crocobet დიდი 10-ის მეორე ტურის პირველ მატჩში, დებიუტანტმა ‘გორმა’ ქვეყნის ჩემპიონ ‘ბათუმს’ ბათუმში დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის თავში 9 ქულით მოექცნენ - 32:20.

„ბათუმი არენაზე“ სტუმრებმა საწყის 4 წუთში ჯარიმის შესრულების უფლება ორჯერ მოიპოვეს, გელა ხელაძე ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო და ‘გორი’ 6:0 დაწინაურდა. ‘ბათუმი’ გამოცოცხლდა და მალევე ბუბა ნოზაძეს ჯარიმიდან ჩამორჩენის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. მასპინძლებმა ტემპს უმატეს, ხელდახელ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მე-16 წუთზე მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს და ზურა ნინიძის ლელო ნოზაძემ გარდასახა.

ტაიმის შუაში ზღვისპირელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, 25-ე წუთზე ლელოდან 7-8 მეტრში სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ბუბა ნოზაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა. 32-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე პიტერ ვილიამსის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბურთს გიორგი შუკაკიძე დაეუფლა და ‘ბათუმის’ მესამე ლელო გაიტანა, ნოზაძემ კი გარდასახვები 100%-ით გამოიყენა. ტაიმის ბოლოს ‘გორმა’ მძლავრი მოლით შეუტია, რომელშიც ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთნენ და ფორვარდების ორი დარტყმის შემდეგ მიზანს მიხეილ ორაგველიძემ უწია, ხელაძემ კი გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 21:13.

მეორე ტაიმის შუაში ექს-ბათუმელი მამუკა ნინიძის გარღვევის შემდეგ მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ. შიდა ქართლელებმა ბურთი აუტში გადაიტანეს, დერეფნიდან მორიგი მძლავრი მოლი ააგორეს და ლელო დიმიტრი ხურცილავამ გაიტანა, ნინიძის გარდასახვის შემდეგ კი სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 71-ე და 74-ე წუთებზე ბუბა ნოზაძემ ჯარიმები ზუსტად შეასრულა და ‘ბათუმის’ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, ბოლოს კი კარგი გარღვევა ვილიამსის ლელოთი დასრულდა და დებიუტანტი ნუგეშ-ქულის გარეშე დარჩა - 32:20 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბუბა ნოზაძე დასახელდა.

RUGBY.GE

"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?