‘შავმა ლომმა’ Toyota Chellenge-ს პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასი’ 39:38 დაამარცხა და ზაფხულში ბორჯღალოსნების დამარცხებისთვის რევანში აიღო.

ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ გამართული შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. გუნდთან, რომელმაც ახლახანს დასრულებულ ქარი ქაფზე მესამე ადგილი დაიკავა, ‘შავი ლომი’ დროის უმეტესი წილი დომინირებდა. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკელ მეტოქეს აღემატებოდა ფიზიკურობაში და კონტაქტის არეში, მაღალ ტემპში, უნარიანად უტევდა ხელდახელ და დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა.

თუმცა იყო შეცდომებიც, რის გამოც ‘ჩიტასმა’ პირველ ტაიმში სამი მარტივი ლელო გაიტანა, ბოლო წუთსა და გაწითლებულ დროზე კი ჩვენი მოდუნებით ისარგებლა და ორ წუთში ორი ლელო მიითვალა, მაგრამ რაგბის ღმერთმა არ გაგვწირა და აცილებული გარდასახვების შემდეგ ‘შავმა ლომმა’ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

თამაში ქართველების შეტევებით დაიწყო, ‘ჩიტასი’ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და ლუკა ცირეკიძემ ახლოდან ანგარიში გახსნა. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მე-13 წუთზე დაშვებულ შეცდომას სწრაფი კონტრშეტევა მოყვა და თავგანწირული ბოჭვების მიუხედავად ლელო მივიღეთ, რასაც რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა. შეხვედრა რომ განახლდა სწრაფად დავბრუნდით მეტოქის ნახევარზე, მოლით 5-მეტრიან წყვეტილს ვუწიეთ, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და სანდრო მამამთავრიშვილის ძალისმიერი ლელო მოყვა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა მიზანს მცირედით ასცდა.

დომინაციის მიუხედავად 28-ე წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. მოედნის ცენტრში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით, ‘ჩიტასი’ მეორედ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე, დერეფნიდან ბურთი ხაზზე გავიდა და ფეხით მოკლეზე გადაკიდებას მარტივი ლელო მოყვა. ‘შავმა ლომმა’ მალე უპასუხა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს მორკინალების დარტყმები და ირაკლი ქვათაძის ლელო მოყვა, ცირეკიძემ კი გარდასახვით უპირატესობა დაგვიბრუნა.

ტაიმის ბოლოს მეტოქის ძალისმიერი შეტევა მოვიგერიეთ, მაგრამ უკვე გაწითლებულ დროზე ცენტრში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და კახა დარბაიძე ყვითელი ბარათით დაისაჯა. ‘ჩიტასმა’ კიდევ ერთი შანსი მიიღო, დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც ხაზი მარტივად გაიჭრა და მასპინძლებმა ტაიმი 21:15 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ჩიტასმა’ რიცხობრივი უპირატესობა კიდევ ერთხელ გამოიყენა და მეოთხე ლელო ძელებსშუა გაიტანა. მაგრამ ამან ‘შავი ლომი’ არ გატეხა და ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ლელოთი უპასუხა: სანდრო მამამთავრიშვილმა მეტოქეს ბურთი გამოგლიჯა, თენგიზ პერანიძემ მიხეილ ბაბუნაშვილს დაარტყმევინა, რომელმაც პირველი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და მაგრად იარა, 5-მეტრიანთან საქმეში გიორგი სინაურიძე ჩაერთო და სამი მეტოქით გარშემორტყმულმა ძელებსშუა ძალისმიერი ლელო შეიტანა. ცირეკიძემ გარდასახა.

54-ე წუთზე ‘შავმა ლომმა’ ულამაზესი ლელო გაიტანა. ცირეკიძემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა, სწრაფი კონტრშეტევა ოფლოუდებით და სწრაფი გადაცემებით გაგრძელდადა აკა ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა. ამ შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ყველა მორაგბემ იდეალურად ითამაშა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 61-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა. მასპინძლებმა მოლი რომ შეგვიჩერეს ბურთი შალვა აფციაურმა გამოიტანა და იქვე შეუტია, რაქის შემდეგ საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და დათო აბდუშელიშვილმა თავისი პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო.

71-ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. პერანიძის მოკლეზე გადაკიდებულ ბურთს სანდრო თოდუა დაეუფლა და 5-მეტრიანში შევიდა, რაქიდან კვლავ აბდუშელიშვილმა შეუტია და თავისი მეორე ლელო გაიტანა, ოთარ მეტრეველმა კი გარდასახვით ჩვენი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ბოლო წუთზე ‘ჩიტასმა’ შემოგვიტია და გიორგი ნიკოლაძის სინბინის შემდეგ მეტოქემ მოლი ლელოთი დააგვირგვინა. გაცუდებული გარდასახვის შემდეგ სათამაშო დრო ამოწურული იყო, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, ჯარიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკელები ჩვენს 22-ში კიდევ ერთხელ შემოვიდნენ და მართალია მოლი შევუჩერეთ, თუმცა მოკლე ფრთაზე ზედ ალამთან ლელო მაინც მივიღეთ. მასპინძლებმა გარდასახვა ვერც ამჯერად გაიტანეს და ‘შავმა ლომმა’ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - 39:38.

‘შავი ლომი’ იმავე ‘ჩიტასს’ 26 ოქტომბერსაც შეერკინება და ამჯერად შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

Toyota Chellenge. 17 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - შავი ლომი (საქართველო) 38:39 (21:15)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.ზაურ ლუტიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ლაშა ციხისთავი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ალექსანდრე თოდუა, 23. ლუკა თაყაიშვილი.

6 ლელო: მამამთავრიშვილი, ქვათაძე, სინაურიძე, ტაბუცაძე, აბდუშელიშვილი (2)

3 გარდასახვა: ცირეკიძე (2), მეტრეველი

1 ჯარიმა: ცირეკიძე

Rugby.ge

გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა,ასე ძლიერ გუნდთან კიდევ უფრო მეტად,მაგრამ არა მგონია ეს მათი უძლიერესი შემადგენლობა ყოფილიყო.თამაშმა ორმაგი გრძნობა დამიტოვა.ფიზიკურად ვჯაბნიდით მეტოქეს და 6 ლელო დავუდეთ,მაგრამ დაცვაში სრული უსუსურობა გვქონდა და ფრთიდან ფრთამდე მარაოს ჩათამაშებაც კი არ სჭირდებოდათ ბოლომდე,ისე გვიდებდნენ ლელოებს!რაქიდან უსაშველოდ ნელა გამოგვქონდა ბურთები და ამის გამო,ჯანში უპირატესობას ძალიან უყაირათოდ ვხარჯავდით.დარტყმებიც უკეთესობის სურვილს რომ ტოვებს,ეგეც უკვე ძველი ამბავია!თამაშში კონცენტრაცია,გადამწყვეტი ფაქტორია ხოლმე დაძაბულ მატჩებში.ამ თამაშში გაგვიმართლა,რომ გარდასახვები გააფუჭეს,აფრიკელებმა,მაგრამ სხვა დროს არ გაგვიმართლებს და წავაგებთ!

ვიდეოჩანაწერი კი არა,პირდაპირი რეპორტაჟი იყო,რაგბი ტვ-ზე!სანამ ვიღაცას გინებას დაუწყებ,სჯობია მანამდე იკითხო ხოლმე.საკმაოდ ხშირად ყოფილა,როოცა რეპორტაჟი არ უჩვენებიათ,ან იყო,მაგრამ გადაცემებში არ ეწერა.ამ ჯერზე ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ და საყვედური უსამართლოა.
ნიკო
ქართული კლუბისთვის ყოველთვის დიდი მოვლენაა ჩიტაზის დონის გუნდთან მოგება, რომელიც წელს ქარი კაპის ნახევარფინალში მოხვდა, თანაც ლეგენდარულ შარქსს და ბლუ ბულსაც გაასწრო. ვულოცავ ქართველი სპორტის გულშემატკივარს ასეთ თამაშს. განსაკუთრებული იყო ტაბუცაძის ლელო, ამდენი ამოგდება ასეთ დონეზე არც მინახავს ქართველებისგან. გაკვირვებასაც გამოვთვამ, აქ ზოგიერთმა რაგბი ტივის არსებობა რომ არ იცის, თამაშებს ვერ უყურებს, მაინც უკმაყოფილოა და სტადიონზე არსიარულს ფედერაციას აბრალებს:))))
Porto
რაგბის კავშირის გასაგონად!! შავი ლომი არის საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი და მისი თამაშების გადაღება და შემდეგ ვიდეოს დადება რა გახდა? მერე გიკვირთ ხალხი სტადიონზე რატომ არ დადისო?? ესეთი შტერული დამოკიდებულება, რომ გაქვთ მაგიტომაც!!
თოკო
ფიროსმანზე გსმენია ბიძი? აგრეთვე ლომი იმდენ კლუბს და ფრენჩაიზს ქვია რაგბიში, მოდი რეალურ პრობლმებზე ვილაპარაკოთ რა
gurulo-ს

Gurulo
ვულოცავ ბიჭებს!ეს ერთი და სხვა მრავალი.ღმერთი თქვენთან.P.S. ავტორი ქართველია თუ ძველი ბერძენი?რაგბის ღმერთი,ბუცის ღმერთი,ბალახის ღმერთი,შნუროკის ღმერთი,რა უბედურებაა,ეს რაგბის ღმერთი.ღმერთი ერთია!
ქორ-პარიკმახერი
ძალიან მაგარია. დისციპლინის გამო წაგება საცოდაობა იქნებოდა
წითელი მერცხალი
შავი ლომი ბუნებაში არ არსებობს.რა იქნება,რომ დავარქვათ რაიმე ნამდვილი სახელი.მაგალითად,ყვითელი ლომი?ან,სულაც ლომი? )
Napoleoni
2 წუᲗი 11 ქულას იგებ და ᲨეიᲫლება იᲗქვას რომ წააგე რა. . ორი გარდასახვა ვერ გაიტანა მეტოქემ და იმის ხარჯზე მოიგე. . .დისციპლინა და კონცენტრაცია ნული
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის