ფრანგული კლუბის შერკინების ქართველი ბურჯი დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს

ცუდი ამბავი გაავრცელა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივის" ოფიციალურმა ვებგვერდმა. განვლილი ტურის მატჩში ბასკურ "ბაიონთან" დაშავდა შერკინების ქართველი ბურჯი გოდერძი შველიძე.

დეტალურმა, განმეორებითმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ მას მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი და დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შველიძის გარდა, საფრანგეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში დაშავდნენ: ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი (ორივე - ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), მამუკა გორგოძე (მონპელიე) და ვახტანგ მაისურაძე (ალბი).

გათამაშების ბოლოსწინა ეტაპი დასრულდა რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატში. ქვეყნის ოთხი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდა და ნახევარფინალის წყვილები დაადგინა.

რუმინეთის მოქმედმა ჩემპიონმა, ბიძინა სამხარაძის, გიორგი ხოსიტაშვილისა და ოთარ ტურაშვილის "ტიმიშოარამ" ბოლო ტურის მატჩში შინ წააგო ბუქარესტის "სტიაუასთან" მინიმალური სხვაობით - 18:19.

მიუხედავად ამისა, ტიმიშოარელებმა ეს ოთხთა ტურნირი 21 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს და ნახევარფინალში, საკუთარ მოედანზე კონსტანცას "ფარულს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმო და ერთი პრემიალური ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

რუმინული არმიის გუნდთან მატჩში სამხარაძე და ტურაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოსიტაშვილს არ უთამაშია.

რუმინეთის ჩემპიონატი

VI ტური

ტიმიშოარა-სტიაუა 18:19

ფარული-ბაია მარე 7:58.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიმიშოარა - 21 ქულა, 2. ბაია მარე - 19, 3. სტიაუა - 19, 4. ფარული - 0.

ნახევარფინალი

ტიმიშოარა-ფარული

ბაია მარე-სტიაუა

სტარტი აიღო გათამაშებამ "კელტთა ლიგაშიც", სადაც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" ასპარეზობს. ამ შოტლანდიურმა გუნდმა პირველი ტურის მატჩი სტუმრად გამართა ირლანდიურ "მანსტერთან" და 23:34 დამარცხდა.

ბასილაია განაცხადში არ იყო.

მომდევნო ტურის შეხვედრაში ედინბურგელები უელსურ "ნიუპორტს" უმასპინძლებენ, რომელმაც პირველ ტურში შინ მოუგო ირლანდიურ "ალსტერს" - 15:8.

კელტთა ლიგა

I ტური

ქონოთი-ზებრე 25:16, ბენეტონი-ოსფრიზი 19:24, მანსტერი-ედინბურგი 34:23, ჰლანეჰლი-ლენსტერი 19:42, ნიუპორტი-ალსტერი 15:8, გლაზგო-კარდიფი 22:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლენსტერი - 5 ქულა, 2. მანსტერი - 5, 3. ქონოთი - 4, 4. გლაზგო - 4, 5. ნიუპოტი - 4, 6. ოსფრიზი - 4, 7. ბენეტონი - 1, 8. ალსტერი - 1, 9. კარდიფი - 1, 10. ზებრე - 0, 11. ედინბურგი - 0, 12. ჰლანეჰლი - 0.

II ტური

ზებრე-მანსტერი, კარდიფი-ქონოთი, ალსტერი-გლაზგო, ედინბურგი-ნიუპორტი, ლენსტერი-ოსფრიზი, ჰლანეჰლი-ბენეტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისელი ჩოგბურთელი ტრაბზონის ქალთა საერთაშორისო ტურნირში ერთეულებშიც წარმატებით ასპარეზობს და წყვილებშიც

ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
რაგბი. ლეგიონი: კარლენ ასეიშვილის პირველი ლელო [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მიხეილ ნარიაშვილი "ბარბაროსებში" გამოიძახეს!
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: გოდერძი შველიძე რაგბის გამოემშვიდობა [VIDEO]
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
გოდერძი შველიძე "ბრივის" შერკინებას გაწვრთნის
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში