საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა პრობლემების მოსაგვარებლად "გურიას" ათდღიანი ვადა მისცა
3 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ) აღმასკომის სხდომა გაიმართა. პირველად ლანჩხუთის "გურიას" საკითხი განიხილეს. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიზეზი კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდა.

"ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, "გურიას" ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის (სფა) თავმჯდომარემ, ბესო აბაშიძემ მიმართა, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვდნენ", - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ სფა-ს თავმჯდომარის, ბესო აბაშიძის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ეწერა - რადგან "გურია " ფეხბურთელებს კონტრაქტის პირობებს არ უსრულებს და მათთვის 5 თვის ხელფასი არ გადაუხდია, ამის გამო ფეხბურთელებს გაფიცვის უფლება ჰქონდათო...

აღმასკომის წევრებმა ამ საკითხზე დიდხანს იმსჯელეს და საბოლოოდ შეადგინეს წერილი, რომელიც დაეგზავნათ "გურიას" დირექტორ კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილსა და მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს.

"...სფფ კლუბის უფლებამოსილი პირებისგან კატეგორიულად მოითხოვს აღნიშნულთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სფფ ჩემპიონატის დებულების შესაბამისად იმოქმედებს.

ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები.

სფფ-ს არ სურს, რომ ლანჩხუთის "გურიასთან" მიმართებაში სიტყვა "თუ" არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ ამიტომ კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა მივეცით", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ცხადია, ფეხბურთელთა ინტერესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ მოთამაშეებთან ფინანსური დავალიანება "ზუგდიდსა" და "სიონსაც" აქვთ. წესით, სფფ-სა და მის აღმასკომს, რომელთაც ფიფა და უეფა პირდაპირ ავალდებულებს, რომ ფეხბურთელთა უფლებები დაიცვან, ამ საკითხზეც უნდა ემსჯელათ, მაგრამ... ეს პრობლემა არ განუხილავთ.

...ამის შემდეგ აღმასკომმა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს ახალი შემადგენლობები დაამტკიცა.

ბოლოს, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის პროექტი გააცნო, რომელიც, უპირველესად, ასაკობრივ ნაკრებთა მომზადებას მოემსახურება. ტურნირი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მასზე გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და, შესაბამისად, ეს პროექტი დღემდე ვერ განხორციელდა.

აღმასკომის წევრებმა იდეა მოიწონეს, მაგრამ ჩემპიონატის პროექტის მომზადება და დახვეწა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებასა და გენერალურ სამდივნოს დაავალეს. ამის შემდეგ პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება.

ტურნირის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. კლუბებს კი დაევალებათ იმ გუნდების გამოყვანა, რომლებიც მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaska
მერაბ სიონზე რო წერ რაგცას ჯერ გადამოწმე სიონს დავალიანება თავის ფეხბურთელების მიმართ არ გააჩნია და ჯობია შენი პროფესიული ვალი კარგათ მოიხადო და ტენდენციური ნუ იქნები
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბესო აბაშიძე: ილია კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია...
"ვიტყვით, როგორ განიავდა ფეხბურთისთვის გამოყოფილი სახელმწიფოს 16 მილიონი..."
მარინა თორთლაძე: "გურიას" თამაშმა ისე მომხიბლა, ბიჭებს 10 000 ლარი ვაჩუქე
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
ბესო აბაშიძე: მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია" თბილისში ძირითადი გუნდით ითამაშებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ლაშა დვალი: "შლიონსკში" ძალიან კარგად მიმიღეს
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ᓚᓐᓜᓩ
სფფ-ის აღმასკომმა დავით გენძეხაძეს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, "ზესტაფონს" გარიცხვით დაემუქრა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გაუგებარი ფეხბურთი ლანჩხუთში - შიდა დაპირისპირება "გურიის" წინააღმდეგ
ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო