რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს.

ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შედგება, მიზანი კონსესუსის მიღწევაა - "კვარას" ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დე ლაურენტისი აგენტთან და ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ერთად განიხილავს, არის თუ არა საჭირო კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის თაობაზე პუნქტის შეტანა.

გიგა
სამართლიანი ანაზღაურება ღირსების საქმეა.ხვიჩა გააუქმე კაბალური ხელშეკრულება.როდემდე უნდა გეძახდნენ პატარა ბიჭს.ჯარიმა თუ დაგაკისრეს მილიარდი გექნება გადასახდელი თუ რა?ხელშეკრულება ორმხრივ შეთანხმებას ითვალისწინებს და არა ცალმხრივს
გიგა
გამოსასყიდი თანხის არ დათქმა მონობის ტოლფასია.ერთი და ორი კონტრაქტი გაუქმებულა?კვარამ რაც უნდა ის გააკეთოს,სანამ მას კვალიფიციური აგენტი არ ეყოლება არაფერი ეშველება. იმის დარდი მაქვს რომ ნაკრებში მისი თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად დაიკლებს.
სვანსკი
ასეც არის როცა უფროსი არ ამატებს და არც ქვეყანა იძლევა საშუალებას ამიტომ წავიდა მთელი საქართველო საზღვარგარეთ
სოფლის გუნდი წუწურაქი და უმადური მენეჯმენტით
ამ გუნდში დარჩენა მომავლის გაწირვაა, როგორმე უნდა წავიდეს ამ წურბელასგან
Zaza
ვერ გამიგია ეს ბებერი მელა ლაურენტისი რაში უხდის 10 მილიონს ოსიმხენს და ხვიჩას აძლევს 5.5 მილიონს, ხვიჩას გარეშე ეს ოსიმხენი კაპიკად არ ვარგა, გოლების 70 პროცენტი ჩემპიონობის სეზონში ოსიმხენმა სულ ხვიჩას პასებით გაიტანა, უკვე არავინ აღარ ყიდულობს ამ ოსიმხენს და მელა ლაურენტისი ძალით ატენის მას ევროპის გუნდებს, 100 მილიონს კი არა მალე 20 მილიონადაც არავინ იყიდის... ხვიჩა შვილო, ჩემი აზრით, არ გაახანგძლივო კონტრაქტი 2029 წლამდე,რა გარანტიაა რომ ეს კონტე მაგარ გუნდს გააკეთებს, ვერ ვხედავ მის მოგებულ ტროფეებს სხვა გუნდებში, ან საერთოდ არ გაექცევა ამ უმადურ ლაურენტისს და მოგიწევს დარჩენა 2029 წლამდე უმადურ ლაურენტისთან ამ "ჭაობის" გუნდში, ბოლოს და ბოლოს გიხადოს 5,5 მილიონი მხოლოდ 2027 წლამდე...
გიორგი
რა მიკვირს იცით ამ ხალხის . ნახევარზე მეტი 1200 ლარზე მუშაობს და ამბიციაც არ ააქვს რომ წინ წავიდეს, რომელი შევა უფროსთან და ეტყვის მეტი მეკუთვნის და მომეო? და ხვიჩას ეუბნევიან 4.5 მილიონ დოლარით მეტს არ დათანხმსეო. და 1მილიონი კიდევ ბონუსები. თან იტალიაში და ტოპ ტრენერთან.
დავით 67
პირველად გეთანხმები კომენტარში!
aburjga
ადრე ვწერდი რომ ადამიანებით ვაჭრობა 21-ე საუკუნეში მიუღებელია. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს კონსერვების, მიწის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ჩაიდნების და ვენტილიატორების ყიდვა-გაყიდვაზე! არმც და არამც ადამიანებით ვაჭრობაზე. აბა რა საუბარია გაყიდის აურელიანო ხვიჩას თუ არა, ასე როგორ შეიძლება?! ამ უნამუსოთა გაერთიანებაში, რომელსაც "კოლექტიური დასავლეთი" ჰქვია ყველაფერი ფულზე იყიდება მათ შორის ადამიანი და სინდისიც! ფულმა და ტოტალიზატორმა შეჭამეს სპორტი! აბა ხალგაზრდებო დასცხეთ დისლაიქები!
ჟორა გაბრიჭიძე
როგორც ინფორმაციით ირკვევა შეიხმა თავის დროზე მბაპეს არ მისცა საშუალება წასულიყო. კილიანი ძალიან ჭკვიანად მოიქცა, ითამაშა კონტრაქტით გათვალისწინებული წლები და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა რეალში, ანუ რეალმა მბაპე არ გამოისყიდა პსჟ-ედან და დაზოგა 200 მილიონზე მეტი. სამაგიეროდ ამ 200 მილიონიდან მბაპე კარგ "კუშს" მიიღებს. მე კვარას ადგილზე ასევე მოვიქცეოდი და 2027-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდოდი დიდ გუნდში, სადაც დაზოგილი თანხიდან რამდენიმე ათეულ მილიონს მივიღებდი, რომელიც ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ლავრენტის მიერ მომატებული ხელფასი.
ნუგზარი
თუ არ მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს, 2027 წლმდე 1.5 მილიომი ექნება ხელფასი.
Რაგბის ფანი
კონტე წავა და კვარა დამწნილდება მე-10 ადგილოსან ნაპოლში, ეგაა ცუდი.
სიმენონი
რა არის ცუდი ვერ გავიგე, ხვიჩა რჩება ევროპის ერთერთ ყველაზე ამბიციურ მწვრთნელთან, შემადგენლობა ძლიერდება, სერია ა ყველაზე კონკურენტუნარიანი ლიგაა, ჩემპიონთა ლიგაზე 5 გამსვლელი ადგილიც დაისაკუთრა და კოეფიციენტით ბოლო 2 წელია ლიდერობს. წელს ჩ ლიგაზე არ გამოდის ხვიჩას დასვენების სწავლის და ერთ ტურნირზე კონცენტრაციის მეტი დრო ექნება. მოკლედ გილოცავ ხვიჩა
რეალობა
ხვიჩა თუ უარს იტყვის ახალი კონტრაქტის პირობებზე და არ მოაწერს ხელს, აურელიო პანიკაში იქნება, რომ დიდ ფულს დაკარგავს, და თვითონ აურელიო შეეხვეწება დიდ გუნდებს, რომ ხვიჩა 100 მილიონად წაიყვანონ.
Რაგბის ფანი
არ მოაწერო ხელი კვარა. პერსპექტივას მოგიკლავს ეგ კაცი.
საბა
100% აი ვერ ვხვდები ამ ვარიანტს რატომ არ განიხილავენ? უბრალოდ გამოვიდეს თქვას რომ ისე უყვარს ნაპოლი რომ მილიონნახევრადაც ითამაშებს 2 წელი
იკა
გადავიდეს არა, უბრალოდ არ უშვებენ. პსჟ კი არა, არსად არ უშვებენ და ეგაა ცუდი. კარიერას გაუფუჭებენ.
123
სხვა გზა არის პსჟ ტრამპლინი დიდ ფეხბურთში. წლის ნახევარფინალისტი. და არის წლის გაბანძებული და მე-10 ადგილოსანი სოფლის გუნდი რომელიც პსჟ_ს ვერასოდეს დაუდგება გვერძე. ან დახრჩობა მინიმუმ 1 წელი ან დიდი ფეხბურთის გაგრძელება. კვარა მიაწექი პსჟ! კვარას ძმაკაცებიც საფრანგეთში არიან თან.
სიმართლე
ამ ეტაპზე სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს, რეალობაა მწარე. ამიტომ, ალბათ სჯობს გაახანგრძლივოს კონტრაქტი შეთავაზებული პირობებით, ოღონდ აუცილებლად მოითხოვოს გამოსასყიდი თანხის ჩაწერა (ნუ არაუმეტეს 120 მლნ.-ისა). ახალ სეზონში მაქსიმალურად უნდა მოინდომოს და ისე ითამაშოს, რომ მომდევნო წელს ბევრი წინადადება მიიღოს და ამ წყეულ "ჩარჩ-ვაჭარს" (ლავრენტას) თავი დააღწიოს, რათა გადავიდეს რომელიმე გრანდში. P.S. იმის თქმა ზედმეტია, რომ წელს თუ არა, მომდევნო წელს მისი უღელი - ჯუღელიც უნდა მოიშოროს და წესიერი აგენტი მონახოს!
გია_544
დღეს ევრო2024 ფინალია. აქ კი საპნის ბუშტებს )))
ამატაკი
ბადრი ალბათ შესანიშნავი პიროვნება და მოსიყვარულე მამაა. ჯუღელიც საჯარო ვიდეოებიდან გამომდინარე კაი საძმაკაცო და მისი ასაკი ტიპიური ქართველი კაცია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვიჩა- მაგარო ჩემპიონო! ძალიან საეჭვოა რომ ამათი "პერეგავორები" შენს მომავალს გამოადგეს. აი აქ კი ძალიან მიდა რომ ვცდებოდე. ღმერთი შენსკენ!
გიგლა
არ მოაწერო ხვიჩა! როგორც მბაპემ არ მოუწერა ხელი პსჟ-ის და გადავიდა მერე რეალში ისე შეგიძლია გააკეთო. ითამაშე შენი ფეხბურთი, მსურველები არ დაილევიან!
ზაკო
ეს თუ სიმართლეა, ჯუღელი და მამამისი თუ ამ წინადადებას დათანხმდნენ მაშინ სულ გაგიჟებულან, ეტყობა მარტო 0-ბს თვლიან, ან 2029წ რა უბედურებაა, მასე მარადონას არ ყვარებია ნეაპოლი და კვარა უნდათ დააბერონ ორღობეში?
იკა
კვარა, ფეხებზე დაიკიდე ნაპოლი. საერთოდ არ მიხვიდე სტადიონზე და ვარჯიშწბზე და პსჟ_ში წადი. ესე ძალადობდნენ ფეხბურთელზე არგამიგია რაცხა. არუნდა კაცს და ეხლა 1 წელი ჩაგდებული იქნება.
David
მე მის ადგილას კონტრაქტს დავარღვევდი და 4 თვეში თავისუფალი აგენტი გავხდებოდი
NAPOLI!
როდის ვსაუბრობდი, რომ ხვიჩამ აგენტ უნდა გამოცვალოს თქო, გამოდია ზოგიერთი უვიცები და ამბობენ რა მართალი ყოფილა ოსიმენზე რომ ილაპარაკაო!!!!!!!! რა შენი საქმეა ვინ სად გადავა, მიხედე შენს "კლიენტს" და მორჩა!!! ხომ ხედავ ვერაფერს ალაგებ!!!
რეალობა
1. ხვიჩამ სხვა აგენტი უნდა ნახოს. 2. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტის შეტანა აუცილებელია. 3. ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი არ არის საჭირო. არ მოაწერო ხელი, ხვიჩა!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მაგარი აგდებული წინადადებაა. არაფრით არ უნდა მოაწეროს ხელი. ამას ჯობია 1 წელი კიდე მაგ ხელფასზე იყოს და დაიკიდოს და ისე ითამაშოს. ეგ სოფლის გუნდი ლიგაზე მაინც არაა და იტალიაში რაც არ უნდა ქნას მაგას ყველა სოფლის ჩემპიონატათ თვლის. მარტო ოლიმპიაკოსმა რაც უქნა ფიორენტინას ფინალში იმის გამო უნდა მოხიო იქიდან. იტალიის ჩემპიონატი ადრე კაი იყო. ახლა არის ჭ კლასი
ხვიჩას დასვენება ლიგის სიმბოლურის შემდეგ? - მიქაუტაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ
ინგლისური გამოცემა: იმედგაცრუებულ მამარდაშვილს "ლივერპულის" დატოვება სურს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ხვიჩას დასვენება ლიგის სიმბოლურის შემდეგ? - მიქაუტაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"ხვიჩას ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად..." - რას ამბობს ბადრი კვარაცხელია შვილზე იტალიელი მწერლის წიგნში
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს