ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის, ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენ სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი დროით 23:00 საათზე (სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნებთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს). მაშინ ვილი სანიოლი და დიდიე დეშამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ჯვაროსნების" დამრიგებელი კი მშობლიური ნაკრების დამარცხებას ეცდება. სანიოლისთვის ეს დაპირისპირება მაინც არასასურველი და ცოტათი უცნაურიც იქნება.

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს,

ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

სიმართლე-ს
მართლა ეგრეა. საბერძნეთთან არ ვიცი, ლუქსემბურგთან ნამდვილად ბიძინამ იყიდა.
ლაშა
პატრიოტი სომეხი ხარ, აქ რა გინდა ძმაჯან :))
ასს
სირცხვილია მასეთი ვითომ ღადაობა. არაფერი დასაცინი არ სჭირს სომხეთს.
ჯარჯი
პიტალო ხარ
ქართველი
დარწმუნებული ვარ საფრანგეთს ავცდებით მერვედფინალში . შიძლება ნახევარფინალში გადავეყაროთ )))
ალიოხა
არ გათეთრდების ყორანი .....
მეგრელი
სომხეთი რა შუაშია აქ?? ძლიერია თუ არა, არა ჩვენი საქმე, ჩვენ გავედით ისინი ვერა კიდევ ბევრი გუნდი ვერ გავიდა მაგრამ მაგაზე არგვაინტერესებს არაფერი.. ვინ ვის ჯობია ესეც ტრანსფერ მარკეტიდან ჩანს.. ნუ ბავშოთ ბაღის ბავშვებივით სამარცხვიოა უკვე ესთი საქციელები ძან დაბალ დონეზე ხართ რა წავატანე
G.LA
სასომხეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებზე ძლიერია ათი თავით მაგრამ ევროპაზე ვერ გავიდა.საფრანგეთსაც კი მოუგებს ისეთი ძლიერია ელი.ბარსაგიანი კი კვარასაც სჯობია და ჩაკვესაც
დიტო
წადი ძმაო პარლამენტის სხდომას ჩაუჯექი, ფეხბურთი არ არის შენი საქმე
დათო
წინა ჩემპიონატზე მაკედონიელები ვერ იყიდა ხომ?! თუ წინა გაყიდა და ახლა იყიდა?! :)
d
ცოტა ეჭვი მეპარება საფრანგეთი გამოვაგდოთ :)
555
შავი კაცი კი არა ოქრო კაცი ხარ!
სიმართლე
რა ჯგუფიდან ღადაობთ? ბიძინას ნაყიდი ევროპის ჩემპიონატის საგზური, თან ბერძნებს ფული უყვართ მუქთი :)
bebe
საქართველო ჯგუფიდანაც გავა და მერვედფინასაც გადალახავს. დაიმახსოვრეთ!!!
ქართველი
არასწორად ვაზროვნებთ...არავითარი ჯგუფიდან გასვლა...რა საფრანგეთს შევხვდებით...რის მერვედფინალი.. ეხლა ჩვენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს თურქეთის ნაკრების დამარცხება..სხვას თავი დაანებეთ ყველაფერს...ბიჭები თუ გავლენ მოედანზე მოსაგებად ფსიქოლოგიურად ,თურქეთს გავხევთ...
გიზოგ
ამ ქვეყანაში ოცნებაც აკრძალულია თურმე. ისე გეხსომებათ, 90-იან წლებში დანია საერთოდ ვერ გავიდა ევროჩემპიონატზე, ბიჭები დასასვენებლად იყვნენ წასულები. თუმცა მიზეზთა გამო სერბიის ნაცვლად დაუშვეს და ჩემპიონები გახდნენ, მაშინ პირველად და დღემდის უკანასკნელად.
გოგა
სანიოლი თუ ფედერაციის გავლენებისგან გათავისუფლდება მეტ წარმატებას მიაღწევს ნაკრებში ასე მგონია
რა მაფიაა?
საერთოდ სარდაფის მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბიდან მოხვდა დანია თავის დროზე ევროზე და კი გახდა ჩემპიონი... ))))) ჩემპიონობას და არც ჯგუფიდან გასვლას არავინ ავალდებულებს ამ გუნდს, თუმცა ასეთ ბოღმა კომენტარს არავინ იმსახურებს... ბოლომდე არც წამიკითხავს ისე გპასუხობ პირველ წინადადებაზე
ბნელებო
უგუნურებო, ქრისტიანობას რელიგიებთან როგორ ათანაბრებთ?! ცნობისთვის, ღვთის სიტყვას/ბიბლიას არანაირი საერთო არ აქვს არც ერთ რელიგიასთან, პირიქით ყველა რელიგია ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას/ბიბლიას. შესაბამისად, ყველა რელიგია სიცრუე და სატანიზმია(სიტყვა სატანა ღვთის მოწინააღმდეგეს ნიშნავს), რადგან ერთადერთ სიმართლეს-ღვთის სიტყვა/ბიბლიას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, რელიგიური სნობიზმით დაბელებულო უგუნურებო უნდა იცოდეთ, რომ როდესაც პატივს მიაგებთ რელიგიებს, მაშინ თქვენ ღებულობთ წარმართობას და უარს ამბობთ იესო ქრისტეზე. პ.ს. სიტყვა რელიგია ეტიმოლოგიურად ნიშნავს კულტმსახურებას, შესაბამისად, ღვთის სიტყვის/ბიბლიის კულტმსახურებასთან გათანაბრება მომაკვდინებელი ცოდვაა!
shavi kaci-s
ისე ხანდახან ცოტა უხეშადაც კი უნდა შემოუძახო ამათ, თორემ მთლად ფანატიზმში და სიბნელეში ვარდებიან პერიოდულად
SOSO
მოდით ნუ ბაქი-ბუქობთ რაა, რა ჯგუფიდან გასვლაა..კუმ ფეხი გამოყოო..ზუსტადაც!! დაგავიწყდათ საერთოდ უკანა კარიდან,რომ მოხვდით ევროზე,ისიც უეფას კეთილი სურვილით, თუ არა და არ შეეძლოთ რაა!! ორივე თამაში თბილისში რომ არ ჩაენიშნათ. ან კიდევ 30 ათასიანი ქვეყნის-ლუქსემბურგის ნაკრების, მსაჯის წახმარებით დამარცხება თუ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველია-არ ვიციი....ბერძნებთან კი ბეწვზე გადავრჩით და მხოლოდ პელნებში გაგვიმართლა....გაიხსენეთ.ასეთივე ბაქი-ბუქი იყო ატეხილი ამ ევროს შესარჩევი ციკლის წინ-ათას გიჟური ვარიანტების თვლა და იტალიის, შოტლანდიისა და ნორვეგიელი მცველებისა და მწვრთნელების ვითომდა შიშები როგორ შეეჩერებინად კვარა და ჩაკვე. რეალურად ვერც ერთი თამაში ვერ მოუგეთ მათ, ესპანელებმა საერთოდ 2-10 გაგვანადგურეს და ჯგუფში ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით. მართალია ფეხბურთში და საერთოდ ბუნებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი ურა ტრაბახი, მაინც უსაფუძვლო მგონია...
G.LA
ვისაც ფანტაზიის უნარი არა აქვს ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს. აქ მეზღაპრე არავინ არის და ბევრ ჩვენგანს საკმაო წლებია რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობთ. ზოგნიც მშვენივრად ერკვევიან ფეხბურთის ნიუანსებში და ყველა ჩვენგანმა ვიცით ჩვენი ნაკრების დონე. მაგრამ ეს ხომ ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ ჩვენმა უმეტესობამ თავს ნება მივეცით ფანტაზიას. რატომ და ბევრი გვინახია და იმ ბევრიდან ნანახში დავრწმუნდით რომ მის უდიდესულობა ფეხბურთი მოულოდნელობით აღსავსეა. რაც ძალიან გვინდა ის უნდა დავიჯეროთ და გარშემო ყველა დავაჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რწმენით იყო 300 არაგველი თუ 300 სპარტანელი, რწმენით იყო საბერძნეთი ჩემპიონი და დანია, რწმენით იყო საფრანგეთი ჩემპიონობის შემდეგ კორეში ჯგუფში რომ ჩატოვეს, რწმენით იყო იაპონიამ მიყოლებით გერმანია ესპანეთი რომ დააწვინა და რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო? მე ვიცი აქმდე რანიც ვიყავით, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა და მჯერა ამას შევძლებთ. როგორც არ უნდა მოხდეს არავინ გავაკრიტიკებთ ბიჭებს, მათ უკვე ევროპა გვაჩუქეს და ჩვენ იქ ვართ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მგონი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ მათი, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.
გიო
სიმსონებშია მერვედფინალში თუ ფინალი არ ვიცი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ინგლისში ხვდება და სავარაუდოდ იგებს საქართველო))) მერე ჩხუბი აიწევა როგორც მინდორზე ისე ტრიბუნაზე )))
ბს
იუგოსლავიის ნაცვლად დანიის გასვლა და მერე ჩემპიონობა მართლა მაგარი თემა იყო! ღმერთმა ქნას! მარა ეს გვარგადაკეთებული და ა.შ. ვიღაცეების გინება რა პონტია ვერ მივხვდი! მეც გადაკეთებვული მაქვს გვარი, ანუ დედის გვარზე ვარ და რა ახლა ვერ გავიგე ვინმეზე ნაკლები ქართველი ვარ თუ ვინმეზე ნაკლები ვარ საერთოს რამით? ვინც ჩემზე უკეთეს ქართველად თვლის თავს გამოქანოს ფუნიკულიორიდან და .... ....ზე.
Shavi kaci
ბოდიშს მოგიხდით მეგობრებო მეც მაგრად ვნერვიულობ და სასწაულის მოლოდინში ვარ მაგრამ, რა შუაშია ილია მეორე ან კიდე მღვდელი,ეკლესია,ჯამე და ბუდიზმი? ეგ ფეხბურთია და ადამიანებს ვეთამაშებით,მოწინააღმდეგეებიდან არცერთი არ არის მარსიანელი ან ქვესკნელიდან ამოხეთქილი და სარწმუნოება,ილია მეორე და ასე შემდეგ ცოტა უცნაირად ჟღერს როცა ,,თამაშზეა'' საუბარი.. თამაშს და აზარტს ზოგადად არც ბიბლია ქადაგებს არც ყურანი არც ბუდიზმი და არც ვატიკანი.. ვფიქრობ მონდომება,შრომა,შემართება საჭირო რომ რაღაცას მივაღწიოთ.. ნუ რა საჭირო მღვდელმა დალოცოს? ან კიდე მოწინააღმდეგე დაწყევლოს ეს ხომ ფეხბურთია... კიდევ ერთხელ თავს დავხრი თქვენს წინაშე და მაპატიეთ თუ ამ კომენტარით ვინმეს ოდნავ გული დავწყვიტე.. უბრალოდ ფეხბურთი აღარ ვითამაშოდ და მამაოები გაუშვათ ჩემპიონატზე ასე არ ჯობია? თან ილოცებენ და თან ღმერთიც დაგვეხმარება, აბა ფრანგები თურქები და პორტუგალიელები ხო ვირის შვილები არინ ჩვენსავეთ ღმერთის კი არა...
ქორ-პარიკმახერი
აპა-პა, პა, პა! ეტყობა დანიის ნაკრებს დალოცვამ უშველა, ან იქნება გამოლოცვამ? რამდენი კითხვა მაქვს თქვენის ნებართვით: 1. მუსლიმი ვინც გვყავს ნაკრებში ისიც საპატრიარქოში მივიდეს თუ ის კავკასიის მუფთისთან (უბრალოდ მოლა არ ივარგებს)?, 2. მგონი ერთი ებრაელიც გვყავს (მცველია სხვათა შორის) და დაგენაცვლეე აქაური რაბინი ეყოფა დამლოცავად თუ ისრაელში გავუშვათ მთავარ რაბინთან? (არ დაგავიწყდეთ დაგენაცვლეე რომ აღთქმულ მიწაზე ომია). 3. მერე კიდევ ათეისტიც არის რამდენიმე კაცი და იმათ რა ქნან? კომუნისტები არ არიან თორემ ზუგანოვი დალოცავდა, უბრალოდ ათეისტ-ლიბერალები (განვმარტავ ზოგიერთისათვის, რომ სალანძღავი სიტყვა არ არის) არიან და მაგათ ალბათ ბაი(ყუშ)ა პატარაია დალოცავთ?, 4. კათოლიკე, პროტესტანტი, რასელისტი და ბუდისტები მგონი არ გვყავს, თორემ მაგარი საჩალიჩო გვექნებოდა. ასევე გაგვიმართლა რომ სატანისტები არ გვყავს თორემ მაგენი ვის უნდა დაელოცა საერთოდ არც კი ვიცი. ისე, გამოლოცვა მართლა ბევრს მოუხდებოლა ჩვენ ქვეყანაში იქნება ცოტა გონება გაეხსნათ.
რამაზი
საუკეთესოა
ტატიკო
ვეხმაურები „ ისევ ფიგუს“ მახსოვს ლობანოვსკი ეუბნებოდა თავის ფეხბურთელებს „ხუთი წელი ითამაშეთ როგორც მე მინდა და მთელი ცხოვრება გარანტირებული უზრუნველყოფილი იქნებითო“ ე.ი. ვარჯიში და რეჟიმი, ვარჯიში და რეჟიმი. ვისაც სამშობლო უყვარს..... შეხედეთ რონალდოს,თ.მიულერს, ლევანდოვსკის -საუკეთესო მაგალითებს.
ისევ ფიგუ
შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ,მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ ფეხბურთელებზე არა ნაკლები შრომა და ვარჯიში უწევთ სპორტსმენებს სხვა სახეობებში: კალათბურთში, ძიუდოში, რაგბში...... მარტო ერისიონის მოცეკვავეები რომ ვთქვათ; დღეში ხან სამ კონცერტს ატარებენ და არც ერთი ოდნავ შეცდომასაც კი არ უშვებს. ე.ი. ავტომატიზმამდე აქვთ აყვანილი თავიანთი ფუნქცია. მახსოვს ხვიჩა იძახდა მოედანთან ახლოს ვცხოვრობ რომ დამატებით ვივარჯიშოო.ზოგჯერ ერთ ილეთს ასჯერ და მეტჯერ ვასრულებ,სანამ ბოლომდე არ დავხვეწავო. დასკვნა ერთია: ვარჯიში და ვარჯიში. ათი წელი ითამაშე მერე იბაირამე. და კიდევ:კარგი ფსიქოლოგიური მომზადება შავლაყაძის,სანეევის, საკანდელიძის და ბევრ სხვათა ბიოგრაფიების გაცნობა, გასახდელში თამაშზეგასვლის წინ „ქართველო ხელი ხმალს იკარ“ და „ჩაკრულო“--ს მოსმენა და მღვდლის მიერ გუნდის დალოცვა და თამაშის დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრი.
ფიგუ
ღორს ყაურმა რომ დაუდგა გობით,მაინც მძღნ.....კენ გაიწევს და იმას დაუწყებს ჭამას. ამ გვარგადაკეთებულებს თუ არ მივხედეთ და არ მ. დ. ტ.,მანამდე არ მოიშლიან მძღ...ჭჭამას. იმის მაგივრად ,რომ გამოხატონ აღფრთოვანება ,მიჰქარავენ ანტიქართულ ინტრიგებს. მე ვიტყოდი შემდეგს: არ მახსოვს ზუსტად წელი იუგოსლავიის ნაკრები რომ მოხსნეს ფინალური ჯგუფიდან და მის მაგიერ ჩასვეს დანიის ნაკრები. სულ რაღაც დღეები იყო დარჩენილი და მთელი შემადგენლობა გაფანტული იყო საზაფხულო არდადეგებზე. ვინაიდან უვარჯიშებლებს არაფრის იმედი არ ჰქონდათ, ძირითადი მოთამაშეები არც ჩავიდნენ გამოძახებაზე და რა მოხდა?--თავ იანთი ვაჟკაცური, თავდადებული შემართებით ევროპის ჩემპიონთა მედლებით დაიმშვენეს მკერდი და გმირებად დაბუნდნენ სამშობლოში. მეც ასეთი გამარჯვების იმედით ველოდები ამ ჩემპინატს. ხვიჩას თამადობით უნდა გაიბრწყინოს საქართველოს ნაკრებმა. წასვლის წინ მთელი ნაკრები დაალოცინეთ ილია მეორეს!!!
Modit
მოდით ბიძია მოდით, კაი საქმეზე მოდიხართ.
tngh
გამოჩენილა ჩემზე მომაგრებული!!! ხომ ჯანმრთელად ბრძანდებით მეგობარო!!!
დიმა
2004 წელს საბერძნეთი აუტსაიდერი იყო და ჩემპიონი გახდა. ასე რომ პატრიოტებო, საქართველოს ნაკრებს 500 კუში აქვს ჩემპიონობაზე. თან ჩემპიონობა და თან მაყუთი. ხომ მაგარია.
კოლა
ამ ძალიან ,,საღად" მოაზროვნეებს და მათ თანამოაზრეებს მინდა ვუპასუხო, ბრძნული გამომეტყველებით რომ წერენ ,,მარგალიტებს" ქილა ერბოზე. თქვენზე ნაკლებად განათლებული აქ არავინაა. არც არავინ დავფრინავთ ღრუბლებში ზეოპტიმიზმით. ობიექტურად ვაფასებთ ჩვენს ნაკრებს და მოწინააღმდეგეებს. მაგრამ ფეხბურთში, ერთი პლიუს ერთი, ყოველთვის ორი არაა. ისე, შეგიძლიათ, ,,დავითი და გოლიათი"-ც გაიხსენოთ. თქვენისთანა უგზო-უკვლოდ განათლებულებს ეგ ამბავიც გეცოდინებათ. ჩვენი გუნდი, არც-ერთ თამაშზე, წინასწარ წასაგები განწყობით არ გამოვა მინდორზე. თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, რისი ალბათობაც არაა დაბალი, მაღალი დონის ტურნირზე თამაშის გამოცდილებას შევიძენთ, რაც მომავალი წარმატებების საწინდარია.
ბასტი-ბუბუს
სუფთა მემატიანე ხარ, რა მეხსიერება გქონია :))
პაპა გიგია
ავტორს სრული თავისუფლება რედაქციისგან მიეცა ჰოდა ბავშვობის ოცნებას ფრთები შეასხა,მიდი ხვთისავარ მიდი აქ მაინც აასრულე ჩვენი ყველას ოცნება
გიო
არ ვიცი როგორ რანაირად, სიმსონებშია საქართველო ხვდება ინგლის და როგორც ჩანს იგებს (საქართველო) და ატყდება ჩხუბი, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, გინდ დადეთ გინდ არა. გაუმარჯოს საქართველოს! ზღაპრის ბოლოო კეთილია )))
მეგრელი
წნეხი არ გვაქვს, დასაკარგი არაფერია, მხოლოდ წინ ბიჭებო
simartle
ნოსტრადამუს რატომ ითარსები. მოვა ჩემპიონატი გავლენ მოედანზე და ითამაშებენ და ვნახოთ რაც მოხდება. არ არის საჭირო წინასწარ ბოდვები რა მოხდება.
რეალობა
1976 (ხშირად) და 1977 (არც თუ ისე ხშირად) წლებში ახალკაცი აწყობდა შეხვედრებს გულშემატკივრებთან. პირველ შეხვედრაზე ლოკომოტივის სტადიონის (რომელიც დღეს არის მესხის სახელობის სტადიონი) დასავლეთ ტრიბუნაზე მან თქვა, რომ გუნდი გამარჯვებებს უნდა მიაჩვიოს. ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვალა. 1979-ში ლივერპულთან ჩვენი გუნდი მოსაგებად გავიდა. მაშინდელი ლივერპული დღევანდელ გრანდებზე დიდი იყო.
ზურა
რა მდიდარი ფოლკლორი გვაქვს ქართველებს, მაგალითად ერთი ქილა ერბო რომ მიაქვს გლეხს გასაყიდად ........ ისე არ მოგვივიდეს
ბასტის
ერთი მნიშვნელოვანი რამ გავიწყდება მეგობარო. ახლა გუნდს ის მუხტი აქვს, რაც დღემდე არცერთ ჩვენს ნაკრებს არ ჰქონია და გაამარჯვების მენტალიტეტი. ზოგადად ფსიქოლოგია რამხელა რაღაცას ნიშნავს არ უნდა გესწავლებოდეს.
Basti
ნუ გვავიწყდება რომ ეს საგზური უეფას საჩუქარია,მოუგე გიბრალტარს,ბულგარეთს,მაკედონიას,ლუქსემბურგს.შინ ფრე ითამაშე შოტლანდიასთან,ნორვეგიასთან,საბერძნეთთან,განადგურდი ესპანეთთან,სტუმრად უშანსოდ წააგე ნორვეგია,შოტლანდიასთან და ევროპაზე ხარ.მარტივია ხომ?ჯგუფიდან გასვლაზე შემდეგ ევროზე,2028-ში უნდა ვიფიქროთ.ახლა რომ გავიდეთ ბიჭები თავის თავს უნდა გადაახტნენ...
llcl
უდიდესი ბედნიერება გვაჩუქეს ბიჭებმა და უღრმესი მადლობა მათ! მოვესწარი, დიდ ფორუმზე ნაკრების არჩევა არ მჭირდება, ჩემსას ვქომაგობ! სულ რომ სამივე თამაში წააგოთ ბიჭებო, ნორმალური ადამიანი თქვენზე აუგს ვერ იტყვის, წნეხის გარეშე ითამაშეთ და ისეთივე ანთებული თვალებით, როგორც ბერძნებთან! ხოლო თუ გავედით ამას რა აჯობებს, ესეთი ბრძოლით და ჟინით თამაში ყველასთან შეიძლება, გამოცდილებასაც შეიძენთ და უკვე შემდეგ დიდ ფორუმზე მოხთხოვთ ჯგუფიდან გასვლას. ღმერთი თქვენსკენ!
Master
რეალობას ნუ მოვწყდებით.მიმაჩნია რომ ყველაზე მეტი შანსი თურქეთთან გვაქვს,პირველი თამაში,მაქსიმალური მზადება,ფორმის კულმინაცია,ფსიქოლოგიური მომენტი,არცთუ ძლიერი თურქეთი და მეზობლის ფაქტორის გამო.ჩეხეთთან ჩვენი შანსი მინიმალურია,ძალიან გაგვიჭირდება ფიზიკურად და ყველანაირად,სავარაუდოდ პირველ თამაშში დამარცხებულ ჩეხეთთან.ჩეხებს მგონი ევროპის ჩემპიონატი არ გამოუტოვებიათ.ასეთ ტურნირებზე გამოცდილებას ოქროს ფასი აქვს.მესამე თამაში კი პორტუგალიასთან,რომელსაც სავარაუდოდ უკვე განაღდებული ექნება გასვლა,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თამაშს მოგვცემენ.საეჭვოა მხცოვანმა დაცვამ და ფიზიკურად ძალიან სუსტმა საყრდენმა ზონამ ასეთი დონის ტურნირზე,ასეთ მეტოქეებთან ოთხ დღეში ერთხელ თამაშს გაუძლოს...რეალურად ჩვენი შანსი ძალიან მცირეა,რეიტინგს ბევრი მასხრად იგდებს,მაგრამ არის რეიტინგში ლოგიკა.ტყუილად არ ვართ 75-ზე.რეალურად როგორ გავედით,თამაშში მოვუგეთ მხოლოდ მაკედონიას,ბულგარეთს,გიბრალტარს და ლუქსემბურგს..ასე რომ ნუ მოვითხოვთ ბიჭებს აუცილებლად გასვლას,ეს ძალიან რთულია.
ლია
ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ და ჩემპიონებიც გავხდებით! გაგიხარდათ? რეალობას ნუ მოწყდებით, თანამემამულენო!
ნოდო
ვერცერტი ლოგიკიტ ვერ გამოიცნობთ ვის შევხვდებიტ კარგ ვარიანტში თუ გავედით გააცნია ჩვენთან და სხვა ჯგუგებში ადგილს ჯერ გავიდეტ კოდ დიუვარმაც ეგრე ქნა ბოლოს წინა იყო მესამე ადგილოსნებით რო გავიდა ქე გახდა ჩემპიონი ასეტი პოსტების აზრი რა არის როცა 3 ომი გველოდება ჯგუფურის დასრულებამდე მაინც ვერ გავიგებთ და 2 თვე ნახევარი ეგ უნდა ვიმკითხაოთ?
tngh-ს
შენც რა ჭკვიანი ჰყავხარ გამჩენს. პუტინის ხომ გწამს? არ ვიცოდე მაინც რა რუსეთუმეც ხარ.
David
მე ვფიქრობ ამ ჩემპიონატზე ფეხბურთელებმა ერთმანეთისთვის უნდა ითამაშონ, რომ ხარისხი აჩვენონ და შემდეგ მათზე მოთხოვნა გაჩდეს. პირდაპირ ჯგუფიდან გასვლის ვალდებულება უარყოფითად იმუშავებს ფეხბურთელებზე. ყველასთვის აუტსაიდერები და სუსტი გუნდი ვიქნებით და დაუფასებლობის შემთხვევაში წარმატების შანსი გაიზრდება
tngh
მარჩიელობის არ მწამს!!!
დდდ
30-ს გადაცილებულმა ხალხმა როგორ და რის ხარჯზე უნდა მოუმატოს ფიზიკურად, ეგეთი ფაქტი მხოლოდ ერთი მახსენდება, ღმერთმა აცხონოს ჯუმბერ ლეჟავა... იქნებ, სხვა რამე მოვიფიქროთ?!...
გელა
გოლი გაიტანეთ და მადლობა ღმერთს უთხარით! რა 1/8 ფინალი
დ
მულტფილმი გაქვს ნანახი თუ წაიკითხე ეს ზღაპარი?
კოლა
კიდევ კარგი, გაგვანათლე ჰანს-ქრისტიან. რამდენ სასარგებლო და დროულ ცოდნას შეიძენს ადამიანი ზოგიერთი აქაური კომენტატორისგან.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
ფიზიკას მოუმატონ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან გაიზრდება
ჰანსი
ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა: - ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდებიო. ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო. გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო! მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა.
არჩის
ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი გულშემატკივარი. ეგ ხალხი კი უბრალოდ ბოროტი ხალხია. მეტი არაფერი.
ზვიადს
აი მაგ გაფარჩაკებულებს არ უნდა აღირსო ცხოვრებაში ფეხბურთი. ადამიანი ბოროტად რომ დაიბადება ძნელია მისი გამოსწორება. იმედია ბევრი არ არის მასეთი და ეგენიც გადაშენდებიან. დიდება საქართველოს.
ლაშა
საქართველო ჯგუფიდან გავა. და არა მესამე ადგილით არამედ მეორე. პირველი ხო ფანტასტიური იქნება კარგია რომ ბოლო თამაში პორტუგალიასთან გვაქ. საეჭვოა პორტუგალიას 1 ადგილი დათმოს სულ რო ფრე ვეთანაშოთ სავარაუდოდ იმ ორ თანაშს უფრო დიდი ანგარიშებით მოიგებს ვიდრე ჩვენ. მჯერა ბიჭები თავს დადებენ და შედეგსაც
ზვიადი
ისევ გამოჩდნენ ჩასაფრებულები, რომლებიც სტატიას ამინუსებენ. ზოგიერთს მაგრად უნდა, გავფარჩაკდეთ. ჯგუფიდან გავალთ!
არჩი
ზოგიერთებო, რამ გაგაბოროტათ? თუ არ გჯერათ გასვლის, ბოღმიან და ირონიულ კომენტარებს მაინც ნუ დაწერთ. მე პრადად, ჩემი ორმოცდათხუთმეწლიანი გულშემატკივრობის სტაჟით ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივრებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ბიჭების თამაშებს შემიძლია ვუყურო სხვადასხვა ჩემპიონატებში და მაჩესტერი-ლივერპულის თამაშის ყურებას უოტფორდის და მეცის თამაშების ყურება მირჩევნია ჩაკვეს და ჟორჟიკას გამო, ხვიჩაზე და მამარდაზე აღარ ვლაპარაკობ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - თურქეთთან და ჩეხეთთან შანსები გვაქვს, იმიტომ რომ ბიჭები ისევე გუნდურად და თავდადებით ითამაშებენ, როგორც ეს მარტის პლეი-ოფებში გააკეთეს.
mm
ფინალში ვის ვხვდებით
რეალობა
ნუ ვიქნებით პესიმისტები. ჯგუფში პირველი ადგილი რომ დავიკავით, არ გაგიკვირდეთ.
ლადო
ღმერთმა ქნას მე-8 ფინალი კიარა თასიც აგვეღოს. მაგრამ ცოტა რეალობას გაუსწორეთ თვალი, ჩემთვის მაგალითად კარგი იქნება თუ დიდი ანგარიშებით არ წავაგებთ და გოლს გავიტანდეთ, მეტი ეხლა მოთხოვო ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლა.. ცოტა ზედმეტი ტვირთის აკიდვას გავს
zaza-ს
მოითხოვეთ, საიტმა დაწეროს, როგორ ვერ გავალთ ჯგუფიდან და როგორ შევრცხვებით. ორშაბათია,ბიჭები კითხულობენ, გაეცანით ან ასეთ გამოხმაურებას მაინც შეეშვით. დარწმუნებული ვარ, არც საბერძნეთთან გჯეროდათ
dudu
ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო)))))
zaza
ჯგუფიდან გავედით უკვე?))))) ან მერვედფინალი რატო?ფინალში ვის ვხვდებით ის დაგეწერათ)))))
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია