ფედერაციის სპორტულ დირექტორად ამ დღეებში დანიშნულ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რამდენიმე კითხვით მივმართეთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის "დინამოს", ტრაბზონსფორის", "ბრედას" და "კიოლნის" ყოფილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად ამ დღეებში დაინიშნა და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რა იქნება პირველი, რის კეთებასაც შეუდგებით ამ თანამდებობაზე?

- პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ასეთი ნდობისთვის.

თორმეტი წელიწადი ფეხბურთელი ვიყავი, მერე რვა წელიწადი 35-ე სკოლის დირექტორად ვიმუშავე. ახლა კი მომეცა საშუალება ისევ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ჩემი მხრიდან ამ შანსის ხელიდან გაშვება არასწორი იქნებოდა.

ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკურ და სპორტულ მხარეს ნიკა ჩხეიძე ხელმძღვანელობს, ეს რგოლი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ ხურცილავას დაქვემდებარებაშია. ამ სეგმენტს დავეხმარები სელექციაში, შეკრებების დაგეგმვაში - ასაკობრივ ნაკრებებს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მწვრთნელებთან შეთანხმებით მოხდება.

ფაქტია, რომ ასაკობრივი ნაკრებების პროექტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ნაყოფიერი გამოდგა. იმედი მაქვს, ეს პროექტი გაგრძელდება. ასაკობრივ ნაკრებებს ისეთი მწვრთნელები ჰყავთ, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა უმაღლესი ლიგის კლუბებიდან.

სასიხარულოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით ეს სპეციალისტები უფრო მაღალი დონის მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ.

- ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები აშკარაა, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ მთავარი მაინც ეროვნული გუნდის შედეგია, სადაც ნამდვილად ვერ არის საქმე კარგად...

- ათი წელი ვთამაშობდი ნაკრებში და ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ფედერაციის თანამშრომლის რანგშიც ეროვნული ნაკრები ისევ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩემთვის.

ყველას არ ეხება, თუმცა ზოგს მართებს იმის გათვითცნობიერება, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობა. მინდა მათ ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.

- ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობა - როგორ ფიქრობთ, ამ საკითხის მოგვარებაში შეგიძლიათ წვლილის შეტანა? ფაქტია, ნაკრების ზოგი ფეხბურთელი უკვე ღიად აკრიტიკებს გუნდის სათამაშო სტილს...

- რა თქმა უნდა, მწვრთნელის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თუ გაუგებრობა ხდება მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, ეს ორივე მხარის გასარკვევია.

არის ხალხი, ვისაც ლაპარაკი ურჩევნია ვარჯიშს. ჩემი თხოვნაა, ფეხბურთელებმა გაითვალისწინონ ის, რომ ეროვნული ნაკრები ფაქიზი თემაა და ნაკრებში კარგი ატმოსფერო პირველ რიგში მათ კარიერას წაადგება. პრობლემური თემები თუ არსებობს, მათი მოგვარება შიდა სამზარეულოშიც შესაძლებელია.

- ნაკრებში გამოძახებაზე ფულს ფეხბურთელებს უკვე აფრიკულ ნაკრებებშიც უხდიან, ჩვენთან კი საპრემიო სისიტემაც არ არსებობს. ეს საკითხი თუ შედის ფედერაციის სპორტული დირექტორის კომპეტენციაში?

- თუ ვინმეს არ აქვს სურვილი, რომ უფულოდ ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში, ეს პირდაპირ უნდა დააფიქსიროს და ფედერაცია ამ თემას განიხილავს. ჩვენ უფულოდ ვთამაშობდით ნაკრებში, გამოძახებაში არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებდით.

მესმის, რომ მას შემდეგ ფეხბურთში საერთო სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი ვითარება, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში გამოძახებისთვის თანხა გადავუხადოთ. ნაკრებები სახელმწიფოს დოტაციაზეა.

რაც შეეხება პრემიებს, მომდევნო შესარჩევ ციკლში ნაკრების ფეხბურთელებს გუნდის საბოლოო შედეგის მიხედვით თუ დაუწესდებათ ჰონორარი, ეს უკვე საქმიანი მიდგომა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არჩილ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად დაინიშნა

აჩის დუბლი ვეტერანთა მატჩში: გაიმარჯვა... მეგობრობამ! [VIDEO]

არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?

არჩილ არველაძე: ამ ნაკრებში პოზიტიურ ასპექტებს ვხედავ

არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]

არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს

არჩილ არველაძე: ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია

gagi
ხო რა სულ ერტიდაიგივე გვარები ბავშვთა ასაკობრივ ნაკრებში, ეს ამათი წესი და ჩვეულებააა უკვე, რგორ შეიძლება სხვა ვინმე აიყვანონ ისევ თავიანტი ნაცნობ კაცნობობიტ ადგენენ ნაკრებს ამიტ კლავენ საქართველოსი ფეხბურთს
k
მაისურადზე იგივეს გააკეტებს. ერტი და იგივე ფეხბურტელებს.სულ ერტი იგივე რასაც ეტკვიან ვისაც ნაცნობი ან მეგობარი ან ფულიანი. დაიმახსოვრეტ უპატრონო ვინც არის და გაჯირვებული ის უფრო გამოვა ფეხბურტელი.მაგრამ მაგდენი არ გესმიტ ან გესმიტ მარა არახარტ დამოუკიდებელი.

წლებია ქართულ ფეხბურთზე და კაი კაცობაზე ბაზრობენ და ქართველ სიცოცხლით სავსე ბავშვებს ბურთიც ენატრებათ,ბუცებიც,მოედანიც და კარგი მწვრთნელიც;მარტო შეძლებული ხალხის სვილების გასართობად აქციეს ქართული ფეხბურთი,მათ კი რაც შეუძლიათ კარგათა ჩანს.ზოგ-ზოგები კიდევ გამოვლენ და მზრუნველი მამიდის როლის თამაშს იწყებენ.ეეეეეეიი!!!ვისაც არა გაქვთ მომავლის გეგმა სხვებისთვის და არა თქვენთვის,შეეშვით ქართველი ბავშვების მომავლის გაუბედურებას და წადით,სხვაგან ეძებეთ შემოსავლის წყარო,სალაყბო და განსადიდებელი ადგილი.

კაჭო-კოჭა კარგა ხნის გარდაცვლილი ქართული ფეხბურთი ღაღადებს ყველას კარგსა თუ ცუდ კაცობაზე;ფეხბურთი შეეძლოთ,თამაშობდნენ და ხალხიც პატივს სცემდა;ეხლა კი რაც ფედერაციაში ტრიალებენ არაფერი ღირსეული და საქებარი მაგათ არ გაუკეთებიათ,გადახედე რეალობას და "ბოღმასა" და "გულისტკივილს" შორის დიდ განსხვავებას დაინახავ.ვინც არ უნდა იყვეს,ქართველი ბავშვებისთვის მომავლის მოსპობის სანაცვლოდ ფედერაციაში მოკალათებას ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და დაახვიოს თუ ლაყბობის მეტი არაფრის კეთება არ შეუძლია,არველაძე კი არა ვინც გინდა იყვეს.
კაჭო
არველაძეებს ვიცნობ, როგორც წესიერ, ქველმოქმედ და ღირსეულ ქართველებად. ასე ფიქრობს ჩემი გათვლებით ყველა ნორმალური და არა ბოღმა ადამიანი.
ოჭაკ
არველაძეებიდან რეზის კარგად და აჩის ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ჯიგრები, ქველმოქმედებაზე უკან არ დამხევი, ჭკვიანი და ღირსეული ქართველები არიან. გთხოვთ შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება ბოღმებს, ღმერთმა შეგინდოთ.
Zviadi
ამ არველაძეებმა კარგი საწველი ძროხა დაითრიეს,ციტა ხანში შოთასაც გაუჩალიჩებენ ადგილს ნაკრების მწვრთნელად და მერე მაგათ ვინ გამოყრის ფედერაციიდან

მაპატიეთ და არველაძეებს ვერ ვიტან,მიუხედავად იმისა რომ შოთა კარგად თამაშობდა;ბაქია,ამაყი ამპარტავანი,ქვეყნისა და ხალხისთვის არაფრის მაქნის,მოლაყბე ხალხად ვიცნობ;თავიაანთი თავის განდიდების გარდა მათ არაფერი აინტერესებთ სხვა.ჩემი აზრით აუცილებელია მათი ჩამოშორება ქართულ ფეხბურთს.სიმართლის მთქმელო გეთანხმები,სამწუხაროდ მასეა.
giorgi
ვეთანხმები მაგ კაცის გამონათკვამს !!!
simartlis mtqmeli
აუ პროსტო რაა...........30 წელია არველაძეები-ჟორდანიების და ძმათა მათთა კლანებიი ჭამდა და ჭამს ქართულ ფეხბურთს!!! რით ვერ გაძეხით მართლა??? რა განვითრებაზე და პერსპექტივაზეა საუბარი საერთოდ? რა ქაქშიც ვიყავით იქვე დავრჩებით სამუდამოდ, ვიდრე არ გავასუფთავებთ შიდა სამზარეულოს.შევიგნოთ ეს ყველამ! პროტექციონიზმით,ფულის გამაზვების სანაცვლოდ ნაკრებში ფეხბურთელების თამაშით,ატკატებით და მაყუთის პარტიის ანგარიშებზე (არამხოლოდ) გადაქაჩვ-გადმოქაჩვებით კერძო ინიციატივის გარდა საბავშვო ფეხბურთი მკვდარია,ბიჭები მშივრები დადიან ვარჯიშებზე ამის დედა მ...ნ! სად მიდის ეს უეფა-ფიფას პროექტებით წამოსული ფული? სად წავიდა? რატომ არ კეთდება საფეხბურთო მინდვრები-ინფრასტრუქტურითურთ ბავშვთა ფეხბურთისთვის? სადაა ბავშვთა მასობრივი საფეხბურთო შეჯიბრებები??? რატომ არ ტარდება? რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები ერთმანეთის გამონაცვალი ბუცებით ლამის რვა თაობაა უკვე??? სადაა 90-იანი წლებიდან ფედერაციის საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის აუდიტის მასალები? მარტვილში და წნორში მინდორს ძროხები რომ ძოვენ თამაშის პარალელურად იმ სტადიონების და მინდვრების კეთილმოსაწყობად გაიხარჯა ხო? სპორტული ჟურნალისტიკა ხო საერთოდ სამარცხვინო გვყავს, ობოლაძეების და მინაშვილების ამარად როა მიგდებული. რეაქცია და კრიტიკა,კონტროლი,მონიტორინგი - 0! შესციცინებენ თვალებში ფედერაციის მესვეურებს და ყოველ მათ თითის დაქნევაზე ბოჩოლას თვალებით თავს უქნევენ და დებილი ბავშვებივით ეთანხმებიან ყველაფერში ვიღაც ლიხტენშტაინები და სან-მარინოები გვიგებენ უკვე,ისეთ ჭაობში ჩავწექით ამის დედაც მო....ნ!!!!! რა და როგორ უნდა განვითარდეს ამ ჩამპალ კორუფციულ-პროტექციონისტულ სისტემაში?????
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...