საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დილას" თავკაცი გიორგი დევდარიანი ძალიან უკმაყოფილო იყო. აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ამან შედეგში ასახვა ვერ ჰპოვა "უსირცხვილო" (დევდარიანის სიტყვებით) მსაჯობის გამო...

თუმცა ამას ქვემოთ, დევდარიანის უფრო ვრცელ კომენტარში წაიკითხავთ...

"დილამ" მართლაც კარგად ითამაშა, და საერთოდაც - მშვენიერი მატჩი გამოვიდა და მადლობა მწვრთნელებს, რომ ევროპალიგის საპასუხისმგებლო შეხვედრების წინ შემადგენლობის როტაციაზე უარი თქვეს და გულშემატკივარს შესანიშნავი სანახაობა უჩვენეს.

მატჩის დებიუტიდან "დილა" მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა. დევდარიანს კვლავ სამი ცენტრალური მცველი ჰყავდა; ნახევარდაცვაში, აქტიური ფლანგებით, ოთხი ფეხბურთელი მოქმედებდა; წინ გიორგი ილურიძე ირჯებოდა, რომელსაც თამაშის გამწვავებაში ირაკლი მაისურაძე და გრიგოლ დოლიძე ეხმარებოდნენ.

თავიდან, "დინამოს" ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ დოლიძე უქმნიდა, მერე და მერე უფრო გააქტიურდა ილურიძე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ ფეხბურთელის მაღალ ინდივიდუალურ ოსტატობაში, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ცალკეულ ეპიზოდებში ეს ინდივიდუალიზმი გადაჭარბებული იყო.

"დინამომ" ოთხკაციანი დაცვის ხაზი დაუპირისპირა მეტოქეს. მათ წინ ხუთი შუახაზელი იდგა, საგოლედ კი დუშან უჰრინს მხოლოდ დვალი ჰყავდა მომართული.

გორელებმა თავიდანვე შეაწუხეს სტუმრები. დოლიძეს და ილურიძეს შეტევის დასაგვირგვინებლად კარგი პოზიციები ჰქონდათ... ცოტა ხანში კი მასპინძლებმა ჩისკოს მისცეს თავური დარტყმის საშუალება, მაგრამ "დილა" ნუკრი რევიშვილმა იხსნა.

აქვე დავძენთ, რომ "დილას" დაცვის ხაზი კიდევ რამდენჯერმე "ჩავარდა", რაც "დინამომ" ვერ გამოიყენა. შესაბამისად, "რაპიდთან" გორელებს მეტი ყურადღება მართებთ...

შეხვედრის თვალსასეირო სტარტს უგოლოდ არ ჩაუვლია. "დილას" სწრაფი კონტრშეტევისას გვალიას გრძელი, მოზომილი გადაცემით დოლიძემ იგდო ბურთი, უსტარიცი ჩამოიტოვა და ლორიას დაბალ კუთხეში შეუგორა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ დოლიძე შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო სამ მატჩში მან ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. საერთოდ, მისი ფლანგი, ჩვეულებრივ, აქტიური იყო ამ მატჩშიც, რასაც ვერ ვიტყვით მარცხენა ფრთაზე, რომელიც, ცოტა არ იყოს, სუსტად გამოიყურებოდა...

გორელები გოლის შემდეგაც აკონტროლებდნენ თამაშს. 26-ე წუთზე იმავე მარჯვენა ფლანგიდან ღონღაძემ თავით შეიგდო ბურთი საჯარიმოში, შეჰყვა კიდეც და გლიშიჩთან პაექრობისას წაიქცა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი ასე არ ფიქრობდა...

იხილეთ ვიდეო

კიდევ უფრო სადავო ეპიზოდი იყო 32-ე წუთზე, როცა "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა. მერებაშვილმა მოედნის ცენტრი გადაკვეთა და მარჯვნივ ჩისკოს გაატანა, ამან კი კარის სიახლოვეს მოძებნა დვალი, რომელმაც იოლად შეაგორა ბურთი "დილას" კარში - 1:1.

მასპინძელთა დაცვა ხელოვნური თამაშგარეს მოლოდინში "გაქვავდა", რევიშვილსაც თავი არ გამოუდვია რეაქციის გამოსავლენად...

ამ ეპიზოდს მკვეთრი პროტესტი მოჰყვა როგორც ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, ისე გულშემატკივართა მხრიდან. მათი აზრით, დვალი უეჭველ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა არბიტრს გადაწყვეტილება არც აქ შეუცვლია, აღშფოთებული რევიშვილი კი რეფერიმ ყვითელი ბარათით "დააწყნარა".

გოლის მერე მოედანზე ვითარება დაიძაბა, სახიფათო მომენტებმა კი ორივე კართან იკლო. თუმცა "დილას" მაინც შეეძლო, შესვენების წინ ხასიათი გამოეკეთებინა, როცა 44-ე წუთზე ღონღაძე-დოლიძე-ილურიძის კომბინაცია ამ უკანასკნელს გოლად უნდა ექცია, მაგრამ ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმი "დინამომ" უკეთ დაიწყო. 53-ე წუთზე მასპინძელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით ჩისკოს უკეთ რომ ესარგებლა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ცარიელ კარში წასული ბურთი მცველმა მოიგერია.

ცოტა ხანში თბილისელთა საჯარიმოში დოლიძე წააქციეს და ეს ეპიზოდიც პენალტს ჰგავდა, ითხოვდა კიდეც ადგილობრივი გულშემატკივარი ("დილას" ფეხბურთელებზე აღარაფერს ვამბობთ), მაგრამ არბიტრის მოსაზრება ამ შემთხვევაშიც განსხვავებული იყო.

"დილა" გრძნობდა, რომ მოწინააღმდეგეს აღემატებოდა და არ ეგუებოდა ფრეს. 76-ე წუთზე დოლიძე კვლავ გაექცა მცველებს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფ ილურიძეს პასი დაუგვიანა. მე-80 წუთზე ცარიელი კარის წინ მყოფ გვალიას მცირედი დააკლდა, ფლანგიდან ჩაწოდებულის კარში გადასაგზავნად.

ამ ეპიზოდს "დინამომ" რუმინელი ლეგიონერის, გოგას მწვავე კონტრიერიშით უპასუხა. 84-ე წუთზე იმავე გვალიას მიერ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე "დილას" კიდევ შეეძლო ეხეირა, გურულის ჩაწოდებულის შემდეგ დაუცველ კართან ორიოდე მეტრში მდგომ დოლიძეს მილიმეტრები რომ არ დაჰკლებოდა...

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი (დინამო):

"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან სტუმრად ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და გოლიც მივიღეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ.

ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია. მატჩი უდავოდ სასიამოვნო საყურებელი გამოდგა...

"ტოტენჰემთან" ბოლომდე კი ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს გუნდი სხვა საფეხბურთო პლანეტიდანაა და ძნელია წარმატებაზე ფიქრი".

გიორგი დევდარიანი (დილა):

"სანახაობრივი თამაში გამოვიდა და გვინდოდა, ეს სანახაობა შედეგშიც აგვესახა, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას გვაქვს თვალები და დავინახეთ, რაც ხდებოდა. იმედია, ამ უსამართლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.

ახლა საჭიროა, ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ევროტურნირის მატჩზე გადავერთოთ. დღემდე "რაპიდთან" დაპირისპირებაზე არ მიფიქრია, რადგან გორში პირველი შეხვედრა მქონდა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში და აქაური გულშემატკივრისგან დიდი სითბოს საპასუხოდ, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი, რათა კარგად გვეთამაშა. ეს შევძელით კიდეც, მაგრამ უსირცხვილო მსაჯობამ სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა.

რასაკვირველია, უშეცდომოდ არ გავრჯილვართ, თუმცა ყველაფერი შედარებითია და ჩვენ დღეს უდავოდ ვჯობდით მეტოქეს".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტურის სხვა მატჩები

ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]

სპარტაკი-სიონი 0:2 - "სიონი" ფერსა და მადაზე მოდის

ჩიხურა-მეტალურგი 2:3 - გოლების წვიმა წვიმაში

გურია-მერანი 1:0 - ვილის პირველი

ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 0:0

სატურნირო ცხრილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი გაგნიძე
არ ვიცი ვინა ხარ ,მაგრამ შენს მოკლე კომენტარიდან ჩანს,რომ ფეხბურთი შენთვის გასართობია-თორემ რას ქვია ;გორელებიც რომ წუწუნებენ;დიახ ვამბობთ და ვიტყვით ჩვენს სათქმელს ყოველთვის სანამ სიმახინჯე იქნება მიუხედავად იმისა საითკენ იქნება ის
ugkv
ეს გორელებიც რომ უსამართლობაზე წუწუნებენ...
lasha
ქაცნაიას თუ ეხება თავს იგიჟებენ ეს ჟურნალისტები და ამ უსინდისო მსაჯობასთან დაკავშირებით ხმას არ იღებენ, ქეცბაიასთან ერთად თქვენ წასასვლელებიხართ ჟურნალისტებო
beri@posta.ge
მსაჯები რომ ასეთ ქულებს ჩუქნიან დინამოს, იმიტომაა სამარცხვინოდ რომ თამაშობენ ევროპელებთან დინამოელები. ამ თამაშმა სსრკ-ს დროინდელი მოსკოველი მსაჯები გამახსენა.
vako
ჟურნალისტებო რამ დაგაშინათ ასე?ფუ თქვენი სიმართლე კიდევ რა
დათა
დინამომ უამრავი გულშემატკივარი დაკარგა ამ ერთი ქულით, დინამო ფუუუუუუუ, ვაჯკაცობა მაინც იქონიეთ და აღიარეთ რომ დილამ გაჯობათ
asea es
ეს ბუბა ტყავაძე რა გახდა ამ ქართულ ფეხბურთში.
Ze
ძლივს ერთი მწვრთნელი და გუნდი გამოჩნდა საქართველოში, რომელიც ცდილობს რომ სანახაობრივი და ამავე დროს შედეგიანი თამაში დადოს და მაგასაც ძირავენ ეს კორუმპირებული და გამამაძაღლებული ჩინოვნიკები. დინამოს პატივს ვცემ, მაგრამ ასე მოპოვებული ქულები და უპირატესობა გაიკეთონ ერთ ადგილას.
მედეა
ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო მსაჯთა უმსგავსოებას!!! სანახაობრივად დიდებული მატჩი მათი უპასუხისმგებლობის, უვიცობის და სიბეცის გამო როგორ გააფუჭეს.
ჩოხააა
სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ მაგ მსაჯსსსს. დევდო მარტო შენ არ მოგიკითხია მსაჯის შინაორობა მთელი საქართველო ვკითხულობთ 2 დღეააააააა
tato erTi
მართლა სირცხვილია,ასე არ განვითარდება ფეხბურთი,მსაჯს დისკვალიფიკაცია,უვიც ჟურნალისტებს და ენაბლუ კომენტატორებს .........,რა ხდება არა გრცხვენიათ?იმის მაგივრად რომ ხმა აიმაღლოთ,შავს შავი უწოდოთ,მიედ მოედებით,მე დინამოს ვქომაგობ მაგრამ ბრმა არა ვარ,დილა ნამდვილ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს ,რაც მწვრთნელის და ბიჭების მონდომების დამსახურებაა.
bibo
პატარა გორი დიდიააა, მართლა ხმა ამოიღეთ ძურნალისტებო მოიწვიეთ საფეხბურთო გადაცემაში სიჭინავა და არველაძეები და ანახეთ ეგ ყველაფერი და გასცენ პასუხი ერთხელ და სამუდამოდ. დილამ გადაახია ბურთი ტავზე ისე დვალიც უნამუსო ყოფილა ეგ რომ გაიტანა არც კი ეგონა რომ ჩათვლიდა მარა რათ გინდა
starx
აუუუუუუუ თქვენ რა არააქეკვატურებიი ხართ ბიჭოოოოოოოოო არ გცხვენია ავტორ??? რაააპენალს გავდააა რა ეჭვებიიი დაძირეს დილააა რისი გესინიათ ტყავაძის გესინიათ ამოირეტ ხმაააა ... ტქვენი ბრალიაა ამ ჯურნალისტების ყველაპეფერი ფუი თქვენი ყველაფერი იცით და ხმას არ იღებთ ძალიან კარგად იციტ ყველაფერი ... ისეთ ჯურნალისტს რა ვუტხარი დაწერის რო ეშინია .. ფუიი საქართველო ფურთხის ღირსი ხარ
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს