საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: "დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემდეგ ასე გაგრძელება რთულია და ამას ველოდით. რთულია, დიდი წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას დაუბრუნდე. თაობათა ცვლა გვაქვს, წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. დაცვაში კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების გარემოს ადრევე უნდა შეეჩვიო და ნარიმანიძე აქ ამიტომაცაა. სიგუას ახლა კარგი პერიოდი აქვს, მის მწვრთნელს ვესაუბრე.

მეორე ადგილის თეორიული შანსი გვაქვს. რთული პერიოდი გამოცდილებაა, ჩვენ ახლა შენების პროცესში ვართ და ამას გავაგრძელებთ. თუ გამოვა, ძალიან კარგი. როცა სამმცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ცუდად წავაგეთ, მაგრამ სულ მჯეროდა, ეს გაამართლებდა. პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია.

ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კონცენტრაცია, აგრესია და სხვა ფაქტორები. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ კუთხურებზე საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სტანდარტულების დროს ტაქტიკა არ შეგვიცვლია, აქედან გამომდინარე პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ დამოკიდებულებაშია. როცა გველესიანი, კვირკველია და მაღალი ფეხბურთელები წავიდნენ, პრობლემა გამოჩნდა და ამ საკითხზე მეტად უნდა ვიმუშაოთ

ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი სტანდარტულებისთვისაც გვჭირდება და სხვა რამეებისთვისაც, მაგრამ ფედერაცია ინგლისურ კლუბებს ვერ შეეჯიბრება. 6 თვის წინ სტანდარტულების დროს ჩვენ პრობლემებზე არავის საუბრობდა, პირიქით, გაკვირვებულები იყვნენ.

აზაროვი "შახტარში" სკამზე იყო და თვეში საშუალოდ ერთ თამაშს თამაშობს, რაც შემდეგ ფიზიკურად საკმარისი არაა იმ დავალებებისთვის, რასაც მისგან ვითხოვთ. დვალმა ესპანეთის ნაკრებთან ცუდი თამაშის შემდეგ ჩემი დავალებები კარგად ვერ მიიღო. ის ძალიან მიყვარს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და დაბრუნდეს. ლაშა ძალიან კარგი იყო საბერძნეთთან და შემდეგაც და ერთ-ერთია იმათგანია, ვინც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძველებურ ფორმაში აღარაა.

გვინდა, გოჩოლეიშვილს მეტი დრო მივცეთ. მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ მარცხნივ იმათზე კარგია, რომლებიც მარცხენა ფეხით თამაშობენ."

ალექსანდრე იაშვილი: "მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, იგი მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება."

დავით 67
ვფიქრობ სანიოლი უნდა წავიდეს, მაგრამ ამ შემადგენლობით ვინც არ უნდა მოვიდეს შედეგი არ იქნება. მარტო გამართლებაზე შედეგი არ დგება
იდეა
ვილი თუ წავა - ვაჟიკო ბერიძე დავნიშნოთ. ძველი კომუნისტური გადმონაშთი და ბერბიჭაა. ეხლა კომპარტიას შეეშვა და საგაზეთო პუბლიკაციებს მიჰყო ხელი. თავის ბიჭუნებსაც კარგად მფარველობს. ხოოოდა თუ არ ითამაშეს კარგად ბებრუხანა ბერბიჭა ვაჟიკო მიხედავს:))))
ჟორა გაბრიჭიძე
რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ ჩვენმა ნაკრებმა თურქეთს უნდა მოუგოს? თურქეთს იმ დონის ჩემპიონატი აქვს, რომ ოსიმენი იმაზე მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში იხარჯება. აქვთ 5-6-ჯერ მეტი აკადემიები და იმაზე მეტი ფეხბურთელი ყავს, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. თურქები არ თამაშობენ რაგბს, ჩვენ კი ევროპის უცვლელი ჩემპიონები ვართ. ეს რაგბი იცით რამდენ მომავალ ფეხბურთელს ისრუტავს? ესპანეთი კი სულ სხვა თემაა. ყველამ ვნახეთ თურქეთთან თამაში, ვერ ითამაშა გუნდმა, იმიტომ რომ საკუთარ გუნდებში უმეტესობა სკამზე ზის. ნათქვამია "უნიფხვო კაცს ყ.ე ეგრძელებოდაო" ასეა ჩვენი საქმე. ნახეთ რა ხელფასზზე ზის ვილი და რა ხელფასი აქვს თურქეთის მწვრთნელს. ახლა ილოცეთ ისევ ევროპაზე რომ გაგვიყვანოს ვილიმ.
ვოოტ
ტაქტიკას, თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია, მთავარი ყოფილა კონცენტრაცია, აგრესია, კიდევ რაღაც სხვა ფაქტორები ( ამ სხვას ალბათ, სხვა დროს გვაზიარებს), მაგრამ არამც და არამც ტაქტიკა - ამას მერაბ დვალიშვილიც არ იტყოდა, სულაც ხუხაშვილი რომ გაუყვანო ოქტაგონზე... ნებისმიერ (!!!) გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო ( გაუგებარია, რატომ) და რაში გამოიხატება ეგ პასუხისმგებლობის აღება?!... ალბათ, იმაში, რომ სანიოლს კი არა, მე დამახურეთო?!... ელისაშვილმა რომ თქვას, მე ვიღებ პასუხისმგებლობას საქართველოს ნაკრებზეო, იქნება რამე განსხვავება?!... დვალმა ჩემი დავალება ცუდად მიიღოო?!... კი მაგრამ იაშვილისგან რატომ უნდა მიეღო დავალებები დვალს ან ცუდად და ან კარგად, იცის ვინმემ?!... აზაროვი თურმე იშვიათად თამაშობს და ვერაფრით ჩადგა სასურველ ფიზიკურ კონდიციებშიო - ნუ რათქმაუნდა, სად შახტარის მოთხოვნები და სად - სრულიად ევროპის მეორე დივიზიონების, შახტარში, ალბათ, ფიზ. მომზადების მწვრთნელი თუ არსებობს ბუნებაში, არც გაუგიათ?!... რომელ მეორე ადგილზე გვებაასაბა ეს კაცი?!... მეორეკლასელი მოსწავლეც გეტყვით, რომ მეორე კი არა, მეოთხე ადგილზე გასვლის ალბათობა ბევრად უფრო დიდია და თანაც რეალური, ესენი რომელ კლასში არიან?!... და რას ნიშნავს, რომ სანიოლი თურმე საუკეთესო მწვრთნელია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს ?!... აქ ორი ვარიანტია - პირველი, ვინც არ უნდა დავნიშნოთ მის ადგილას, უარესი ფიასკო გველოდება და მეორე - ქართული ფეხბურთი, გნებავთ, თავად ქვეყანა არ ( ან ვერ) იმსახურებს უკეთეს მწვრთნელს... რომელი დავიჯეროთ, ბატ. ალექსანდრე, ან უკეთ რომ ვთქვათ - თქვენ რომლის დაჯერებას გვირჩევთ?!...
Კეკე
,, ტაქტიკას მნიშნელობა არ აქვს"ფრაზამ მომცელა))))სანამ ქართველები ყველაფრის შეხოცვას არ გადავეჩვევით, მანამდე ბანანის რესპუბლიკად ჩაგვთვლიან ვილისნაირი პეროიანები.
კახა
ფრთხილად ვილი, დიდებულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია, საცრანგეთშიც კარგად იცით ამის შესახებ
Lelo
Საქართველოს ნაკრები იმსახურებს უკუთემ მწვრთნელს, ნაკრების ფეხბურთელები ბევრად უფრო მაღალი დონეზე არიან ვიდრე სამწვრთნელო შტაბი მთლიანად. Ამიტომ გუნდი რომლის ფეხბურთელები თამაშობენ პსჟში, ლივერპულში, ვილიარეალში, ჰამბურგში, უდინეზეში, სპორტინგში, სენტ ეტიენში, მეცში, შტურმი, უოტფორდში, თუნდაც მეორე ბუნდესლიგაში, უკეთეს მწვრთნელს იმსახურებენ ეს ბიჭები გაიხსენეს ადრე ნაკრებში რა გუნდის ფეხბურთელები და რა ჩემპიონატების ფეხბურთელები თამაშობდნენ კერძოდ ქეცბაიას დროს თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ ყაზახეთი უზბეკეთი კვიპროსი რუსეთის აუტსაიდერი კლუბი იყო ვოლგა თუ გახსოვთ იქედან იწვევდნენ ფეხბურთელებს ასევე ნალჩიკის სპარტაკი იყო კლუბი რუსეთში იქ ნათამაშები ფეხბურთელები იყვნენ ნაკრების ლიდერები კერძოდ ამისულაშვილი და გოგუა აი ასეთი ჩემპიონატის მოთამაშე ფეხბურთელებით ითხოვდნენ ქეცბაიას შედეგებს თუმცა ქეცბაიამ მაინც შეძლო და ზედიზედ 10 თამაში არ წააგო მეტიც იმ დროისთვის ერთერთ უძლიერეს ხორვატიას მოუგო 1-0 თავის მოდრიჩ რაკიტიჩებიანად. Ახლა გადახედეთ მე ზემოთ ჩამოვავალე რა გუნდებმა და ჩემპიონატებში თამაშობენ და როგორც ცა და მიწა ისე განსხვავება მაშინდელ გუნდსაც და დღევანდელ გუნდს შორის ვისაც ფეხბურთი ესმის ამას მიხვდება.მაგრამ მიუხედავად საკმაოდ კარგი კონტიგენტით მოთამაშე საქართველოს ნაკრები 2 თამაშს ზედიზედ აგებს არა გრანდ თურქეთთან თან ისე რო არანაირი შანსიც არ ქონია არ მითხრა ახლა თბილიში ქონდა შანსები ნაკრებს რის მერე ვინმეს ხო არ ავიწყდება 0-3 მერე თან როცა თურქეთი 10 კაცით დარჩა მაშინ გაჩნდა შანსები. Ამიტომ ადრეც ვიძახი და ახლაც ვამბობ სანიოლი არაფრით მეტი არ არის სხვა ყოფილ მწრთვნელებზე, უფრო ზუსტად ერთერთი უსუსტესი მწვრთნელია ყოფილებთან შედარებით ამის მიზეზები ზემოთ ჩამოვავალე, რაც წარმატება იყო ეს ამ თაობამ მიაღწია და არა სანიოლმა და ხიზანიშვილმა.
რას ერჩით იაშკას
იაშკა წმინდაა. ის ყველგანაა, სტადიონზეა, ბალახზეა, ფოთოლშია, წყალშია, ხეშია, ფედერაციაშია ბოლო-ბოლო. თქვენშიცაა, ის დიდია და მაღალი, არა, აღმატებული, ის დავიცავს და დაგვიფარავს ესპანელთა შემოტევებისგან. თუ არა და აგერ არაა იური?!
porto
ხო აბა სულ კლავიატურის ვირთხების, ეზოში რომ ვერ ჩადიან ეგეთი ტიპების და ზღაპრის ბოლო კეთილიას მომღერალი ხალხის გამო უნდა გაუშვან სანიოლი :)))))))) აპრუ-წუ-წუუ :))))))))))
დდდ
ერთ პატარა ინტერვიუში რომ ამდენ ტყუილსა და სისულელეს დააბრეხვებ, ან კრეტინი ხარ, ან ფიქრობ, რომ კრეტინებს ესაუბრები... ვისაც უნდა, დავენაძლავები, რომ იაშვილი კრეტინი არ არის...
გიორგი
მაგ სიმართლით “გაგიმარჯოს” იაშვილო!
მწარე
სინიოლი გავუშვით. მე მაგაზე გული არ დამწყდება. ფაქტია ფეხბურთელები არ გვყავს. ვინც არიან ნაკრებში, ნახევარი თავის გუნდში შეცვლაზე შედიან. ტაქტიკაზე რომ გაჭედეთ. საჭიროა სწორი ანალიზი. თუ ფეხბურთლებმა ვერ ითამაშეს, არ მოინდომეს, არ იბრძოლეს ტაქტიკა გაირჭე, აზრი არ აქვს. მე ესე გავიგე სანიოლის ნათქვამი. ამ კაცს უყვარს თავის მართლება, გადაბრალება მაგრამ ყველაფერში ვერც მართალი იქნება და ვერც მტყუანი ვერ იქნება. ეხლა ავდგეთ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ და ახალმა ტრენერმა ნოლიდან დაიწყოს, ესე არ გამოვა. იგივე ტაქტიკაში 3*5*2, 5*4*1; 5*3*2; 4*3*3 გამოსცადა და ათამაშა. ამ გამოცდილებას გამოყენება უნდა.
გიორგი
ნაკრები ხალხს ეკუთვნის. არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას, მარტო ფეხბურთელები არიან დამნაშავე. დიდი მადლობა მაგრამ დაწყებითის მასწავლებელი, ვერ მოამზადებს აბიტურიენტს
მათ საყურადღებოთ ვინც ამბობს , რომ სანიოლმა შედეგი დადო!
სანიოლმა რა შედეგი დაადო? ერთა ლიგა შემოიღეს და უსუსტეს ლუქსემბრურგს და საბერძნეთს შევხვდით, ისიც სახლში. ასე ნებისმიერს რომ გამართლოდა ნებისმიერი გაიყვანდა ევროპაზე ამ გუნდს. ლუქსემბრუგი და საბერძნეთი ყველასთან აგებს და მაშინ მითუმეთეს ყველაზე ცუდი ნაკლები ყავდა საბერძნეთს
ლევანი
თუ ძმა ხარ რომელ წარმატებას მიაღწიეთ? ყველაფერი იყო შემთხვევითობა და იღბალი რაც შემდგომში თვალნათელი გახდა. რომ არა ერთა ლიგა როგორ გახვიდოდით ევროპაზე? თან განგებამ საჩუქარი გაგიკეთად, ლუქსემბურგს შეხვდით სახლში და საბერძნეთს შეხვდით სახლში. ორ გუნდს რომლებიც სულს ღაფავენ. ლუქსემბურგს გაჭივრებით მოვუგეთ და საბერძნეთს კიდე უფრო გაჭივრებით პენრებში. დონე მაშინ იქნებოდა აწეული ჩვეულებრივი ჯგუფიდან რომ გავსულიყავით. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზე საჩუქარი გაგვიკეთეს და ორის ნაცვლად 3 გუნიდ გაიყვანეს ჯგუფიდან. ამ წლის თამაშებმა ანახა, რომ დონეს კი არ აუწევია, შემთხვევითობა იყო ყველაფერი. ერთა ლიგაზე სახლში კიდე ლუქსემბურგს ან საბერძნეთს თუ შევხვდებით კიდე გავალთ ევროპაზე, თან სახლში თუ შევხვდებით მაგრამ ასე კიდე გაგვიმართლებს? რომელმა დონემ აიწია, მეოთხე შემადგენლობის ესპანეთს კარში ვერ დაურტყით და ბურთი ჩვენი საჯარიმოს იქით არ გადაგიტანიათ, თურქეთთან კიდე ორჯერ დაარტყით კარში ისიც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი რომ იყო
nika
"პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია" - ეს სანიოლის ფრაზა არაა, ეტყობა კობი/იაშკამ ურჩია ამის გაჟღერება ჩვენ ხომ ყველაფერს გვაჭმევენ, "ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს" - ეს უკვე ვილის სიტყვებია და ადასტურებს რა დონის მწვრთნელია.
გაუვიდა ყავლი!
წარსულის წარმატებები არ ამართლებს მომავლის წარუმატებლობებს! ოდესღაც დიდგორიც მოიგო ქართველმა , თუმცა დღეს ამით ტკბობა სიბრიყვეა და არაფერი სხვა. ის მიღწევა სანიოლის მაქსიმუმი რომ იყო ეს გასულმა და მიმდინარე შესარჩევმა ციკლებმა დაგვანახა და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს პირველ რიგში საფეხბურთო ფედერაციამ, რაშიც დიდი ევი მეპარება, განა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, უბრალოდ არ აწყობთ მწვრთნელში 2-3 მილიონის გადახდა წლიურად. 200 ათასად კი სანიოლი "ოცნებათა პიკია"
Achi
Exla kobiashvilis da iashvilis xoshze TU iara pexburtma ase ar gamova da vin ushlis xels amat ro tavis xoshze daacxon xvelaperi egec sakitxavia egeni arsadararian wamsvleli ise ro icodet sanam zemodan xalxi yavt da isini vinc zemotarian xo saertod iyides ukve qvexanada arsad armidian da rodis wavlen xmertma icis
ზაზა
დაიწყო ამანაც ამოჩემებები! ან სხვების მითითებებს ასრულებს!
goga
რა შედეგი? ბერძნებს ძელისთვის არ გაერტყათ ბოლო წუთებზე ვიქნებოდით ევროპაზე? მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის არც ორგანიზებაა ტაქტიკასთან თანხვედრაში და არც ფეხბურთელების შერჩევა პოზიციებზე. ეს ყოველივე ასახულია ნაკრების თამაშის ხარისზე - საერთოდ გაუგებარია, კონკრეტულად, ვის რა ევალება მოედანზე და რა დავალებას ასრულებს?
FaBro
ერთი სიტყვით, როგორც განცხადების შინაარსიდან იკითხება სულ #$%-ზე გვკიდია ხარისხი და შედეგი, ჩვენსას ვაწვებით ბოლომდეო! ჩაკეტილი სისტემაა, თავიდან ბოლომდე და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა აზრისაა გულშემატკივართა უმრავლესობა, მთავარია ის, თუ რა უნდა რამოდენიმე კაცს! ასე რომ პრობლემა სანიოლში არაა, მას სრული ინდულგენცია აქვს და არც შედეგებზე თუ უშედეგობაზე თხოვს ვინმე პასუხს. დამოკიდებულნი ვართ კობიაშვისა და იაშვილის გემო-სურვილზე და პრობლემაც სწორედ ამაშია.
აუუუ, ესენი სად არიან ბიჯოოოო....
მეორე ადგილის შანსი გვაქვსო, რეალობას საერთოდ მოწყვეტილები არიან. ბრეჟნევის გაცოცხლებას უფრო მალე დაიჯერებს კაცი, ვიდრე ამათ მეორე ადგილს ჯგუფში.
1.
არ უნდა წავიდეს სანიოლი. სად იყო ნაკრები მის მოსვლამდე და სად მოიყვანა. რას ვედავებით თურქეთს და ესპანეთს რომ ვერ მოუგო? ნახეთ სად თამაშობენ თურქები და სად ჩვენ. მამარდაშვილის. კვარაცხელია გარდა არავინ გვყავს top გუნდებში. უნდა დარჩეს სანიოლი და გააგრძელოს გუნდის შენება. მახსენდება კოკოშკოვი რომ გაუშვეს კალათბურთის ნაკრებიდან. უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება. წავიდა კოკოშკოვი და ორლანდო NBAის play off ში გაიყვანა. და სლოვენიას ევროპა მოაგებინა.
ბორია წიფურია
ხოხ?! მეორე ადგილის შანსი გვაქვსო? მუჭორექი ვილი... აბი გლიუკოზა

ასეთი შედეგი დადო რომელიმე მწვრთნელმა?? ვიყოთ სამართლიანები. მალევე გვავიწყდება ყველაფერი....დიდგორის ომში მონაწილეობდნენ ფრანგები.გვაკლია ყივჩაღები და ოსები. :)))
გია
შეუცვლელი არავინ არი
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია