კარლოს ბიანკი და "ბოკა" კიდევ ერთხელ შერცხვნენ
ტორნეო ფინალის მეორე ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მაურისიო პელეგრინოს "ესტუდიანტესს" აქვს მოგროვებული. კვლავ არაფერი ეშველა "ბოკა ხუნიორსს", რომელმაც შინ "ბელგრანოსთან" წააგო, "ლანუსმა" და "ნიუელსმა" კი ამ ტურში ლიდერები დაასვენეს და შესაბამისი შედეგიც მიიღეს...

მაურისიო პელეგრინოს "ესტუდიანტესში" მისვლის შემდეგ ეს გუნდი გამოკვეთილი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი გახდა. ახლაც "სტუდენტებმა" ჩემპიონატის ორ ტურში მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ეს ორი ბურთი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გუნდს ამდენივე გამარჯვება მოეპოვებინა.

მორიგ ტურში ხუან სებასტიან ვერონმა და კომპანიამ "ოლ ბოისს" მოუგეს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლო 22 წუთი კაცნაკლულებმა ჩაატარეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი გვიდო კარილიომ გაიტანა, რის შემდეგაც არბიტრმა მოედნიდან კარლოს აუსკი გააძევა, მაგრამ სტუმრებმა დარჩენილ წუთებში გაძლეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

ორმა ფავორიტმა, "ნიუელსმა" და "ლანუსმა" ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო. ალფრედო ბერტის და გილერმო ბაროს შელოტოს გუნდების ამ ფიასკოს ძალიან მარტივი ახსნა აქვს - მწვრთნელებმა გადატვირთული კალენდრის გამო ამ ტურში ძირითადი შემადგენლობის წევრების დასვენება გადაწყვიტეს. წინა სეზონში რეზერვისტებმა "ლანუსს" არაერთხელ გაუმართლეს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ცუდად დასრულდა.

"ატლეტიკო რაფაელამ" მეტოქის მდგომარეობით ისარგებლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა მხრიდან დუბლი ურუგვაელმა დიეგო ვერამ შეასრულა, კიდევ ერთი ბურთი კი კრისტიან კანუემ გაიტანა.

დიდი ანგარიშით დამარცხდა "ნიუელსიც", რომელსაც არგენტინის ჩემპიონატში საოცარი, 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. "ლანუსისგან" განსხვავებით, "ძველი ბიჭების" შემადგენლობას სარეზერვოს ვერ ვუწოდებთ, რადგან ბანეგა, ჰაინცე, მაქსი როდრიგესი და კასკო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ ასევე სასტარტო 11-ეულში იყო 16 წლის ფორვარდი ესეკილ პონსეც, რომელმაც თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა.

ბიანკის კრიზისი გრძელდება

უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარლოს ბიანკის ფეხბურთში დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. "პაპა კარლოს" მეთოდები აშკარად დაუძველდა და ეს ყველაფერი "ბოკა ხუნიორსის" შედეგებზეც ადეკვატურად აისახება. ამ ტურში "ბოკამ" "ბომბონერაზე" მორიგი მარცხი განიცადა და საკუთარი "ინჩადა" კიდევ ერთხელ გააწბილა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი "ესპანიოლის" ყოფილი მცველის, ხუან ფორლინის გოლის წყალობით კი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს. მატჩის უკანასკნელ წუთებზე მაყურებლებმა კიდევ ორი გოლი იხილეს - ჯერ წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა სესარ პერეირამ იხეირა, რამდენიმე წამში კი ცვლილებაზე გამოსულმა 19 წლის ლუსიანო აკოსტამ კარიერაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბელგრანო" "ბოკასთვის" უხერხული მეტოქეა. სულ ამ გუნდებს შორის 31 მატჩი გაიმართა, აქედან 14 "ბოკამ" მოიგო, 10 კი "ბელგრანომ". არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ასეთი შედეგით ბევრი გრანდიც კი ვერ დაიკვეხნის.

