ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კობი - კაცი, რომელმაც დროში გაძლო

კობი - კაცი, რომელმაც დროში გაძლო

მგონია, კობიაშვილისთანა კაცების დრო რომ მოვა, ძველი სიხარულებიც მარტო მაშინ დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს
მალე წავა ლევან კობიაშვილი ფეხბურთიდან. კი დაწერა ამასწინაც პატარა ინტერვიუში, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დავჯდებით მე და "ჰერტას" ხელმძღვანელობა, დავილაპარაკებთო, მაგრამ სეზონი-ორი სეზონი აღარ არის მთავარი. მთავარი სხვა რამეა - კარიერის მიმწუხრი უდგას კიდევ ერთს იმ მაგრებიდან, რომელთაც, სავარაუდოდ, უკან საბოლოოდ მოტოვებულ ბნელ წლებს ფეხბურთი არ დაანებეს.

არადა, მართლა რა სიბნელე იყო - ქვეყანაში, აზროვნებაში, სულში...

მართლა კაი ბიჭობა უნდოდა იმ სიბნელეების ფონზე ინგლისთან, იტალიასთან, გერმანიასთან ჭიდაობას - გასაგებია, რომ ტოლ-სწორად ვერა, მაგრამ მაინც ჭიდაობას...

საფიქრალი და დასახარისხებელი ბევრიც არაფერია - კობის ჩინებული კარიერა ჰქონდა და ეს მოჩანს მინდორზეც, მის მიღმაც, სტატისტიკაშიც, კლუბშიც, ნაკრებშიც...

უბრალოდ, ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოხატო ეს ყველაფერი. რა სიტყვა ან რა სიტყვები ეყოფა იმ დროის მონაკვეთს, რომლის თავი და ბოლო ამ წყნარი, გაწონასწორებული, მუშა და საიმედო ფეხბურთელის ორი - სადებიუტო და გამოსათხოვარი მატჩი იქნება.

არ მიკვირს, ლევან კობიაშვილი გერმანიას რომ შერჩა, გერმანულ ფეხბურთში რომ იპოვა საკუთარი თავი. იქ ხომ განსაკუთრებულად აფასებენ ყველაფერ საიმედოს. იქ არ არის ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს - ვიღაც, სადღაც, რაღაცაში კომეტასავით გაიელვებს და მიდიი - ამხანაგებო, ტაში!

ზოგადად, ასეთი ქვეყანაა გერმანია - დროში უნდა გაძლო. ჰოდა, კობიც ეგეთი არ არის? დროში გაძლო და მერე როგორ...

მისი კარიერის შტრიხ-კოდიც ეს უნდა იყოს, დროში გამძლე, თამაშის რაღაცნაირად გაწონასწორებული და ღირსეული მანერა. ერთი შეხედვით, მონოტონურიც ჩანს ეს ყველაფერი - ყოველგვარი აფეთქებებისა და თვალისმომჭრელი ტრიუკების გარეშე, მაგრამ...

არითმიაც იყო და მერე როგორი - ხორვატიასთან. ეს ისეთი მომენტია, რომელიც კარიერად ღირს - ვისიც გინდა, კარიერად. ბოლო წუთზე, საჭირო დროს და ადგილას, ფავორიტთან გატანილი გოლი. თითებზე ჩამოითვლება ასეთი მომენტები და ბედისწერის გადასახედიდან რომ მკითხო, სულ იმას ვიტყვი - ჯილდო იყო ხორვატიის კარში გატანილი ის გოლი: პროფესიონალიზმისთვის... ხასიათისთვის... შრომისთვის...

დაფასდა რა... და კარგია, დიდებულია, რომ დაფასდა.

კახა კალაძის ფრაზა მახსენდება. დიღომში, ბაზაზე, ნაკრების მორიგი შეკრების დროს მორიგი ინციდენტი მოხდა და როცა "შიდა" საუბარში ჰკითხეს, ვინ, რა და როგორ, "ისეთი არაფერი, ჩვენ არ ჩავრეულვართ, ხომ იცით, კობი, მე, დემე, იაშკა არ ვერევით ხოლმეო"...

ნურავინ იფიქრებს, რომ ხელები დაიბანეს ან მაშინ, ან მერე ამ ბიჭებმა. არა, როცა საჭირო იყო, სათქმელს ამბობდნენ - მით უმეტეს, ეთქმოდათ სიტყვა. უბრალოდ, ხდება ხოლმე, როცა დუმილი მართლა ოქროა, როცა თუნდაც მართალი პოზიციის დაფიქსირება ცეცხლზე ნავთის დასხმასავით გამოვა, როცა სიწყნარე ყველაზე მეტად წაადგება საერთო საქმეს.

აგერ, სულ ბოლო სანაკრებო საქმე... ვინ იცის, რამდენი ფეხბურთელი და არაფეხბურთელი წაეფარიკავა თემურ ქეცბაიას ნაკრებში დატრიალებული ამბების გამო, მაგრამ ყველაზე ნაკლები დისკომფორტი მწვრთნელმა სწორედ იმ "ფრონტიდან" იწვნია, სადაც ყველაზე სუსტი ჩანს მისი პოზიცია...

იაშვილისა და კობიაშვილის "ფრონტიდან" - თუკი შეიძლება ფრონტი ეწოდოს იმ მართლა გაწონასწორებულ, ადამიანურად გამართულ ინტერვიუებს, რომელიც ქართული ტრადიციის თანახმად, ქვეყნის პირველი გუნდიდან "უპაჟალუსტოდ" დათხოვილმა "ბებერმა ბიჭებმა" დაარიგეს...

მაგრამ შინაგანი ინტელექტისა და ადამიანური ღირსების რამხელა ანარეკლია? შეიძლება ითქვას, რომ კობიმ მორიგი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - საჭირო დროსა და ადგილზე, მთელი ქვეყნის თვალწინ...

კარგით, მინიმუმ, საფეხბურთო საზოგადოებისა.

ისე დაგვჩემდა, ამ ბოლო ხანებში, ნამეტანი ცოტას ვფიქრობთ ეს "საფეხბურთო საზოგადოება". ქართულმა ფეხბურთმა დაკარგა მეხსიერება და საღამოდან დილამდე, დილიდან საღამომდე თუ ახსოვს ხოლმე, რა ხდება და როგორ.

მგონია, კობისთანა კაცების დრო რომ მოვა, ძველი სიხარულებიც მარტო მაშინ დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. პროფესიონალ, გაწონასწორებულ, დროში გამძლე კაცებს სხვანაირი აზროვნება აქვთ, კოორდინატების სხვა სისტემა და მოქმედების ამპლიტუდაც - სხვა. ეგენი სამ დროში ცხოვრობენ ხოლმე - წარსულშიც იხედებიან, მომავალშიც და ახლანდელს რაც შეეხება, პატიოსნად უდგებიან საკუთარ საკეთებელს.

წარმატების თავი-ბოლო და მარტივი ფილოსოფიაც ეს არის.

მე სულ პატარა მახსოვს. სამტრედიაში ჩამოსული "დინამოდან". იმ დღეს მარცხენა მცველად ათამაშეს. ისე მოხდა, მაგრად ავყიაობდნენ ტრიბუნებზე და ბევრს აუშალეს ნერვი და ძარღვი, ბევრი შეურაცხყვეს. კობიაშვილი ბოლომდე კაცურად იდგა - არავის აჰყოლია და აგერ, ჰა, სანამდე მომყვება იმდღევანდელი ფიქრები.

იმ ფიქრების გამო იყო, ჟურნალისტიკაში მისულმა ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ სწორედ მისგან ავიღე - ბახტრიონზე, არ ვიცი, რა შემთხვევის გამო, სტუმრებით სავსე სახლში. ვისხედით საძინებელში კობი და მე, გეახლებოდით ატმის კომპოტს და ვლაპარაკობდით ფეხბურთზე.

ლაპარაკობდა ზუსტად ისე, როგორც ახლა ლაპარაკობს ან როგორც მომავალში ილაპარაკებს - საქმიანად, დინჯად, ფიქრიანად.

სხვაგვარად ხომ არც არაფერი უკეთებია ფეხბურთში...

კიდევ ირლანდიასთან ჩახვეული მისი ჯარიმა მახსოვს, შეი გივენს რომ დაუბზრიალა. აბსოლუტურად განსხვავებული იმ ჯარიმებისგან, "ფრაიბურგში" თამაშისას ოლივერ კანს რომ უბზრიალებდა. რა გაიხარეს ბოლომდე გადაჭედილმა ტრიბუნებმა?!

კობიმაც მაგრად გაიხარა.

გასახსენებელს რა მოლევს - ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი, მატჩების სარეკორდო რაოდენობა ნაკრებში, ველოსიპედისტები რომ იტყვიან, გამოდევნებითი რბოლა პისაროსთან - ბუნდესლიგის რეკორდსმენობისთვის.

თუმცა, ყველაფერი ეს მაქმანია იმ მანტიაზე, რასაც მისი საფეხბურთო შესაძლებლობები ჰქვია. ჯერაც გამოუყენებელი, ამოუწურავი შესაძლებლობები. მალე მორჩება კობი, როგორც ფეხბურთელი და დაიწყება ახალი, უფრო საინტერესო, უფრო მცოდნე, მოსწავლე კი არა - მასწავლებელი კობი.

მალე მოვა ეს დრო და მაშინ გამოჩნდება, ვის რა უნდა ქართულ ფეხბურთში. მხედველობაში "ჰედჰანტერები" მყავს - ფული რომ მისცათ განგებამ, ფეხბურთი უყვართ, საქმის კეთება უნდათ, გუნდის შენება, ჯილდოები, ყველაფერი...

მაგრამ სულ თავისით, მარტო საკუთარ ქეიფზე - კობიაშვილებს არ იჭირვებენ რატომღაც.

...იმ თაობიდან, ბნელ წლებს ფეხბურთი რომ გამოსტაცეს, რამდენიმე კაცია ისეთი, სახელმძღვანელოდ, გაკვეთილად, მასწავლებლად რომ გამოდგება. მათ შორის ერთი კობიცაა - ღირსეული, გაწონასწორებული, დროში გამძლე კაცი...

კონსტანტინე გოგიშვილი

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

• iako kobiashvili

მადლობა ასეთი შეფასებისვის! სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების გადმოსაცემად რაც განვიცადე ამ სტატიის წაკითხვისას

• giorgi1

არ მორჩა კობის ქება რა, კობის ქებათა-ქება არ გათავდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე სამაგალითო კაცია - მშრომელი და ფორფესიონალი, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ქართველ ფეხბურთელებს. ალბათ მანადე არ მოჩება კობის ქება სანამ ყურებს არ შეიბერტყავენ სხვა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები და არ მიბაძავენ შრომაში.

• ლაშააა

სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაჭ ავტორო, ცრემლი მომადგა რომ ვკითხულობდი :( კობისნაირი კაცების დრო უნდა მოვიდეს, და რაც შეიძლებ მალე,,, კობი იშვიათი პროფესიონალი ხარ, მეამაყები !

• zas.

მოიცა,მოიცა კაცო, სალომე ბაკურაძე შეყვარებული ყოფილა,გაიგეეთ?

• ოდალა

თურმე რა უსამართლო და არაკორექტულ საქმიანობაში ვყოფილვარ შემჩნეული - ე.წ. ჟურნალისტებს ვაკრიტიკებ. წაიკითხე ამათი დაწერილი და თუ ელემენტარული ქართული გისწავლია მე-5 კლასამდე მაინც, მიხვდები რომ არ იციან წერა. ან ლაპარაკი რომელმა იცის? ნებისმიერი ტვ აიღე. სურათის აღწერას პირველ კლასში ასწავლიან, ესენი დაიჭერენ მიკროფონს და ბლუყუნებენ. რაიმე ახალს ვამბობ? თავად ყურები არა გაქვს? მაგრამ ეტყობა არ იცი ქართული. ან ქართველი კომენტატორები მოგწონს??? ვიღაც რომ გააკრიტიკო თვითონ იმ დონეზე მაინც უნდა. ქეცბაიას მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება მაინც აქვს და საქმის პროფესიონალია. სულ არა ვარ მისი ფანი. არ მომწონს რა ფეხბურთსაც თამაშობს მის ხელში გუნდი, მაგრამ ქეცბაია რომ აკრიტიკო, თვითონ სულ მცირე ერთ ენაზე მართლწერა უნდა შეგეძლოს, აზროვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში ბ-ნ გოგიშვილს არ ეხებოდა კონკრეტულად ჩემი კომენტარი.

• cici

კარგი ადამიანია და მაგარი ფეხბურტელი

• tamazi tsomaia

მადლობა ბატონო კოტე სტატიისთვის,სიმართლისთვის,კარგი კაცის დფასებისთვის.ავყიებსკი ყურადღებას ნუ მიაქცევთ და თუ შეგიძლიათ შეუნდეთ.თუნდაც კობის ხათრით.ისე მართლა ოდალაა,ღმერთო გაუხსენი ტვინი.

• fani

ერთი ვინმემ ამიხსნას,რას ნიშნავს ქეცბაიას ნათქვამი,მაშინ წავალ თუ ვეღარ გავდივართ ჯგუფიდანო.ვერ ხედავთ მაგრად რომ აფრენს?

• ოდალა-ს !!!

კოტე გოგიშვილია წერა-კითხვის უცოდინარი და შენ დიდად განათლებული? ხშირად ხარ შემჩნეული ჟურნალისტების გინებაში და ვითომ დამცრობი ჭურნალისტებად მოხსენიებაში. ამ საიტის ადმინისტრაციას ტვინი არა აქვს შენ გინებებს რომ აქვეყნებს?

• ქეცბაიას ფანებს !!!

თქვენ უკვე საბოლოოდ გაგიჟდით მგონი. ნუ შეაძულებთ თემურს ხალხს, თქვენი უგვანი საქციელით. რა შუაშია ახლა ეს სტატია და კობიაშვილი, სულ ქეცბაია როგორ გელანდებათ ?

• ოდალა

მამულო, ადვილი მისახვედრია რომ რაღაცის თქმა უნდათ ამ სტატიებით ამ ჭურნალისტებს. ეს მართლა ის ხალხია ქეცბაია რომ ხშირად ახსენებს ხოლმე - ვიღაც-ვიღაცეების დავალებებს ასრულებენო. სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა, მართლა ტვინი წაიღეს ლევან კობიაშვილზე დაწერილი სტატიებით ყოველ დღე - არა და ძალიან მიყვარს ეს ფერხბურთელი. უბრალოდ ეს წერა-კითხვისს უცოდინარი **** დათვურ სამსახურს უწევენ კობის. რას იზამ, ასეთი მედროვეები ყოველთვის იყვნენ და ალბათ იქნებიან.

• bingo

მამულო ტუ არ გინდა ძმა ნუ წაიკითხავ იმსახურებს ეს კაცი და წერენ და კიდე ბევრი უნდა დაწერონ.შენ თუ არ გინდა გადადი და სხვა სტატია წაიკითხე არავინ გაძალებს

• mamulo

კარგით რა,დავიღალეთ! პატივს ვცემ კობიაშვილს ,მაგრამ გეყოთ,ყოველ დღე ხომ არ შეიძლებბა კობიზე ლაპარაკი.ამდენი თავის დროზე ყეფიანი არ აუყვანიატ ცაში.კობიაშვვილი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ქართულ ფეხბურთსჰი უფრო დიდი ფეხბურთელები იყვნენ და ჟურნალისტები ტუ სხვა აქტუალურ თემებს ვერ პოულობთ, მატზე მაინც წერეთ და დაანებეთ თავი ამ კობიაშვილს.

• ლევანი

ჯიგრიანი, ძარღვიანი სტატიაა. ისეთი, როგორიც კობია თავად. მადლობა ავტორს!

• juna juniashvili

კობი უმაგრესი ფეხბურთელი და ნამდვილი ქართველი ვაზკაცია.

• vazha

კობი კაცურად დარჩი ბუნდესლიგაში ვიცი შეგიძლია კიდე ითამაშო და გახდი ყველაზე მეტი თამაშით ლეგიონერი ბუნდესლიგაში საამაყო იქნება შენთვისაც და ერისთვისაც და მით კიდევ დიდ საქმეს გაუკეთებ ქართულ ფეხბურთს შენი იმხელა კლასი და გამოცდილება დააგროვე ჰერტა თუ არა ნებისმიერი ახალადგადასული კლუბი აგიყვანს.კობი შენ მისაბაძი ადამიანი ხარ და მერე ფეხბურთელი

• gizog

კობი, მართლაც სამაგალითოა და პატივიც ქომაგისგან სამაგალითო უნდა მიეგოს.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...