ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აშშ 43:30 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდან დაწინაურდნენ, შემდეგ დაცვაში შეცდომები დაუშვეს, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს 21:7 წინ გავიდნენ. თუმცა, „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა დაიბრუნეს და პირველი ტაიმი 26:24 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდი ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა (26:27), მაგრამ შეტევებზე გადავიდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და მეტოქეს სძლია.

საქართველოს ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს - 15 ნოემბერს ბათუმში კანადას, 22 ნოემბერს კი თბილისში იაპონიას ეთამაშება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - აშშ 43:30

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

ჯოჯოხეთს ერთი ნაკვერჩხალი აკლდა და ისიც დაემატაო!ვაშა!საბჭოეთის წითელთავიანი ჩიტი შეემატა,საიტის ქართული სპორტის „მოყვარეების“ მარაქას. შენ ალბათ არც გაგიგია,მაგრამ საბჭოთა ფიგურული ციგურაობის ადრეულ ეტაპზე,მარინა სანაია იყო,საბჭოთა კავშირი მსოფლიოს სარბიელზე რომ გაიყვანა,ერთეულთა თანრიგში.რუსული ფიგურული სრიალის სიძლიერე,დიდწილად ეთერ თუთბერიძეზე დგას და ჩვენ სიტყვა გვეთქმის,სპორტის ამ ულამაზეს სახეობაში.ფიგურული სრიალი,ძალიან სანახაობრივი სპორტია და საქართველოშიც სიამოვნებით ვუყურებდით და ახლაც ვუყურებთ,როცა საშუალებაა,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების რეპორტაჟებს.ასე რომ დიახ,შემიძლია კომენტარის გაკეთება და გამიკეთებია კიდეც.შენ ეტყობა ახლა ჩამოხვედი რუსთა ქვეყნიდან,თორემ აუცილებლად შეგხვდებოდა ჩემი კომენტარები,საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლების და გამარჯვებების შესახებ.
tngh
აშშ-მ საკუთარი რაოდენობრობა ვერ გარდაქმნა თვისობრიობაში... მცირე საქართველომ გაიმარჯვა!!! მადლობა ბიჭებს!!!
tngh
გაივსო საიტი "ბოღმით"...
zura222
15 ქულით ვერ მოვიგებდით ასეთი კატასტროფა დაცვით ბოლო ლელოც იმიტომ დავდეთ რომ ამერიკელებს ლელო სჭირდებოდათ დაცვაზე ფააქტიურად აღარ ფიქრობდნენ.ძალიან დაგვეხმარა ამერიკელის გაძევება და იმ 10 წუთში დავუდეთ ორი ლელო ანუ ამ თამაშის მოგებაში შემთვები უფრო დაგვეხმარა ვიდრე ჩვენი თამაში

ძირითადის 15 კაციდან,5 შავი ლომის მორაგბე იყო,მარქაფაში კი,კიდევ ორი იყო!ამ ბიჭებს მაღალი დონის ძალიან ცოტა თამაშები უწევთ და რა თქმა უნდა ეს მათ სათამაშო დონეზეც უარყოფითად მოქმედებს.ევროპაში წასულ ბიჭებსაც, ყველას არა აქვს საკმარისი სათამაშო დრო და რა თქმა უნდა ეს მათ ფორმაზეც აისახება.რას შეეხება სიმაღლეს,რამდენიმე წლის წინ,რაგბის ფედერაციამ,განცხადებაც კი გამოაქვეყნა,ვისაც რაგბის თამაში უნდა,ვეძებთ მაღალ ბიჭებს,მობრძანდით,თამაშს,სულ რომ არაფერი იცოდეთ,აქ გასწავლითო.მგონი ოთხი ბიჭი მივიდა.მერე უკვე აღარაფერი ვიცი.მხტომელების გაზრდა უნდოდათ,მათგან.ამეროკაში მძლეოსნობა,უმაღლეს დონეზეა განვითარებული,ჩვეულებრივ სკოლებშიც კი,მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ.ქართულ სკოლაში,მძლეოსნობა კი არა,ფიზკულტურის გაკვცეთილებსაც აღარ ატარებენ,სკოლაში სპორტული ფორმა აღარ მიაქვთ და რა თქმა უნდა სწორად სირბილსაც არავინ ასწავლით.ამერიკელების და ქართველების სირბილის მანერაში,სწორედ ამიტომ არის ასეთი განსხვავება და სწორედ ამიტომ გვჯობნიან სისწრაფესა თუ სიმკვირცხლეში,უცხოელები.ამ საქმის სპეციალისტი,გუჯა კახაძეა,ხანდახან აქაც შემოდის ხოლმე,მოკლე პოსტებით,მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და არც მას იყენებენ,სათანადოდ.

წესით და კანონით,კანადასაც უნდა მოვუგოთ.ჩვენზე სუსტი ნაკრები ჰყავთ.ჩვენ პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს ხოლმე,მერე კი,თანდათან ვუმატებთ.გულდასაწყვეტი ის არის,რომ ამერიკასთან 15 ქულით,ან მეტით რომ მოგვეგო,რეიტინგში,დამატებით კიდევ 0,4 ქულას მივიღებდით(როგორც კომენტატორებმა თქვეს).13 ქულით გავიმარჯვეთ და იმ ორი ქულის უპირატესობის მიღწევაც შეგვეძლო,თედოს, გარდასახვა ძელისთვის რომ არ მოერტყა და ორ ძელს შუა გაეტარებინა.შავი ლომის ბიჭებს,დაძაბული და ტემპიანი თამაშების ნაკლებობა აქვთ და ყოველი ასეთი მატჩი,მათ ფორმაში შესვლაში ეხმარება.
კრილია სოვეტოვი
ყველა სპორტში როგორ ერკვევი? ფიგურულ სრიალშიც დადებ კომენტარს?
gzp
საოცრებაა, რატომ გაქვთ პრეტენზია რომ უნდა მოვუგოთ. ჯერ მუნი მოვიშოროთ !
რაგბის ფანი
ბიჭებმა მოიგეს და რა ნეგატიური კომენტარებია? ვულოცავ მოგებას ყველას, ვისაც უხარია. პირველი თამაშის კვალობაზე არა უშავდა.

პირველ ტაიმში,დაცვაში სრული უსუსურობა გამოვამჟღავნეთ.ბუთის ხაზზე გატანაც კი არ დასჭირვებიათ,პირდაპირ ცენტრიდან გვიჭრიდნენ ხაზს და დებდნენ ლელოს.დაცვაში უმარტივესი ლელოების გატარება,უკვე ჩვენი ახალგაზრდული და პირველი ნაკრების ჩვეულ პრობლემად გადაიქცა.მხოლოდ მოძრაობის კი არა,ფიქრის სისწრაფეშიც ჩამოვრჩებით მეტოქეებს და ამიტომ,სიტუაციის უეცარ ცვლილებაზე,მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ვრეაგიირებთ,როცა უკვე დაგვიანებულია და ბურთი დაკარგულია.სწრაფ შეტევაზე გაქცევებმა,კვლავ გამოაჩინა,რომ მარაოს სისწრაფეზე გაშლის დროს,სრული სისწრაფით გაქცეულ ტაბუცაძეზე ზუსტი და მოხერხებული პასის გაკეთებას,კვლავაც ვერ ვახერხებთ და ბურთი აუტში გვივარდება.აქ ვერც ტაბუცაძეზე ვიტყვით,რომ მისი ბრალი არაფერია და მხოლოდ მეპასეების დამსახურებაა,ბურთის ვერ მიღება.აშკარაა,რომ მაღალ სიჩქარეზე ბურთის დამუშავების ტექნიკა პასის გამცემსაც აკლია და მიმღებსაც.ჩვენზე გაცილებით სუსტმა შერკინებამ,მაინც შესძლო და რამდენჯერმე ჩვენც დაგვაჯარიმა,თუმცა შერკინებამ შეტევაში მაინც კარგად ითამაშა.პირველი თამაში იყო,მოვიგეთ და რა თქმა უნდა ვულოცავ,მაგრამ უკვე აშკარაზე მეტად ჩანს,რომ შავმა ლომმა ძლიერ ტურნირში სისტემატურად თუ ვერ ითამაშა,ნაკრებიც უკუსვლისთვისაა განწირული.ზრდისთვის აუცილებელი რაოდენობის თამაშებს ვერ თამაშობენ ბიჭები!უკვე აშკარად ვბუქსაობთ და საშველიც არ ჩანს.წესებში თუ გათამაშების სისტემებში ყველა ცვლილება,ჩვენ საზიანოდ მუშაობს და წრე თუ არ გავარღვიეთ,რეგრესი გარანტირებული გვაქვს.
A
მოკლედ, რაგბი ფეხბურთივით უკან წავიდა, კოკერილიც სანიოლის დონეა, არცერთგან საშველი არ ჩანს, კარგი რეგრესია,ფაფხური..რაგბშიც, ფეხბურთშიც, კალათბურთშიც ასე იქნება ლეგიონერების გარეშე, და ჭუდაობაც უკან მიდის ფაქტია
zura222
აქ მთავარია კანადასთასთან არ წავაგოთ ! თუ წავაგებთ თორმეტ საუკეთესოში ვერ მოვხვდებით და მსოფლიზე მინიმუმ ორი ბობოლა დაგვეჯახება ! და კანადას თუ მოვუგებთ მერე იაპონიასთან რომც წავაგოთ 12 საუკეთესოში მაინც ვიქნებით და მსოფლიოზე ორიდან ერთი ბობოლა აგვცდება აუცილებლად
ქორ-პარიკმახერი
ძალიან დინამიური თამაში იყო, მოვიგეთ, კარგია, მაგრამ სასიხარულო ბევრი არაფერი
tngh
იაპონიამდე კანადის ნაკრებთან გვაქვს სათამაშო. იმედია კანადასთან თამაში დაგვეხმარება იაპონიასთან შეხვედრაში. იაპონიას ღირსეულად დავხვდებით!!!
S.K.K.
ვინც ვერ გაიგო თუ რატომ ვახსენე მაინც და მაინც შოტლანდია - იმიტომ რომ ერთი კვირის წინ სწორედ შოტლანდიამ მოუგო შტატებს 85-0,
ბორია წიფურია
ძალიან უდად დაიწყეს თამაში, ყველა ზემდოან ეპოტინებოდა დაცვაში ამერიკელ მორაგბეებს, შისწრაფით გვჯობდნენ და ბურთზე ადრე მისვლითაც. ნაკრებში სადაც თითქმის ყველა საფრანგეთის პირველი და მეორე დივიზიონიდან არიან და მუდვმივად თამაშობენ ასე ცუდად არ უნდა ირჯებოდეს.მაღალ ბურთზე პირველ თაიმში ყველა წააგეს, აუტი ისევ პრობლემაა, მეორე ტაიმში რა მოდენიმე უკანნ ჩააბარეს, ხაზში სულ კაცნაკლულები სჩანან დაცვაში ისევ. ბურთი რაქში ბევრჯერ დაკარგეს და წააგეს და მხოლოდ ერთხელ ამოიღეს. შერკინებაც სწორად ვერ იდგა, ამერიკასთან დგომა არ უნდა უჭირდეთ, დიდ გუნდებთან საერთოდ ვერ გაძლებენ. ტაბუცაზემ ერთი ბოჭვა ვერ გააკეთა. ინიაშვილმაცე ჩაასგდო თამაში მაგრამ ბოლოს ნიჭით მაინცე გააკეთა საბოლოო ლელო, მაგრამ მისიშეცდომის გამო გავიდა პირველი ორი ლელო და ძალიან ცუდად ითამაშა პირველი ნახევარი დაცვაში. თუ შევადარებთ მათ ფიზიკურ მონაცემებს თანად ისევ დაბლები ვართ პირველ ხაზშიც და უკანა ხაზშიც. დრო იცვლება და ასევე ფიზიკური მოთხოვნებიც და მოთამაშეების შერჩევა ყველგან საქართველოს გარდა. ტყემალაძე როგორც იქნა მოშორდა რაგბს, იმედია ცოტა უფრო მეტად მცოდნე ხალხი პარტიულობის გამო რომ არიან დასმული აზრზე მოვლენ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაგბი მაინც აქვთ ნათამაშები მაღალ დონეზე. წვრთნელმაც სწორი მოკლე ანალიძი გააკეთა თამაშის მერე. ურთს ვერ გავუფრთხილდითო. მოკლედ წლები გადის და ერთ ადგილს ვტკეპნით ისევ "ნე რიბა ნე მიასაო" ნახეთ არგენტინა რას თამაშობს და ურუგვაიმაც ამოქაჩა, იაპონია დაბლები არიან მაგრამ შეცდომებბს არ უშვებენ ბურთით ხელში და არც დაცვაში. ბრაზილიაც ბევრს მუშაობს და რამოდენიმე წელშ არგენტინის დონის გუნდს დააყენებენ ალბათ. სამწუხაროა რომ აშშ და კანადა გვარგუნეს ამ ტესტ მატჩებზე მაგრამ დონის მიხედვით სწორად გადაუწყვეტიათ. ვნახოთ თუ ასე ითამაშეს კანადასთან შეიძლება წავაგოთ.
S.K.K.
კიდევ კარგი შოტლანდიას არ შეგვახვედრეს. არანაირი პროგრესი არ იგრძნობა.
Porto
რაგბის ნაკრებს ძალიან ძალიან ცუდი ტრადიცია დაჩემდა სერიების პირველი თამაშების სრული ჩაგდება!! უკვე წლებია ასე გრძელდება!! რაგბის (და არც ფეხბურთის) ექსპერტი არ ვარ მაგრამ იაპონიასთან ამდენ შეცდომას და ასეთ უსუსურ თამაშს არავინ აპატიებს და ეს შეცდომები ქულებში აისახება!!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
"მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება" - გვარდიოლამ "სიტის" შემტევი გამოარჩია
ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს
"ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო" - "ფლამენგოს" მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
რა სჭირს "ვილიარეალს"? - მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?