ტორნეო ფინალი. II ტური

გოდოი კრუსი-კილმესი 2:0

გოლები: 1:0 კასტელანი (25), 2:0 კ. აკინო (31)

გაძევება: საკარია (58. კილმესი)

ოლ ბოისი-ესტუდიანტესი 0:1

გოლი: 0:1 კარილიო (65)

გაძევება: აუსკი (68. ესტუდიანტესი)

არსენალი-ველესი 1:3

გოლები: 0:1 მ. სარატე (48), 0:2 მ. სარატე (58), 0:3 ხ. კორეა (64), 1:3 ეჩევერია (85)

გაძევება: დ. პერესი (76. არსენალი)

ტიგრე-ოლიმპო 0:0

გაძევება: მოირაგი (90. ოლიმპო)

სან ლორენსო-რასინგი 1:0

გოლი: 1:0 ბლანდი (8)

კოლონი-არ. ხუნიორსი 1:0

გოლი: 1:0 გრასიანი (55)

ხიმნასია-ნიუელსი 3:0

გოლები: 1:0 გ. დიასი (9), 2:0 ბლენხიო (60), 3:0 ფ. პერეირა (80)

ლანუსი-ატლ. რაფაელა 0:3

გოლები: 0:1 დ. ვერა (28), 0:2 დ. ვერა (42), 0:3 კანუე (70)

როსარიო-რივერი 1:1

გოლები: 0:1 ლანსინი (4), 1:1 კ. ლუნა (29)

გაძევება: პ. ფერარი (82. როსარიო)

ბოკა-ბელგრანო 2:3

გოლები: 1:0 ფორლინი (7), 1:1 რიგონი (47), 1:2 ლოლო (65-პენ), 1:3 ს. პერეირა (90), 2:3 ლუსიანო აკოსტა (90)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესტუდიანტესი 2 2 0 0 2-0 6

2. ატლ. რაფაელა 2 1 1 0 4-1 4

3. ველესი 2 1 1 0 3-1 4

4. ოლიმპო 2 1 1 0 2-0 4

5. ბელგრანო 2 1 1 0 5-4 4

6. რივერი 2 1 1 0 2-1 4

7. როსარიო 2 1 1 0 2-1 4

8. რასინგი 2 1 0 1 3-1 3

9. ხიმნასია 2 1 0 1 3-1 3

10. გოდოი კრუსი 2 1 0 1 3-2 3

11. არ. ხუნიორსი 2 1 0 1 2-2 3

12. სან ლორენსო 2 1 0 1 1-2 3

13. კოლონი 2 1 0 1 1-3 3

14. ტიგრე 2 0 2 0 0-0 2

15. ბოკა 2 0 1 1 2-3 1

16. ოლ ბოისი 2 0 1 1 1-2 1

17. ლანუსი 2 0 1 1 2-5 1

18. ნიუელსი 2 0 1 1 0-3 1

19. არსენალი 2 0 0 2 1-4 0

20. კილმესი 2 0 0 2 0-3 0

ბომბარდირები: 2 - მ. სარატე (ველეს სარსფილდი), ლოლო (ბელგრანო), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIII ტური: "ბოკას" ტური
არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან
ლა ლიგა. ტრანსფერები: ბასკი "რეალის" შესანიშნავ შვიდეულში
ვერონი: მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არაა, გუნდი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
ვერონი: მესი ძალიან მორიდებული ბიჭია, ინტროვერტია
ნარდი და ვერონის ცრემლები - ფეხბურთელმა მწვრთნელი მოხსნა
ბანეგამ კონტეს პარიკზე დასცინა და ძალიან გააბრაზა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVI ტური: რომის პაპი კმაყოფილია - "სან ლორენსო" გალიდერდა
Whoscored-მა ლა ლიგას პირველი ნაწილის სიმბოლურში "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელი შეიყვანა, "რეალიდან" - არც ერთი
ევერ ბანეგა: ჩემი ცხოვრების გუნდს ბედნიერი ვტოვებ
ვერონმა ოჯახი მეორედ შექმნა და ცოლად მასზე 19 წლით უმცროსი გოგონა შეირთო
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი
ევერ ბანეგა: როცა თამაში არ მიგვდის, თავგანწირვით ვიბრძვით
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVIII ტური: საოცარი ბოლო ტურის მოლოდინში
ევერ ბანეგა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
მოურინიო საუდის არაბეთში მიდის - შეთანხმება უკვე შედგა
47 წლის ასაკში ვერონს მასზე 19 წლით უმცროსი მეგობარი გოგონა ჰყავს - გაიცანით ვალენტინა და ნახეთ, რა ემოციური სიტყვები მიუძღვნა მან ყოფილ ფეხბურთელს [PHOTOS]
ᓒᓘᓛ
Lads, it’s Tottenham! - ალექს ფერგიუსონის ცნობილი ფრაზის ისტორია [VIDEO]