საქართველოს რაგბის კავშირი ქართულ რაგბიში ახლახან მომხდარ თუ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ცხადია, წარმატებულ სტარტს ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ტესტებზე, ფაქტობრივად, ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის ორწლიანი მუშაობის შედეგი ჯამდება.

ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ, წინ კიდევ ორი მატჩია. მანამდე კი განვლილი შეხვედრის პერიპეტიებსა და ქართულ რაგბიში ახლახან მომხდარ თუ მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- მოდით, ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების წარმატების ანალიზი გავაკეთოთ. თქვენ უშუალოდ ესწრებოდით ევროპის ჩემპიონატს. რა შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა გუნდმა?

- ლისაბონში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ფინალში პორტუგალიასთან წავაგეთ, ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ.

უახლოეს წლებში ამ ტურნირზე ჩვენი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს უნდა დადგეს. ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებთანაც ვასპარეზობთ.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ კულუარებშიც და პირდაპირ საუბარშიც, პირველი თამაშის შემდეგ ყველამ იცოდა, ვინ იქნებოდა ტურნირის გამარჯვებული. ჩვენი გუნდი ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა.

საქართველოს ყველა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვყოფილვარ სხვადასხვა ტურნირზე, მაგრამ ასე შეკრული, მეგობრული და ერთი მიზნისთვის შემართული გუნდი არ მინახავს.

ამ ფორმაციის ნაკრებში ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული, ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მათი სიძლიერე განსაკუთრებით იმაში გამოიხატა, რომ თავიანთ ინდივიდუალურ ოსტატობას გუნდისთვის იყენებდნენ. ნაკრებმაც წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით მიაღწია.

ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. ქართველმა ახალგაზრდა მორაგბეებმა თანამედროვე რაგბი ითამაშეს. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან ბევრია. მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე, რომელიც აპრილში ჰონკონგში გაიმართება, მეტოქეები ერთიორად უფრო ძლიერები იქნებიან.

დრო მოსამზადებლად, მართალია, ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხარვეზები აღმოვფხვრათ და პროგრესი განვიცადოთ. საამისო რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია. ამ გუნდს კიდევ დაემატება ხუთი-ექვსი ისეთი მოთამაშე, რომლებიც ამჯერად სხვადასხვა მიზეზის გამო დააკლდა. კონკურენცია დიდი იქნება და იმედი მაქვს, აპრილისთვის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას შევძლებთ.

მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს: დავით ვართანიანს, ლადო კილასონიას, ირაკლი ჭყონიას და ზურაბ ამონაშვილს. მათ დიდი სამუშაო გასწიეს.

- ტურნირის დასრულების შემდეგ მალევე FIRA AER-ის შტაბბინას მიაშურეთ...

- დიახ, პარიზში FIRA AER-ის უმაღლესი დონის რაგბის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელიც ევროპაში პროფესიული რაგბის განვითარებას კურირებს.

ძალიან კარგი დისკუსიები გაიმართა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რაგბი, როგორ ვითანამშრომლოთ ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე სარაგბო ქვეყნებთან, როგორ მოვაქციოთ ევროპული რაგბი ერთიანი მმართველობის ქვეშ და ასე შემდეგ. მოგვცეს სამკვირიანი ვადა, რათა ყველას თავისი მოსაზრება ჩამოეყალიბებინა აღნიშნული თემების თაობაზე.

შუალედური შეხვედრა მალე დუბლინში, IRB-ის კონგრესზე გაიმართება. მერე კი, 29 ნოემბერს ისევ პარიზში შევიკრიბებით და ყოველივე ამას, შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებების მიღება მოჰყვეს.

- საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დაიწყო. ცხადია, წარმატება სასიხარულოა, მაგრამ რამდენად დამაკმაყოფილებელია ჩვენი გუნდის თამაში?

- შედეგით უდავოდ კმაყოფილნი ვართ. ჩვენ ძლიერ, ჩვენზე უკეთეს გუნდს მოვუგეთ, გუნდს, რომელსაც მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული; გუნდს, რომელსაც ძალიან ბევრი სახელოვანი ნაკრები ჰყავს დამარცხებული; გუნდს, რომლის რაგბის კავშირსაც განუზომლად დიდი შესაძლებლობები აქვს; გუნდს, რომელიც პროგრესს განიცდის და კარგ, თანამედროვე რაგბის თამაშობს.

ასევე იხილეთ:  საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

მოდით, ჯერ ჩვენი ნაკრების დადებით მხარეებზე ვილაპარაკოთ. საქართველოს ნაკრებმა ძალიან პრაგმატულად იასპარეზა. სწორედ ის ტაქტიკა შეირჩა, რომლითაც აუცილებლად უნდა გვეთამაშა.

მეტოქეს ღია თამაშში არ ავყევით, რაც ჩვენთვის დამღუპველი იქნებოდა. დაცვაში ხისტად ვირჯებოდით, თუმცა პირველ ტაიმში აქ პრობლემები გვქონდა. მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ჩვენ ვდომინირებდით.

ურთულესი და ულამაზესი ლელო გავიტანეთ. სტაბილური გახდა შერკინება, მოვიგეთ იმდენი დერეფანი, რამდენიც ბოლო რამდენიმე თამაშისას არ მოგვიგია ერთად აღებული.

ახლა უარყოფითიც ვთქვათ: პირველ ტაიმში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, ვერ ვასწრებდით გადაწყობას, პრობლემები იყო ინდივიდუალური ბოჭვისასაც. გვაკლდა თავდაჯერებულობა, რომელიც სამწუხაროდ, მხოლოდ ჩხუბის შემდეგ დაგვიბრუნდა.

ასევე იხილეთ:  IRB-მ ვიტო კოლელიშვილი კანადასთან მატჩში ჩხუბის გამო დასაჯა

ხშირად ბურთი წინ გვივარდებოდა, უფრო მეტად ისეთ ვითარებაში, როცა ჩანდა, რომ შეტევა ლელოთი უნდა დასრულებულიყო. ეტყობოდა, რომ ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილი იყო. კანადელები ორი კვირაა ერთად არიან და ერთი თამაშის გამართვაც მოასწრეს. ყოველივეს მიუხედავად, მეტოქეს მეორე ტაიმი მოვუგეთ, რაც აქამდე ჩვენთვის პრობლემური იყო.

- მომდევნო მეტოქე აშშ-ის ნაკრებია, რომელიც კანადაზე ნაკლები გუნდი არ არის...

- ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ძლიერი გუნდია. მასთან თამაში ყოველთვის გვიჭირს, უხერხული მეტოქეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე კანადასთან იყო.

სამწუხაროდ, მერაბ კვირიკაშვილმა თითი მოიტეხა. მას ძალიან უნდა თამაში, მაგრამ შეძლებს თუ არა, ჯერ გარკვეული არ არის. ვიქტორ კოლელიშვილს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ფეხი დაიშავა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა. მათ შემცვლელებს შანსი ეძლევათ, დაამტკიცონ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.

მიუხედავად ყველა პრობლემისა, თუ მოთამაშეები ყველაფერს სწორად გააკეთებენ, სასურველი შედეგი დადგება.

- ნოემბრის ტესტებზე ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა შტაბს ფრანგი სპეციალისტი, დიდიე ბესი ეხმარება. რამდენად ართმევს თავს ის დაკისრებულ მოვალეობას?

- დიდიე ბესი "მონპელიეს" შერკინების მწვრთნელია. ის მამუკა გორგოძისა და საფრანგეთში მოთამაშე სხვა წამყვანი ქართველი მორაგბეების რეკომენდაციით მოვიწვიეთ. ამ ეტაპისთვის მან დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, როგორც მოთამაშეებში, ასევე მწვრთნელებს შორის.

ბესი თავისი საქმის შესანიშნავი მცოდნეა და თუ ასე განაგრძო მუშაობა, მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე სერიოზულად დავფიქრდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sebastean Chabal
კოლელიშვილის ჩხუბით გავტეხეთ,მოვიგეთ, ქართველი ლომებივით რომ აყვნენ ქართველ ლომს, ჩხუბში, ბ იჭები,იმიტომაც მოვიგეთ,შემდგომ დარჩენილ დროში- ძმებო. Vისაც ეს არ ესმის, ჭკუანაკლული და თაბჩაკბეჩილია,და ქართველობასაც ნუ იჩემებს.მუდმივი ,დაუღალავი ბრძოლით იგება ყველაფერი,რაღა თქმა უნდა,მშვიდობიანად,ცხოვრების გეიმის კანონების ფარგლებში მცდელობით,ლამაზად და ვაჯჯჯკაცურად,ქართულაააააად!აი ამგვარი ბრტყელ-ბრტყელი ,ხმამაღალი სიტყვებით ჩამოვაყალიბებდი სათქმელს,თუმცა სიტყვებს ჩუმად გულ დ გულ აგაკეთებული საქმე მირჩევნია. ეჰეი!ჰარა ლალო,ჰარი არალალოოოო!
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს