<p>იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტას" 3:2 სძლია.</p><p>მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ადგილობრივ DAZN-ს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი.</p><p>"კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი", - თქვა მოკლედ ლუკაკუმ.</p><p>ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "პარტენოპეიმ" სწორედ ბელგიელის გოლით მოიგო. ლუკაკუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 8 გოლია.<br></p>
ზურა
შენი თავი წარმოიდგინე აბა ხვიჩას ადგილზე, აუცილებელი ხომ აარაა ფეხბურთელი იყო. წარმოიდგინე ხარ რაღაც კომპანიის თანამშრომელი, რომელიც შენი ნიჭით და მონდომებით დიდ ფინანსურ მოგებაზე გაიყვანე და მთავარი როლი შენ ითამაშე, მაგრამ ანაზღაურებას გიხდიან იმაზე ბევრად ნაკლებს ვიდრე იმ ტიპს რომელიც არაფერს აკეთებს სამსახურში და ზარმაცია, ვერ დავიჯერებ რო იგივე მოტივაციით განაგრძობ მუშაობას, ხელფასი მარტო ის არაა რომ ბევრი ფული გაქვს, ასევე იმის მაჩვენებელია კომპანია რამდენად გაფასებს. ხოდა აბსოლუტურად უპატივცემულოდ მოექცნენ და აგდებული დამოკიდებულება ქონდათ, როგორც კი მოიგეს სკუდეტო მაშინვე თვითონ უნდა გადაეხედათ ანაზღაურებისთვის და მიეცათ 8-9 მილიონი ულაპარაკოდ.
მაგარი კაცი
გიორგი ქინქლაძეს ქონდა ღირსეული ანაზღაურება მახსოვს
სოსო
ეს ხვიჩას ფეხბურთი არ იყო და რა თქმა უნდა,სწორედ ამიტომ წამოვიდა,ასე სასწრაფოდ,ბატონო ჟორა.პასუხი სოსოს-ს.გეთანხმებით,დღევანდელ ფეხბურთი,სულ უფრო ფიზიკურ და კონტაქტური ხდება.სწორედ ამიტომ აფასებდნენ ხვიჩას,რომ იტალიაში ველური,ქუჩის ფეხბურთის რომანტიკა დააბრუნა,მარადონას შემდეგ,ნეაპოლს რომ აღარ უნახიაო!თამაშში 5 შეცვლის დაშვებამ,მწვრთნელებს აშკარა უხეშობით თამაშების მოგების საშუალება მისცა,რადგან მეტოქის საშიში ფეხბურთელის წყობილებიდან გამოყვანა,წინასწარგანზრახული უხეშობებით გახდა შესაძლებელი.მერე გაფრთხილებულ ფეხბურთელს,მეორე ასეთივე გლადიატორით შეცვლი და თამაშს ჩაამთავრებ.ფეხბურთელი ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას,მხოლოდ 5 გაფრთხილების შემდეგ იღებს და მწვრთნელებს უშიშრად შეუძლიათ მეტოქეებზე ნადირობა.ამიტომ მომრავლდნენ ჯანმაგარი ფეხბურთელები მოედნებზე,ბურთთან ურთიერთობაზე მწყრალად რომ არიან,მაგრამ მთელი თამაში სირბილი და ფეხბურთელზე ნადირობა რომ შეუძლიათ.მსაჯობაც ხელს უწყობს უხეშობას,დაუსჯელობით და რა თქმა უნდა გეთანხმებით.საშველი,შეცვლების რაოდენობის კვლავ სამამდე შემცირება და სამ გაფრთხილებაზე თამაშის გამოტოვება მგონია.ამ შემთხვევაში ტემპი ცოტათი კი დაიკლებს,მაგრამ უხეშობაც დაიკლებს და თუ უხეშობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას,მსაჯებსაც მკაცრად დაავალებენ,შესაძლოა ტექნიკური ფეხბურთელების ცხოვრება,გაუსაძლისი აღარ იყოს.ფაქტია,რომ დღეს უამრავი ფეხბურთელი იღებს,ძალიან სერიოზულ ტრავმებს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სოსოს-ს.წაკითხულიდან აზრის გამოტანას და ზრდილობას რომ ისწავლი,ამის მერე შეეპასუხე ვინმეს!როგორც შენ იქცევი,მზეობაც ეგ არის,მაგრამ არც ეგ გესმის და გამოდის რომ,უბრალოდ მზე კი არა,გამაგრებული მზე ხარ!
მმმმ-ს
ბარემ ისიც გეთქვა რა ხელფასი ჰქონდა ქინქლაძეს.
მმმმმ
ქინქლაძეს 30 წლის უკან იმხელა ხელფასი ქონდა ახლაც სანატრელია ბევრი ევრო ვარსკვლავისთვის
ბუჯანგა
ძალიან კარგად ითამაშა ნაპოლიმ..მკაცრი პრესინგით ჯერ დაღალა ატალანტა და უამრავი შეცდომა დააშვებინა...თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდა სულ არაა გამორიცხული ხვიჩამ ერთ სეზონში ორი ჩემპიონის ტიტული მიიღოს და უნიკალურ შედეგს დადებს..პსჟ-მ არა მგონია აწი დათმოს ჩემპიონობა...წარმატებები კვარას ახალ გუნდში და ნაპოლისაც იგივეს ვუსურვებ...მის წარმატებაში კვარას წვლილი საკმაოდ დიდია
სოსოს-ს
საკუთარ თავს თავად უპასუხე და შეაქე...რა მზე ხარ
rigiti
კვარა იმიტომ წავიდა რომ... ლავრენტას და ზოგადად იტალიელებს ჰგონიათ რომ ქართველებს (ასევე ნიგერიელებს და ა.შ.) მინიმალური ხელფასი უნდა მისცენ და კმაყოფილებიც უნდა იყვნენ. სამწუხარო რეალობაა და კვარას ამისთვისაც უწევს ბრძოლა რომ ეს სტანდარტი შეცვალოს! არ მახსენდება ქართველი უცხოურ კლუბებში ღირსეული ანაზღაურებით (მიქაუტაძეს არ ვგულისხმობ)
იბერიელი
ქართველებო ყველა პატრიოტს გილოცავთ მერაბი დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვებას, გაუმარჯოს საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ,
შავლეგო
სად ხარ მეგობარო შენ?კვარა აღარაა ნაპოლში და ისედაც ნერეშმა რანაირად აჯობა კვარას სულ რაღაც სამი თამაში ითამაშა
მხოლოდ სიმართლე
კვარა არაა ისეთი უპასუხისმგებლო, რომ იცოდეს ვერ გაქაჩავს და ეკისრა ვალდებულება. ბოლო პერიოდში რაც ხვიჩას თავს ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო! იცოდა უკვე, რომ იქ აღარ დაედგომებოდა, ამიტომ თავსაც ზოგავდა! არც გუნდი და არც მათი ხელმძღვანელობა არ იმსახურებდა მისგან სრულ დახარჯვას. დი ლორენცო იყო ერთი კაცი, რომელმაც იცოდა რაც ხდებოდა დარჩა კაცად!
ზურა
ზედაპირული შეფასებაა კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. როდესაც ფიქრი და ნერვიულობა სხვა საკითხებზე გიწევს, ძალიან ძნელია შენ საქმეზე კონცენტრირება. 2 წელია აპამპულავებენ და ზამენის ხელფასს უხდიან. ეს დამანგრეველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხვიჩას თუ დააკვირდებით, სტიმული ძალიან სჭირდება. რუბინშიც კი " ვერ თამაშობდა" ანალოგიურ სიტუაციაში და უცბად იტალიის საუკეთესო მოთამაშე გახდა. როდესაც გრძნობს რო ენდობიან, უყვართ და უნამუსოდ ხელს არ ახოცავენ, დაფრინავს. როგორ შეიძლება ვინმეს მასთან შედარება ნაპოლიში? დილეტანტიზმია და ნაპოლის მხრიდან უმადურობა. პ.ს. ყველაფერთან ერთად, კონტე საშინელ ფეხბურთს თამაშობს და იქ კვარას რა უნდა? მიდი, ოქრო, ლიგა გაწვს მოსაგები და მსოფლიოზე საქართველო გასაყვანი!
პასუხი სოსოს
ძალიან საინტერესო და ყველაზე ზუსტი ანალიზია, რაც წამიკითხია და მომისმენია. ამან ერთ რამეზე დამაფიქრა...კონტეს სტილი ხომ არ ხდება ზოგადად დღევანდრლი ფეხბურთში წამყვანი და გადამწყვეტი, სადაც ხვიჩას სტილის მოთამაშეების ადგილი უკვე იზღუდება. რაღაც არ მომწონს მე ეს ამბავი და არც ესეთი ფეხბურთი.
უფროსი
აწყობილი გუნდი დაშალა აურელიომ. ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. მეორე წრეში დაიღლებიან და ბევრ თამაშს წააგებენ. სეზონის ბოლოს აურელიო ლუკაკუსაც გაყიდის და ნერეშსაც. კონტესაც გაუშვებს.
Irakli Apkhaidze
ამოაგდო არა გადააგდო :))) რო გადაეწყვიტა იქ დარჩენა, რასაც შესაბამისი, დამსახურებული და კუთვნილი დაფასების შემთხვევაში იზამდა, ვერასდრო იქნებოდა ის სკამზე და ნერეში მოედანზე. ნერეში ძირითადში ხვიჩას ტრავმის და შემდეგ მისი გადაწყვეტილების (წაულიყო ნაპოლიდან) მოხვდა. ამაშია ზუსტად საქმე და არა შენ ჰეთეულ პოსტში. ნახავ პსჟ-ში მისი ჯადოქრობებს და ფურორებს, მარა მერე გული არ გაგისკდეს. ამაშია საქმე
ამაშია საქმე
რაც არ უნდა ვიფილოსოფოთ და სხვები დავადანაშაულოთ ყველაფერი ხვიჩას ხელშია.ნერეშმა შედეგიანობით აჯობა და ძირითადიდან ამოაგდო.ან მოუმატებს ინდივიდუალურ ვარჯიშს და დაიბრუნებს ძველ ბრწყინვალე ფორმას ან დარჩება საშუალო ფეხბურთელად რა ფორმაშიც ახლა არის.ასეთი ნიჭის გაფლანგვა ღალატია პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.
ჟორა გაბრიჭიძე
კვარა იმიტომ უფრო წავიდა, რომ ნახა ინდივიდუალობას კარგავდა და თერთმეტიდან ერთ-ერთ ფეხბურთელად გადაიქცეოდა.
სოსო
კონტე თავის გუნდებს,მწვრთნელის მიერ დადგმულ ფეხბურთს ათამაშებს,სადაც ყოველი მოძრაობა,მწვრთნელის ჩანაფიქრის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს.აქ კვარაცხელიას ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა,თუ ის,მთლიანად კონტეს დაემორჩილებოდა.კვარა კი,კვარა აღარ არის,თუ ჩარჩოებში მოაქცევ და ამ ნახევარმა წელმა,სწორედ ეს გვიჩვენა.თავიდან,სანამ კონტეს სქემები ფეხბურთელების შეგნებაში მყარად გაჯდებოდა,ნაპოლის ჩავარდნებიც ჰქონდა და ხვიჩას ინიციატივასაც შედეგი მოჰქონდა.ის გუნდზე მუშაობდა და მწვრთნელის მოთხოვნასაც ასრულებდა,დაცვაში აქტიურ თამაშზე.სამწუხაროდ,ეს ხვიჩას ფეხბურთი არ იყო და სულ უფრო აშკარა გახდა,რომ ასეთი თამაში,მას არ მოსწონდა,არც შეეძლო.კონტემ სცადა,მისი საკუთარ მოდელზე მორგება,ხვიჩა მას,გარდამავალ პერიოდში და ისეთ მომენტებში სჭირდებოდა,როცა გუნდურ თამაშს,შედეგი ვერ მოაქვს და ფანტაზისტა საჭირო.ხვიჩას ენთუზიაზმი,თვალ და თვალ კლებულობდა და მოედანზე მისი თამაში,პატიოსნად მუშაობას უფრო ჰგავდა,ვიდრე ჯადოქარის მსუბუქი ხელის დაქნევით,საოცრების მოხდენას.კონტეს სქემა,თანდათან სულ უფრო უკეთ აითვისა ნაპოლიმ და შედეგებიც წამოვიდა,მაგრამ იქ,ხვიჩას ადგილი,უკვე აღარ იყო და კონტემაც მის გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.აქ დამატებით დე ლაურენტისის უარყოფით როლზე საუბარს,უკვე აზრი აღარც აქვს,ისედაც უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით. ნაპოლის ფეხბურთელებს და კონტეს,დე ლაურენტისისაგან განსხვავებით,წარმატებებს ვუსურვებ,მე კი,უკვე პსჟ-ზე გადავერთვები.
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა