"ზესტაფონის" პრეზიდენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრის დეტალები გაამხილა
როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად, მთავრობის კანცელარიაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს - პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, ვიცე-პრეზიდენტებს რევაზ არველაძეს, ალექსანდრე ჩივაძეს და საპატიო ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურცილავას შეხვდა.

თუ რა საკითხები იყო განხილული ამ შეხვედრისას, იმ დღეს ამ თემაზე ყველამ დუმილი ამჯობინა. ისღა დაგვრჩენოდა, ინფორმაცია ვარაუდებსა და კულუარულ წყაროებზე აგვეგო.

მოგვიანებით, ამ შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ კანცელარიაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე უსაუბრიათ. გაირკვა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს საქმე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას გადააბარა, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელები სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვდებიან.

ამასობაში, "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ სამინისტროსა და ფედერაციის თავკაცებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილს უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების ხელმძღვანელებთანაც უსაუბრია. ეს ამბავი "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან გადავამოწმეთ:

- დიახ, უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების მეპატრონეები პრემიერ-მინისტრს შევხვდით. შეხვედრაზე ვიყავით - მე, "დინამოდან" - რომან ფიფია, "ვიტ ჯორჯიადან" - გურამ რუხაძე, "მერანიდან" - ფრიდონ ინჯია, საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

- ლევან ფხაკაძე "ტორპედოდან" ხომ წავიდა?

- რომ წავიდა, ეტყობა, პრემიერისთვის სწორედ ამის მიზეზი იყო საინტერესო - რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რატომ აღარ აინტერესებს ფეხბურთი? ფხაკაძემ იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც კლუბსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს აბრკოლებს.

- პრემიერს სამინისტროსა და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად რატომ არ შეხვდით?

- ფეხბურთს ყველა თავისებურად უყურებს და, ეტყობა, სახელმწიფოს კერძო კლუბების მეპატრონეთა აზრი არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე ფედერაციის თავკაცების. ცხადია, ყველაფერზე სალაპარაკოდ დრო არც გვექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ იყო საგულისხმო - ბევრ პრემიერს შევხვედრივარ, მაგრამ ფეხბურთით სიღრმისეულად და საქმიანად არავინ დაინტერესებულა. იგრძნობოდა, რომ ღარიბაშვილს ქართული ფეხბურთის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა მართლაც სურს.

და რაც მთავარია, გამიკვირდა და მესიამოვნა - ის გულდასმით გვისმენდა. არადა, რამდენი ხანია, გვინდოდა, ვინმეს ჩვენი პრობლემები მოესმინა, გაეგო და გულთან ახლოს მიეტანა...

- კონკრეტულად რა საკითხი დაისვა შეხვედრაზე?

- მე კლუბების თანაბრად დაფინანსების საკითხი დავსვი. ვთქვი, რომ სახელმწიფო კლუბებს შვილებად და გერებად არ უნდა ჰყოფდეს. რა მნიშვნელობა აქვს, კლუბი კერძოა თუ სახელმწიფოს კუთვნილება? ჩვენ ხომ ყველა ქართული ფეხბურთის მომავალზე ვზრუნავთ?! ისე კი, მიმაჩნია, რომ ამას კერძო კლუბები გაცილებით ეფექტურად ვახერხებთ.

- და რა იყო ღარიბაშვილის პასუხი?

- პრემიერმა ეს აზრი ძალზე ადეკვატურად მიიღო და დაგვეთანხმა, რომ ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს. ამას გარდა, გვკითხა - როგორ წარმოგვიდგენია, რომ ბიზნესი ფეხბურთისკენ შემოტრიალდეს.

- მართალია, თითქოს პრემიერი უახლოეს პერიოდში ბიზნესმენებთან შეხვედრას სწორედ საფეხბურთო საკითხების განსახილველად აპირებს?

- არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილის დაინტერესებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ასეთი სურვილი ჰქონდეს. ეს არის პრემიერი, რომელსაც ფეხბურთი აინტერესებს. ეს ძალიან მახარებს და მაიმედებს.

- ეს ყველაფერი ლაპარაკად ხომ არ დარჩება? მაგალითები ხომ მრავლად გვახსოვს?

- გამოვრიცხავ, რადგან პირველი ნაბიჯი სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბება იქნება. ეს კომისია კლუბებთან ერთად იმუშავებს. ფედერაცია კი, როგორც ჩვენი შეხვედრის დროს გავიგეთ, სახელმწიფოსგან თურმე 100 მილიონს ითხოვს - აი, ასე, ჯიგრულად მოგვეცით და ჩვენ მივხედავთო. აღარ მინდა ფედერაციასთან პოლემიკა, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, ამ წინადადებამ ძალიან გამაკვირვა.

- რატომ?

- თვლა სახელმწიფო მოხელეებმაც არანაკლებად იციან და ფულს თავადაც კარგად გადაანაწილებენ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე, ეროვნული ჩემპიონატის საპრემიო ფონდზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საფეხბურთო სკოლებსა და მწვრთნელთა განათლებაზე. ამას ფედერაციის შუამავლობა რაში სჭირდება?! უბრალოდ, საინტერესოა, ამ გადანაწილებაში ფედერაცია რა როლს შეასრულებს და, საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

choti
გუდაური რა ბატონ ილიას ჩააბარეთ?!თბილისის მერიის ბალანსზეა!!!არ შედრკეთ ბატონო ილია!
pirdapiri
ვინ უთხრა კოკაიას,რომ ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს?-ღარიბაშვილმა ისიც არ იცის ფეხბურთს რამდენი კაცი თამაშობს.საიდან მოთხარა რომ ფეხბურთი აინტერესებსო?-ეს ალბათ ჩვეულებრივი"პადხალიმობის"მცდელობაა!
kukusha
კოკაიამ გუდაური ხო ააყვავა ეხლა ფეხბურთს ააყვავებს
choti
ბატონო ილია, თქვენ და ვასილ გველესიანი, მიუხედავად ყველაფრისა ხალხს მაინც უყვარხართ და გთხოვთ არ დანებდეთ!!!
tamazi
მაქვს კარგი პროექტი, რომელზეც ადრე ერთ-ერთ მოადგილემ ფინანსთა მინისტრისა მიპასუხა, პროექტი ძალიან კარგია, მაგრამ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ნებას არ დაგვრთავსო?! ამ პროექტით აუცილებლად წამოვლენ ფეხბურთში ბიზმესმენები. დღგ-ს გადასახადიდან 5% უნდა დაუბრუნდეს ბიზმესმენს,საიდანაც 4% აუცილებლად ჩადოს ფეხბურთში, ხოლო 1% დარჩეს მას და გამოიყენოს თავისი შეხედულებისამრ.ამ პროექტით არც სახელმწიფო იზარალებს და ფეხბურთშიც ჩაიდება ფინანსები.თუ დაინტერესდებით მოგაწოდებთ ამ პროექტს.ს.კ."სამგორი"-ს პრეზიდენტი---თამაზი ჩოხელი
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა