ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!

გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რუსეთთან ერთა თასის მატჩის წინ გულშემატკივარს მხურვალე ქომაგობისა და მეტოქის პატივისცემისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ რუსეთთან ერთა თასის მატჩის წინ გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ნიჟარაძის თქმით, ქართველი გულშემატკივარი მეტოქეს პატივისცემით უნდა მოეპყრას - ისე, როგორც სტუმარს ეკადრება.

შეგახსენებთ, რომ ”ბორჯღალოსნები” რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებენ.

"ჩვენ სულ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა მსოფლიო ელიტაში შესვლა. ასევე გულშემატკივრების საყვარელი თემაა, რატომ არ ვართ ექვს ერში?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ სპორტული თვალსაზრისით, გავიზარდოთ და დავიმსახუროთ ეს უფლება, მაგრამ იმ ხალხისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, რაგბი მხოლოდ მოედანზე გასული მოთამაშეები არაა. ამის განმსაზღვრელია ზოგადად ქვეყანაში სარაგბო კულტურა, დამოკიდებულება სპორტის ამ სახეობისადმი, სტადიონზე ხალხის რაოდენობა, ამ მაყურებლის მოქცევის კულტურა.

მინდა მოვახსენო ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მომავალ მატჩს დაესწრება რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე და ასევე, სხვა სტუმრებიც. ეს ადამიანები ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებიან. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ჩვენ ქართველები ვართ და სტუმართმოყვარეობა სისხლში გვაქვს. ჩვენ იმ გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით? ვეთამაშებით ბიჭებს, ღირსეულ კაცებს, ჩვენი ბიჭების მეგობრებს, რომლებთანაც ომი მიდის მოედანზე, ხოლო მის მიღმა ქართველ და რუს მორაგბეებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და დაგვიჯერეთ, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.

ასე რომ, გულშემატკივრის მხარდაჭერა გამოიხატება სტადიონზე მოსვლასა და ჩვენი ნაკრების მხურვალე მხარდაჭერაში.

ჩვენი ინფორმაციით, ჩამოდიან რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები, ვეტერანი მორაგბეების დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩვენს ვეტერანებთან ითამაშებენ და მერე ერთად მოვლენ სტადიონზე.

პირიქით, ამათ უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი მეგობრული გრძნობებით მოდიან და არა სამტროდ. ვისთანაც გვაქვს სამტრო, ეგ უკვე სხვა თემაა..." - თქვა ნიჟარაძემ გადაცემა "სპორტ ტაიმის" ეთერში.

ასევე იხილეთ:

რუსეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" 27-კაციანი რაზმი ცნობილია

შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!

• ეეეჰ

პუტინს ვუწვები არა... კიდევ კარგი რომ პუტინმა იცის სტვენიების არსებობა და შიშით აღარ არის. მეც არა ვთქვი რაღაც გულგახეთქილია ეს კაცი ამ ბოლო დროს მეთქი. ეს სტვენიები ხომ არ იყვნენ სულ კბილებით რომ დაგლიჯეს რუსის ტანკები აგვისტოში?

• maxo

ჯიგარი ხარ

• გიგლია

საწყენია, რო უღირსი საქციელისკენ მოწოდებები სჭარბობს, ღირსეული დახვედრისკენ მოწოდებებს აქ დაწერილ კომენტარებში. მოწინაღმდეგის მიმართ სტვენა-ღრიალი და ლანძღვა-გინება (განსაკუთრებით ჰიმნის შესრულების დროს) სპორტულ მოედანზე, მტრისთვის შეურაცყოფის მიყენება და სამაგიეროს გადახდა კიარა, საკუთარი სიჩიავის და სიბეჩავის უტყუარი ნიშანია და არ გვეკადრება. აი უკრაინული დროშებით მისვლის კი ნამდვილად მომხრე ვარ და ეს უნდა გავაკეთოთ არა იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცყოფა მივაყენოთ, არამედ იმისთვის, რომ ყველამ ნახოს როგორ ვუდგევართ მხარში (მორალურად მაინც) ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს. ამით იმისთქმა მინდა, რო რომც არ ყოფილიყო ამჯერად რუსეთის გუნდი ჩვენი მეტოქე და ყოფილიყო სხვა ნებისმიერი გუნდი, მაინც უნდა მივსულიყავით უკრაინული დროშებით, ქართულ დროშებთან ერთად, ცხადია.

• მერაბი

რა თქმა უნდა, უკრაინის დროშით მისვლა მშვენიერი აზრია, მაგრამ კარგი იქნებოდა აგრეთვე უკრაინის ჰიმნის მასობრივად ჩაწერა ტელეფონებში, რათა ყველამ ერთდროულად დაუკრას რუსეთის, ანუ სსრკ–ს ჰიმნის დროს. ჩემი აზრით, 200–300–ოდე კაცმაც რომ ჩაიწეროს და მერე მაქსიმალურ ხმაზე დაუკრას, საკმარისი იქნება

• murtalo

ოკუპანტების ჰიმნის შესრულებისას ფეხზე ადგომა ნამდვილად მიუღებელია და სტვენასაც ვერავის დაუშლი...აი "უკრაინა"-ს შეძახილი კი ნამდვილად დროული იქნება სწორედ რუსეთის ჰიმნის შესრულებისას და იმ საზიზღი მელოდიის გადაფარვა...ვისაც გაინტერესებთ და ჯერ არ გაქვთ ინფორმაცია ვინ მართავს უკრაინას დღეს Uტუბზე აკრიპეთ "Криминальная оккупация" და სრული ვერსია იხილეთ.

• nodo

გაიხარეტ ხალხნო ზუსტად ეს იდეა მინდოდა დამეწერა რომ უკრაინა სჰეზდახილები იკოს სტადიონზე და მინდა ფედერაციამ იზრუნოს იმაზე რომ 1 წუტი მიუზდგვნან იმ დაგუპულ ხალხს რომელიც ამ ვიტარებას შეეეწია და ეს ტუ გააკეტა ცჰვენმა ფედერაციამ მოსაწონია ტუ არ გააკეტა მასჰინ უზდვრებიან ამატ. ტოო.ყველანი უკრაინის დროსჰის ფერებში სტადიონზე და და შემდეგ განადგურება სპორტში ესაა მტავარი მიზეზიც!!!!!1

• akhali

არც გინება,და არც ლანძღვა და სტვენა...მხოლოდ შეძახილი -,,უკრაინა,, ჰიმნის შემდეს.თან ეს ჰიმნი პუტინმა დააბრუნა(ძველი საბჭოთა),თორემ ელცინს სხვა ჰიმნი ჰქონდა

• akhali

ზოგჯერ-,,უკრაინა!!!უკრაინა!!!,, შეძახილიც შეიძლება ან რუსეთის ჰიმნის შემდეგ-,,უკრაინა!!!,, -ის შეძახილით გამოვხატოთ დამოკიდებულება პუტინის(და არა რუსი ხალხის)მიმართ

• akhali

არავითარი უარყოფითი რუსი რაგბისტების მიმართ!არავითარი!პირიქით პატივისცემა!გვარების გამოცხადებისას ტაშიც!!!მაგრამ სახელმწიფო ჰიმნის(თან პუტინის)შემდეგ-უკრაინა!მგონი ზუსტად დააფიქსირებს რუსი რაგბისტი ჩვენს აზრს და სრულიად არ გამოვრიცხავ,რომ თვით რუსი რაგბისტიც სიმპატიით იყოს გამსჭვალული უკრაინის მიმართ და ანტიპატიით პუტინის მიმართ

• akhali

არავითარ შემთხვევაში ძალადობა!!!არც გინება,ლანძღვა...მხოლოდ სიტყვა! როგორ -რაგბს ვუყურებ და ამ დროს უკრაინაში პატიოსან,პატრიოტ ადამიანებს რუსეთიდან მართული ხელისუფლება(და რუსეთის სპეცსამსახურები თვით კიევში)კლავს,იტაცებს,ტყეებში ხეზე აბამენ,აწამებენ და ეს უნდა დროებით დავივიწყო,თავიდან ამოვიგდო?და რუსეთის,პუტინის ჰიმნის დროსაც არ გამახსენდეს?...

• ლევანი

რუსეთის (ვინც არ იცით ეგ მუსიკა საბჭოთა კავშირის ჰიმნია, სიტყვები შეცვალეს უბრალოდ) ჰიმნზე ყოველთვის დავუსტვენ, არც ფეხზე არ წამოვდგები და შევაგინებ ყოველთვის!!! რაც შეეეხება ბოთლების და სხვადასხვა საგნების სროლას ეს არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ არც მოხდება.

• გურამა

ისე ხომ არ დავუწვეთ ყველაფერში ვუწვებით პუტინს და აქაც ვასიამოვნებთ რას იტყვით ჰააააა.

• ciba

ჰო მართლა,ცოტა მაზალოა,სტადიონზე წახვიდე და არც უსტვინო და არც იგინო.ეგრე ახლა ბალეტზეც აღარ დადიან.

• mose

კაი სამოას უსტვენ და რუსებს არა??? მოდი რუსეთსზე დავამთავროთ სტვენის ტრადიცია

• ciba

არ გინდათ ახლა ახალგაზრდების პატრიოტულ ნოტებზე თამაში.რუსი რაცაა,არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება.ცოტა ეჭვიც მეპარება ჩვენი და რუსი მორაგბეების მეგობრობაზეც. იმისთანა მუხანათური გაუკეთებიათ თამაშის დროს და კარგად რომ მოხვედრიათ დრუნჩში,მერე კი მომჯდარან თავის ადგილზე.ამაზეა ლაპარაკი,თორემ სტადიონზე ტყვიის სროლას არც მე ვაპირებ და თამაშის მერე,როცა დავთეთქვავთ, გადავუვლით, სისხლსაც დავადენთ და სამაგალითოდ მოვუგებთ,ტაშსაც დავუკრავ და შეიძლება ბანკეტზეც მოვხვდე მათთან - არ გავკარი მათ დერჟიმორდულ ძმობას?

• ლევანი

ბატონო გია, სრულიად გეთანხმებით და მხარს გიჭერთ.

• Levan

ვეტანხმები აქ გამოთქმულ აზრს. დიახაც მივალ, დიახაც დავუსტვენ მათ ჰიმნზე და ამით გამოვთქვამ ჩემს პროტესტს. ძალიან კარგი, რომ საერთაშორისო რეგბის პრეზიდენტია ჩამოსული. მან ყველაფერი კარგად იცის

• mamulo

საიტის რედაქციავ!!! სად არის ჩემი კომენტარი???რატომ ბლოკავთ?

• giorgi

პროტესტი უნდა დაფიქსირდეს. არცერთის ჰიმნზე არ დამისტვენია. მაგრამ რუსეთის ჰიმნზე დავუსტვენ. ეს არ იქნენა მიმართული პირდაპირ მორაგბეებისაკენ, ეს იქნება რუსეთისადმი. იმ მორაგბეებმა უნდა იგრძნონ და გაითავისონ რომ ცუდი გაგვიკეთეს და ცუდს გვიკეთებენ. არ დაუსტვინო, გულზე ხელიც ხომ არ დავიდო? ეს არის სულ. რაც შეეხება ზოგადად მაყურებლების ქცევას სხვა გუნდებთან მიმართებაში ნამდვილად უნდა დათბეს.

• ივერი

რას ლაპარაკობთ რა მტერი რა ახალი თაობა, ეს სპორტია და იქ ვაჟკაცი ბიჭების ჯახია. სტუმრის დახვედრა თუ აღარ ვიცით კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! ვისაც დედის გინება და სტვენა გინდათ შეგიძლიათ გორთან დადგეთ და იქ უსტვინეთ. ჩვენი ბიჭები თუ იძახიან რომ მეგობრულად ვართ და კარგადც დავხვდეთო ესეიგი ეგრეა და არ უნდა ამას ფილოსოფია.ნიჟარაძეს თქვენ ვერც კარგ ბიჭობას და ვერც სამშობლოს სიყვარულს ვერ ასწავლით! თურმე რუსები მტრები არიან და თურქები და ირანელები კარგი ბიჭები და კარგი ინვესტორები! ბორდელები გაგიხსნეს მთელ ქვეყანაში და ხმას არავინ იღებს(ყველა სტრიპტიზ კლუბი მაგათია) და აგერ თურმე რუსი მორაგბეები ყოფილან ქვეყნის დამაქცევარი!ახალგაზრდები ხართ და თუ სისხლი გიდუღთ სწორედ წარმართეთ და მეტი იაზროვნეთ, შეხედეთ ვინაა ჩვენი მტერი რეალურად! ბიჭებს პატივი ვცეთ და უგულშემატკივროთ, რუსებსჰიმნზე არ დავუსტვინოთ და 4 ლელო დაუდოთ, გავანადგუროთ და ტაშით გავაცილოთ! ეგრე ჯობია, თორემ მაგათი ჯარისკაცების ნასროლი 20 წელია ჩარჩენილი მაქვს, მაგრამ უდანაშაულოზე აგრესია არასოდეს გადამიტანია. ვინც ბევრს ატრაკებდა, ომის დროს ზურგი პირველივე გასროლაზე უჩვენებია!

• ciba

მაგრად ავად ვარ.სიცხეც მაქვს და მგონი ვაბშე ვიბრიდები,მარა 22-ში ნაღდად სტადიონზე ვიქნები.რატომ? იმიტომ რომ იმ რუს გენერლებს და ჯარისკაცებს, რომელთაც ტყვია ვერ მივაწვდინე,აქედან მივაწვდინო ჩემი,ჰიმნი არ ვამღერო, მაგრად მოვუგო,თან დავთეთქვო,გუნება გავუფუჭო და ისე გავუშვა აქედან.რატომ?იმიტომ,რომ დაფიქრდეს,როგორ ეზიზღება მთელ მსოფლიოს დერჟიმორდობისა და ფაშისტობის გამო,რომ იცოდეს: ვერ მომერია ომით და ამიტომ ეშინოდეს.რუსი მხოლოდ დაჩმორებულია შენი მეგობარი.ვარ 55 წლის.

• EEH

მესმის ნიჟარაძის გულისტკივილი, სადღაც გასაგებიცაა რისი თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები მაინც. ხალხმა თვითონ იცის უკეთესად როგორი განწყობა ექნება რუსეთის ჰიმნზე და მისი დარიგება "კულტურაზე" საჭირო არ არის. ბერნარდ ლაპასემაც მშვენივრად იცის ყველაფერი და ნუ ნერვიულობს. თუ ნიჟარაძეს ჰგონია, რომ როცა ჰიმნს უსტვენენ ეს ნიშნავს რომ მორაგბეებს/სპორტსმენებს უსტვენენ პირადად, ძალიან ცდება - უსტვენენ ქვეყანას და მე ვფიქრობ სამართლიანადაც. ერთია სტვენა თუ ღრიალი, მეორე ბოთლების სროლა. რა თქმა უნდა ბოთლების სროლა და მსგავსი ტიპის აგრესია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

• elguja

გიორგი ნიჟარაძე არ იმსახურებს უპატივცემულობას! ადრეც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა მეგობრებში და თანამშრომლებში!

• The Cruzaders

გიო! ვერ ათვთცნობიერებს ეს ნიჟარაძე რომ, მასვი მაჭამე მალხინე მტერთან არ გამოვა -შევარდნაძესავით,გიორგაძესავით....,მოვეფეროთო რომ იძახის, არც შამფურის დაწვა უნდა და არც ჩიჩიასი,ის გენერლები კი არ ხოცავდენ ქართველებს, არამედ იმ გენერლების ბრძანებით,იარაღასხმული რუსები,რაგბისტებიც,მუსიკოსებიც და სნოუბორდისტებიც,დესანტნიკებთან ერთად... და არ გინდათ მიკიბვ მოკიბვები,ქართველებისთვის ასახსნელად,თეთრის და შავის განსხვავებისა. ნახევრად ორსულობა არ არსებობს. სთქვით სიმართლე,თქვენნაირმა "საბჭოთა ინტელიგენტებმა-ტრენერებმა" რომ იციან სიმართლის თქმა,და უფრო აფასებენ შიშნარევ-თუ მტერი მოგერია,ბაბაია დაუძახეო-.და გაჩუმდით სამშობლოს სიყვარულზე,გულში მჯიღის ცემით,დივიდენდებზე და რუს "მეგობრებთან" ქეიფობაზე ,იფიქრეთ,როგორც ქჩვევიათ.გიო ! კარგი ხარ ,ახალი ქართული თაობა მოვდივართ, საქართველოს არაკეთილისმსურველების დასახვედრად,მუზარად ახდილი სიმართლით.

• datiko48

გიორგი,რაგბით ძალიან ბევრი მეგობარი იყო 64-დან,ეს სპორტი ქართველი კაცის სიძლიერის გამოხატულებაა,ხოლო ლელო ძველი ქართული სპორტის სახეობაა ვიდრე რაგბი გაჩნდებოდა,ამიტომ აითვისა ქართველმა ეს სპორტი უმაღლიეს დონეზე,ხოლო რუსი გინდა სპორტცმენი იყოს გინდა გენერალი არ აქვს მნიშვნელობა,მათ 95%-ეს ადამიანის სული არ გააჩნიათ,და სულ გამარჯვებით ევლოს ქართველს ამ ქვეყანაზე!!!!

• elguja

საზღვარგარეთ სტადიონებსაც ანგრევენ და გულშემატკივრები ერთმანეთს ხოცავენ, მაგრამ ქართველებს მუდამ გვქონდა,მათგან განსხვავებული, ქომაგობის გამორჩეული კულტურა. მიმაჩნია, რომ ასეთი ქომაგობა ჩვენი საყვარელი გუნდის პატივისცემაა!

• gio

ეგ მეგობრები არ იყვნენ? ავტობუსით კრუგები რო გვარტყმევინეს ქალაქს რომ სტადიონზე რაც შეილება გვიან მივსულიყავით, თან ლამის ანტარქტიდაში რო გვათამაშეს რო იქნებ მოუგოთო ან სულ ბოლოს არ იყო? აეროპორტში რო დააკავეს და 2 საათი რო აყურყუტეს ჩვენი მორაგბე გინდ ესე თქვით გინდ ისე რუსეთის ჰიმნზე ხალხი დაუსტვენს!!!

• GiorgiG83

მიჭირს კომენტარის დატოვება. მითუმეტეს თურმე ერთგვარ ტესტს გვაბარებინებენ "ბობოლები"... "სტუმარ-მასპინძელი" -ს ავტორ ერს მეტი მოეთხოვება. მეც იმის მომხრე ვარ, რომ მთელი ენერგია მივმართოთ ბორჯღალოსნების გულშემატკივრობაში.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო-რუსეთი - ბილეთები

10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში

"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა

მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა

მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა

ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით

Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის

punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს