ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიასთან 62:78 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ბექა ბურჯანაძემ და მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ისაუბრეს.

Eurohoops-ის ცნობით, ბურჯანაძეს კითხვა დაუსვეს, თუ რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ ტურნირზე ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება რამდენიმე საათის ინტერვალში უწევთ, რაზეც უკმაყოფილომ უპასუხა:

„ეს მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ 16 ქულით წავაგეთ, ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ და მეტოქეზე ზეწოლას ვახორციელებდით. იცით, ხვალ ვის ვეთამაშებით? საბერძნეთს. ხომ იცით, როგორი ბრძოლა გველის. ასე რომ, დატვირთვა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიცაა, უბრალოდ კოლოსალურია. თუ ვისაუბრებთ ბიზნესის თვალსაზრისით, სატელევიზიო უფლებებით და კიდევ სხვა მხრივ, მე შემიძლია ეს გავიგო, თუმცა როგორც მოთამაშემ - არა“.

გამოცემა წერს, რომ ბურჯანაძემ მსაჯობა მოკლედ შეაფასა: „შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო“.

ჯიკიჩმა მიანიშნა, რომ მისი გუნდი საბერძნეთთან ბოლომდე არ დაიხარჯება და აქცენტს ბოსნიასთან უფრო გადამწყვეტ შეხვედრაზე გააკეთებს: „იტყვიან, რომ კალენდარი ყველასთვის რთულია, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის. როგორ დავუპირისპირდებით ბერძნებს? ჩენ ვიცით, აქ რატომ ვართ, კვიპროსში. ოქროს მედლების მოსაპოვებლად არ ჩამოვსულვართ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ამდენად ხანდახან არჩევანის გაკეთება გვიწევს, ვისთან დავიხარჯოთ ბოლომდე - თუ ჩემი ნათქვამი გესმით“.

სერბმა სპეციალისტმა მსაჯობის შესახებ თქვა, რომ ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ მოექცნენ მისი გუნდის წინახაზელებს.

კობა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციავ დავიცავით მსაჯების დაჩაგვრისგან ქართველი კალათბურთელები!!!...ეს თქვენი მოვალეობაა!!!...
ნანა
რაც გვყავს ეს გვყავს ეს ჩვენი ნაკრებია, თუ შეგვიძლია დაუჭიროთ მხარი და გავამხნეოთ ამ ეტაპზე მე ასე მესმის
ჟორა
ხვიჩა მაგარია. იმიტომ არ უნდა ვიყოთ ოქროს მედლებისთვის ჩასული, რომ გუნდში 5-6 საშუალო დონის კალათბურთელი და დანარჩენი ტურისტი გვყავს. საჩემპიონო გუნდებს კი 1-2 მეგავარსკვლავი 2-3 ვარსკვლავი და დანარჩენი საშუალო დონის კალათბურთელი უნდა ყავდეს.
ჩემი აზრით
უბრალოდ ჩვენი ლიდერები არასტაბილურები არიან.თოკოზე ალბათ ჯანმრთელობის გამო გაცდენილმა დღეებმა იმოქმრდა მაგრამ მსაჯების მიმართ აგრესია ზედმეტი იყო.ამით შემდგომში საერთოდ მსაჯებთან უირთიერთობა გაიფუჭამრაფგან ისინი სოლიდარები არიამ.რაც შეეხება ნბა-ს მოთამაშეებს მართალია ყველაზე მეტ ბურთებს ყრიან მაგრამ ყველაზე მეტ უბრალო შეცდომასაც უშვებენ,რაც მთავარია გადამწყვეტ მომენტებში.
მასტერს
ეს ბიჭები 14 წლის მოზარდები კი არა, პროფესიონალები არიან და სიტუაციის შეფასების უნარი თავადაც აქვთ. Რა შუაშია დემორალიზაცია? Პირიქით, ჩვენ ვქმნით არარეალერ მოლოდინებს და მერე მიწასთან ვასწორებთ სპორტსმენებს, რატომ არ შეასრულეს ეს შეუსრულებელი მისიები! ნებისმიერ ჩემპიონატში არსებობს სტრატეგია, გეგმა-მინიმუმი და გეგმა-მაქსიმუმი, ეს თუ არა აქვს გააზრებული გუნდს და მაქსიმუმისთვის არ იბრძვის, ძნელია შედეგის მიღწევა. ჩვენი საკალათბურთო რესურსი რის საშუალებასაც გვაძლევს ამ ეტაპზე, ის იქნებოდა გეგმა-მაქსიმუმი და ის დროც მალე დადგეს იქნება, როცა ოქროს მედლის გარდა სხვა მიზანი არ დაგვაკმაყოფილებს.
მასტერს
საქმიანი კომენტარია, გასათვალუსწინებელია! დავამატებდი: ბურთის მოძრაობის კომპონენტი გასაუმჯობესებელია რომ თავისუფალ პოზიციაში რჩებოდეს მოთამაშე (ნუ, რომ უნდა ვაგდებდეთ იმ თავისუფალ სროლას ნორმალური პროცენტით, ეგ იგულისხმება რა თქმა უნდა).
ვაჟა მასწავლებელი
მსაჯები რომელ ქვეყანას წარმოადგენდნენ შეიძლება "გაამჟღავნოთ" ჟურნალისტებმა?
gzp
ვინმე სერიოზულად ფიქრობდა რომ იტალიას მოვუგებდით? არც საბერძნეთთან გვაქვს შანსი. იმ დარჩენილ ორთან რა ვიცი, რა ვიცი .....
შეკითხვა სპორტალს
თუ იცით, იქნებ დაწეროთ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელს რომელი სპორტული საიტის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, მარკოიშვილი რატომ არ ჩამოვიდაო ?
გრაფი დუკუ
ცოტა ვრცელი კომენტარი გამომივა! რაც ესპანეთთან დავწერე, იგივეს ვიტყვი ("აი, ხომ ვამბობდი"-ს გარეშე! მხოლოდ ჩემი ხედვა!!!), ოღონდ უფრო გარკვევით. ესპანეთთან რომ მოვიგეთ სასიხარულოა და უნდა გავიხაროთ კიდეც, მაგრამ "ხბოს აღტკინებას" არ უნდა მივეცეთ (გულზე მჯიღის ცემა და ხმის ჩახლეჩვამდე "გაუმააარ..ჯოს..ჯოს.." ძახილი) და რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი სიტუაცია. თუ ესპანეთთან 46% გვქონდა ერთიანი რეალიზაცია, ახლა 43%-ზე დავიყვანეთ, ორიანებში მაღალი სტანდარტი გვიკავია (62% და 58%) და ეგ კარგია, ამ კომპონენტში ბევრ ნაკრებს ვჯობნით. სამიანები (წინად 29% და დღეს 14%) კატასტროფაა, ამას სხვა არაფერი არ ქვია. აი ჯარიმები კი (ჯერ 65% და ახლა 58%) კრიტიკაცას ვერ უძლებს. ასეთი მაჩვენებლებით თამაშს რომ მოიგებ, ეს შენ კი არ მოიგე, არამედ მოწინააღმდეგემ წააგო. მინიმუმი რეგლანემტი გაწერილია და ესაა შეტევების 50-55%, 2 ქულიანები 55-60%, 3 ქულიანები 33% და ჯარიმები 75-80%. ამაზე ნაკლებს რომ გუნდი შეასრულებს, იმას არაფერზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია (მანდ შეიძლება თანაფარდობის გადათამაშება სხვა კომპონენტების ხარჯზე, მაგრამ მინიმუმ სტანდარტი ესაა). მოვიგეთ წინა, კაი, მოვიგეთ და გავიხაროთ, წავაგეთ ეს> წავაგეთ და ვაი. მაგრამ თუ ეს კომპონენტები არ გამოსწორდება, ერთხელაც შევხვდებით სერიოზულ ნაკრებს და იმას გვიზამს, რაც ჯემალა ბუღდანაშვილმა უყო თავის ცოლს პირველ ღამეს. მათემატიკაა ეს მამაკატა და რა ვქნათ, მოგებით უნდა გავიხაროთ, მაგრამ თუ არ გამოასწორა ნაკრებმა, მათემატიკას ვერსად წაუხვალ! ბოდიში ყველასთან ამხელა ბოდიალისთვის!
Ti
კოკოშკოვი დააბრუნეთ
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო ჯიკიჩ, ცოტა ხომ არ დაგაგვიანდათ იმის გააზრება თუ რისთვის ხართ ჩასული ევრობასკეტზე? იტალიასთანაც ისე უნდა გეთამაშათ, როგორც ბერძნებთან აპირებთ თამაშს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახლა კი ღმერთმა ქნას გვიან არ იყოს ნელთბილათ თამაში ბერძნებთან.
Cheroeli
რუსეთი და ბელორუსი საერთოდ ჩახსნილები არიან.მაგათ მაინც ვჯობივართ

ფიბა ევროპის პრეზიდენტი ნორმალურია და ახლახანს თბილისში იყო და კობახიძესაც კი შეხვდა. ჯერ ერთი თუ კი რაიმე პრობლემაა, უნდა მიანიშნო მსაჯებს , თუ გაგივა და შეცვლიან გადაწყვეტილებას , ხომ კარგი, თუ არადა ელემენტარული სპორტული პრინციპია, მსაჯი სიტყვა კანონია. კაცის მხრიდან არაა ეს კარგი საყურებელი. განა რა დაჩაგრეს ასეთი , 1 ქულა რომ ვერ ჩააგდო. თუ ცუდად იყო, არ უნდა გამოსულიყო. მკვლელები ხომ არ ვართ, ვერ გავიგოთ. თანაც კაპიტანი, გუნდი არ უნდა დააღალატო, ისედაც საწყალ ჯიკიჩს თავი ხელით უჭირავს. ჰყავს ხოდზე მარტო 2 მაღალი კარგი მოთამაშე და მორჩა, მეტი არავინ. იტალიამ ითამაშა კალათბურთი და მოიგო. ჩვენ არ ვიცი , რა ვითამაშეთ. ან რატო გამოვიდა თუ ცუდადაა, ან რატომ გამოგვაკლდა ასე ისტერიულად. საქართველოს შიდა სუპერლიგის მატჩი ხომ არ იყო ?
ლაშა
შეიძლება შენი გუნდის ძალებს რეალურად აფასებდე და ამას ფიქრობდე მაგრამ საჯაროდ თქმა რომ ტურნირზე ოქროს მედლებისთვის არ ჩასულხარ გუნდის დემორალიზების მეტს არაფერს რომ არ მოიტანს ხო ფაქტია. დღევანდელმა თამაშშმა აჩვენა რომ გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებია სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება საჯარიმოს რეალიზაციის საშინელი პროცენტი. შესაბამისად ვფიქრობ რომ ბიჭებს გამხნევება სჭირდება და არა იმის თქმა რომ საპატიო მერვე ადგილისთვის საბრძოლელად ვართ ჩამოსული
კოზმა
კარგი გუნდი არ გვყავს, გვყავს კარგი სასტარტო ხუთეული და იქ ორი-სამი კალათბურთელი სკამზე, რომელსაც თუ წაუვიდა თამაში კონკურენტუნარიანს გხვდის. რეალობა ისეთია, რომ კარგ გუნდს 12-ივე მოთამაშე ისეთივე ეყოლება, როგორიც ჩვენი სასტარტოა და მაშინ სავსებით რეალური იქნება მედლებზე გაწევაც. რთულია ვერ დაინახო ის ლიმიტაციები, რაც ჩვენს გუნდს აქვს. ისე კი, შეიძლება გათვლა მედლებზე არ გქონდეს როცა ასეთი სურათი გხვდება გუნდში :) მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უნდა გჯეროდეს, რომ შენს გუნდს მედლების პოტნეციალი აქვს და ამ მხრივ მეც არ მომწონს ჯიკიჩის ეგ განცხადება, მაგრამ მაგან უფრო იცის, იქნებ რაღაც მაინდ გეიმია.
ლევანი
კი ბატონო, მართალია, როგორც დაბალი ღობე, ისე გადაგვჯეგეს, არა მარტო მსაჯებმა, არც ერთი საეჭვო მომენტი არ მეორდებოდა, ითვებოდა ორი წუთის წინანდელი მომეტის გამეორება. მე შემთხვევითობის არ მჯერა, მარტო ის მიკვირს, ყველა ჩუმად რატოა, რას ჰქვია უკეთესი მსაჯობაც შეიძლებოდა, თავხედურად დაგვჩაგრეს, მეტი რაა? შენგელია რა პატარა ბიჭია და თავი ვერ შეიკავა? აბა გავჩუმდეთ ყველა და ხვალ უარესს გვაკადრებენ.
ხვიჩა მაგარია!
რატომ არ უნდა ვიყოთ ოქროს მედლებისთვის ჩასულები? ვინმეს ეგონა რომ ესპანეთს მოვუგებდით? რა იცი რა ხდება, ბურთი მრგვალია, ჯიკიჩ. ბიჭებს ძალიან არ წაუვიდათ სროლები, თორემ ესპანეთს იტალიასაც მივაყოლებდით. მაგათი მწვრთნელის ემოციები ნახეთ ბოლოს? თითქოს დრიმ-თიმს მოუგესო, ისე უხაროდა. მაგარი გუნდი გვყავს! კარგი მწვრთნელით თავისუფლად შეიძლება მედლებისთვის ბრძოლა. ჩვენი ბიჭების მაგრად მჯერა, ნახავთ როგორ იომებენ კიდევ. მთავარია სწორი ტაქტიკა და სტრატეგია!
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
"ბევრი რამ მომეწონა, თუმცა თამაში წავაგეთ" - რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება