გაზეთ "წითელი სპორტის" 1944 წლის პუბლიკაციის გაცნობისას ქართულ ფეხბურთზე ბევრ ისეთ საკითხს აღმოვაჩენთ, დღევანდელობას მისაბაძად რომ გამოადგება
საგაზეთო ინტერვიუში ლევან ყენიამ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გააკრიტიკა: როგორ შეიძლებოდა ორი ამხანაგური მატჩისთვის ერთი თავდამსხმელით წასვლაო (იხილეთ ვრცლად).

აქ არც ყენიას მხარის დაცვას ვაპირებ და არც - ქეცბაიასი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის (რომელსაც საგოლე ალღოც არ დაეწუნება) სიტყვებმა ერთ საჭირბოროტო თემაზე დამაფიქრა - თავდამსხმელებზე, ხალხზე, რომელსაც საინტერესო და ყველა ფეხბურთელისთვის საყვარელი საქმე აქვს - "მტერზე" თავდასხმა.

დამეთანხმებით, ალბათ, ფეხბურთელთა უმეტესობა სპორტულ სექციაში გოლის გატანის სიყვარულმა შეიყვანა. მოგვიანებით კი მწვრთნელებმა ისინი სხვადასხვა პოზიციაზე გადაანაწილეს.

ჰოდა, რა გასაკვირია, ქართველები საფეხბურთო ისტორიის გარიჟრაჟიდან უახლეს ისტორიამდე თავდამსხმელებით რომ გამოვირჩეოდით: ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, რამაზ შენგელია, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე...

აი, რა მითხრა 2006 წელს სოფიაში, "ლევსკი"-"სიონის" მატჩის წინ ტროლეიბუსში მგზავრობისას ბულგარელმა ჟურნალისტმა ტოდორ იანკიევმა:

"80-იანი წლების თბილისის "დინამოც" მახსოვს და სსრ კავშირის ნაკრების თამაშებიც. ქართველებს მაშინ მსოფლიოს მასშტაბის თავდამსხმელი გყავდათ: რამაზ შენგელია ბურთს საჯარიმოში რომ მიიღებდა, გოლი გარდაუვალი იყო".

რამაზ შენგელია

ასეთი მასშტაბის ფორვარდი, შესაძლოა, მხოლოდ ათწლეულში ერთხელ გამოჩნდეს. თაობათა შორის არსებობს აღმავლობები და დაღმავლობები და არსებული რესურსი რის საშუალებასაც გვაძლევს, ის უნდა გამოვიყენოთ.

დავსვათ კითხვა: გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, ბურთი "დაიჭირონ" და მოედნის ცენტრი აკონტროლონ?

1995 წელს გერმანიის ძლიერ ნაკრებთან (1996 წელს ევროპის ჩემპიონი რომ გახდა) იყო ეპიზოდები, მოედნის ცენტრში ბურთს ისე ვაკონტროლებდით, ბრაზილიის ნაკრები გაგახსენდებოდათ. ბოლო დროს კი ყველაზე მეტი პრობლემა მოედნის ცენტრში გვაქვს, მეორეხარისხოვან როლს ისეთ გუნდებთანაც კი ვკმაყოფილდებით, როგორებიცაა ბელორუსი...

ფეოლა კი მოგვიწოდებს: არ დაივიწყოთ თქვენი სტილი! ქართველი ფეხბურთელები ხომ საბჭოეთშიც თავდასხმის ორიგინალურობითა და შემოქმედებითი სტილით გამოირჩეოდნენ. ერთი თავდამსხმელით თამაში ვერც წარმოედგინათ:

მიხეილ მესხი (მარჯვნივ)

"დინამოელ თავდამსხმელთა შესანიშნავმა ხუთეულმა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად წარმოგვიდგინა მაღალტემპიანი კომბინაციები ადგილების ხშირი მონაცვლეობით", - ფსევდონიმით წერს ვინმე იურ. ვან.

პუბლიკაციის გაცნობისას ბევრ ისეთ საკითხს აღმოვაჩენთ, დღევანდელობას მისაბაძად რომ გამოადგება:

...თამაშებზე ათიათასობით ქომაგი დადისო.

...რეგიონებში ფეხბურთი ყვავის და თბილისის "დინამოც" ძლიერ შევსებას სხვადასხვა კუთხიდან იღებსო.

...მოსკოველები ყოველი მატჩის წინ ელიან სიურპრიზებს ქართველთა თავდასხმისგანო.

მაშ ასე, გავეცნოთ გაზეთ "წითელი სპორტის" 1944 წელს გამოსული ნომრის ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაციას, სახელწოდებით "თერთმეტი თბილისიდან". ეს გახლავთ საინტერესო წინათქმა მოსკოვისა და თბილისის "დინამოებს" შორის დაპირისპირებისა.

"არსებობს დაუვიწყარი მატჩები, რომელთა შესახებ რამდენიმე წლის განმავლობაში მღელვარებით ლაპარაკობენ. ასეთ შეხვედრათა შორის იყო 1936 წელს მოსკოვის "სპარტაკისა" და მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა თბილისის "დინამოს" პაექრობა: სსრ კავშირის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. მოიგეს თბილისელებმა (6:3) და თამაშის დასრულებისთანავე მიიღეს ოსტატის "პასპორტი".

მას მერე "დინამო" მაღალი სამარკო ნიშნის გუნდებს შორისაა და გასაკვირი არ არის, რომ თბილისელები ყოველ შეჯიბრებაში საპატიო პოზიციებს იკავებენ.

ქართველ ხალხს სპორტი უყვარს. მაღალი დონის მოკრივეებს, ტანმოვარჯიშეებს, მოჭიდავეებს, კალათბურთელებს, ჩოგბურთელებს შორის ყოველთვის ვხვდებით წარმომადგენლებს მზიანი რესპუბლიკიდან.

მაგრამ ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ. ეს არის თამაში, რომელიც სისწრაფეს, გულადობას, მოხერხებას მოითხოვს და სწორედ ფეხბურთის საყურებლად იკრიბება სტადიონებზე ათიათასობით მხურვალე ქომაგი. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველები სსრ კავშირის ახალგაზრდულ ჩემპიონატებშიც მაღალ შედეგებს აღწევენ. ძველ ქუთაისში, ზღვისპირა მშვენიერ ქალაქებში, სოხუმში, ბათუმსა და ფოთში არაერთი ძლიერი გუნდი თამაშობს.

საფეხბურთო ცენტრი მაინც დედაქალაქი თბილისია, სადაც საუკეთესო მოთამაშეები იყრიან თავს. მაგალითად, სვანეთმა "დინამოში" სწრაფი თენგიზ გავაშელი გაგზავნა, ფოთმა - ვირტუოზი ბორის პაიჭაძე (საქართველოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი), ქუთაისმა - ლომივით მებრძოლი, დაუღალავი გრიგოლ გაგუა. მოკლედ, "დინამოში" უმაღლესი დონის ოსტატები თამაშობენ.

უნდა აღინიშნოს ტყებუჩავას თამაში კარში; კიკნაძის, ბერძენიშვილისა და ფროლოვისა - დაცვაში; ჯეჯელავასი, ბერეჟნოის, ჭელიძის, პანიუკოვის, ხარბედიასი და სხვებისა - თავდასხმაში.

ასეთი შემადგენლობა ყველა რგოლში თანაბრად წარმატებულად თამაშის საშუალებას იძლევა.

როცა თბილისში მოსაღამოვდება, "დინამოს" მოთამაშეები ტრიბუნებზე შეიკრიბებიან, იხსენებენ განვლილ შეხვედრებსა და საუბრობენ მომავალ თამაშებზე. გუნდის მამად წოდებულ შავგულიძეს, იუმორისტ ჯეჯელავას, ხალისიან გავაშელს წარმატების შესახებ ბევრი საინტერესო ამბის მოთხრობა შეუძლიათ.

მალე მოსკოველები თბილისელ სტუმრებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ მოგვეცემა ქართველ თავდამსხმელთა შესანიშნავი ხუთეულის ხილვის საშუალება. ჩვენს ფეხბურთში პირველად სწორედ მათ გვიჩვენეს მაღალტემპიანი კომბინაციები მოთამაშეთა ადგილების მონაცვლეობით.

1939 წელს პაიჭაძემ და ჯეჯელავამ ასეთი სიახლით პანიკა გამოიწვიეს საბჭოეთის საუკეთესო გუნდების დაცვაში. შესაძლოა, ამჯერად თბილისელებს ახალი რამ აქვთ მოფიქრებული და მოსკოვის "დინამოსთან" თამაშის დაწყებას ელიან.

ასეა თუ ისე, მოსკოველებს მოუწევთ დაპირისპირება გუნდთან, რომელსაც ახასიათებს მაღალ ტემპში თამაში, დარტყმის სიზუსტე, დაცვითი ხაზის მონოლითურობა და ისეთი შტურმი, როგორითაც თბილისელ ფორვარდებს არაერთხელ გაუოცებიათ მეტოქეები და მაყურებლები.

იურ. ვან."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
1.დღეს ვიმკით გასული საუკუნის 90-იან წლებში დაშვებულ შეცდომებს.მაშინ მივიდნენ ეს ბიჭები საფეხბურთო წრეებზე და მაშინ დააკლდათ "ის",რასაც ეხლა ვეღარ შეიძენენ.ეს მაშინდელი მთავრობის და ფეხბურთის ფედერაციის ბრალია,რომელნიც საბავშვო ფეხბურთში მინიმალურ თანხებს დებდნენ.აწი ამ ეპოქას აღარაფერი ეშველებათ.ისევ ნულიდან და ისევ საბავშვო ფეხბურთიდან უნდა დავიწყოდ მომავლისთვის ზრუნვა. 2.ვეთანხმები ავტორს.ჩვენ სისხლში გვაქვს შეტევა.ქართული ფეხბურთი ყოველთვის ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე აღწევდა შედეგებს და თუკი მაინც ვაგებთ და მაინც,ისევ ჯობია დავუბრუნოთ ქართულ ფეხბურთს ტრადიციული სახე და ნაკრებ გუნდს ისევ ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი ვათამაშოთ...
MARADONA
30 მაურინიო,მენოტი და ფერგიუსონი რომ მოიყვანო მაინც *** ყოველთვის.რატომ? იმიტომ რომ არა არის ფეხბურთელები.მაგრებიო,ყენიაო,ოქრიაშვილიო... კარგით რა ხალხო.ჯერ თავიანთ გუნდების ძირითადებში მოხვდნენ და მერე ილაპარაკეთ.რომელი ქაჩავს? კარპატიდანაც აბუნძულებენ,ბოხუმს თურმე ყარაბაღი ჯობია,კი აბა რა 2წელი რომ ხარ გერმანიაში და უარესი *** რომ გახდი და კიდევ უამრავი მაგალითი.ტეხნიკა დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა ტეხნიკა და კლასი...
pm
დრეს რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს ფეხბურთი არ ქვია. ასეტ ფეხბურტს ქართველი ვერ ითამაშებს , იმიტომ რომ-არასდროს არ უთამაშია.თუ რამისთვის მიუღწევია ქართულ ფეხბურტს მხოლოდ შეწმტევი სტილის თამაშისას რა ც სისხლსი გვაქვს , ქეცბაია კლავს როგორც ფეხბურთს ასევე ფეხბურთელებს და მათ მენტალიტეტს , ქართულ მენტალიტეტს. ასეთი ფეხბურთი შეიძლება ითამაშოს მალტამ, ლიხტეინშტეინმა , ანდორამ და სხვა ამგვარმა ნაკრებებმა. მე მირჩევნია ესპანეთთან წავაგოთ 2:0, 3:0 3:1 და ნებისმიერი ანგარიშით ვიდრე დანიმ , ირლამდიამ მომიგოს და კიდევ მალტასთან და მისთანა გუნდებთან ფრეს მიღწევა მიჭირდეს ან მინიმალური ანგარიშით მოგება. ჩვენმა მომგებმა დანია შინ სულაც მეზობელ სომხებთან უშანსოდ წააგო 4:0, და უფრო მეტითაც წააგებდა სომხები დღეს აშკარად გვჯობნიან თამაშის ხარისხითაც და ყველა სხვა კომპონენტითაც... რა მათ უფრო ძლიერი ფეხბურთელები ყავთ ? არა რა თქმა უნდა . ქეცბაიამ მოუსპო ფეხბურთელებს მოგების ჟინი.დაცვა არ არის ქართველის სტილი.რაც შეეხება ფეხბურთელებს - ლორია , ამისულაშვილი, კაშია,ოქრიაშვილი , კანკავა , თარგამაძე, ყენია, ანანიძე, და სხვა ფეხბურთელებს , რომლებსაც ნაკრებში უთამაშია შეუძლიათ ნორმალური , მოაზროვნე მწრთვნელის ხელში ისეთი ფეხბურთის თამაში ,რომელიც წარმატებას მოიტანს და მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ყოფის - დანნის,მონტონეგროს ხორვატიის და სხვა ევროპის საშუალო დასაშუალოზე მაღალი დონის გუნდებს ტოლსწორად ეთამაშოს.
murtalo
ისევ ქეცბაიაზე ლაპარაკობთ და იცავთ, აბა თქვენ რა მოგეთხოვებათ სხვა?!...შეხედეთ მწვრთნელ ცეცაზეს და მის მუშაობას ნაკრებში. მთავარი ისაა, რომ გუნდს არა აქვს დავრდომილი, წინასწარ წაგებულთა მენტალიტეტი, რასაც ქეცბაია უნერგავს დაცვაში ჩამჯდარი გუნდის შექმნით, წრუწუნებივით განწირულ გუნდს ათამაშებს გაძვალთყავებულ კატებთანაც კი... ქეცბაია გაა-ვი!
დუდუ
შენგელიას დონის კი არა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელებიც აღარ იზრდებიან ჩვენთან. მიზეზი მარტივია: მწვრთნელები _ ს ლეები, სკოლები _ ნ ა გ ავი, პასუხისმგებელი_ არავინ!
vasiko basiladze
ეხ სადღა ნახავ ახალ არველადძეს ახალ ქინქლაძეს,ჯამარაულს,ნემსოს და რავიცი,ქეცბაიას და კიდევ ვის,ზაზა ჯანაშია სადაა?ძალიან მაგარი თავდამსხმელი იყო ბევრჯერ მოუტანია ჩვენთვის სიხარული,გთხოვთ მახო ასათიანიც გავიხსენოთ ამ კაცმაც დიდი სიხარული აჩუქა ქართულ ფეხბურთს,რუსეთს გოლი მან გაუტანა დემეს პასით თან ბრძოლაში მოიგო თავით შეუგდო მაშინდელ ლოკომოტივის მეკარეს,ვაღიაროთ და დავაფასოთ ისინი,საქართველო უყვარდათ და იბრძოდნენ ბოლომდე,არ შეიგინოთ თორე დედები აგარ გეყოლებათ ეს გულიდან მოდის
odala
მგონი ის ფეხბურთი, ქეცბაია რომ ცდილობს ნაკრებს ათამაშოს, ქართველებმა არ იციან. თანამედროვე ფეხბურთი, ერთი შეხებით თამაში - ეს არ არის ის სტილი რომელზეც არ იზრდებიან ალბათ ჩვენი ბავშვები და ამიტომაც, რაც მაინც და მაინც არც სისხლში გვაქვს და არც გვისწავლია, ვერ ვითამაშებთ. ქართველმა უნდა გააგოროს, იმატაოს, შემოქმედებითი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მაშინ არის ის თავის ბუნებრივ მდგომარეობაში.
uza
რეალობა ისაა, რომ არ გვყავს მარალი დონის ფეხბურთელები, გვყავდა ყოველთვის, არ გვყავს ახლა, რატომ? ამაზე ფედერაციამ იფიქროს უნდა.
gogi
ჩვენი ნაკრების დღევანდელ თაობას, ქეცბაია კი არა, ფეოლა რომ გააცოცხლო და დაუნიშნო მთავარ მწრთვნელად, ისიც ვერ უშველის. კარგ ფეხბურთს ოსტატები და ტალანტები თამაშობენ. და არა ისეთი "ვარსკვლავები", როგორიც ყენია და მისთან ჭორიკანა სპორცმენები არიან.
Tengo
მახსოვს, 2006 წლის სექტემბერში საფრანგეთს რომ ვეთამაშებოდით თბილისში (როგორც ალბათ გახსოვთ 3:0 წავაგეთ), ლამის მიწასთან გაასწორეს ტოპმიოლერი, შემტევი ფეხბურთი რატომ ითამაშეო, დაცვას რატომ არ მიხედე სათანადოდო... დასკვნები თქვენთვის მიმინდვია. არის რაღაცეები რაც ძალიან არ მომწონს ქეცბაიას მიდგომაში, თუმცა რა კონტინგენტიც ყავს, იმ ფეხბურთს ათამაშებს.
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...