სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც 15 იანვარს დაიწყო, 23 იანვარს, გვიან ღამით დასრულდა
25 იანვარს რუსთავში გასამართი "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქციის მონაწილეები ცნობილნი არიან. საკალათბურთო სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც 15 იანვარს დაიწყო, 23 იანვარს, გვიან ღამით დასრულდა.

გამოკითხვამ "ოლ სტარის" გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოავლინა.

საჩვენებელ მატჩთან ერთად, აქციის ფარგლებში ორი კონკურსი ჩატარდება - 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსის მონაწილენი მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკის მიხედვით შეირჩა. 3-ქულიანი სროლების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე 6 კალათბურთელს გასული წლის ჩემპიონი გიორგი ბარბაქაძე დაემატა.

რაც შეეხება ჩატენვებს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მთლიანობაში 5 მსურველი დარეგისტრირდა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვებიც დაესწრებიან.

მატჩ-აქციაში გუნდებს სუპერლიგის ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი "დინამოსა" და "არმიის" მწვრთნელები - ირაკლი ხოშტარია და კოტე ტუღუში უხელმძღვანელებენ. გამოკითხვამ, რომელშიც კალათბურთელებმა მთლიანობაში 28 700 ხმა მიიღეს, სასტარტო ხუთეულები შეარჩია.

"ირაკლი ხოშტარიას გუნდი":

გიორგი გამყრელიძე (დინამო), ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), ჯეიმი ჯექსონი (ბათუმი), სტევან მილოშევიჩი (დინამო).

"კოტე ტუღუშის გუნდი":

ლევან ცეკვავა (ქუთაისი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ანატოლი ბოისა (არმია), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი).

გუნდების დანარჩენი წევრები მწვრთნელებმა თავიანთი შეხედულებისამებრ შეარჩიეს, რომლებიც თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე დასახელდნენ.

ირაკლი ხოშტარია:

"ხუთეულები უკვე ცნობილია და დანარჩენი მოთამაშეების არჩევისას მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელე: ისინი ავირჩიე, ვისაც მაყურებლის მხარდაჭერაც ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ "ოლ სტარი" სწორედ გულშემატკივრის სიამოვნებისთვის კეთდება:

ირაკლი მიქელაძე (ოლიმპი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი), ჯერემი სეფოლდი (ბათუმი), ჯერემი საიმონსი (სოხუმი), ქიენ კარტერი (დინამო) და ვახტანგ ქადარია (სოხუმი).

მივულოცავ გიორგი გამყრელიძეს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. რაც შეეხება ასისტენტს, ჩემი თანაშემწე ვაჟა კვარაცხელია იქნება.

ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში იქნება. არ გვქონია არც ერთი ვარჯიში, რაიმე ტაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ყველა გამოვა და აჩვენებს იმას, რაც შეუძლია. პირადად ჩემთვის, მთავარია, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს.

ჩემთვის მისაღებია "ოლ სტარის" ჩატარების თარიღიც. წინა წლებში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი პლეი ოფების წინა პერიოდს ემთხვეოდა. არადა, როცა მეორე წრე მთავრდება, ყველა გუნდი და თითოეული მოთამაშე ნახევარფინალებისკენ და ფინალებისკენაა ორიენტირებული და მაქსიმალურ მომზადებას გადის. ახლა კი, თასის მეოთხედფინალებს მოვრჩით, მეორე წრის დაწყებამდე კიდევ არის დრო დარჩენილი და 25 იანვარი კარგი თარიღია ამ მატჩი-აქციისთვის".

კოტე ტუღუში:

"წელს "ოლ სტარი" რუსთავში ტარდება, რაც მისასალმებელია. გუნდში 3 რუსთაველი კალათბურთელი მეყოლება, აქცენტი - ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეებზე, რადგან ენერგიული და სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს. გაგაცნობთ ჩემ მიერ არჩეულ 7 კალათბურთელს:

რეზო როგავა (შსს აკადემია), მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი), მერაბ ბოქოლიშვილი (შსს აკადემია), ბექა ჩიკვილაძე (შსს აკადემია), ლევან ხმელიძე (რუსთავი), გიორგი ჯგერენაია (არმია) და დავით გუგავა (რუსთავი).

ასისტენტი ოთარ ხმელიძე იქნება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

"ოლ სტარის" თამაშზე მთელი სამი პერიოდი მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობენ, ეფექტური და სანახაობრივი შეხვედრა აჩვენონ ხოლმე, ბოლო პერიოდი კი გამორჩეულია დაძაბულობით, რადგან გუნდები გადადიან თამაშის მოსაგებად ბრძოლაზე.

რუსთავი დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქალაქია, იქ კალათბურთი გამორჩეულად უყვართ და რუსთაველ მაყურებელს განსაკუთრებული გემოვნებაც აქვს. ამიტომ ვფიქრობ, მე და ირაკლი მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღოს. თამაში სანახაობრივი უნდა იყოს, თუმცა შეხვედრას დაძაბულობაც მოუხდება.

დავეთანხმები ირაკლის, რომ დრო ოპტიმალურადაა შერჩეული. პლეი ოფების წინ მოთამაშეები საკუთარ გუნდებში არიან დატვირთულები და არ არის სასურველი, ისინი თავიან მწვრთნელებს და გუნდებს ჩამოშორდნენ. პლეი ოფები ყოველთვის დაძაბული და მნიშვნელოვანია და ასეთი შეხვედრების წინ 2-3 მოთამაშის მცირე დროით გამოკლებაც კი მწვრთნელისთვის დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო დროა.

რაც შეეხება იმას, რომ "ოლ სტარი" რეგიონში ტარდება, ეს კალათბურთის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, რუსთავში კალათბურთს არ აკლია პოპულარობა, თუმცა სასურველი იქნება, ამ ქალაქს უკეთესი გუნდი და უკეთესი პირობები ჰქონდეს და ჩემი აზრით, მსგავსი ღონისძიებების რეგიონებში გამართვა დაგვეხმარება იმ ხალხის ყურადღების მიპყრობაში, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, ხვალ დარბაზი გაივსება და გულშემატკივარი ისიამოვნებს სანახაობრივი თამაშით".

წყარო: superleague.ge

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვა დაიწყო
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკლავის" მატჩ-აქციას უმასპინძლა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო
ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]