ფრანგული გამოცემები „რენთან“ მატჩში პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული არიან. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

„ეკიპი“: „ხვიჩა კვარაცხელიამ დიადი შეხვედრა ჩაატარა და აბდალჰამიდ აიტ ბუდლალს კოშმარული საღამო მოუწყო. პსჟ-მ ბრწყინვალე ქართველის წინამძღოლობით გაანადგურა მეტოქის დაცვა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ „ლანსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ყველაზე მაღალი შეფასება ჩვენგან „კვარამ“ დაიმსახურა (8), ყველაზე დაბალი კი - ბუდლალმა (2)“.

გამოცემამ გაზეთის პირველ გვერდზე ხვიჩას სურათი გამოაქვეყნა წარწერით: „კვარაცხელია - ბრენდი „K”.

„პარიზიენი“: „ამ სეზონში არასტაბულური „კვარასთვის“ გამოღვიძების დრო დადგა, დუბლი შეასრულა და წელს უდავოდ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის რეჟიმში, ისეთი როგორიც „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებაში, როცა ბრწყინავდა. როგორც იქნა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დედაქალაქში გადმობარგებულმა, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს მუდამ ამ გუნდში ასპარეზობდა, რამეთუ ადაპტაცია მყისიერად გაიარა, თუმცა სეზონის დასაწყისიდან ორი სახე აჩვენა.

კარიერაში მეათე დუბლი შეასრულა, რომელიც ნამდვილი საშობაო საჩუქარივით გამოიყურება, ოღონდ იმ პირობით, რომ საბოლოოდ გააღვიძებს საკუთარ თავში „კვარადონას“.

Foot Mercato: „ფენომენმა კვარაცხელიამ ისევ დაიპყრო „პარკ დე პრენსი“. შაბათ საღამოს ლამაზი დინამიკა აჩვენა, რაც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენს პირველობაზე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. 24 წლის ქართველი გამარჯვების ჭეშმარიტი შემოქმედი იყო, „რენის“ მცველებთან ბურთაობით ხალისობდა, კერძოდ თავისი მოქმედებებით პშემისლავ ფრანკოვსკი აგონიაში ჩააგდო. გარღვევებით, მთელი ტექნიკური პალიტრის დემონსტრირებით გააბითურა მოწინააღმდეგის დაცვა და ჩვენგან 8.5 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ევროარენაზე სანაქებოდ ასპარეზობის ფონზე ხშირად აკრიტიკებდნენ ლიგა 1-ში ნაკლებად მონდომებისათვის, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამ დაამტკიცა“.

მალხაზ ჯობავა
არაფერი გამოღვიძება კვარას არ ჭირდება, მაგი მკვირცხლი მარგალია. გამოღვიძება ჭირდება ენრიკეს, რადგან აწი მაინც უნდა მიხვდეს რომ კვარაცხელია უნდა ათამაშოს მარცხნივ, მისცეს თავისუფლად მოქმედების საშუალება, დაცვაში ნაკლებად ჩართოს, დაავალდებულოს სხვა ფეხბურთელები, /ვისაც ევალება/ რომ ბურთი ხშირად და დროულად მისცენ კვარას და მერეეე ყველა თამაშში თუ არა, ყოველ მეორე თამაშში ნახავენ, რვა ფეხბურთელით გარშემორტყმული კვარას გოლებს და დრიბლინგებს. თაშ რე თენა. /ასეა ეს/
ჟორას
წესიერად წერე შე მართლა შეჩემისა
გიგო პაპა
როგორც იქნა მიხვდნენ, რომ არა დემბელე, არამედ ხვიჩაა ამ გუნდის წინამძღოლი. ასე იყო ნაპოლიში, ასე იქნება რეალშიც!
ჟორა
თქვე ჩემისებო, სად გეჩქარებათ? ხომ იცით რამსიგრძეა სეზონი? ძალები თუ სწორად არ გადაანაწილა და ჩემპიონთა თასის ფინალზე გადაღლილი მივიდა, ასეთი კვარა გინდათ? წელს პირველ რიგში ჩემპიონთა თასია ასაღები, მერე კი სხვა დანარჩენი. ეს იცის კვარამ და ეს შეიგნეთ თქვენც.
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"