ვაჟებში იტალიელმა იმარჯვა
ჩრდილოეთ ამერიკაში გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო თხილამურებში: ქალები აშშ-ის კურორტ ბივერ კრიკში შეიკრიბნენ, მამაკაცები - კანადის ლეიკ ლუისში.

ბრწყინვალე სტარტი აიღო ახალ სეზონში 22 წლის შვეიცარიელმა ლარა გუტმა. შეგახსენებთ, რომ მან ავსტრიის კურორტ ზოლდენში გამარჯვებით გახსნა სეზონი - პირველი იყო გიგანტურ სლალომში, ბივერ კრიკში კი ორი დისციპლინა მოიგო: სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი. სეზონის სამიდან ოთხ რბოლაში გამარჯვებამ, გუტი ავტომატურად აქცია სოჭის ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად. ცნობისთვის, ეს ავსტრალიელისთვის პირველი ოლიმპიადა იქნება კარიერაში, რადგან ოთხი წლის წინ, ვანკუვერში ვერ შეძლო გამოსვლა ტრავმის გამო.

ჯერჯერობით, ვერ ბრწყინავს ახალ სეზონში მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, სლოვენიელი ტინა მაზე, რომელმაც ზოლდენში მე-18 დრო აჩვენა გიგანტურ სლალომში, ამჯერად კი სუპერ-გიგანტში მხოლოდ მე-16 იყო. რაც შეეხება ამერიკელ ლინდსი ვონს, მან ვერ მოასწრო ფეხის ტრავმის შემდეგ აღდგენა და სავარაუდოდ, ტრასაზე მომავალ კვირას, ლეიკ ლუისში დაბრუნდება.

სწრაფდაშვება

1. ლარა გუტი (შვეიც) - 1.41,26; 2. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +0,47; 3. ელენა ფანკინი (იტა) - +0,98; 4. ფაბიან სუტერი (შვეიც) - +1,04; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +1,13; 6. ფრაენცი ოფდენბლატენი (შვეიც) - +1,20...

სუპერგიგანტი

1. ლარა გუტი (შვეიც) - 1.18,42; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0,92; 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +1.11; 4. ილკა შტუჰეცი (სლოვენ) - +1,25; 5. ნადია ფანკინი (იტა) - +1,28; 6. დომინიკ გიზინი (შვეიც) - +1,51...

საერთო ჩათვლა

1. ლარა გუტი (შვეიც) - 300; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 175; 3. მარია რიში (გერ) - 148; 4. მიკალე შიფრინი (აშშ) - 140; 5. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 125; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - 106...

ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს ლეიკ ლუისში ორი სტარტი ჰქონდათ. გუშინ, გვიან დასრულდა სუპერგიგანტი, ერთი დღით ადრე კი სეზონში პირველად გათამაშდა მედლები სწრაფდაშვებაში.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაში ხვდება ახალ სეზონს ავსტრიელი კლაუს კროლი. მან ერთი თვის წინ დაასრულა მუხლზე გადატანილი მეორე ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი და თავისთვის პირველივე სტარტზე მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ეს 33 წლის მოთხილამურე 2011-12 წლების სეზონში ბროლის მცირე გლობუსს ფლობდა სწრაფდაშვებაში.

ერთადერთი, ვინც იმ დღეს კროლს აჯობა, იტალიელი დომინიკ პარისი იყო. სხვაობამ ამ მოთხილამურეებს შორის მხოლოდ სამი მეასედი წამი შეადგინა. აპენინელისთვის, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია სწრაფდაშვებაში, ეს იყო კარიერაში მესამე მოგება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

შარშან, ლეიკ ლუისში სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი ცნობილმა ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა მოიგო, თუმცა, ამჯერად, ის მეოთხე მივიდა ფინიშთან 0.23 წამის ჩამორჩენით.

სწრაფდაშვება

1. დომინიკ პარისი (იტა) - 1.49,90; 2. კლაუს კროლი (ავსტრია) - +0,03; 3. ადრიენ ტეო (საფ) - +0,11; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +0,23; 5. იოჰან კლარეი (საფ) - +0,74; 6. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +1,03...

საერთო ჩათვლა

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 160; 2. ტედ ლიგეტი (აშშ) - 124; 3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 100; 3. დომინიკ პარისი (იტა) - 100; 5. კლაუს კროლი (ავსტრია) - 80; 5. ალექსის პინტურო (საფ) - 80; 5. მარიო მატი (ავსტრია) - 80...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ვონი უკვე მეხუთეა
ტინა მაზე - სილამაზე თხილამურებზე
სამთო თხილამურები: კაცებში დიდი ბრძოლაა
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: 30 საფეხურით ზემოთ
მსოფლიოს თასი: ახალი ვარსკვლავი მოგებით იწყებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: მაზეს კოლექცია იზრდება
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ტინა მაზე კოლექციას აგროვებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სეზონი გიგანტით დაიწყო
სამთო თხილამურები: ჰირშერმა დუბლით დაასრულა
სამთო თხილამურები: ტინა მაზე სეზონს გამოტოვებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სვინდალმა ტრადიცია არ დაარღვია
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: რეპეტიცია იტალიაში
სამთო თხილამურები: სენსაცია და კანონზომიერება
სამთო თხილამურები: ჩემპიონის მეექვსე მოგება
სპორტული ოსკარები: აკადემიამ ნომინანტები დაასახელა