგანწირვაც დაგვაკლდა. მაგრამ მცდელობა ნამდვილად გვქონდა. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ შედეგებზე“ – განაცხადა მაისაშვილმა.

გამგეობის სხდომაზე გაიცა ის რეკომენდაციები, რომლებსაც "ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს.

შეხვედრის დასასრულს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და გამგეობის წევრებმა ლევან მაისაშვილს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, ისტორიული გამარჯვებებისთვის (იტალიასთან და უელსთან) და იმ პროგრესისთვის, რაც ქართულმა რაგბიმ ბოლო პერიოდში განიცადა.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი პარალელურად უნდა მუშაობდეს "შავ ლომში", რაზეც გამგეობის წევრებიც თანხმდებიან და სანამ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, ლევანი მოვალეობის შემსრულებლად რჩება. სამომავლოდ, ის წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას კვლავ ქართულ რაგბის მოახმარს, მანამდე კი "შავ ლომს" ჩელენჯ თასის ისტორიულ სეზონში ევროპული გრანდების წინააღმდეგ გაუძღვება.

Rugby.ge

mesxi
დიდი მადლობა ლევან მაისაშვილს ის ძლიერი მწვრთვნელი მაგარი ადამიანი და დიდი ქართველია მან შექმნა დღევანდელი ნაკრები რომელსაც ჩვენ ვიხილავთ 2027 მსოფლიოზე და მივხვდებით თუ რამხელა საქმე გააკეთა ამ ადამიანმა თავის შტაბტან ერთად.... მადლობა ლევან შენი თავდადებისათვი!!!!
ზაალი
თუ მსოფლიოზე ნაჩვენები თამაშით განისაზღვრება რეგრესი და პროგრესი, მაშინ მილტონ ჰეიგის დროს მოვიგეთ პირველად 2 თამაში. სხვა დროს არ მოგვიგია, არ ვყოფილვართ ახალი ზელანდია არასდროს.. იტალიასაც და უელსსაც პირველად მოვუგეთ.. არ გქვონდა მოგებული..
გიორგი
მაისაშვილს უამრავი შეცდომას უშვებს არასწორი სელექციიდან ტაქტიკურ უმწიფრობამდე.
Nik
ეს ანგარიშია კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რატომ ვითხოვთ გულშემატკივრები წლებია ამ კაცის გაშვებას, მას მიაჩნია რომ სწორი გზით მიყავს ნაკრები და დღემდე დარწმუნებულია და არც აღიარებს შეცდომებს ამ მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მილტონ ჰეიგიდან მოყოლებული უკუსვლა გვაქვს და გზადაგზა თავს ვიმშვიდებთ ბიჭების თავგანწირვის ხარჯზე პატარა გაბრწყინებებით, სხვა მხრივ სრული რეგრესია, უამრავი კარგი მორაგბე გვყავს რომელთა გამოძახებით და გუნდის შეკვრით ერთერთ უძლიერეს ნაკრებს ჩამოვაყალიბებდით მაგრამ ჯერ მილტონმა წაიყვანა მსოფლიოზე ნახევარზე მეტი ოცწლამდელები და და ვნახეთ რაც მივიღეთ, ახლა მაისაშვილის ახირებით ძირითადად შავი ლომი ათამაშა და უარესი დაგვემართა, უამრავი გამოცდილი მორაგბე ისე ამთავრებს კარიერას ნაკრებში თამაში არ აღირსეს და ეს ამ კაცის და რაგბის კავშირის კისერზეა, ერთ დროს ასე საამაყო ქართული რაგბი სადამდე მიიყვანეს
ნიკა
ლევანს რომ თავის თავზე ეფიქრა (როგორც ჰეიგს) მაშინ დაგეგმავდა პორტუგალიის უეჭველ მოგებას, ფიჯისთან მაგრად თამაშს და დანარჩენ ორში სათადარიგო შემადგენლობის დააყენებდა. მან ჩემი აზრით რაგბის განვითარების კუთხით სწორი პოზიცია დაიჭირა რომ ოთხივე თამაშის მოგება დაისახა მიზნად, მართალია ვერ აწიეს მაგრამ ვფიქრობ ეს მომავალში გამოადგება ნაკრებს ფსიქოლოგიურად.. გასათვალისწინებელია რომ ბევრი ტრამვირებული იყო და საბრძოლო გამწყობაც არ იყო ბიჭებში, ეს უდაოა...
სოსო
ვფიქრობ ლევანს,პირველ რიგში დიდი ტურნირისათვის ნაკრების მომზადების გამოცდილება არ ეყო.აქამდე,ჩვენი ნაკრები ჩემპიონატზე,რომელიმე კონკრეტული მეტოქის დასამარცხებლად ემზადებოდა და ფორმის პიკში,კონკრეტულად ყველა თამაშის იმ მატჩისათვის შედიოდა.ახლა კი,ყველა თამაშის მოსაგებად თამაში დაგეგმეს და ძალები ეტყობა ვერ გათვალეს.იგულისხმებოდა,რომ პორტუგალია,ჩვენი გამჩერებელი არ იყო,თუმცა გაგვაჩერეს და ამან,მაგრამ აგვირია გეგმები.მაისაშვილი ცდილობდა,გუნდისათვის სწრაფი რაგბი ეთამაშებინა და პირველი ხაზიც,მგონი ამ პრინციპით ამოირჩია.გამოვიდა,რომ მიწოლაშიც დავკარგეთ და სწრაფი თამაშისთვის კი,სისწრაფეზე ბურთის ფლობის ტექნიკა აღარ გვეყო.ძალიან ბევრი პოტენციური ლელო,სწორედ სისწრაფეზე ბურთის ვერ დაჭერის გამო დავკარგეთ.ამას კი,თამაშის სადავეების დაკარგვა და თამაშების წაგება მოჰყვა.დღესაც ვფიქრობ,რომ ეს ნაკრები,გაცილებით მეტის მიღწევის პოტენციისა იყო.ამ ციკლზე,ალბათ უცხოელ მწვრთნელს მოიყვანენ,მერე კი,კვლავ ქართველი მწვრთნელების დაწინაურების დრო მოვა.უკვე დღეს,საქართველოს ჰყავს,საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელების ჯგუფი,რომლებიც გამოცდილების დაგროვებასთან ერთად,მზად იქნებიან,საქართველოს ნაკრების სახელმძღვანელოდ.საფრანგეთშიც საკმაოდ ბევრი ქართველი მუშაობს იქაურ კლუბებში და ისიც ხომ ჩვენი რესურსია.ახლა წარუმატებლობის მუხედავად,ლევან მაისაშვილიც არ არის ჩამოსაწერი.მან ხომ ნაკრებთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება მიიღო და რამდენიმე წლის შემდეგ,ისიც შეიძლება კვლავ გახდეს,მთავარი ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი.არც ერთი ქართველი მწვრთნელი არ უნდა დავკარგოთ,მხედველობის არედან.მილტონ ჰეიგი რომ მოიყვანეს,მის ამოცანად,ქართული რაგბის სტილის,ზელანდიურთან მიახლოება დაუსახეს მიზნად.მართლაც თამაშის აქცენტი,შერკინებიდან ხაზით თამაშზე გადავიტანეთ და ვფიქრობ,ეს გეზი არ უნდა შევცვალოთ.ამიტომ,არა მგონია,ბრიტანელი მწვრთნელი გამოგვადგეს.ისევ სამხრეთული სტილის მიმდევარი მწვრთნელი გვჭირდება,ვინც ჰეიგის დაწყებულ გარდაქმნებს,გააგრძელებს.აბათ ფრანგი მწვრთნელიც გამოგვადგება.მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში,არ ყოფილა,ჩემპიონი გამხდარიყოს და მისი მწვრთნელი,ამავე ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილიყოს.ამიტომ,როცა ვნახავთ,რომ ჩვენი ნაკრები,რაღაც შედეგისათვის პოტენციურად უკვე მზად არის,მის საჭესთან,ქართველი უნდა დავაყენოთ.მანამდე კი,შავ ლომს ვუსურვებ ჯერ ხვალ,მერე კი,ჩელენჯ კაფის თამაშებში წარმატებულ გამოსვლას.იმედია გამოგვივა.
გივი
ყველაფრის დაწერა არ შეიძლება თორემ ზოგ-ზოგიერთი მოთამაშის ქცევები... სულ გვარებით ვიცი....
Rezo
გმადლობთ და წარმატებებს გისურვებთ. ლევანი არ არის პრობლემა, უბრალოდ ტოპ მქვრთნელი გვინდა. კოკერილის მოყვანა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, აი სმიდტი კი ოოო!
გიო
სელექცია იყო ძალიან ცუდი, განსაკუთრებით შერკინების პირველ ხაზში, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც გუნდის გაუმართაობა. ამას გარდა, ორი თამაშის პირველი ტაიმები დავიწყეთ სრულიად არასწორი ტაქტიკით. გამართლება არ აქვს პორტუგალიურ ფიასკოს, თუმცა მსაჯები აბსოლუტურად სამარცხვინოდ მოგვექცნენ არა მხოლოდ ფიჯისთან, არამედ უელსთანაც. ამ რესურსით და მეტოქეთა მდგომარეობის გათვსლისწინებით, ნამდვილად შეიძლებოდა არა ორის, არამედ სამი მატჩის მოგება და ჯგუფიდან გასვლა! და რას ნიშნავს, რომ "იგეგმებოდა ორი თამაშის მოგება"? როცა უელსს მისსავე მოედანზე უგებ, როგორ არ უნდა გქონდეს ამბიცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოუგო?!
საბურთალო
უზომოდ ღირსეული და მაგარი კაცია ლევანი აბსოლუტურად ყველაფერში..............
ჰაჰა
არც ლანძღვას ვაპირებ, არც შექებას. მადლობა და მშვიდობით.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?