"მეტალურგის" ვარჯიშზე კიდევ ორი ახალწვეული გამოჩნდა და ორივე ისეთი ფეხბურთელია, რუსთაველთა გუნდს უსათუოდ რომ გააძლიერებს
სულ ახლახან ვწერდით რუსთავის "მეტალურგის" არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზე, რისი "გამოძახილიც" გუნდიდან მართლაც სარეკორდო რაოდენობის ფეხბურთელთა წასვლა იყო.

ჰო, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, როცა ზამთრის პაუზის დროს ამბიციური გუნდიდან 15 (!) ფეხბურთელი წავა!

არადა, "მეტალურგს" იმის ამბიციაც აქვს, საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გუნდი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია გასული.

ოღონდ ამ შემთხვევაში რუსთაველებს აშკარად არ გაუმართლათ: მეტოქედ ხომ თბილისის "დინამო" ერგოთ. თანაც, სეზონის განახლებას "მეტალურგი" სწორედ "დინამოსთან" მატჩით უნდა შეხვდეს, მაგრამ რა კონტინგენტი ეყოლება რუსთაველთა "ძველ-ახალ" მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას 22 თებერვლისათვის, დღესდღეობით მართლაც ძნელი სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე მოასპარეზე ფეხბურთელთაგან "მეტალურგში" მხოლოდ შვიდი მოთამაშეა დარჩენილი: მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, კოკა სეფიაშვილი; მცველი - მიხეილ მახვილაძე; ცენტრალური ნახევარმცველები - გიორგი ქავთარაძე, გიორგი ვასაძე; გარემარბი - დავით საჯაია და ფორვარდი - გიორგი ჩირგაძე.

რაც შეეხება მატებას, ოფიციალურად ჯერჯერობით გუნდში ერთი ახალწვეულია: ცხინვალის "სპარტაკიდან" მშობლიური ქალაქის გუნდში გადმოვიდა 21 წლის ვარლამ კილასონია (უმცროსი).

და აი, "მეტალურგის" 19 იანვრის ვარჯიშზე კიდევ ორი ახალწვეული გამოჩნდა და ორივე ისეთი ფეხბურთელია, რუსთაველთა გუნდს უსათუოდ რომ გააძლიერებს.

სხვათა შორის, ორივე ეს მოთამაშე პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოში" თამაშობდა - 28 წლის მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე და 25 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე.

სეთურიძეს "მეტალურგში" ადრეც უთამაშია: პირველად 2006-07 წლების სეზონში გამოჩნდა რუსთაველთა გუნდში, როცა საქართველოს ჩემპიონიც გახდა (მაშინ გუნდი "ოლიმპის" სახელწოდებით გამოდიოდა).

ამის შემდეგ იყო გერმანულ "კარლ ცაისში" ასპარეზობა და 2008/09 წლების სეზონის დასაწყისში მეორედ დაბრუნება რუსთავის "გუნდში".

მერე სეთურიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯერ აზერბაიჯანში გამოდიოდა, შემდეგ - ქუთაისის "ტორპედოში" და 2011/12 წლების მსვლელობისას მესამედ დაბრუნდა "მეტალურგში".

სწორედ აქედან მიაშურა თბილისის "დინამოს", სადაც წინა სეზონში გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა "დუბლის" შესრულებაში.

აი, ამ სეზონის პირველ ეტაპზე (ისე, როგორც - ევროტურნირებზე) სეთურიძეს უკვე სერიოზული კონკურენტი ჰყავდა "დინამოს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე (დავით ხურცილავა); პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი "დინამომ", სხვა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მსგავსად, სეთურიძე "ტრანსფერზე" დააყენა და ეს გამოცდილი მარჯვენაფლანგელიც სეზონის ბოლომდე "მეტალურგს" დაეხმარება.

აი, რაც შეეხება გიორგი მიქაბერიძეს, ეს საინტერესო შემტევი ნახევარმცველი "მეტალურგს" ხანმოკლე პაუზის მერე უბრუნდება: წინა ორი სეზონი ხომ სწორედ რუსთაველთა გუნდის წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ხშირი ტრავმები რომ არა, ალბათ, ორივე შემთხვევაში ყველა მატჩს ძირითადშიც დაიწყებდა.

სხვათა შორის, რუსთავური კლუბი მიქაბერიძეს ხშირად ანათხოვრებდა ხოლმე სხვადასხვა ქართულ გუნდში და მხოლოდ 2011 წლის ზაფხულიდან დაიმკვიდრა ადგილი "მეტალურგში" და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც მოიაზრებოდა.

სამწუხაროდ, "დინამოში" შარშან ზაფხულში გადასულ მიქაბერიძეს სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არც ჰქონია: ჩემპიონატში მხოლოდ ორჯერ შემოვიდა შეცვლაზე (თანაც, ორივეჯერ - "გურიასთან" შეხვედრაში).

ერთადერთი, რითაც მიქაბერიძეს "დინამოში" გატარებული პერიოდი შესაძლოა "ტკბილად" გაახსენდეს, სათასო მატჩები იყო: მერვედფინალში ხობის "კოლხეთთან" ორივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და საერთო ჯამში, 3 გოლიც გაიტანა!

დაბოლოს, შეგახსენებთ იმ ფეხბურთელებს, ამ ზამთრის პაუზის დროს "მეტალურგიდან" რომ წავიდნენ: მცველები - ლაშა ჯაფარიძე, სერგი ორბელაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი გავაშელიშვილი, ანზორ სუხიაშვილი; ნახევარმცველები - რევაზ გეწაძე, ლუკა რაზმაძე, ლევან კორღალიძე, გურამ გურეშიძე, დავით მაისაშვილი, დავით კირკიტაძე; თავდამსხმელები - გოგა ფიფია, გიორგი ბერიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ბექა ტუღუში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოსალოდნელი დანიშვნა: ზაზა ჯანაშია რუსთავის "მეტალურგში" იმუშავებს?

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიონი-ამკარი 0:0 - ტაიმები განსხვავებული სცენარით
ბოლნისის "სიონმა" ახალწვეულები წარადგინა
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ლადო ბურდული: შეიძლება ბოლნისის "სიონში" სპონსორი გამოჩნდეს
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზესტაფონი-სიონი 4:2 - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ... [VIDEO]
გიორგი სეთურიძე ობერლიგაშია - ასეთი რა პირობებია გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გურია-სიონი 0:2 - გოგიჩაიშვილს ერთი შანსიც დარჩა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
დილა-შირაქი 2:0 - წითელი ბარათებიც, პენალტებიც...