საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური

სტუმრებმა მატჩი ისეთი რიხით დაიწყეს, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "მეტალურგი" დამარცხდებოდა.

გელა სანაიას გაწვრთნილებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტიეს და უკვე დებიუტშივე მიეცათ ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა - კირკიტაძემ საჯარიმოს ხაზიდან კარში დაარტყა და რომ არა მეკარე ნადირაძის მშვენიერი რეაქცია, "მეტალურგი" დაწინაურდებოდა.

ცოტა ხანში სახიფათო ჯარიმა კორღალიძემ შეასრულა და ნადირაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა. მოკლედ, სანაიას შეგირდებმა მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს.

მაგრამ მათთვის ასე იმედიანად დაწყებული მატჩის შედეგზე გავლენა მე-10 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა იქონია - ცხინვალელთა კონტრშეტევისას ბურთი თექთურმანიძემ მიიღო, გასცდა სუხიაშვილს და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა "მეტალურგის" მცველმა წააქცია.

არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ სუხიაშვილზე "ბოლო იმედის" ჯარიმა დააფიქსირა და მოედნიდან გააძევა.

ამის მიუხედავად, რუსთაველები უფრო აგრესიულად გამოიყურებოდნენ. მე-15 წუთზე "სპარტაკის" მეკარე თავისიანებისთვის ბურთის გადაწოდებას ცდილობდა და... მოულოდნელად წაიქცა. საჯარიმოს ხაზთან ბურთი კირკიტაძეს მიუგორდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა მოიგერია, დამატებაზე კი ფიფია ბურთს ვეღარ დაეწია და მომენტი დაიკარგა.

"სპარტაკი" ნელ-ნელა გამოცოცხლდა. ამ გუნდში ყველაზე გამორჩეული თექთურმანიძე იყო. მე-18 წუთზე სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ დაასწრო მცველებს მგელაძემ და ბურთის კარში გაგზავნაც სცადა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.

ტაიმის ბოლოს მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ რუსთაველ ჩირგაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის საშუალება, მაგრამ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბურთს თავი უხეიროდ დაარტყა; ბოლო წუთზე კი თუხარელის ფლანგური გადაცემით კვეკვესკირმა ვერ ისარგებლა.

"მეტალურგმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, მაგრამ კაცნაკლულ სტუმრებს მატჩის ბოლოს დაღლა დაეტყოთ, რითიც "სპარტაკმა" ჩინებულად ისარგებლა. შეცვლაზე შესულმა გელაშვილმა თამაში გაამწვავა და თექთურმანიძესთან ერთად მატჩის გმირი გახდა.

75-ე წუთზე, სწორედ თექთურმანიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ გელაშვილს ანგარიშის გახსნის საშუალება გაუჩნდა, მაგრამ მეკარე სეფიაშვილს ვერ აჯობა. მატჩის მიწურულს კი მარჯვენა ფლანგიდან ისევ თექთურმანიძის ჩაწოდებულ ბურთს გელაშვილმა ნახტომში თავი დაახვედრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში თექთურმანიძე კიდევ ერთი გოლის შემოქმედი გახდა. მან ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გელაშვილი, რომელმაც კიდევ უკეთეს პოზიციაში მყოფი თუხარელი შენიშნა და ამ უკანასკნელმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.

მოკლედ, ცხინვალის "სპარტაკმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწია და დარჩენილ ექვს შეხვედრაში ფინალურ ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსიც შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ

გელა სანაია (მეტალურგი):

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეხვედრა კარგად დავიწყეთ და საბოლოოდ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ძვირად დაგვიჯდა პირველივე წუთებზე დაშვებული უმძიმესი შეცდომები. ჯერ უმტკივნეულო ვითარებაში წითელი ბარათი მივიღეთ, მერე კი რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ".

კახა კაჭარავა (სპარტაკი):

"რა თქმა უნდა, იღბალი ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ ბიჭებს მოთმინება დაუფასდათ და შეხვედრის ბოლოს მშვენიერი კონტრშეტევების ორგანიზება შევძელით. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლოსწინა ადგილს თავი დავაღწიეთ".

უამინდობის გამო XVI ტურის გადადებული "გურია"-"ტორპედოს" მატჩი 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, "ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა - 11 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე "მცხეთა პარკზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qomagi
სიმართლე დაწერეთ
saba
ეგ პასი თუხარელმა მისცა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება