ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ახალი, 2023/2024 წლების სეზონი ისტორიულია ქართული რაგბისთვის.

9 დეკემბერს ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს; EPCR-ის სადისციპლინო პანელზეა მირიან თავზარაშვილი; ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის პირველი ორი ტურის შეხვედრებს ქართული სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

ნიკა ამაშუკელი, საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე 9 დეკემბერს ჩელენჯ თასის პირველ ტურში ფრანგული "კასტრისა" და უელსის "სკარლეტსის" შეხვედრას იმსაჯებენ. შეგახსენებთ, ეს გუნდები მესამე ჯგუფში "შავ ლომთან" ერთად არიან და ქართულ ფრენჩაიზს ორივე მათგანთან სტუმრად მოუწევს თამაში.

ქართულ სამსაჯო ბრიგადას ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე აქამდეც უმუშავია, თუმცა არა ასეთი დატვირთვის მქონე მატჩში. მეორე ტურში, 17 დეკემბერს, ქართულ სამეულს დებიუტი ჩემპიონთა თასზე ექნება. პარიზში, ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებაში "სტად ფრანსე" "ლესთერ თაიგერსს" შეხვდება.

„მსოფლიო თასის შემდეგ, რომელმაც დიდი ენერგია წაიღო, თუმცა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა, ელიტურ რაგბში ვბრუნდები. სასიამოვნო ჟესტია, რომ დეკემბრის თამაშებზე ბავშვობის მეგობრებთან – საბასთან და შოთასთან ერთად წარვსდგები. განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირებიდან, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია ემოციურად“.

„ასევე სასიამოვნოა, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება. ვეცდებით თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და მესამე-მეოთხე ტურებშიც კარგი თამაშები წამოვიღოთ. ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის შეხვედრები ტიერ1-ის სანაკრებო მატჩებს არაფრით ჩამოუვარდება. აქ თამაშის ინტენსივობა, პრესისა და მაყურებლების მხრიდან წნეხი ისეთივეა, როგორიც უმაღლესი დონის სანაკრებო შეხვედრებში და საბას და შოთას განსხვავებულ ატმოსფეროში, მაღალ ინტენსივობასა და წნეხში მოუწევთ მუშაობა, რაც მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

Rugby.ge

გიორგი
წარმატებები
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი "U20 ექვს ერში"
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს